‘орум ї სპორტი ї ფუტზალი ї ќтветить

ფუტზალი

raul: ფუტზალში დაიწყო უეფას თასის გათამაშება სადაც საქართველოს ჩემპიონი ,,იბერია 2003" ძირითადი ეტაპიდან ჩაერთვება,მას თამაშები ოქტომბერში მოუწევს,ეხლა კი წინასწარი ეტაპის მატჩები მიდის ჯგუფური სისტემით. წინასწარ ეტაპზე 4-ჯგუფია. იბერიასთან ერთად ჯგუფში,ჯგუფის მასპინძელი ჩეხური ჟისტებნიკი და ბელარუსიის საუკეთესო კლუბი მინსკის დოროჟნიკი ასევე განთესილები არიან და ელიან მეოთხე კლუბს რომლის ვინაობასაც ეს წინასწარი ეტაპი გაარკვევს! სავარაუდოდ ეს ან ლიტვური ნაფტა ან კვიპროსული ნიქოსია იქნება. ძირიტად ეტაპზე არის 6-ჯგუფი საიდანაც 2-2-კლუბი გადის შემდეგ ეტაპზე,მატ დაემატებათ 4-ელიტარული კლუბი:მოსკოვის დინამო,ესპანური ბუმერანგი და ელპოზო მურსია ტურისტიკა,ასევე ბელგიური შარლერუა. შემდეგ ეს 16-კლუბი შექმნის 4-ჯგუფს საიდანაც ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ ოთხთა ფინალს. იბერია რიგებში თამაშობს 4-ბრაზილიელი ლეგიონერი: აი მათი შემადგენლობაც: ლ.ჯამბურია, ლალა, კლეოშიო, ელიასი, ლ.ცნობილაძე, გ.თორთლაძე, ლუიზიო როში, ნ.ჩალაძე, გ.ალთუნაშვილი, ა.სარქისიანი, ვ.წერეთელი, ე.აკოფიანი,ვ.გვარამაძე. ყველაფერი ამ ტურნირის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.futsalplanet.com/news/news-01.asp?id=6344

ќтветов - 30

raul: გაირკვა თბილისის ,,იბერია 2003"-ის მეოთხე მეტოქის ვინაობაც. მაშ ასე, 9-15 ოქტომბერს ჩეხეთში შემდეგი ოტხი კლუბი იბრძოლებს სემდეგ ეტაპზე გასასვლელი 2-ადგილისათვის: 4-ჯგუფი: Dorozhnik Minsk (BLR) Iberia 2003 Tbilisi (GEO) CC LKW Jistebník (CZE) FK Nafta Mazeikiai (LTU)

raul: გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ევროპის 2007-წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა ფუტზალში ეროვნულ ნაკრებებს შორის,სადაც საქართველოს ნაკრებს წინასწარი ეტაპიდან მოუწევს ჩაებას ასპარეზობაში. წინასწარ ეტაპზე არის სულ 3-ჯგუფი და ჩვენები მე-3-ჯგუფში მოხვდნენ მალტასთან,კვიპროსთან და ყაზახეთთან ერთად,ჯგუფის მატჩებს მალტა უმასპინძლებს 15-დან 21-იანვრამდე. აქედან ძირითად შესარჩევზე თითო გამარჯვებული გადის და ასევე სამი ჯგუფიდან საუკეთესო ორი ნაკრები.წარმატების შემთხვევაში ანუ პირველზე გასვლის შემთხვევაში ჩვენი ნაკრები მოხვდება ძირითადი შესარჩევის მეხუთე ჯგუფში სადაც ითამაშებენ ასევე:ჩეხეთი,ხორვატია და ბოსნია. მატჩები ხორვატიაში გაიმართება 18-დან 25-თებერვლამდე.. მთლიანი ბადე: http://ru.uefa.com/competitions/Futsal/news/Kind=1/newsId=463425.html

nini: au raul federacias saiti ar aqvs? sad sheidzleba nakrebis pexburtelebis suratebis naxva? au dzaan, dzaan mchirdebaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

raul: nini futzalis federaciis? ara ar vici!

nini: eh mindoda magrad!!!....ok, ok....

nini: raul xom ar ici 23shi tamashebi aris?

raul: აუ სულ დამავიწყდა დამეწერა,ჩეხეთში დასრულდა უეფას თასის გათამაშების შეხვედრები მინი ფეხბურთში ძირიტად ეტაპზე სადაც იბერიაც ასპარეზობდა. ჩვენმა ჩემპიონმა რომელიც 4-ე ჯგუფში ასპარეზობდა პირველ ტურში 3:2 წააგო მასპინძელ ჟისტებნიკთან,მეორე ტურში 6:9 წააგო მინსკის დოროჟნიკთან,მესამე ტურში კი მოახერხა დაემარცხებინა ლიტვის ნაფტა მაჟეიკაი 2:1. საბოლოოდ კი მესამეზე გავიდნენ და გამოეთიშნენ ასპარეზობას. 1. Dorozhnik Minsk -------------3-3-0-0-18--7-9 2. CC LKW Jistebník ------------3-2-0-1--6--6-6 3. Iberia 2003 Tbilisi ---------3-1-0-2--10-13-3 4. FK Nafta Mazeikiai ----------3-0-0-3--3--11-0 ყველაფერი ამ ტურნირის შესახებ: http://www.futsalplanet.com/news/news-01.asp?id=6344 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- nini 23-shi ra tamashebi unda ikos? nakrebis amxanagurebi? tu raze mekitxebi?

nini: ravi footzalshi tu aris rame tamashi 23shi......tai tu amxanaguri sul ertiaaa!!!

raul: nini ფუტსალი: საქართველო საფრანგეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალში ოქტომბრის მიწურულს თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს საფრანგეთის ნაკრებთან. 24 და 25 ოქტომბერს სარეიტინგო თამაშებს თბილისი, კომპლექსი ФქარიშხალაФ უმასპინძლებს. ჩვენი ეროვნული გუნდის მოთამაშე-მწვრთნელნა ანდრო მიზანდარმა ეროვნულ გუნდში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო: მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია, ლევან ზაქაიძე, ვასილ გვარამაძე, ლევან გაბუჩია მოთამაშენი: გიორგი თოთლაძე, რეზო დევდარიანი, ალექსანდრე ძაბირაძე, ავთანდილ ასათიანი, შოთა კუბლაშვილი, ლაშა ცნობილაძე, ალიკ სარქისიანი, სერგო ნაზარეტიანი, ირაკლი შელეგია, ვახტანგ წერეთელი, ნიკოლოზ ჩალაძე, ნიკოლოზ ოსეფაშვილი, გიორგი სურმავა, ლევან ზუმბაძე, გიორგი ალთუნაშვილი მწვრთნელი: დავით სოლოღაშვილი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები თბილისში 23 ოქტომბერს ჩამოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დღესდღეობით 67-ე ადგილზეა.

nini: raul пишет: შოთა კუბლაშვილი xoooo, ai es mainteresebdaaaaa! gaixare...didi madloba! eseigi nakrebis tamashia xo? arada centrepointis megona.....

raul: დღეს თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის ფუტზალის ეროვნული ნაკრები,რომლებთანაც ჩვენი ნაკრები ხვალ და ზეგ 24 და 25-ოქტომბერს ქარიშხალას დარბაზში ორ ამხანაგურ,საერთაშორისო,სარეიტინგო სეხვედრას გამართავს,დადებითი შედეგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 67-ადგილიდან 20-საფეხურით წინ წაიწევს.

nini: uechveli movigebt xval!!! darcmunebuli var bichebi kevlapers gaaketeben mosagebad!!! paxodu dzaan kai gundi gvkavs da ravi....sie kai iqneboda romelime arxs echvenebina....mgoni chventvis el clasicoze naklebi mnishvnelobis ar unda ikos.....

nini: movigeeeeeeeeeeeeeeet!!!!!!!!!

raul: nini nagdad? ra angarishit? ikavi? me samcuxarod ver cavedi,samsaxuridan ver movaxerxe adre gasvla!

nini: kiii namdvilad vici ro moviget, mara angarishi ar vici.....marto is vici rom sakmaod didi angarishit moviget! me ar cavedi (zogzogiertebis naxva ar mondoda da....).....tore martla gulit mindoda casvla!...

DINAMOFAN: SAQAETVELOOO

nini: 4-0 movigeeeet!!!

raul: nini bravooooooooooooooooooooo!

nini: au neta golebi vin gaitaneees?

nini: totladzes da altunashvils gautaniat or-ori goli!!!! chven mekares kide gaugijebia is sacodavi frangebi!!!! au ra magrebi ariaaaaaaaan!!!!

DINAMOFAN: chveni mekare sad tamashobs?

nini: au ar vici! raulsitos ecodineba....maica mova da vkitxot......

raul: nini mgoni iberiashi tamashobs. ფუტსალი: საქართველო 4:0 საფრანგეთი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, სპორტკომპლექს ФქარიშხალაშიФ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - ჩვენმა გუნდმა, რომელსაც ანდრო მიზანდარი და დავით სოლოღაშვილი თავკაცობენ, ალთუნაშვილისა და თოთლაძის ორ-ორი გოლის წყალობით მეტოქეს 4:0 სძლია. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. ფრანგებთან დაპირისპირება ნაკრებისთვის პირველი ამხანაგური მატჩი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად საქართველოს ნაკრების მეკარე ლევან ზაქაიძე და საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი სტეფან ბასონი დასახელდნენ. დღეს ამ გუნდებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც კვლავ ФქარიშხალაФ უმასპინძლებს. თამაში 17 საათზე დაიწყება. ამხანგური მატჩი. 24 ოქტომბერი. ФქარიშხალაФ საქართველო 4:0 საფრანგეთი გოლები: 1:0 ალთუნაშვილი (2), 2:0 ალთუნაშვილი (4), 3:0 თოთლაძე (20), 4:0 თოთლაძე (38) მე-20 წუთზე თოთლაძემ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე) საქართველო: ზაქაიძე, ალთუნაშვილი, თოთლაძე, მიზანდარი, სარქისიანი შეცვლაზე შევიდნენ: კუბლაშვილი, დევდარიანი, ოსეფაიშვილი, ცნობილაძე, ბოკერია, სოლოღაშვილი, ჯამბურია მწვრთნელები: ა.მიზანდარი, დ.სოლოღაშვილი საფრანგეთი: ჰარუნი, ოტპანი, ბურუმი, პარკოვიჩი, პარნა შეცვლაზე შევიდნენ: ბასონი, ელასრი, ვრუფი, კურარი, საბატიე, კოლაბელა მწვრთნელი: პ.ჟაკი გაფრთხილება: ელასრი მსაჯები: მ.ურუშაძე, შ.ქუხილავა

nini: ara ra centrepointi 4ever! marrtla dzaan magari pexburtelebi kavt!

nini: dges 1-1 damtavrda!....araushavs, mainc ar aqvt frangebs xma amosagebi...

raul: დღეს მეორე მატჩი. საქართველო-საფრანგეთი 1:1 ჩვენები მატჩის ბოლომდე ალთუნაშვილის გოლით 1:0 იგებდნენ და საპასუხო გოლი სამწუხაროდ მატჩის დასრულებამდე 8-წამით ადრე გაუშვეს. ასე რომ ჩვენები ამ ორი მატჩის შედეგით სავარაუდოდ მსოფლიო რეიტინგში 20-ადგილით წინ გადავლენ და 50-ეულში მოხვდებიან.

raul: ფუტსალი: საქართველო 1:1 საფრანგეთი საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, სპორტკომპლექს ФქარიშხალაშიФ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა - პირველი თამაშისგან განსხვავებით, რომელიც მასპინძლებმა 4:0 მოიგეს, ამჯერად დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდი თამაშის დასრულებამდე რვა წამით ადრე, ალთუნაშვილის გოლის წყალობით 1:0-ს იგება, თუმცა ფრანგთა კაპიტანმა ბასონმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრები ჩაატარა. ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება. ამხანგური მატჩი. 25 ოქტომბერი. ФქარიშხალაФ საქართველო 1:1 საფრანგეთი გოლები: 1:0 ალთუნაშვილი (17), 1:1 ბასონი (40) საქართველო: ჯამბურია, ალთუნაშვილი, თოთლაძე, მიზანდარი, სარქისიანი შეცვლაზე შევიდნენ: დევდარიანი, ცნობილაძე მწვრთნელები: ა.მიზანდარი, დ.სოლოღაშვილი საფრანგეთი: ჰარუნი, ბასონი, ელარსი, კრუფი, საბატიე შეცვლაზე შევიდნენ: ბურუმი, კურარი, ოტპანი, მარკოვიჩი, პარნა, კოლაბელა, ვიზირა მწვრთნელი: პ.ჟაკი გაფრთხილება: ბასონი მსაჯები: მ.ურუშაძე, ო.ხეცაძე

raul: საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არჩილ ბოკერია ვერცხლის ბუცის მფლობელი გახდა. უეფას ფუტზალის ასოციაციამ გუშინ გამოაქვეყნა ოფიციალური შედეგები 2005-2006წლების სეზონში გატანილი გოლების მიხედვით,ოქროს ბუცი ბელგიური ,,მორნალვენცის" ბრაზილიელ ბეტინიოს ხვდა წილად რომელმაც 58-გოლი გაიტანა,მეორეზე კი მასზე გაცილებით მეტის გამტანი ,,ცენტრ პოინტელი" ბოკერია გავიდა 104-გოლით-მაგრამ ქვეყნის ჩემპიონატის დაბალი რეიტინგის გამო საბოლოოდ ქულებით 0,4-ით ჩამორჩა. მესამეზე რუმინული მუნისიპალის სტოიკა გავიდა 62-გოლით,მას ასევე კოეფიციენტით ჩამორცა ,,საბურთალოს" შემტევი კაკაშვილი 99-გოლი. უეფას რეიტინგში კიდევ 5-ქართველი მოხვდა: ნეფარიძე-ცენტრპოინიტი 76-გოლი. ჩალაძე-იბერია2003 60-გოლი. თოთლაძე-იბერია 2003 57-გოლი გეგეჭკორი-გომელი-ბელარუსი 22-გოლი ძაბირაზე-არაზი-აზერბაიჯანი 15-გოლი.

raul: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მალე შესარცევი მატცების ჩატარება მოუწევს მალტაზე სადაც მისი მეტოქეები მალტა,კვიპროსი და ყაზახეთი იქნებიან. მატცები 18,19 და 21-იანვარს ცატარდება და ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გამარჯვებული გავა. საქართველოს ნაკრებს საბოლოოდ გამოაკლდა და ტურნირზე ვერ დაეხმარება ბესო ზოიძე რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო,ასევე ნაკრების მთავარი მწვრტნელი ანდრო მიზანდარის ნაცვლად დავით სოლოღაშვილი იქნება. ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის გამო წლეულს საქარტველოს ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს დაფინანსების სეწყვეტის გამო ჩემპიონი თბილისის იბერია 2003,მისი ბრაზილიელი მწვრთნელიც და მოთამაშეებიც უკვე სამშობლოში არიან,კლუბი კი დაშლილია.

raul: ფუტსალი საქართველოს ნაკრები ბრაზილიაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები 13 და 15 ოქტომბერს ბრაზილიაში მასპინძელთა ნაკრებს ორჯერ გაეჯიბრება, ხოლო 16-27 ოქტომბერს დიდ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ფუტსალის და პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივნის ბექა კვიციანის განცხადებით, ბრაზილიურ მხარესთან ყველა საკითხი შეთანხმებულია - საქართველოს დელეგაციის მასპინძლობის ხარჯებს მთლიანად ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია გაიღებს. უახლოეს დღეებში საქართველოს ფუტსალის ნაკრები ურეკში გაივლის შეკრებას. შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - პეტრე თაბუკაშვილი. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ფუტსალი საქართველო ინგლისს უმასპინძლებს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 26-29 ნოემბერს ინგლისის ნაკრებთან თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - მატჩები 27 და 28 ნოემბერს გაიმართება. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან მოლაპარაკებები მცირე ხნის წინ დაიწყო და საქართველოს ფუტსალის და პლაჟის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივნის ბექა კვიციანის განცხადებით, გუშინ წარმატებით დასრულდა - ინგლისელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ შემოდგომით საქართველოში ჩამოვლენ. შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა - პირველი შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა 4:0 მოიგეს, მეორე კი ფრდ 1:1 დასრულდა.



полна€ верси€ страницы