Ōīšóģ » სპორტი » კალათბურთი » Īņāåņčņü

კალათბურთი

raul: გაიხსნა ახალი თემა კალათბურთზე. ძველი ნახეთ აქ: http://dinamotbilisi.borda.ru/?1-14-0-00000003-000-0-0-1171384056

Īņāåņīā - 287, ńņš: 1 2 3 4 5 6 7 8 All

DINAMOFAN: ამსტერდამის წინ წარმატებული რეპეტიცია და პირველი MVP - გიორგი შერმადინი დინამო – თსუ 64:78 19:24, 14:17, 14:18, 17:19 დინამო: ჟღენტი (20 ქ), ათანელიშვილი (12 ქ. 14 მ), ფაიქრიძე (12 ქ), ლაფანაშვილი ( ქ. 7 მ). თსუ: ფანჩულიძე (17 ქ), ხეცურიანი (14 ქ. 4 მ. 4 პ), ჩიტაშვილი (13 ქ. 8 მ. 7 პ[. 3 ჩ), მათიაშვილი (11 ქ. 17 მ), კეიდია (11 ქ). ზაზა ცაგარეიშვილის “დინამომ” შეხვედრა ნორმალურად დაიწყო და ერთი პირობა წინ გავიდა კიდეც. თუმცა, სადღაც პირველი მეოთხედის მეხუთე წუთიდან გამოიკვეთა თსუ-ს უპირატესობა და სტუდენტებმა როგორც კი დაწინაურება შეძლეს, მატჩის ბოლმდე ლიდერობა მეტოქისთვის აღარ დაუთმიათ. თსუ-მ დაბალანსებული შეტევით მოიგო, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილმა კი კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა (იხილეთ სტატისტიკა). სოლიდურად გამოიყურებოდა შიო ხეცურიანი, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა კი 17 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. “დინამოს” რიგებში კი 20 ქულით ყველაზე შედეგიანი არჩილ ჟღენტი იყო, რომელმაც პირველ მეოთხედში 9 ქულა გააკეთა. ვითა – ენერჯი ინვესტი 66:85 21:15, 10:29, 21:23, 14:18 ვითა: მ. ბერიშვილი (27 ქ. 4 მ. 4 ჩ), ბეჟანიშვილი (13 ქ), მარკოიშვილი (9 ქ. 7 მ. 3 პ), ბერძენიშვილი (8 ქ. 9 მ). ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (21 ქ. 5 მ), რივერსი (19 ქ), ბაბიაშვილი (!2 ქ. 5 მ), გამყრელიძე (9 ქ. 6 მ. 6 პ. 5 ჩ). როგორც იცით, სულ მალე რუსთაველებს ფიბას თასზე ჰოლანდიური გუნდის წინააღმდეგ გამოსვლა ელით. ეს “ენერჯი ინვესტისთვის” ერთგვარი რეპეტიციაც იყო, ხლო შეხვედრას კი ნიდერლანდელთა დამკვირვებელი დაესწრო, რომელმაც მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: “არაჩვეულებრივი დარბაზია. აქ თამაში ნამდვილი სიამოვნებაა, ხოლო ჩვენს მეტოქეს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მძIმე ბრძოლა გველის, თუმცა პირველ შეხვედრას გასვლაზე ვატარებთ და ეს მცირე უპირატესობას გვაძლევს.” რუსთაველთა რიგებში დებიუტი ჰქონდათ მსროლელ ბელტონ რივერსსა და ცენტრ ანვარ ფერგიუსონს. რივერსმა ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა ფეხის მიკროტრავმა რომ არა (ეს მოტამაშემ ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა), მისი ქულათა მარაგი კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა. რაც შეეხება ფერგიუსონს, იგი სოლიდურია დაცვაში და როგორც კი გუნდს შეეწყობა, შეტევაშიც უფრო სარგებლიანი გახდება. ზურაბ ტომარაძის “ვითამ” ძალიან კარგად ჩაატარა პირველი მეოთხედი და საბოლოოდ, 6 ქულით იმარჯვა. სოლირებდა მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც სამიდან ყველა შორეული ტყორცნა გამოიყენა. “ენერჯი ინვესტმა” ნელ-ნელა დაალაგა თამაში და მეორე მეოთხედში რივერსისა და იოვან სტეფანოვის (10-დან 7 ზუსტი საშუალო სროლა) აქტიურობით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინაც გავიდა. რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა თავის გამოჩენის საშუალება თავისი გუნდის თითქმის ყველა წევრს მისცა, რათა მათ ჰოლანდიელებთან დაპირისპირებამდე საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მიეცეთ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აქტიური იყო სტუმრების გამთამაშებელი გიორგი გამყრელიძე, რომელმაც დაცვაში ხისტი თამაშით გამოიჩინა თავი და შეხვედრა 5 ჩაჭრით ჩაამთავრა. საბოლოოდ, “ენერჯი ინვესტმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “ვიტას” რიგებში კი მიხეილ ბერიშვილმა მატჩი 7-დან 6 ზუსტი სამიანით დაასრულა. ბერიშვილი საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვისაც იბრძოდა. მაკაბი – თბილავიამშენი 83:76 19:15, 17:18, 19:20, 28:23 მაკაბი: გ. შერმადინი (28 ქ. 18 მ. 4 დ), ი. ბერიშვილი (25 ქ. 5 მ. 5 პ), კოღუაშვილი (8 ქ), დ. ბერიშვილი (7 ქ. 8 მ. 4 ჩ). თბილავიამშენი: ტუღუში (28 ქ. 7 მ), ნიკოლაძე (14 ქ. 3 პ), მინაშვილი (10 ქ. 8 მ), როდუმტა (8 ქ. 7 მ. 3 დ. 3 ჩ). აღნიშნულ შეხვედრაში კი სუპერლიგის პირველი დღის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა. ჯამლეტ ხუხაშვილის “მაკაბიმ” სუპერლიგის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, “თბილავიამშენი” დაამარცხა, რაშიც ყველაზე დიდი როლი გიორგი შერმადინმა და ირაკლი ბერიშვილმა შეიტანეს. შერმადინმა თავისი მეოთხე პერსონალური შენიშვნა მეორე მეოთხედის ბოლოსკენ მიიღო და საკმაოდ ფრთხილად უნდა ეთამაშა, მეხუთე ფოლით რეზერვში რომ არ გადასულიყო. “თბილავიამშენს” კი თავიდანვე არ წაუვიდა სროლა და ფავორიტმა სიზუსტე ვერც მატჩის ბოლოს აღიდგინა. ერთადერთი, ვინც მთელი შეხვედრის განმავლობაში სტაბილურად აგროვებდა ქულებს, კოტე ტუღუში იყო, რომელიც შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მოქმედი საუკეთესო მოთამაშეა. შერმადინი მაინც გავარდა (ძირითადის დასრულებას სამ წუთზე ოდნავ მეტი უკლდა), თუმცა “მაკაბიმ” მაინც მიიყვანა შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე, ხოლო შერმადინი კი პირველი დღის საუკეთესო მოთამაშედ მასმედიელებმა დაასახელეს. გიორგი შერმადინი და კოტე ტუღუში კი 28-28 ქულით მექულეებში დაწინაურდნენ. შერმადინს კინოთეატრ “რუსთაველისგან” ბოლოს რამდენიმე პრემიერაზე უფასო ბილეთები გადაეცა. “რუსთაველი” საუკეთესო მოთამაშეს ყოველი ტურის დასრულების შემდეგ დააჯილდოვებს. მაშ ასე, სუპერლიგის დაწყებას გილოცავთ! ტურის მოვლენები საუკეთესო მექულე – გიორგი შერმადინი (მაკაბი), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი) – 28-28. საუკეთესო მომხსნელი - გიორგი შერმადინი (მაკაბი), 18. საუკეთესო მეპასე – მიხეილ ჩიტაშვილი (თსუ), 7. საუკეთესო ჩამჭრელი – გიორგი გამყრელიძე (ენერჯი-ინვესტი), 5. საუკეთესო დამფარებელი – ანვარ ფერგიუსონი (ენერჯი-ინვესტი), გიორგი შერმადინი (მაკაბი), პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი), 3-3-3. სიმბოლური ხუთეული – გიორგი გამყრელიძე, ბელტონ რივერსი, მიხეილ ბერიშვილი, იოვან სტეფანოვი, გიორგი შერმადინი.

power: carmateba dinamos

DINAMOFAN: power ļčųåņ: carmateba dinamos adloba, mara aq ver qachavs dinamo :(


power: eg araferi magit ar sheidzleba imedebi amovicurot

DINAMOFAN: ენერჯი ინვესტმა მოიგო, ვითას პირველი გამარჯვება ენერჯი ინვესტი – თსუ 97:67 29:14, 19:20, 22:18, 27:15 ენერჯი ინვესტი: რივერსი (28 ქ. 8 პ. 6 მ. 3 ჩ), ბაბიაშვილი (16 ქ. 5 მ), სტეფანოვი (14 ქ. 17 მ), ლეჟავა (10 ქ), გამყრელიძე (9 ქ. 4 პ. 3 მ. 3 ჩ), ბოისა (8 ქ. 6 მ). თსუ: ხეცურიანი (23 ქ. 6 მ. 4 პ. 3 ჩ), მათიაშვილი (14 ქ. 10 მ. 2 პ. 2 დ. 2 ჩ), კეიდია (9 ქ. 6 მ), ჩიტაშვილი (5 ქ. 16 მ. 4 პ. 4 ჩ). რუსთავში მასპინძლებს ფიბას თასზე თამაშამდე უკანასკნელი რეპეტიცია ჰქონდათ. მასპინძლებმა იოლად მოიგეს, მათი უკანახაზელი ბელტონ რივერსი კი შეუდარებელი იყო. ამერიკელმა 12 სამქულიანიდან 8 გამოიყენა და 8 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი. რაც შეეხება თსუ-ს, მათ რიგებში მხოლოდ შიო ხეცურიანი და მიხეილ ჩიტაშვილი გამოირჩეოდნენ, მომენტებში კი რიჩარდ მათიაშვილიც აქტიურობდა. ვითა – მაკაბი 74:61 10:21, 25:8, 19:15, 20:17 ვითა: ბეჟანიშვილი (23 ქ. 9 მ. 2 ჩ), მიხეილ ბერიშვილი (15 ქ. 9 მ. 2 ჩ), ნიკოლოზ ნოზაძე (10 ქ. 2 ჩ), მარკოიშვილი (8 ქ. 5 მ), ბერძენიშვილი (7 ქ. 11 მ. 4 ჩ), მარხვაშვილი (7 ქ. 7 პ. 3 ჩ). მაკაბი: გიორგი შერმადინი (27 ქ. 13 მ. 3 პ. 2 დ), სოსო შერმადინი (8 ქ. 8 მ), ირაკლი ბერიშვილი (8 ქ. 4 პ. 3 მ. 3 ჩ), სორდია (7 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ). “მაკაბიმ” შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგო, მერე კი ბევრად გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა “ვითამ” შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა და მეორე მეოთხედიდან მოყოლებული ბევრად დალაგებული თამაშით წინ გასვლა მოახერხა. გიორგი შერმადინმა პირველ მეოთხედში 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი კი გააკეთა, მაგრამ მერე და მერე მეტოქემ მისი შეჩერაბა მოახერხა, ბოლოს კი შერმადინი ტექნიკური ფოლით გავარდა. გუნდებმა ჯამში 41 შეცდომით დაასრულეს შეხვედრა (“მაკაბი” – 25). თბილავიამშენი – დინამო 105:62 22:16, 24:21, 27:4, 32:21 თბილავიამშენი: ნიკოლაძე (31 ქ. 6 მ. 3 პ), როდუმტა (19 ქ. 7 მ. 3 დ), კვიმსაძე (16 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ), ხოშტარია (9 ქ. 4 მ. 4 პ. 3 ჩ), ნინიაშვილი (9 ქ. 3 მ). დინამო: დავით მაისურაძე (19 ქ. 8 მ. 3 ჩ), ახალკაცი (12 ქ), ნანიტაშვილი (7 ქ. 3 მ. 3 პ), ლაფანაშვილი (7 ქ. 4 პ). ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როდესაც “დინამომ” თამაშიდან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 4:27 დათმო ეს მონაკვეთი. “თბილავიამშენში” სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მსროლელმა გიორგი ნიკოლაძემ, რომელმაც 4-დან 4 სამიანი ჩააგდო. ასევე შესანიშნავად შეასრულა შორეული სროლები ბუბა კვიმსაძემ, ვისაც 5-დან 4 იდენტური ტყორცნა დაუგროვდა. ვერ ითამაშა კოტე ტუღუშმა, რომელმაც 16 წუთში 4 ფოლი მიიღო და საბოლოოდ, სუპერლიგის მოქმედმა საუკეთესო მოთამაშემ მატჩი 5 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 შეცდომით დაასრულა. “დინამომ” 24 სამიანიდან 17 ვერ გამოიყენა და მატჩი 22 შეცდომით დაასრულა. სატურნირო მდგომარეობა 1. ენერჯი ინვესტი 2:0 2. თბილავიამშენი 1:1 3. ვითა 1:1 4. მაკაბი 1:1 5. თსუ 1:1 6. დინამო 1:1 ტურის მოვლენები საუკეთესო მოთამაშე – ბელტონ რივერსი (ენერჯი ინვესტი) საუკეთესო მექულე – 31, გიორგი ნიკოლაძე (თბილავიამშენი). საუკეთესო მომხსნელი – 17, იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი). საუკეთესო მეპასე – 8, ბელტონ რივერსი (ენერჯი ინვესტი). საუკეთესო ჩამჭრელი – 4, დავით ბერძენიშვილი (ვითა). საუკეთესო დამფარებელი – 3-3, ანვარ ფერგიუსონი (ენერჯი ინვესტი), პლასიდე როდუმტა (თბილავიამშენი). სიმბოლური ხუთეული – გიორგი ნიკოლაძე, ბელტონ რივერსი, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, იოვან სტეფანოვი, პლასიდე როდუმტა.

raul: დღეს გაიმართა შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ბ-ზონაში. C ჯგუფი. 1. შვედეთი 2. საქართველო 3. ირლანდია 4. სლოვაკეთი 5. ლუქსემბურგი

raul: კოტე მახარაძის სახელობის თასის ფინალში თბილისის “მაკაბი” და კიევის “ბუდიველნიკი” ითამაშებენ კოტე მახარაძის სახელობის პირველი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირის ფინალში, 19 მარტს, 19 საათზე თბილისის “მაკაბი” და კიევის “ბუდიველნიკი” (უკრაინა) ითამაშებენ. ამავე დღეს, 17 საათზე, მესამე ადგილისთვის თელ ავივის “ჰაპოელი” (ისრაელი) და ბაქოს ნტდ “ინვერსი” (აზერბაიჯანი) იბრძოლებენ. “მაკაბიმ” ნახევარფინალში ქართველი კალათბურთელით, ვანო აბულაძით გაძლიერებული ნტდ “ინვერსი” დიდი ანგარიშით, 89:56 დაამარცხა. 33 ქულითა და 17 მოხსნით, ორმაგი დუბლი გააკეთა და ყველაზე შედეგიანი იყო “მაკაბის” ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი შერმადინი. აზერბაიჯანელთა მხრიდან, 18 ქულით, ყველაზე შედეგიანი იყო ტამირ ბაკშიევი. 13 ქულითა და 12 მოხსნით, ორმაგი დუბლი გააკეთა ზაურ ფაშაევმა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში, “ბუდიველნიკმაც” საკმაოდ იოლად, 82:62 დაამარცხა “ჰაპოელი”. ბევრს ეცადა ისრაელთა ქალი მთავარი მწვრთნელი შირა ჰაილიონი, მაგრამ თანაბარი სიძლიერის სპორტსმენებით დაკომპლექტებული “ბუდიველნიკის” წინაშე ვერაფერს გახდა. “ჰაპოელის” რიგებში ორმა ქართველმა კალათბურთელმა, გიგი ბარბაქაძემ და ირაკლი ჩლაიძემ ითამაშეს, რომლებიც ისრაელელებმა ტურნირზე საასპარეზოდ ჩამოსვლის შემდეგ დაიმატეს, “ჰაპოელის” ხელმძღვანელობა ქართველ კალათბურთელებს აკვირდებიან და, თუ მოეწონათ, ხელშეკრულებას გაუფორმებენ. “ბუდიველნიკი” – “ჰაპოელის” შეხვედრაში, 18 ქულით, ყველაზე შედეგიანი იყო უკრაინელი მაქსიმ ბალაშოვი. “ჰაპოელის” მხრიდან, 14-14 ქულა დააგროვეს პინი ლევინმა და ნირ ნეხაუსმა. ნახევარფინალური მატჩების შუალედში შედგა ტურნირის გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ “ლოჯიკ გრუპის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამრიკო სეფერთელაძე, რადიო “ჯაკოს” დამფუძნებელი ჯამლეთ ხუხაშვილი და ტურნირის მთავარი მსაჯი, როლანდ ხომერიკი.



ļīėķą’ āåšńč’ ńņšąķčöū