Форум » სპორტი » ჩოგბურთი » Ответить

ჩოგბურთი

raul: rogorc vicit sakartvelos vaj chogburtelta erovnuli nakrebi devisis tasze meore anu B-ligashi imkofeba! amas cinat gamartulma kenchiskram chvenebis pirvel metoked samxret afrikis nakrebi daasaxela romeltac tbilisshi 7-9-aprils unda vumaspinzlot! es shexvedra chventvis zalian mnishvnelovania da amitom chogburtis federaciashi gadackvetes rom,radgan ar aris dasrulebuli tanamedrove kortebis mshenebloba,romelic ert-celze metia midis,da romlis mtavari korti sakmaod lamazi ikneba(2500-ze odnav mets daitevs),aseve is zveli kortebi ar gamodgeba aseti principuli matchebis samaspinzlod,shexvedrebi sportis sasaxleshi gaimarteba,daigeba tanamedrove HARD-is tipis safari! samxret afrikelebs erti metad seriozuli chogburteli kavt,romelmac 2005-cels uimbldoni moigo ckvilebshi da msoflioshi 60-ea! chvengan ki sauketeso labaze 151-ea!

Ответов - 112, стр: 1 2 3 All

kote:

raul: irakli labazem ckvilebshic imarjva da rogorc erteulebshi aseve ckvilebshi dges 1/16-finalur tamashebs itamashebs! erteulebshi misi metoqe amerikeli merdi fishi ikneba,gamarjvebis shemtxvevashi ki nadalisa da agasis gamarjvebuls daupirispirdeba! ckvilebshi ki serb dushan vemichtan ertadaa da etamashebian amerikel pilipss da holandiel wassens!

sammolino: gavida ika 1/8 finalchi labadze 6 fish 2 fishma tramva miigo ika an agassis an nadals chexvdeba


raul: მთელი სულით და გულით ვულოცავ ირაკლი ლაბაძეს ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას! მან შეიძლება ითქვას საკუთარი ისტორია შექმნა,უიმბლდონის 1/8-ფინალში გავიდა ისე რომ გზად კვალიფიკაციანად 6-მეტოქე ჩამოიშორა! მიდი მიაწექი ირაკლი ჩვენ შენს გვერდით ვართ! უძლიერესი მეტოქე ელოდება რაფაელ ნადალის სახით რომელმაც გაანადგურა აგასი! მოიგო ახალგაზრდულ უიმბლდონზე პირველი მატჩი ანა ტატიშვილმაც! ეხლა კი ირაკლი ლაბაძე წყვილებში თამაშობს!

raul: დღეს საღამოს 6-საათისათვის ირაკლი ლაბაძე პირველ კორტზე რაფაელ ნადალს შეხვდება 1/8-ფინალში! ირაკლიმ უკვე გამოიმუშავა 44100-გირვანქა და 30-სარეიტინგო ქულა რომელიც მას 100-ეულში უეჭველი შეიყვანს! ნადალის გაგდების შემთვევაში კი თანხა ფაქტიურად ორმაგდება და რეიტინგის ქულებიც გაცილებით მოემატება! წარმატებები ვუსურვოთ ირაკლის!

raul: samcuxarod caago labazem mervedfinali nadaltan 6:3 7:6 6:3

sammolino: SAXOL MAINTS

raul: 21-23 ივლისს საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები პოლონეთში ადგილობრივ ნაკრებს "დევისის თასის" მატჩში დაუპირისპირდება, გამარჯვებულს ევროპა-აფრიკის II ზონის თავის დაღწევის შანსი უჩნდება. გუშინ ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, ჯერ არასრული. ნაკრების კაპიტანმა გუნდში ირაკლი ლაბაძეს (147), ლადო ჩიხლაძეს (484) და გია ჭანტურიას დაუძახა. კიდევ ერთხელ, მთელი სიმძიმე, ისევე როგორც თბილისში სამხრეთ აფრიკასთან მოგებულ მატჩში, ლაბაძისა და ჩიხლაძის დუეტზე გადავა. მატჩი ქალაქ გდანსკში გაიმართება, კლუბ არკას კორტებზე, საფარი თიხნარისაა. სრული შემადგენლობა დაასახელა პოლონელთა კაპიტანმა პავე გელდნერმა: ლუკაშ კუბოტი (135), მიხალ პრისიეჟნი (345), მარიუშ ფირსტებერგი (679) და მარცინ მატკოვსკი (698). პოლონელებს აკლიათ მეორე ჩოგანი ადამ ჩადაი (307) და მესამე ჩოგანი დავიდ ოლეჟნიჩაკი (326). ასევე არ არიან რობერტ გოდლევსკი (514) და და ფილიპ ურბანი (524). ლუკაშ კუბოტი 24 წლისაა. მართალია, კუბოტი ამჟამად რეიტინგში ლაბაძეზე მაღლაა, მაგრამ მას ჯერ ერთი ჩელენჯერიც კი არ აქვს მოგებული. კობუტის და ლაბაძის ორთაბრძოლა ალბათ გადამწყვეტი გამოდგება ამ მატჩში. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, 2001 წელს ვროცლავში ლაბაძემ 7:5, 7:5 მოიგო, ხოლო 2003 წელს კიევში პოლონელი 6:2, 3:6, 6:1 დაამარცხა. ლაბაძეს კარიერაში კუბოტზე ზუსტად მილიონი დოლარით მეტი აქვს ნაშოვნი. პოლონეთს საქართველო "დევისის თასზე" აქამდე არასოდეს დაპირისპირებია. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპა-აფრიკის პირველი ზონის საგზურისთვის ბულგარეთსა და უნგრეთს შორის გამარჯვებულ ნაკრებს შეხვედრა.

raul: pirveli ori satamasho dgis shemdeg polonetis kalak gdiniashi mimdinare devisis tasis meore etapis matchshi maspinzeli polonetis nakrebi 2:1 amarcxebs sakartvelos nakrebs! pirvel dges moigo labazem,caago chixlazem! dges ki ckvilebma caages! xval aris gadamckveti dge! http://www.daviscup.com/ties/tie.asp?tie=100007783

raul: dges gadamckvet dges didi gmiroba chaidines chvenma chogburtelebma da sabolood stumrad poloneti daamarcxes 3:2. dgevandeli shexvedrebi! labaze-kuboti 4-6 6-3 5-7 6-2 6-4 chixlaze-firstenbergi 7-5 7-6 7-6 ase rom shemdeg tu ar vcdebi da gadamckvet raundshi romlis gamarjvebulic zeda zonashi adis,romelic mxolod elitaruli zonis kvevitaa sakartvelos nakrebi ungrets daejaxeba,ogond sad jer araa cnobili! ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ კიდევ ერთი კარგი ცნობა ავსტრიის I კატეგორიის ახალგაზრდული ტურნირი ოქსანა კალაშნიკოვამ მოიგო Champion Oksana KALASHNIKOVA - T.MRDEZA 6/2 5/7 6/2

raul: აი ჩვენი ბიჭების მოგების შესახებ დევისის თასის ოფიციალური საიტიც წერს: http://www.daviscup.com/ties/tie.asp?tie=100007783 ამ ზონის ნახევარფინალში კი გავიდნენ:ფინეთი,მაკედონია,უნგრეთი და საქართველო. აი ბულგარეთისა და ჩვენი მომავალი მეტოქე უნგრეთის შეხვედრის სესახებაც: http://www.daviscup.com/ties/tie.asp?tie=100007782 თუ არ ვცდები ნახევარფინალში გამარჯვებულები პირდაპირ გადადიან ზედა ზონაში!

raul: მესამე წრეში 22-24 სექტემბერს საქართველო დაუპირისპირდება უნგრეთს, რომელმაც, თავის მხრივ ბულგარეთი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. საუკეთესო უნგრელი ჩოგბურთელი კორნელ ბარდოშკი ATP-ის რეიტინგით 476-ე ადგილზეა. უნგრეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველო ევროპა-აფრიკის რეგიონული ზონის პირველ ჯგუფში აღმოჩნდება. საიდანაც ელიტარულ ზონამდე სადაც 16-ნაკრები თამაშობს ერთი ნაბიჯია~!

raul: უნგრელები რეიტინგში 52-ზე არიან და 8-ადგილიტ გვისწრებენ ჩვენ რომლებიც 60-ზე ვართ! აი რეიტინგიც: http://www.daviscup.com/ranking/current.asp რაც შეეხება უნგრეთის ნაკრებზე ინფორმაციებს ნახეთ აქ: http://www.daviscup.com/teams/team.asp?team=HUN

sammolino: poloneti egre 53 adgilze ikvnen mara ki mivasikvdilet prosta ukured somxebi 92 adilze arian ,tenischidats magazi magrebi vartttttttttttttt gaumarjooooooooooos sakartvelos

raul: maka chaxnashvilma italiashi 50 000-dolariani turniri moigo.

raul: უნგრეთი უნდა დავამარცხოთ გუშინ ჩოგბურთის ფედერაციამ ჟურნალისტებს გვიმასპინძლა, განსახილველი საკითხი კი "დევისის თასზე" პოლონეთში ორი კვირის წინათ მოპოვებული გამარჯვება და უნგრეთის ნაკრებთან მომავალი მატჩისთვის, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება, მზადება იყო. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნამგალაური, ეროვნული ნაკრების კაპიტანი გელა გომელაური და ჩვენი ტოპჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე. ლეილა მესხი: "კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბიჭებს პოლონეთში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მივულოცო. ახლაც კი მაგიდაზე მიდევს უნგრეთის ნაკრების შემადგენლობის სია, ჩვენ უკვე მომავალ მატჩზე ვფიქრობთ და გამარჯვება გვსურს. ვფიქრობ, უნგრეთის ნაკრებთან თამაში მათ მოედანზედადაც წარმატებით შეგვიძლია. ირაკლი ლაბაძესთან ერთად გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლადო ჩიხლაძეს, მათ ერთად სასწაული მოახდინეს და მატჩი 1:2-დან შემოატრიალეს. არადა ირაკლის თან ტრავმა აწუხებდა. ფედერაციას მუდამ გვერდში უდგას სპორტის დეპარტამენტი, რომლის წყალობითაც საქართველოს ნაკრებმა შეკრება მოაწყო პოლონელებთან მატჩის წინ. დავით ნამგალაური: ჩემი აზრით, უკვე ისეთი დრო დადგა, რომ ქართველ ჩოგბურთელთა წარმატებები აღარ უნდა გვიკვირდეს. ჩვენ უკვე გეგმის მიხედვით ვმუშაობთ და მომავალშიც დიდ წარმატებებს ველით. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები დაძლევს უნგრეთის წინააღმდეგობას, მომავალ წელს კი ბევრ საინტერესო და კარგ სიახლეს შეიტყობთ. გელა ელერდაშვილი: ჩვენი მომავალი მეტოქე უნგრეთის ნაკრები საშუალო სიძლიერის გუნდია. თავიდანვე ჩვენს ჯგუფში უპირველეს ფავორიტებად სამხრეთ აფრიკისა და პოლონეთის ნაკრებებს მიიჩნევდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენ ორივე დავამარცხეთ, უნგრელები სულაც არ იყვნენ ფავორიტები, თუმცა შედეგების მიხედვით მათ სერიოზული გუნდი ჰყავთ. ახლახან მათ სოფიაში მოუგეს ბულგარეთის ნაკრებს, სადაც ჩვენ შარშან დავმარცხდით, ასე რომ მეტოქესთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმედი გვაქვს, რომ გაისად ევრიოპა-აფრიკის პირველ ზონაში ვითამაშებთ. ჩვენ უნგრეთთან მატჩისწინა შეკრების დრო ჯერ არ დაგვიზუსტებია, დაახლოებით 15 სექტემბრიდან თბილისში შევიკრიბებით, კონსულტაციებს კი ირაკლი ლაბაძესათან და ლადო ჩიხლაძესთან ერთად გავივლით. შეკრება აუცილებლად ნაყოფიერი იქნება. ლეილა მესხი: ჩვენ მომავალშიც დიდ ყურადღებას მივაქეცვთ ეროვნული გუნდის დაკომპლექტებაში საქართველოს ჩემპიონატს, რომელსაც "კოკა კლოსათან" ერთად ვატარებთ, მოგეხსენებათ, შარშან საქართველოს ჩემპიონი გიორგი ჭანტურია გახდა და ამით მან მთელი წლით გაინაღდა ეროვნულ გუნდში ადგილი. - უახლოეს მომავალში თუ ელით ახალგაზრდობიდან ნაკრების შევსებას? - იგივე ჭანტურია ახალგაზრდაა, ასევეა გიორგი ხრიკაძეც. ძალიან პერსპეტიული ახალგაზრდაა ლაზარე კუხალაშვილი, რომელიც მომავალში აუცილებლად ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში. - ლაზარე წლეულს ძალიან კარგად ასპარეზობს, თქვენი აზრით რამდენად პერსპექტიული ჩოგბურთელია? - ლაზარე ჯერ 15 წლისაა, თუმცა შესანიშნავად თამაშობს. მასთან ფედერაციას ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. რაც მთავარია, ახალაგზარდული ასაკის მიუხედავად მას კარგად აქვს გათავისებული, რომ საქართველოს სახელით უნდა ითამაშოს. ახლა ლაზარე ამერიკის ახალგაზრდულ ღია პირველობაზე აპირებს თამაშს, თუმცა მას ვიზის პრობლემა აფერხებს. იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. - ვაჟთა ჩოგბურთს არ ეხება, მაგრამ მოქალაქეობის შეცვლას - კი. რა ისმის ანა ტატიშვილის საკითხზე? ამერიკულ პრესაში უკვე გაჩნდა სტატიები, რომ შეიძლება ის ამერიკელი გახდეს.. - ეს სტატიები მეც წავიკითხე. წლის ბოლოსთვის აუცილებლად წავალ ამერიკაში და ანასთან და მის ოჯახთან პირადად ვისაუბრებ. ანა ძალიან პერსპექტიული ჩოგბურთელია, მან უკვე ბევრს მიაღწია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ტატიშვილი საქართველოსთვის დაიკარგოს. ამ საკითხში სახელმწიფოს და სპორტის დეპარტამენტის გვეიმედება. ირაკლი ლაბაძე წუხელ ავსტრიაში გაემგზავრა, იგი ტრავმის შემდეგ იწყებს მზადებას. მანამდე ლაბაძე მომავალ მატჩზე გვესაუბრა: - ირაკლი, როგორ მდგომარეობაში გაქვთ ფეხი? - უიმბლდონის ტურნირის შემდეგ ერთი კვირით დავისვენე და თიხნარზე შესაჩვევად ვარჯიში განვაახლე, რის წყალობითაც პოლონეთთან მატჩს მომზადებული შევხვდი. "დევისის თასზე" მატჩს დიდი ენერგია მიაქვს და ეს პაუზა ერთობ დამეხმარა. სამწუხაროდ, პოლონეთში პირველივე მატჩში ფეხი გადამიბრუნდა, რის გამოც დღემდე ვუქმობდი. - მომავალი მეტოქის ბანაკიდან ვის იცნობთ და როგორია ჩვბენი შანსები ევროპა აფრიკის პირველ ზონაში გადასვლელად? - ნაკრების სიას რომ ვუყურებ, არავინ მეცნობა, ეს ბიჭები უფრო ახალგაზრდები არიან, ერთი-ორ უნგრელთან კი მითამაშია, მაგრამ ახლა ისინი ჩოგბურთს აღარ თამაშობენ. ეს "დევისის თასია" და ყველაფერში შეიძლება მოხდეს, იმედია მოვიგებთ. - თქვენი უახლოესი გეგმები როგორია? - ტრავმა აღარ მაწუხებს, ავსტრიაში ვარჯიშს შევუდგები და შევხედავ, თუ ფეხმა შემაწუხა კიდევ ორ კვირას დავისვენებ, თუ არა და გადასაწყვეტი მაქვს, წავიდე ამერიკაში ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში, თუ - არა. ჩემი აზრით, სჯობს "ჩელენჯერებში" თიხნარზე ვითამაშო, რადგან ახალ ტრავმამოშუშებულზე ჰარდის საფარზე თამაში ძნელი და სარისკოა, თუმცა საბოლოოდ ეს ჯერ არ გადამიწყვეტია.

raul: მაკა ჩახნაშვილი მსოფლიოს 176-ე ჩოგანია მარტინა ფრანკას 50-ათასიანი ტურნირის მოგებამ მაკა ჩახნაშვილი რეიტინგში სერიოზულად წასწია წინ, მაკას 35 ქულა დაერიცხა, რის გამოც მან 35 ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა, ქართველი დღეიდან მსოფლიოს 176-ე ჩოგანია. მაკას 158 ქულა აქვს, ეს უკვე ის ადგილია, რომლის მიხედვითაც ჩახნაშვილს თავისუფლად შეუძლია WTA-ს ნებისმიერი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში, ზოგჯერ კი ძირითადშიც მოხვედრა. საქართველოს მეორე ჩოგანი ქალი სოფიო მელიქიშვილი 293-ე ჩოგანია, ერთი კვირის წინანდელს ეს სამი ადგილით ჩამორჩება. სამი საფეხურით დაიხია უკან მსოფლიო კლასიფიკაციაში ანა ტატიშვილმაც, რომელიც დღეიდან 315-ე ჩოგანია. სალომე დევიძე ზუსტად მე-600 ჩოგანია (-7). სხვა ქართველები: 692 (-6) მანანა შაფაქიძე, 875 (-4) ია ჯიქია, 1066 (-9) სოფიო სოფიო შაფათავა, 1133 (-11) თეონა ცერცვაძე, 1280 (-11) სოფიო ქვაცაბაია და 1375 (-10) ნანა უროტაძე. მაკა ჩახნაშვილი და სოფიო მელიქიშვილი ბრონქსის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ასპარეზობდნენ. სამწუხაროდ, ორივე ქართველი პირველ საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდა. მაკამ იტალიელ ვალენტინა სასისთან წააგო, რომელსაც აქამდე სულ უგებდა ხოლმე, 6:3, 1:6, 3:6. სოფიო მელიქიშვილი ამერიკელ აბიგეილ სპირსთან დამარცხდა - 2:6, 1:6. ATP-ის ახალი რეიტინგ-ლისტის მიხედვით საქართველოს პირველი ჩოგანი ირაკლი ლაბაძე ოთხი საფეხურით დაქვეითდა. ირაკლის 258 სარეიტინგო ქულა აქვს, ის მსოფლიოს 161-ე ჩოგანია. ერთი ადგილით დაიხია უკან ლადო ჩიხლაძემ, ვინც ახლა 485-ე პოზიციაზეა. მესამე ქართველი დავით კვერნაძე კი მხოლოდ 1558-ეა. რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილი 351 ქულით მსოფლიოს 124-ე ჩოგანია. წლის საჩემპიონო რბოლაში ირაკლი ლაბაძე 105-ე პოზიციაზე გახლავთ. წყვილთა თანრიგში ირაკლი ლაბაძე 171-ე პოზიციაზეა. სამწუხაროდ, ლაბაძე ამ კვირაშიც არც ერთ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, როგორც ჩანს ის ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა.

raul: ლადო და მაკა კვლავ მწვერვალზე ATP-ის ახალი რეიტინგით ლადო ჩიხლაძე კარიერაში ახალ მწვერვალზეა, იმედია 21 წლის ჩოგბურთელი მიღწეულზე არ გაჩერდება და კარიერაში წინსვლა კვლავ ექნება. საქართველოს მეორე ჩოგანი 26 საფეხურით წავიდა წინ რეიტინგში და ახლა მსოფლიოს 463-ე ჩოგანია. ლადოს 58 ქულა აქვს. ჩიხლაძეს რუმინულ ტურნირში ნახევარფინალში გასვლისთვის კუთვნილი 4 ქულა დაერიცხა, წინსვლის მიზეზიც ესაა. ჩიხლაძეს უახლოეს ხანებში სერიოზული ქულები არ დააკლდება, ასე რომ რასაც მოიხვეჭს რეიტინგში წინსვლისთვის წაადგება. ირაკლი ლაბაძე ერთი საფეხურით დაქვეითდა და მსოფლიოს 162-ე ჩოგანია (258 ქულით). სამწუხაროდ, ირაკლი ამ კვირაშიც არსად ჩანს. რეიტინგში კიდევ ერთი ქართველია, დავით კვერნაძე, რომელიც სექტემბრიდან აღარ იქნება რეიტინგში. წყვილთა თანრიგში ლაბაძე 179-ე ჩოგანია, ჩიხლაძე - 635-ე. ქალთა რეიტინგში ორი ადგილით წინ წავიდა მაკა ჩახნაშვილი, რომლისთვისაც ეს კარიერის მიღწევაა, მაკა მსოფლიოს 175-ე ჩოგანია. კვლავ მსოფლიოს 297-ე ჩოგანია სოფიო მელიქიშვილი, წინ წაიწია ანა ტატიშვილმა, 16 წლის ქართველი 308-ე პოზიციაზეა (+7). სალომე დევიძე 605-ე ადგილზეა (-3). სხვა ქართველები: 692 (-1) მანანა შაფაქიძე, 872 (+4) ია ჯიქია, 1060 (+5) სოფიო შაფათავა, 1132 (+2) თეონა ცერცვაძე, 1287 (-3) სოფიო ქვაცაბაია და 1378 (+2) ნანა უროტაძე. წლის რბოლაში წინ ანა ტატიშვილია (179), შემდეგ მოდიან: მაკა ჩახნაშვილი (314),, სალომე დევიძე (315) და სოფიო მელიქიშვილი (383). ბაქოში სტარტი აიღო 10-ათასიანმა ქალთა ტურნირმა, სადაც ითამაშებენ: სოფიო შაფათავა, თეონა ცერცვაძე, სოფიო ქვაცაბაია, სალომე ალადაშვილი (რომელმაც საკვალიფიკაციო წრეში ერთი მეტოქე უკვე დაამარცხა), მარიამ ქურდაძე და სოფიკო შარანგია.

raul: 22-24 სექტემბერს საქართველოს ვაჟთა ნაკრებს უპრინციპულესი მატჩი ელის სტუმრად უნგრეთში,ეს შეხვედრა არის დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის 2-ჯგუფის ნახევარფინალური მატჩი,რომლის გამარჯვებულიც ავტომატურად გადადის 1-ჯგუფში! აგერ მეორე ზონის ბადეც: http://www.daviscup.com/results/ea2.asp

raul: tbilisshi axlad ashenebuli sachogburto korti!

kote: borjomshi da batumshi apirebdnen ashenebas ramodenime evro standarttis kortebs ..

raul: kote batumshi axali safexburto stadioni rom ashendeba,ikve aasheneben 3500-ian kortebso! es korti ki romelic suratzea nachvenebi tavadac piradad makvs nanaxi da martlac zalian lamazia,am centraluri kortis garda kidev 5-kortia,aseve aris daxuruli kortebi,sacurao auzi,minifexburtis moedani da rac mtavaria sakmaod kargi sastumroc.

kote: raul suratze ro kortia magis raklamashis vnaxe ,sashvalo donis kortia rogoric choqburtelebi vyavs imnairi donis kortebis gvaq ...

raul: maka chaxnashvilma reitingshi 153-ze gadainacvla da amieridan ukve WTA-s donis turnirebshic sheezleba asparezoba! amjerad maka WTA-s turnirze asparezobs sloveniashi 145 000-dolarian turnirze sadac pirvel creshi gamarjvebac moipova da daamarcxa chexi lusi hradecka 6:3 6:4 da meore etapze dges msoflios 69-chogans,turnirze 9-ed gantesil slovak iarmila gaidosovas xvdeba. pirveli cris gamarjvebis shemdeg makam 12-sareitingo kula moipova rac ori 10 000-iani turniris saboloo gamarjvebis tolfasia. xvalidan ki sakartvelos kacta nakrebs umnishvnelovanesi matchi eckeba ungretshi devisis tasis naxevarfinalurui shexvedra maspinzelta nakrebtan,gamarjvebis shemtxvevashi zeda zonashi gadavalt.

raul: დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იწყება დევისის თასზე უნგრეთი-საქართველო. გამარჯვებული ევრო-აფრიკული ზონის პირველ ზონაში გადადის საიდანაც ელიტარულ ზონამდე ერთი ნაბიჯია,იმედია უნგრეთიდან გამარჯვებულები დავბრუნდებით. ყველაფერი ამ მატჩზე: http://www.daviscup.com/ties/tie.asp?tie=100007785

ctid: It's another piece of heroics from our lads!COMON GEORGIA!WE WANT DAVIS CUP!!!

raul: sakartvelos chogburtelta erovnulma nakrebma stumrad ungretshi udidesi gmiroba chaidina da pirveli dgis mere 0:2 chamorchena satavisod shemoatriala 3:2. http://www.daviscup.com/results/ea2.asp http://www.daviscup.com/results/tieresult.asp?tie=100007785 ბრავო ჯიგრებო,ბრავო ჩვენ ნაკრებს! ირაკლი ლაბაძეს და ლადო ჩიხლაძეს გაუმარჯოთ მთელ შემადგენლობასთან ერთად. საქართველოს კაცთა ეროვნული ნაკრები მომავალი სეზონიდან ევრო-აფრიკული ზონის 1-დივიზიონში ითამაშებს საიდანაც ელიტამდე ერთი ნაბიჯია. საქართველოს გაუმარჯოს!

ctid:

raul: დევისის თასის რეიტინგში ამ მოგებით მე-60 ადგილიდან 41-ე გადავინაცვლეთ და უკრაინასაც კი გადავასწარით, რომელიც ჩვენზე მაღალ ა ჯგუფში იყო! ბრავო ბიჭებო!

raul: ხვალ იქნება დევისის თასის (მომავალი წლის) გათამაშების წილისყრა. ევრო-აფრიკული ზონის 1 ჯგუფში ჩვენთან არის 10 გუნდი. განთესილები: სლოვაკეთი, ჰოლანდია, სერბეთი, იტალია. განუთესავები: საქართველო, დ. ბრიტანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, მაკედონია, ისრაელი. შესაბამისად პირველ რაუნდში 2 განუთესავი შეხვდება ორ განუთესავს. და დანარჩენი 2 განუთესავი ისვენებს, და მერე დარჩენილი 4 განუთესავი შეხვდება 4 განთესილს. მოგებულები მერე პლეი-ოფს თამაშობენ მსოფლიო ჯგუფის უსუსტეს გუნდებთან და წაგებულები მერე გარკვეული სისტემით 2 გავარდნილს არკვევენ. წელს, მაგალითად, ბელგია და ჩეხეთი გადავიდნენ მსოფლიო ჯგუფში, ხოლო სლოვაკეთი და ჰოლანდია გავარდნენ. კიდევ საინტერესოა, რომ საქართველოს იტალიასთან და პორტუგალიასთან ექნება თბილისში თამაშის საშუალება, ხოლო დანარჩენ გუნდებთან არიოლ-რეშკას ააგდებენ. ცუდი ვარიანტები არაა.

raul: ესეიგი, დამთავრდა წილისყრა და საქართველოს 1 ეტაპზე (9 თებერვალს) შეხვდა პორტუგალია, რაც არც თუ ისე ცუდი ვარიანტია, იმის გათვალისწინებით, რომ ვითამაშებთ თბილისში. მოგებული შეხვდება სერბიას (ოჰოჰოო) და წაგებული ინგლისი-ჰოლანდიის წაგებულს. ერთხელ პორტუგალიას ვეთამაშეთ უკვე 1998 წელს და 5-0 წავაგეთ, თუმცა ეს უკვე ძალიან შორეული წარსულია. მაშინ ლაბაძეც კი არ თამაშობდა ჩიხლაძეზე რომ არაფერი არ ვთქვათ.

raul: საუკეთესო წლის ღირსეული დასასრული ამ დღეებში საქართველოს პირველი ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი 24 წლის გახდება. იუბილეს მაკა ახალი მიღწევით შეხვდება, ის, ჩვენი გათვლით, დაახლოებით 145-ე ჩოგანი იქნება მსოფლიოში (შეიძლება საუკეთესო მიღწევა, 144-ე ადგილიც გაიმეოროს). ასე რომ, მაკა ჩახნაშვილმა პირობა შეასრულა წელიწადი 150 საუკეთესო მეჩოგნეს შორის ჩაამთავრა. მას შეეძლო, სეზონი სულაც მაჟორულ ნოტზე დაესრულებინა, მილანის საერთაშორისო ტურნირი და მასთან ერთად ახალთახალი ავტომობილი "დაიჰაცუ" მოეგო, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა. მაკა ჩახნაშვილი (153) მილანის "ტროფეო ბანკა პოპოლარე იტალიანას" ძირითად ბადეში ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგიანი იყო, თუმცა ქართველმა ზედიზედ ოთხი მეტოქე დაამარცხა (მათ შორის) მსოფლიოს საუკეთესო ასეულის წევრიც) და ფინალში გავიდა. 50-ათასიანი ტურნირის ექვსი მონაწილე ასეულის წევრი იყო, პირველი ორი კი - ტოპ-50-ის წევრიც. ნახევარფინმალში მაკამ მერვე ნომრად განთესილი უკრაინელი იულია ბეიგელციმერი (111) დაამარცხა - 6:4, 7:6 (4). ფინალში კი მისი მეტოქე იტალიელი რობერტა ვინჩი იყო. ვინჩიმ უკეთ დაიწყო მილანის ხალიჩაზე და 2:2-ის შემდეგ დაწინაურდა და სეტიც იოლად 6:2 მოიგო. მეორე სეტში ანალოგიური მდგომაროება (2:2-ზე) მაკას სასარგებლოდ შეიქნა, თუმცა ქართველმა ვერ შეძლო ბრეიქპოინტის მოგება, შემდეგ კი კვლავ იტალიელმა ჩაიგდო ინიციატივა ხელთ - 2:6, 4:6. მაკამ მილანის ტურნირის ფინალში გასვლით 25 სარეიტინგო ქულა აიღო, თუმცა მას შარშან ისრაელში 10-ათასიანი ტურნირის მოგებისთვის განკუთვნილი 6 ქულა დააკლდება და 7-8 საფეხურით წაიწევს წინ. მალე ჩახნაშვილი რეიტინგში 200-ბალიან ნიშნულსაც გადაცდება (ახლა 179 ბალი აქვს). ისე, წლის ბოლომდე კიდევ ორი ტურნირი გაიმართება, ჩეხეთსა (25 ათასი) და დუბაიში (75 ათასი), ეს შეჯიბრები სპეციალურად დაუმატეს წლის კალენდარს, თუმცა ჯერ უცნობია, თუ აპირებს რომელიმე მათგანზე მაკა ჩახნაშვილი ასპარეზობას, სავარაუდოდ - არა. 2006 წლამდე მაკა ჩახნაშვილს ITF-ის ეგიდით ოთხი ტურნირი ჰქონდა მოგებული. წელს კი მან განსაკუთრებით წარმატებულად იასპარეზა. მაისში თურქეთში 10-ათასიან ტურნირში იმარჯვა, ივნისში იტალიაში (25 ათასი) ფინალში გავიდა, აგვისტოში კი კარიერაში ჯერჯერობით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, მარტინა ფრანკაში 50-ათასიანი ტურნირი მოიგო. სექტემბრის თვეში მაკას პირველი წარმატება WTA-ს ტურნირზე ჰქონდა, პოლონურ პორტოროჟში მეორე ეტაპამდე გააღწია.

raul: გამოქვეყნდა ATP-ის და WTA-ს ახალი რეიტინგ-ლისტები, გაგაცნობთ ქართველი ჩოგბურთელების დღევანდელ მდგომარეობას მსოფლიო კლასიფიკაციაში. გუშინდელი ჩვენი პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდა - მაკა ჩახნაშვილმა მილანის ტურნირის ფინალში გასვლით 15 საფეხურით წაიწია წინ და მსოფლიოს 138-ე ჩოგანი გახდა. ცოტაც და მაკას WTA-ს ტურნირებში ძირითად ბადეში მოხვედრაც არ გაუჭირდება. მაკა ჩახნაშვილს 207,5 ბალი დაუგროვდა, რაც წინა კვირის მონაცემზე 28 ბალით მეტია. 23 წლის ჩახნაშვილმა კარიერაში 88 ათასი დოლარი მოიხვეჭა, აქედან თითქმის ნახევარი წლევანდელი მონაგარია. 2005 წელს სეზონი მაკამ 255-ე პოზიციაზე დაასრულა, ხოლო 2004 წელი - 626-ე. საქართველოს პირველი ჩოგანი წყვილთა თანრიგში 169-ეა. სხვა ქართველები: 302 (-1) ანა ტატიშვილი, 328 (-) სოფიო მელიქიშვილი, 545 (-3) სალომე დევიძე, 694 (-3) სოფიო შაფათავა, 777 (-2) ეკატერინე გორგოძე, 947 (-47) მანანა შაფაქიძე, 1113 (-2) თეონა ცერცვაძე და 1364 (-5) მარიამ ქურდაძე. ვაჟთა შორის ირაკლი ლაბაძემ ორი საფეხურით წაიწია წინ, ირაკლი 164-ე ჩოგანია. ლადო ჩიხლაძე მსოფლიოს 558-ე ჩოგანია (-1).

raul: საქართველოს ნაკრები 41-ე გუნდია წლის უკანასკნელი ტურნირი ლადო ჩიხლაძემ მეოთხედფინალურ სტადიაზე დაასრულა. საქართველოს მეორე ჩოგანმა ჩეხურ ოპავაში 15-ათასიან ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ამით სეზონი დაასრულა. მეოთხედფინალში ჩიხლაძე მე-3 ნომრად განთესილ კონსტანტინ კრავჩუკს შეხვდა და ორ სეტში წააგო - 6:7 (2), 4:6. დღეს წლის საბოლოო რეიტინგ-ლისტი შედგება, თუმცა არა გვგონია მცირე ტურნირის მეოთხედფინალში გასვლამ ლადოს ბევრი შემატოს კლასიფიკაციაში. ჩიხლაძე ამჟამად მსოფლიოს 558-ე ჩოგანია. ამასობაში "დევისის თასის" საბოლოო რეიტინგ-ლისტიც დადგინდა, საქართველოს ნაკრებმა წელიწადი 41-ე პოზიციაზე დაასრულა, რაც ლადო ჩიხლაძისა და ირაკლი ლაბაძის გმირობის დამსახურებაა. ამ დუეტმა წლეულს ზედიზედ სამხრეთ აფრიკის, პოლონეთისა და უნგრეთის ნაკრებები დაამარცხა და ევრო-აფრიკის ზონის I ჯგუფში გადავიდნენ. საქართველოს ნაკრებს 631,3 ბალი აქვს. 2007 წლის "დევისის თასზე" ჩვენი პირველი მეტოქე პორტუგალია, მართალია ახლოსაა (39-ე), მაგრამ ქულებით გვარიანად გვისწრებს - 816,3. ევრო-აფრიკის ზონის I ჯგუფში პირველ მატჩს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ 9-11 თებერვალს გავმართავთ და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში ადგილს შევინარჩუნებთ. პორტუგალიელთა ლიდერი მსოფლიოს 154-ე ჩოგანი ფრედერიკო ჟილია, რომელიც 21 წლისაა. ქართველებს ის ჯერ არსად გადაყრია. მეორე ჩოგბურთელი გონსალო ნიკაუ (534) გახლავთ. სხვა სერიოზული ჩოგბურთელი პორტუგალიელებს არ ჰყავთ. საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთხელ შეხვდა მომამავალ მეტოქეს და 1998 წელს ბრაგაში 0:5 დამარცხდა. ამ მატჩში ნაკრების ღირსებას ვლადიმერ მარგალიტაძე, გივი სამხარაძე და ირაკლი კუნჭულია იცავდნენ.

raul: ჩიხლაძე წინ, შაფაქიძე უკან მართალია საჩოგბურთო ტურნირები აღარ მიმდინარეობს (სეზონი მორჩა), მაგრამ რეიტინგ-ლისტები ორშაბათობით მაინც ახლდება, სადაც მსოფლიო კლასიფიკაციაში მცირე კორექტივები ყოველთვის ხდება (ზოგიერთი ტურნირის შედეგები დაგვიანებით შეიტანეს რეიტინგში). ასე დაწინაურდა 14 საფეხურით უქმე კვირაში საქართველოს მეორე ჩოგანი ლადო ჩიხლაძე. ლადო წელიწადს 46 სარეიტინგო ქულით და მსოფლიო კლასიფიკაციაში 546-ე ადგილით ასრულებს. წყვილთა თანრიგში ჩიხლაძე 762-ე ჩოგანია. წელიწადი ლადომ 513-ე პოზიციაზე დაიწყო. ასე რომ, სამწუხაროდ, პროგრესი არ ჩანს (ზაფხულში მან 463-ე პოზიციას მიაღწია). ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები მინიმალურია, საქართველოს ნაკრების ლიდერი ირაკლი ლაბაძე 164-ე ადგილს (250 ქულა) ინარჩუნებს. წყვილებში ირაკლი 172-ე ჩოგანია. ლაბაძემ წლეულს ჩოგბურთის თამაშით 124 ათასი დოლარი იშოვნა, ჩიხლაძემ კი - 8 ათასი. მამაკაცთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართველია, თუმცა ნოდარ ითონიშვილი იქ სიმბოლურადაა - 2 ქულა და 1374-ე ადგილი. მან ეს ორი ქულა სექტემბრის თვეში ეგვიპტის მცირე საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა. ქალებში ჩვენმა ლიდერმა მაკა ჩახნაშვილმა ერთი პოზიცია დათმო და 142-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ცვლილება არ შეხებია ანა ტატიშვილს (302), სოფიო მელიქიშვილმა ერთი ნაბიჯი წინ გადადგა - 327-ე. სამი საფეხურით დაწინაურდა სალომე დევიძე (541). სხვა ქართველები: 694 (+2) სოფიო შაფათავა, 776 (+4) ეკატერინე გორგოძე, 900 (-45) მანანა შაფაქიძე, 1112 (+2) თეონა ცერცვაძე და 1365 (+2) მარიამ ქურდაძე.

nusha02: 9-11 tebervals devisis tasia evro-aprikis zonis I jgupi saqartvelo-portugalia am ckvils shoris gamarjvebuli serbets xvdeba

raul: დღეს სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპმა სადაც მაკა ჩახნაშვილი ასპარეზობს. დღეს მაკა საკვალიფიკაციოს პირველ რაუნდში 15-წლის რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას(377) უნდა შეხვედროდა,გამარჯვების შემთხვევაში კი ბრიტანელ კეტი ო'ბრაიენისა და ჩინელ იანჩონ ჩენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. კიდევ ერთი წარმატების შემთხვევაში საკვალიფიკაციოს გადამწყვეტ 3-ე ეტაპზე უკრაინელი იულია ვაკულენკო(120) ეყოლება მეტოქედ. მაკა ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია რომელიც წლის პირველ სლემზე იასპარეზებს,სამწუხაროდ ირაკლი ლაბაძეს ავსტრალიაში ვერ ვიხილავთ.

tomka: xalxooooo modit vilaparakot australian openze!rogor mogcons ra xdeba finalshi?sharapova- williams rogor ggoniat rtuli iqneba sharapovastvis cels mogeba?ise karg pormashi arian oriveee,magram rac klisters uqna gadauvlian katokivit williams

DINAMOFAN: dzirs sharapova da federeri!

tomka: eeee aba vin ginda kvelaze dzierebi am momentistvis egeni arian da ras izam?ise nadali rom ar gavardniliko maunc ipiqrebda kaci cota intriga iqneboda torem interesi davkarge kurebis



полная версия страницы