Форум » სპორტი » ჩოგბურთი » Ответить

ჩოგბურთი

raul: rogorc vicit sakartvelos vaj chogburtelta erovnuli nakrebi devisis tasze meore anu B-ligashi imkofeba! amas cinat gamartulma kenchiskram chvenebis pirvel metoked samxret afrikis nakrebi daasaxela romeltac tbilisshi 7-9-aprils unda vumaspinzlot! es shexvedra chventvis zalian mnishvnelovania da amitom chogburtis federaciashi gadackvetes rom,radgan ar aris dasrulebuli tanamedrove kortebis mshenebloba,romelic ert-celze metia midis,da romlis mtavari korti sakmaod lamazi ikneba(2500-ze odnav mets daitevs),aseve is zveli kortebi ar gamodgeba aseti principuli matchebis samaspinzlod,shexvedrebi sportis sasaxleshi gaimarteba,daigeba tanamedrove HARD-is tipis safari! samxret afrikelebs erti metad seriozuli chogburteli kavt,romelmac 2005-cels uimbldoni moigo ckvilebshi da msoflioshi 60-ea! chvengan ki sauketeso labaze 151-ea!

Ответов - 112, стр: 1 2 3 All

DINAMOFAN: tomka пишет: ise nadali rom ar gavardniliko maunc ipiqrebda kaci cota intriga iqneboda torem interesi davkarge kurebis kacebshi xo,mara qalebshi wiliamss sheudzlia mgoni ramis gaketeba!

tomka: ara veraers eg kortze ver darbis cona ushlis.erti eg da meore meri pirs egetebi da tu rames gaaketeben kidev eg axali taoba rom modis magram magat gamocdileba ar aqvt tundac hantuxova aige tundac nikol vaidisheva an anna shakvetadze

tomka: aba rogori iko?haas-gonsalez vin eloda rom gonsalezma mougebda?ra uqna sad iko es bihi manamde?????aravin ar icis?


tomka: ehhhhhhhhhhhhhhhh williams-sharapova 6-1 6-2 egre dzlivs to vinmem qna es ra oeeeeee ogond shapova ara da sxva vinc ginda mixaria rom serena pormashia exla eg ukve misi me-3 mogebaa australian openze!!!!!!!!!

DINAMOFAN: uhahaha dzaan magaria! gaixare serena!

raul: dges magari finalia kacebs shoris,federeri-fernando gonzalesis cinaagmdeg. ise chvenebic ar dagvavickdes,9-11 tebervals tbilisis sportis sasaxle umaspinzlebs devisis tasis pirveli divizionis matchs sakartvelo-portugalias. chvenebi pirvelad arian pirvel divizionshi saidanac elitamde erti nabijia.

tomka: ehhh federer- gonsales rasakvirvelia federeri tan 3 setshi daje ar ucvalebia ise meehveba rame rom gavaketot ar gvkavs dzlieri chogburtelebi ara da rogor mckins

raul: 9-11 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე "დევისის თასის" მატჩს უმასპინძლებს, ევრო აფრიკული ზონის I ჯგუფში საქართველო პორტუგალიას შეხვდება. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ასე მაღალ ჯგუფში თამაშობს, რაც მთლიანად ირაკლი ლაბაძის და ლადო ჩიხლაძის დამსახურებაა, რომელთაც შარშან მიმდევრობით სამხრეთ აფრიკის, პოლონეთის და უნგრეთის ნაკრებები დაამარცხეს და ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლება დაიბევეს. წლევანდელ შეჯიბრებას ჩვენი გუნდი პორტუგალიასთან მატჩით იწყებს. ორივე ნაკრების კაპიტანმა უკვე დაასახელა შემადგენლობა. გელა ელერდაშვილმა ნაკრებში შემდეგი ოთხეული მიიწვია: ირაკლი ლაბაძე (170), ლადო ჩიხლაძე (541), გიორგი ჭანტურია (ურეიტინგო) და გიორგი ხრიკაძე (ურეიტინგო). პედრუ კორდეირუმ სათბილისოდ ესენი შეიგულა: ფრედერიკო ჟილი, რუი მაჩადო, პედრო სოუზა დაგასტაო ელიაში. სტუმართა ლიდერი უდავოდ ფრედერიკო ჟილია, რომელიც მსოფლიოს 154-ე ჩოგანია. დანარჩენები ვერაფრით დაიკვეხნიან: მაჩადო 891-ე ჩოგანია, ელიაში - 929-ე, სოუზა - 986-ე. ცხადია, პორტუგაიელთა გუნდშიც მთელი დატვირთვა ორ კაცზე გადავა, ჟილი და მაჩადო შეეცდებიან ლაბაძისა და ჩიხლაძის დამარცხებას. სოუზა 18 წლისაა, ელიაში კი 16-ის, პირველს "დევისის თასზე" ერთ მატჩში უთამაშია, მეორე კი დებიუტანტია. პრინციპში ყველაფერი ლაბაძის და ჩიხლაძის სათამაშო ფორმაზეა დამოკიდებული. თუკი ლადო წლეულს მეოთხე ტურნირში გამოდის, ირაკლი ჯერ არსად გამოჩენილა, პორტუგალიასთან მატჩი მისთვის პირველი შეხვედრა იქნება 2007 წელს. 9 თებერვალს პირველი მატჩი თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება, მეორე დღეს წყვილთა შეხვედრა 16 საათზე იწყება, 11 თებერვალს კი ბრძოლები ისევ 13 საათზე დაიწყება. კორტის საფარი "ტარაფლექსია", რომელიც საკმაოდ "სწრაფი" საფარია. ერთდღიანი ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება, სამდღიანი აბონემენტი 12 ლარი ეღირება. საქართველო და პორტუგალია ერთმანეთს ერთხელ, 1998 წელს შეხვედრიან, მაშინ პირენეელებმა ჩვენი გუნდი 5:0 გაანადგურეს. ეს შეხვედრა ბრაგაში გაიმართა. პორტუგალიელებს თუ დავამარცხებთ, ავტომატურად შევინარჩუნებთ ჯგუფში ადგილს, მეორე წრეში კი სერბეთის ნაკრებს ვესტუმრებით. მარცხის შემთხვევაში ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ბრიტანეთსა და ჰოლანდიას შორის დამარცხებულთან მოგვიწევს ბრძოლა. საქართველოს ნაკრები რეიტინგში 41-ე ადგილზეა 631 ბალით, პორტუგალია ჩვენს გუნდს მხოლოდ ორი საფეხურით უსწრებს, თუმცა ქულებით სხვაობა დიდია, პორტუგალიას 816 ბალი აქვს.

dachi: e.i chvenze dzlierebi yopilan ,neta dges ra qnes......

raul: ori dgis mere 3:0-ia sakartvelos sasargeblod rac imis manishnebelia rom dgevandelma matchebma azri dakarga,chvenebma portugalia daamarcxes. pirvel dges erteulebshi labazem da chixlazem moipoves gamarjvebebi,gushin ki ckvilebshi zlies metokes. ase rom aprilshi serbebtan stumrad seriozuli da urtulesi matchi gvelis.

ctid: BRAVO!

dachi: danarcheni ori caages:(((((( xo?

nini: yvela lado dzaaaaaaan magari rogoraaa? labadze ar vici mara..;...chixladze udzaaaaaaaaaaaaaaaaaaaamesad magari kaciaaaaaaaaaaaaaaaa

raul: portugaliastan mopovebuli gamarjvebis shemdeg sakartvelos nakrebi arsebobis istoriashi sauketeso adgilas gadavida reitingshi,33-ze. http://www.daviscup.com/ranking/current.asp

raul: lado chixlazem zedized meore turniri moigo,1-kviris cin shveicariashi,exla ki lixtenshteinshi,miuxedavad imisa rom orive 10 000-iani turniri iko lado reitingshi 100-ze meti safexurit gadaicevs cin.

raul: ჯერ კრაიჩეკი, მერე ვაიდიშოვა? 17 წლის ანა ტატიშვილი "სონი ერიქსონ ოუფენის" პირველ წრეში ჰოლანდიელ მიხაელა კრაიჩეკს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი "უაილდ ქარდით" მიპატიჟებულ ქართველს მეორე წრეში მე-8 ნომრად განთესილი ნიკოლ ვაიდიშოვა ელის. მაიამური ტურნირის საპრიზო ფონდი სამნახევარი მილიონია, ანა, როგორც ბოკა-რატონის ჩოგბურთის აკადემიის ნიჭიერი მოსწავლე, ამ ტურნირში მესამედ დაპატიჟეს. ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი მას შარშან ჰქონდა, როცა პირველ წრეშია ინდოელი სანია მირზა დაამარცხა. ინდიან ველსის ტურნირთან შედარებით, ტატიშვილს კენჭისყრამ ნაკლებად გაუმართლა - პირველივე წრეში ძლიერ ჩოგბურთელს ხვდება. კრაიჩეკი, მართალია, მხოლოდ ერთი წლით უფროსია ანაზე, მაგრამ WTA-ს რეიტინგში 58-ე პოზიცია უჭირავს და მსოფლიო ჩოგბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა. ჩეხ ვაიდიშოვაზე საუბარი ზედმეტია, 18 წლის ვაიდიშოვა მსოფლიოს მეათე ჩოგანია. ექვსი ქართველის ამბავი ამ კვირაში ანა ტატიშვილის ჩათვლით დიდების ტურნირებში შვიდი ქართველი ჩოგბურთელი ქალი მონაწილეობს. კალიფორნიის ქალაქ რედინგში 25-ათასიანი ტურნირი იწყება, სადაც მე-7 ნომრად საქართველოს პირველი ჩოგანი მაკა ჩახნაშვილია განთესილი. პირველ წრეში მაკა ანჯელა ჰეიესს ხვდება . ამერიკელი მსოფლიოს 212-ე ჩოგანია, ამას წინათ (ლას ვეგასში) მან ანა ტატიშვილი დაამარცხა ორ სეტში. ისრაელში რამათ-ჰაშარონის ტურნირში ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობდა: მანანა შაფაქიძე და ნათია გეგია. მანანას სულ მცირე დააკლდა ძირითად ბადეში მოხვედრამდე, ორგანიზატრობემა მისი ძველი რეიტინგით იხელმძღვანელეს (რომელიც ახალს 66 ადგილით ჩამოუვარდება), რის გამოც მანანა საკვალიფიკაციო ტურნირში პირველ ნომრად განთესეს. პირველ წრეში შაფაქიძე ისვენებდა, მეორეში მან ებრაელი იაელ ანაისი დაამარცხა - 7:5, 6:0. ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბელგიელ ოუდ ვერმოიზენთან დამარცხდა - 4:6, 4:6. პირველ წრეში ნათია გეგიამ უკრაინელ იულია კირიენკოს აჯობა - 6:2, 7:5. მეორეში მან მილისია ტომიჩს (შვეიცარია) აჯობა - 6:1, 6:3. თუმცა ძირითად ბადეში ვერც მეორე ქართველი გავიდა, მან ფრანგ შარლინ ვანესტესთან წააგო - 2:6, 6:7. მართალია, გეგიამ ვერ შეძლო ძირითად ბადეში გასვლა, მაგრამ წლეულს მესამე ტურნირიდან აიღო ჩასათვლელი ქულები, რის ხარჯზეც მას მომავალ რეიტინგში ვიხილავთ. საქართველოს ექსჩემპიონი სოფიო ქვაცაბაია ათენის ტურნირში მონაწილეობს, ქვაცაბაიაც ურეიტინგოა, ასე რომ მასაც საკვალიფიკაციოში მოუწია ბრძოლა. სოფიომ პირველ წრეში ავსტრიელ ნიკოლ როტმანს აჯობა - 6:3, 6:3, მეორეში კი ესტონელ იულია მატოჟანს აჯობა - 6:0, 0:6, 6:3. ქვაცაბაია ძირითად ბდეში მოხვდა, სადაც პირელ წრეში უკრაინელ კატერინა ავდიენკოს ხვდება, რომელიც მსოფლიოს 478-ე ჩოგანია. ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ორი ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობდა. საკვალიფილაციო ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვა და მარიამ კუპრეიშვილი მონაწილეობდნენ, ოქსანამ პირველ წრეში უკრაინელი კატერინა მალახოვა დაამარცხა - 6:4, 6:0. მარიამ კუპრეიშვილი კი ომანელ ფატმა ალ ნაბჰანისთან წააგო - 2:6, 3:6. მეორე წრეში ოქსანამ რუსი კრისტინა ბოგაჩევა დაამარცხა - 6:1, 6:0, მესამეში კი - სლოვაკი კრისტინა კუცოვა - 6:7, 7:6, 6:4. ბოლო საკვალიფიკაციო წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა რუმინელი პატრისია ჩირეა დაამარცხა - 6:4, 6:2. მომქანცველი ტურნირის შემდეგ ოქსანა კალაშნიკოვა ძირითად ბადეში გავიდა, სადაც ჩინელ ხუან ქსიას (815) შეხვდება. კალაშნიკოვას დიდებში რეიტინგი არა აქვს, თუმცა ამ ტურნირის ქულების დარიცხვის შემდეგ ისიც რეიტინგ-ლისტში მოხვდება. ლაზარე კოპა ჟერდაუზე ბრაზილიაში ახალგაზრდულ ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "კოპა ჟერდაუ" დაიწყო, რომელიც უმაღლესი A კატეგორიისაა. ტურნირში 16 წლის ლაზარე კუხალაშვილი მონაწილეობს, რომელიც განუთესავია. ლაზარემ პირველ წრეში იტალიელი დავიდე დელა ტომასინა დაამარცხა - 7:5, 6:2. "ბანანა ბოულზე" მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, ლზარე რეიტინგში 9 ადგილით წავიდა წინ და ის ახლა მე-40 პოზიციაზეა. ამავე რეიტინგში გოგონებში 35-ე პოზიციაზე დამკვირდა ოქსანა კლალაშნიკოვა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

raul: 6-8 აპრილს ბელგრადში გაიმართება ევრო-აფრიკული დივიზიონის I-ზონის მატჩი სერბეთსა სა საქართველოს ნაკრებებს შორის. გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას ითამაშოს ელიტიდან გამოვარდნილთან ფლეი-ოფი,დამარცხებული კი ინარჩუნებს ადგილს I-ზონაში. გუშინ სერბთა პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიამის ტურნირი მოიგო: ნოვაკ ჯოკოვიჩი მასტერსის სერიის ბოლო ორი ტურნირის ფინალისტია. მაიამიში 19 წლის სერბმა ბრწყინვალედ იასპარეზა. მან შეჯიბრი ისე დაასრულა, რომ არცერთი სეტი არ დაუთმია. ჯოკოვიჩი ფინალში არგენტინელ გილერმო კანიასს შეხვდა, რომელმაც, ბოლო ერთი თვის მანძილზე, მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი ორჯერ დაამარცხა. ფინალური შეხვედრაც სერბმა მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქე სამ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:3 6:2 6:4.ამ ტურნირის მოგებით ჯოკოვიჩმა მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

raul: labazis gareshe moaspareze sakartvelos nakrebi pirveli ori dgis mere 3:0 agebs serbettan. samcuxaroa marcxi magram mtavaria rom adgili shevinarchunet pirvel ligashi.

raul: sabolood chexebtan 5:0 cavaget.

tomka: RA cudiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa!!!!!!!!!!!!!!!! me piriqit megonaaaaaa

raul: dges kartvelma kalebmac gagvaxares da federaciis tasze evro-afrikuli meore zonidan pirvelshi gadavidnen. jgufshi norvegias 2:0 da bosnias 2:0 movuget,portugaliastan ki 0:3 cavaget,sabolood 2-ze gavedit da 1-jgufis pirvel adgilosan samxret afrikas shevxvdit gadamckvet matchshi,romelic 2:1 moviget. es didi carmatebaa chveni nakrebistvis,isini iseve rogorc kacebi momaval cels 1-zonashi itamasheben,saidanac elitamde 1-nabijia. chvenebma am chogburtelebit itamashes. maka chaxnashvili oksana kalashnikova gorgoze shafakize

dachi: magrebi vart ra...............magaaaaaaaaaaaar tan kalashnikova magari iyo....:P

raul: dachi kalashnikovaa da ra vkna? gvars ver gadavuketeb,perspektiuli gogonaa egec da misi dac.

raul: გუშინ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტები გამოქვეყნდა. ვაჟებში კვლავ სამი წარმომადგენელი გვყავს. ირაკლი ლაბაძეს 236 ქულა აქვს და მსოფლიო კლასიფიკაციაში ადგილი არ შეუცვლია, ცაცია ქართველი კვლავ მსოფლიოს 176-ე ჩოგანია. 60 ქულა გაუხდა ლადო ჩიხლაძეს, მან 4 საფეხურით წაიწია წინ. ლადო მსოფლიოს 473-ე ჩოგანია. ნოდარ ითონიშვილი 2 ქულით 1348-ე პოზიციაზეა. წყვილთა თანრიგში ირაკლი ლაბაძე 211-ე ადგილზეა, ლადო ჩიხლაძე 753-ეზე, ხოლო ნოდარ ითონიშვილი - 1605-ეზე. სხვათა შორის, ამ კვირაში აქტიურ ჩოგბურთს დაუბრუნდა 20 წლის ნოდარ ითონიშვილი, რომელსაც სექტემბრის მერე არსად უთამაშია. ესპანურ რეუსში 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მისი გვარიც ამოვიკითხეთ. პირველ წრეში მან რუმინელი სტეფან ლუპუ დაამარცხა - 6:1, 6:2. ამავე წრეში კიდევ ერთმა ჩვენებუირმა გიორგი მირზოევმა მაროკოელ იასინ ელ ღაზისთან წააგო - 0:6, 0:6. მეორე წრეში ნოდარ ითონიშვილმა არგენტინელ ხოაკინ მონტეფერარიოს მოუგო - 6:4, 6:4. სამწუხაროდ, ითონიშვილი ფინალურ წრეში დამარცხდა და ძირითად ბადეში ვერ გავიდა. მესამე წრეში მას მეორე ნომრად განთესილმა ესპანელმა გილერმო ოლასომ (725) აჯობა - 3:6, 2:6. სამწუხაროდ, ლაბაძე და ჩიხლაძე არც ამ კვირაში თამაშობენ, ორივე ტრავმირებულია. ქალთა რეიტინგში ქართველთათვის მცირე ცვლილებებია. ჩვენი პირველი ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი 199,5 ქულით 146-ე ჩოგანია, მაკამ მხოლოდ ერთი საფეხური დაკარგა მსოფლიო რეიტინგში სანამ საქართველოს ნაკრებს ევროპა-აფრიკის პირველი ზონის საგზურს უბევებდა ფედერაციის თასზე. ერთკვირიანი "ჩავარდნის" მერე ანა ტატიშვილმა საქართველოს მეორე ჩოგნობა დაიბრუნა, ამისთვის დოტენის ტურნირის ძირითად ბადეში გასვლაც საკმარისი აღმოჩნდა. ანა მსოფლიოს 392-ე ჩოგანია 47,7 ქულით. ტატიშვილმა 13 საფეხურით წაიწია წინ. სამაგიეროდ, ძალზე დაიხია უკან სოფიო მელიქიშვილმა, რომელმაც ერთბაშად 56 ადგილი დაკარგა (38 ქულა) და ახლა კლასიფიკაციაში 451-ე ადგილზეა. სალომე დევიძე 539-ე პოზიციაზეა (-6), მას 26,2 ქულა აქვს. დანარჩენი ქართველები: 687 (+5) სოფიო შაფათავა (15 ქულა), 769 (-1) ეკა გორგოძე (12), 814 (-) მანანა შაფაქიძე (10), 914 (+4) ოქსანა კალაშნიკოვა (7,5), 1069 (+2) თეონა ცერცვაძე (5,2), 1188 (-2) სოფიო ქვაცაბაია (4) და 1319 (+3) მარიამ ქურდაძე (2,5). სამი ქართველი ჩოგბურთელი ჯორჯიის შტატის ქალაქ სი აილენდის ტურნირზე ასპარეზობს ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, ჩვენები კი საკვალიფიკაციო ბადეში არიან, თუმცა სამიდან ორი აგრძელებს ბრძოლას რადგან სოფიო მელიქიშვილმა პირველივე წრეში წააგო რუს ვასილისა დავიდოვასთან (589) - 4:6, 6:4, 2:6. მელიქიშვილი ძალზე ცუდ ფორმაშია, შარშან ის მსოფლიოს 259-ე ჩოგანი იყო და იმედი გვქონდა კიდევ უფრო წინ წიაევდა, თუმცა ახლა ის ორასი ადგილით დასცილდა კარიერის მიღწევას. ანა ტატიშვილმა ბრიტანელ კარენ პატერსონს (429) სძლია - 6:4, 6:1, ხოლო სალომე დევიძემ მესამე ნომრად განთესილი რუსი მარია კონდრატიევა (301) დაამარცხა - 6:4, 6:4. მეორე წრეში ანა ტატიშვილი პირველ ნომრად განთესილ ავსტრიელ ტინა შიხტლს (278) ხვდება, დევიძის მეტოქე სლოვენიელი პეტრა რამპრეა (574). საქართველოს ნაკრების ლიდერი მაკა ჩახნაშვილი ფრანგულ ქალაქ კან-სურ-მერშია, სადაც 100-ათასიან ტურნირში მონაწილეობს. მაკა პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ იულიანა ფედაკს ხვდება, რომელიც მსოფლიოს 97-ე ჩოგანია.

raul: ლაბაძე: -18 გუშინ ვაჟ ჩოგბურთელთა რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ლაბაძემ 18 საფეხურით დაიხია უკან. ლაბაძეს 214 ქულა აქვს, ის მსოფლიოს 192-ე ჩოგანია. ლადო ჩიხლაძე 60 ქულით მსოფლიოს 468-ე ჩოგანია, რაც გასული კვირის მაჩვენებელს ერთი ადგილით სჯობს. ნოდარ ითონიშვილი 2 ქულით 1330-ე პოზიციაზეა (+12). ირაკლი ლაბაძე და ლადო ჩიხლაძე ამ კვირაში არსად თამაშობენ. გუშინ ქალთა რეიტინგის დაგვიანება პოლონური ტურნირის ფინალის უამინდობის გამო გადადებამ განაპირობა. საღამოს ქალთა რეიტინგიც გამოქვეყნდა. მაკა ჩახნაშვილი კვლავ მსოფლიოს 152-ე ჩოგანია. ანა ტატიშვილი სამი ადგილით წინ წავიდა და 332-ეა. შვიდი საფეხურით დაიხია უკან სალომე დევიძემ - 527. მსოფლიოს საუკეთესო მეჩოგნეთა ხუთასეულიდანაც გავარდა სოფიო მელიქიშვილი - სოფიო 543-ე ჩოგანია, ერთი კვირის წინათ 77 ადგილით მაღლა იყო. სხვა ქართველები: 694 (-6) სოფიო შაფათავა, 769 (+1) ეკა გორგოძე, 814 (+2) მანანა შფაქიძე, 917 (-2) ოქსანა კალაშნიკოვა, 1066 (+2) თეონა ცერცვაძე, 1183 (+3) სოფიო ქვაცაბაია და 1310 (+7) მარიამ ქურდაძე. ტატიშვილმა მოგებით დაიწყო ამერიკაში ფლორიდის შტატის ქალაქ ინდიან ჰარბორ ბიჩში ქალ ჩოგბურთელთა 50-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირში სამი ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობს. სალომე დევიძე დღეს შეხვდება ახალზელანდიელ შონა ლის (609), ანა ტატიშვილმა და სოფიო მელიქიშვილმა კი გუშინ ითამაშეს. ანა ტატიშვილი მე-2 ნომრად არის განთესილი, მისი მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული ამერიკელი ჩელსი პრეგი იყო, ანამ იოლად მოიგო - 6:2, 6:2. სამწუხაროდ, დამარცხდა სოფიო მელიქიშვილი, რომელმაც 16 წლის ამერიკელ მელანი ოუდინთან (692) წააგო - 3:6, 6:7 (2). ბევრი ქართველი ანთალიაში თურქეთის კურორტ ანთალიაში 25-ათასიანი ტურნირი დაიწყო, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირში ერთბაშად ხუთი ქართველი ჩაერთო, პირველი საკვალიფიკაციო წრე ხუთივემ გადალახა. ურეიტინგო ნათია გეგიამ ამერიკელ შერილ გერშონს (1431) მოუგო - 6:1, 6:1. სოფიო შაფათავა მე-4 ნომრად არის განთესილი ის პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ისევე როგორც მეათე ნომრად განთესილი მანანა შაფაქიძე. თინათინ ყავლაშვილმა ყაზახ ნატალია ბერეჟნაიას მოუგო - 6:4, 6:2. სოფიო ქვაცაბაიამ თურქ ასლი სემიზოღლუს მოუგო - 6:1, 6:2. მეორე წრეში გეგიამ ინდოელ სონალ პჰადკესთან (732) წააგო - 2:6, 1:4 და ნათია მეტოქეს დანებდა. შაფათავამ ისრაელის წარმომადგენელ ნადინ ფაჰუმი (1285) დაამარცხა - 6:3, 6:2. თინათინ ყავლაშვილი მე-5 ნომრად განთესილ უკრაინელ ფარიდა კარაევას (691) უნდა შეხვედროდა, მაგრამ უკრაინელმა თამაში ვერ შეძლო. მოიგო სოფიო ქვაცაბაიამაც, სოფიომ რუსი ანჟელიკა ბალიუკი დაამარცხა - 6:4, 6:0. შაფაქიძეს ცოტა გაუჭირდა ბელარუსი ტატიანა ტეტერინას (1418) დამარცხება, თუმცა საბოლოოდ მან ეს შეძლო - 6:2, 7:6 (6). ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში შაფათავამ მე-12 ნომრად განთესილი ვოლჰა დუკო (827) დაამარცხა - 6:4, 6:2. ძირითად ბადეში გასვლა თინათინ ყავლაშვილმაც შეძლო, ამისთვის მას თანამემამულე ქვაცაბაიას დამარცხება მოუწია - 6:4, 6:3. ძირითად ბადეშია მანანა შაფაქიძეც, მანანამ მე-8 ნომრად განთესილ ბულგარელ დესისლავა მლადენოვას (730) მოუგო - 6:4, 7:5. ძირითად ბადეში სოფიო შაფათავა მე-3 ნომრად განთესილ ვოისლავა ლუკიჩს (272) შეხვდება. მანანა შაფაქიძე ბრიტანელ ანა სმიტს (482) შეხვდება, თინათინ ყავლაშვილის მეტოქე სერბი ანა ვესელინოვიჩია (432).

raul: dges kartvelma chogburtelma kalma maka chaxnashvilma italiis padovashi mimdinare 25 000-iani turniri moigo. es misi rigit meekvse mogebuli titulia.

raul: didi momavlis mkone kartveli chogburteli oksana kalashnikova. uimbldonis axalgazrdul turnirze 1/8-finalshi,ckvilebshi ki 1/2 -finalshi gavida. misi da ana tatishvilis didi imedi makvs kalta chogburtshi.

raul: kartuli chogburtis kidev erti nateli momavali. ana tatishvili.

raul: kartuli chogburtis amomavalma varskvlavma oksana kalashnikovam romelic gushin 17-clis gaxda amerikis gia pirvelobis axalgazrdul turnirze zedized ori cre gaiara da dges mesame cris shexvedras chaatarebs.

raul: samcuxarod oksana kalashnikova damarcxda amerikis gia pirvelobis axalgazrduli turniris erteulta tanrigis naxevarfinalshi. samagierod tavis meckvile rus ksenia likinastan ertad ckvilta tanrigis finalshi gavida. xval itamasheben finals

raul: თელავში დღეს ახალი საჩოგბურთო კორტები გაიხსნება თელავში დღეს ახალი საჩოგბურთო კორტები გაიხსნება. პრეზენტაციას, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. 6 ახალი კორტის მშენებლობისთვის 305 ათასი ლარი დაიხარჯა. მასზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურნირების ჩატარება იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში თელავში ქალთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი აშშ დოლარი იქნება.

raul: ჩიხლაძე მერვედფინალშია როგორც იქნა, ლადო ჩიხლაძემ შედარებით მსხვილ საერთაშორისო ტურნირში სცადა ბედი, ლადომ ორლეანში 100-ათასიან ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან ჩაება და ახლა უკვე მერვედფინალშია. გუშინ ჩვენმა თანამემამულემ პირველ წრეში “იღბლიანი დამარცხებული”, ფრანგი ოლივიე შარუანი დაამარცხა - 6:7, 6:4, 6:4. წესით, ლადო სხვა ფრანგს, უფრო გამოცდილ სებასტიენ დე შაუნაკს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოლო მომენტში ტურნირიდან მოიხსნა. ჩვენმა თანამემამულემ უკვე დაიბევა 11 სარეიტინგო ქულა (3 კვალიფიკაციისთვს, 8 ერთი წრის გავლისთვის), რაც თითქმის იმდენია, რაც ის ერთი ფიუჩერსის მოგებაში იღებს. ლადო ჩიხლაძე ორლეანის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში მე-2 ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში ჩვენი თანამემამულე ისვენებდა, მეორეში კი მისი მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი ფრანგი ბაპტისტ დუპუა იყო. დაძაბული მატჩი ლადომ მესამე სეტის ტაი-ბრეიკში კარგი თამაშის წყალობით მოიგო - 6:2, 3:6, 7:6 (4). ამით ქართველი ჩოგბურთელი ორლეანის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა.



полная версия страницы