Форум » სპორტი » ძიუდო » Ответить

ძიუდო

kote:

Ответов - 18

raul: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონიაში იმყოფება ძიგარო კანოს სახელობის უპრესტიჟულეს ტურნირში სადაც ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,და რაც ყველაზე აღსანიშნავია პირველივე ეტაპზე პირწმინდად დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი-იგივე ჯარჯი ზვიადაური!

kote: raul romel arxse acveneben mag turnirs ty ici ?

raul: dges da xval tbilisshi sportis sasaxleshi didi saertashoriso turniri ickeba tbilisis msoflio tasi,sadac 20-ze meti kveknis ziudoistebi moikrian tavs! rac mtavaria iaponiis nakrebi chamodis ziritadi shemadgenlobit! magari sanaxaoba ikneba! chvenebs zviadauri ar ekolebat!


sammolino: Zaza Kedelashvili gaxda evropis chempioni (66 kg) daamartsxa frangi finalchi gaastsora magrad

raul: sammolino gaixare zmao! exla vukure mec magrad gamixarda! eg erti da sxva mravali! kedelashvils imedia sxvebic aubaven mxars,me cirekizis didi imedi makvs!

sammolino: khergiani 5ze gavida au chemi magari chansi hkonda rogorts olimpiuri vertsxlis mflobels

raul: zaza kedelashvilis saoqroe gdeba!

kote:

raul: aris kidev erti medali amjerad brinjaosi,romelic xanjaliashvilma moipova!

raul: ევროპის ჩემპიონატზე ჩვენების ყველაზე დიდი მონაპოვარი ტატამსგარეთ მიღწეული წარმატებაა - საქართველო 2009 წლის ევროპის პირველობას უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რანგის ტურნირი ჩვენთან ჯერ არ გამართულა.

raul: dges sakartvelos ziudoistta nakrebi safrangetshi gamartul msoflios chempionatze gundur asparezobashi msoflios chempioni gaxda,finalshi rusetis nakrebi ikne damarcxebuli 4:3 da 4-clit msoflios chempionis tituli sakartveloshi daidebs binas! gaumarjos chvens jigar,gmir ziudoistebs! bravo sakartvelos! parizis Tavze qarTuli droSa frialebs! საქართველო ჩემპიონია!

raul: ager gmiri chempionebi:

kote: bravo

raul: მსოფლიოს ჩემპიონები! გუშინ პარიზში, ბერსის სპორტულ ცენტრში ქართულმა ძიუდომ აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწია - ფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და გუნდურ პირველობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებს აქამდე ორი მედალი ჰქონდა მოპოვებული - 2002 წელს ბაზელში ფინალში იაპონიასთან დამარცხდა, შარშან კი იაპონიასთან წაგებული ნახევარფინალის შემდეგ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუშინ, ტურნირის დამთავრებისთანავე პარიზში დავუკავშირდით ნაკრების თავკაც შოთა ხაბარელს, რომელიც ალალად გამოტყდა, რეალურად, სამეულს ვგეგმავდითო. არადა, ბერსიში მოვლენები ისე განვითარდა, უკეთეს ვერ ვინატრებდით. წილისყრამ თავიდანვე გაგვიმართლა და ბადის შედარებით სუსტ ნახევარში გაგვამწესა. პარიზში შეპირებული 14-ის ნაცვლად საბოლოოდ 13 ვიხილეთ - ალჟირი არ ჩავიდა. ამათგან იაპონია, რუსეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბრაზილია ცხრილის ერთ მხარეს მოხვდნენ, მეორე ნახევარში კი - ჩვენთან ერთად, ეგვიპტე, უკრაინა, კორეა, ისრაელი, უნგრეთი და კუბა. ცხადია, პირველი ქვეჯგუფი მეორეზე მნიშვნელოვნად ძლიერია, თან, იქ მეორე წრეშივე ტურნირის უმთავრესი სენსაცია მოხდა - ფრანგებმა იაპონელებს 4:2 მოუგეს. ცხადია, მასპინძელთა ფაქტორი ისეც გასათვალისწინებელი იყო, ამ გამარჯვების შემდეგ კი ფრანგთა აქციები უზომოდ გაიზარდა. თანაც, ისინი საკუთარი ქომაგის თვალწინ უძლიერესი შემადგენლობით წარსდგნენ. ამის მიუხედავად, იაპონელებთან შედარებით, მათი დამარცხება შეუძლებელი საქმე სულაც არ ჩანდა. უფრო მეტიც - უპირველესი ფავორიტის ასე მოულოდნელად ჩამოცილების შემდეგ ჩვენების საჩემპიონო შანსები გაიზარდა. საბოლოოდ ფინალამდე მასპინძლებიც ვერ მიუშვა, ხაბარელის კრებულმა კი ფავორიტთა მარცხი სათავისოდ გამოიყენა. ჩვენები თავიდან ეგვიპტელთა 6-კაცა გუნდს დაუპირისპირდნენ (მონაწილე 100-ში არ ჰყავდათ), რომლებთანაც ისედაც ფავორიტები იყვნენ, ახლა კი... ამიტომ ხაბარელმა ექსპერიმენტები გააკეთა - ნესტორ ხერგიანი (60) ვახტანგ ხოსიტაშვილით შეცვალა, გრიგოლ მამრიკიშვილი (81) - გიორგი ბაინდურაშვილით. სხვა წონებში ზაზა კედელაშვილი (66), დავით ქევხიშვილი (73), ირაკლი ცირეკიძე (90), გიორგი ყიზილაშვილი (100) და ლაშა გუჯეჯიანი (მძიმე). ჩვენების უპირატესობა ანგარიშში აისახა - ტატამზე გასულმა ექვსივე ქართველმა მოიგო. ამათგან ცირეკიძემ და გუჯეჯიანმა - წმინდად. აღსანიშნავია, რომ ცირეკიძემ სწორედ ქაიროში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ ზვიადაურის მძლეველ ჰეშამ მესბაჰს აჯობა. ეგვიპტესთან მატჩი გელა კედელაშვილისთვის კინაღამ საბედისწერო გამოდგა - ტვინის შეერყა და რომ არა ექიმის ვაჟკაცობა, ხაბარელს მისი შემცვლელის ძებნა მოუწევდა. მწვრთნელის თქმით, მას გულის რევა მერეც აწუხებდა, თუმცა სამივე დარჩენილი შეხვედრა იჭიდავა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სამივე წმინდად მოიგო! მეორე წრეში ჩვენებს უკრაინასთან შეხვედრა ელოდათ. ეს სერიოზული მეტოქე ისეც არაა, ახლა კი დოპინგის მიღების გამო დისკვალიფიცირებულნი - ილია ჩიმჩიური (81), ვალენტინ გრეკოვი (90) და ვიტალი პოლიანსკი (100) აკლდნენ, თუმცა რეალური დანაკლისი გრეკოვი იყო, რადგან ჩიმჩიური ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ რომან გონტიუკით შეცვალეს, პოლიანსკი - მსოფლიოს პრიზიორ ვიტალი ბუბონით. ამის მიუხედავად, ქართულმა შვიდეულმა ესენიც გადათელა - ხერგიანმა და კედელაშვილმა წმინდად მოიგეს, ქევხიშვილმა თავისი არაერთგზის გამამწარებელი გენადი ბილოდიდი ვაზარით დაამარცხა, ბაინდურაშვილმა გონტიუკთან ფრედ დაასრულა, ცირეკიძემ კი სუფთად მოიგო და დანარჩენ შეხვედრებს აზრი დაუკარგა. ამ დროს ფრანგებს იაპონელები უკვე დამარცხებული ჰყავდათ. ერთი სენსაცია ჩვენს ჯგუფშიც მოხდა - ისრაელმა შედარებით დაბალანსებული კუბა დაამარცხა, თუმცა მერე კორეასთან პირწმინდად დამარცხდა და ნახევარფინალური წყვილებიც გაირკვა - საქართველო-კორეა; საფრანგეთი-რუსეთი. სენსაციების გარეშე არც ამ ეტაპს ჩაუვლია - დაძაბულ ბრძოლაში რუსებმა ტურნირიდან ფრანგები გამოთიშეს - 4:3. არანაკლებ ფიცხელი გამოდგა ქართულ-კორეული შერკინება, რომელიც ჩვენებმა ასევე მინიმალური უპირატესობით და თანაც ბოლო შეხვედრით მოიგეს. ხერგიანმა და კედელაშვილმა ისევ იპონებით იმარჯვეს - ხერგიანმა მსოფლიოს პრიზიორ ჩო ნამ სუკთან, მაგრამ ქევხიშვილმა და მამრიკიშვილმა ამას ორი მარცხი მოაყოლეს და ანგარიში გათანაბრდა. ამ კრიტიკულ მომენტში ლომივით იბრძოლა ცირეკიძემ და 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დრამატულ ფინალში ზვიადაურის მძლეველ ჰვან ჰი ტაეს სძლია. ამრიგად, ისევ წინ აგვედით, მაგრამ ყიზილაშვილის მარცხით მეტოქემ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. და ამ კრიტიკულ მომენტში ივაჟკაცა ზვიად ხანჯალიაშვილმა. აქ ხაბარელიც უნდა შევაქოთ, რომელმაც ტაქტიკურად სწორად განჭვრიტა, გუჯეჯიანი დაასვენა და ხანჯალიაშვილს შანსი მისცა. კორეელი კიმ სუნ ბუმი უფრო ნაკრებში სტაბილური გამოსვლებით გამოირჩევა და არა წარმატებებით, მაგრამ ასეთი გამოცდილი ფალავანის წმინდად დამარცხება და ისიც ასეთ დროს, ნამდვილად საქებარია. ფინალში, რუსებთან, ხაბარელმა იგივე შემადგენლობა დატოვა. აქ გუნდის ტაქტიკა მარტივი იყო - რუსებს მჩატე წონებში შედარებით უჭირთ, მძიმეებში კი ძლიერი ფალავნები ჰყავთ. ამიტომ ჩვენებს დასაწყისში უნდა ეყოჩაღათ. დაბალ წონებში რუსებს ისედაც საკადრო პრობლემები აწუხებთ, მაგრამ რატომღაც აქ ლიდერები არ იახლეს. მაგალითად, 66-ში არ ჭიდაობდა მსოფლიოს პრიზიორი მაგომედ ჯაფაროვი, თუმცა კედელაშვილისთვის გადაულახავი ზღუდე არც ეს იქნებოდა. აი, 73-ში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი მაკაროვი, სავარაუდოდ, სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდა. ფინალი ჩვენთვის ცუდად დაიწყო - მანამ კარგად მოასპარეზე ხერგიანმა რუსლან ხიშმახოვთან წააგო. სამაგიეროდ, იყოჩაღეს კედელაშვილმა, ქევხიშვილმა, მამრიკიშვილმა და ცირეკიძემ. მამრიკიშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საყვარელი შეგირდი, ოლიმპიადის მესამე პრიზიორი დმიტრი ნოსოვი დაუმარცხა. ფინალს წერტილი ცირეკიძემ დაუსვა, რომელმაც საბოლოოდ ოთხი შეხვედრა მოიგო, აქედან ორი - წმინდად. მისმა მოგებამ ივან პერშინთან ანგარიში 4:1 გახადა და დანარჩენ შეხვედრებს აზრი დაუკარგა. აკი ჩვენები არც გასულან საჭიდაოდ 4:3 მოგებას დასჯერდნენ. მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს, საღამოს 6 საათისთვის დაბრუნდება. შოთა ხაბარელი ტელეფონით, პარიზიდან - მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ეს მართლაც სასახელო გამარჯვება, რომლის მსგავსიც აქამდე არ გვქონია. ეს წარმატება ბიჭების მონდომებამ და შემართებამ მოიტანა. ისინი ერთ გუნდად იყვნენ შეკრულნი, გამოავლინეს საოცარი შემართება და შედეგიც მივიღეთ. ბიჭებიდან მიჭირს ვინმეს გამორჩევა, რადგან მთლიანად გუნდმა იჭიდავა კარგად. ტურნირი ძალიან კარგად ჩაატარა ხერგიანმა. უნდა შევაქო კედელაშვილი, რომელსაც პირველ შეხვედრაში ტვინი შეერყა, მაგრამ გუნდის ექიმმა ზურაბ კაბარიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ მას ტურნირი გაეგრძელებინა. მომეწონა მამრიკიშვილიც, რომელმაც დამაჯერებლად მოუგო ნოსოვს. იქით ქევხიშვილმა შანსი არ დაუტოვა ბილოდიდს. დამაჯერებლად იჭიდავა ცირეკიძემაც, რომელმაც ასევე შესანიშნავად სძლია ძალიან ძლიერ კორეელს - ჰვანს. თუმცა ასე პერსონალურად ჩამოთვლა უადგილოა, რადგან მთელმა გუნდმა კარგად იჭიდავა. პარიზში წამოსვლამდე სამეულში შესვლას ვგეგმავდით, რაც პრესკონფერენციაზეც განვაცხადე. ჩემპიონობაზეც კი ვფიქრობდით, მაგრამ უფრო რეალური დაბალი სინჯის მედალი გვეგონა. საჩემპიონო იმედები იაპონელების წაგების მერე მოგვემატა. იმ შეხვედრაში ფრანგებმა ძალიან ძლიერად იჭიდავეს, იაპონელებმა - პირიქით. ისინი უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდნენ, მაგრამ ვერ იჭიდავეს. ძალიან ცუდად იასპარეზა სამგზის ოლიმპიურმა ჩდა მსოფლიო ჩემპიონმა ტადაჰირო ნომურამ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა მასატო უჩიშიბამ, მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ჰიროში იზუმიმ... მერე მათ კორეასთანაც წააგეს ბრინჯაოსთვის შეხვედრა. ფრანგები ნამდვილად ძლიერად გამოიყურებოდნენ. მათი ნაკრები ასე მომზადებული არ მახსოვს. იმდენად ძლიერად ჭიდაობდნენ, ცოტა ეჭვებიც გამიჩნდა, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და ყურადღების გამახვილება არ მინდა. საბოლოოდ მათაც წააგეს რუსებთან, რაც ჩვენთვის კარგიც იყო - ფინალში მსაჯთა ზეწოლა მასპინძლებთან მეტი იქნებოდა. შეიძლება, ცხრილის მეორე ნახევარში უფრო ძლიერი გუნდები მოხვდნენ, მაგრამ სუსტი მეტოქეები არც ჩვენთან იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში კორეამ უკვე მეორედ მოუგო იაპონიას, ძალიან კარგად იჭიდავა ისრაელმა, ტრადიციულად ძლიერია კუბაც, უნგრელებიც კარგი გუნდით ჩამოვიდნენ. ძალზე სერიოზული გუნდია უკრაინაც. ბერსის დარბაზში უამრავი ქართველი შეიკრიბა და მოგების შემდეგ საოცარი ამბები ხდებოდა, იქამდე კი მხურვალედ გვქომაგობდნენ. ტურნირის დამთავრებისთანავე თბილისიდან ქვეყნის პრეზიდენტმაც მოგვილოცა წარმატება. დიდი მადლობა პრეზიდენტს ასეთი ყურადღებისთვის, მადლობა ყველა ქომაგს. მომავალში კიდევ გპირდებით წარმატებებს.

ctid: BRAVO!

raul: gushin rio de janeiroshi daicko msoflio chempionati ziudoshi sadac aseve olimpiadis licenziebic tamashdeba. pirveli dgis mere gujejianma brinjao,jorjolianma ki 5-adgili moipova da orive matganma licenziasac gamokra xeli. suratze gujejiani brinjaoti:

raul: irakli cirekize damoukidebeli sakartvelos istoriashi pirvelad gaxda msoflios chempioni ziudoshi,finalshi man saberznetis saxelit moaspareze jarji zviadauri,igive ilias iliadisi daamarcxa.

raul: nestor xergianma samcuxarod caago msoflio chempionatis finali da sabolood chvenebi riodan 1-okroti,1-vercxlit,1-brinjaoti da 5-olimpiuri licenziit brundebian.



полная версия страницы