Ôîðóì » გუნდები » ვიტ ჯორჯია » Îòâåòèòü

ვიტ ჯორჯია

kote:

Îòâåòîâ - 116, ñòð: 1 2 3 All

power:

raul: kargia rom vit jorjiam alania daamarcxa.

kote: mainc magari gundia ra vit jorjia


DINAMOFAN: ვიტ ჯორჯია (საქართველო) 0 - 0 ნაფტანი (ბელორუსი) ახალი ამბები ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი (ღურბელეიშვილი 46), ადამაძე, ლომაია (კაიშაური 70), პ.დათუნაიშვილი (ბეჭვაია 44), ჯაფარიძე, გ.დათუნაიშვილი (კიკნაძე 46), რაზმაძე (იმერლიშვილი 46), კვაღინიძე (ლიპარტია 70), სახოკია (კლიმიაშვილი 50), ბერიაშვილი (ღუჭაშვილი 46), მელქაძე ვიტ ჯორჯიამ თურქულ შეკრებაზე თავისი ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. ვიტჯორჯიელთა მეტოქე ბელორუსიის ჩემპიონატის მონაწილე ”ნაფტანი” იყო. შეხვედრა საკმაოდ ხისტი და უხეში გამოდგა. ფიზიკურად ძლიერი ბელორუსი ფეხბურთელები საკუთარი ტექნიკური წუნის კომპესირებას უხეშობით ცდილობდნენ. შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და უკვე მე-4-ე წუთზე სახოკიას ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მისი ეფექტური დარტყმა ”ნაფტანის” მეკარემ მოიგერია. ბელორუსელთა კარის დარაჯმა პირველ ტაიმში ერთხელაც იყოჩაღა, როდესაც გიორგი დათუნაიშვილის შორეული გასროლა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. შეხვედრის მეორე ნახევრიდან ვიტ ჯორჯიას სამწვრთნელო შტაბმა თავის გამოჩენის შანსი ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელს მისცა, თამაში გათანაბრდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მწვრთნელებმა მიკროტრავმების გამო კობიაშვილის და კვახაძის თამაში აღარ გარისკეს.

OTARI: AU ES GUNDI RAMDENI PEGBURTELEBITS AR UNDA GAKIDOS MAINTS DZLIERI RCHEBA RA GAVGIZDEBI

raul: პირველი წრის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილი (8 გოლით) სინჯებზე უკრაინაში იმყოფება. "ვიტ ჯორჯიას" 21 წლის ფორვარდი ბედს ხარკოვში ცდის, სადაც "მეტალისტში" სინჯებზე იმყოფება. გელაშვილი თურქეთის კურორტ ლარაში შეუერთდა უკრაინულ გუნდს და უკვე მოასწრო პირველ საკონტროლი მატჩში თამაში. "მეტალისტი" პოლონურ "ზაგლებიესთან" 2:3 დამარცხდა. გელაშვილი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა ნვოხას ნაცვლად. მატჩი საკმაოდ ცუდ პირობებში გაიმართა, კოკისპირულმა წვიმამ მეორე ტაიმში მოედანი ნამდვილ გუბედ აქცია, როდესაც გელაშვილი შევიდა შეცვლაზე უკრაინელები 1:2-ს აგებდნენ.

raul: ინტერვიუ ვიტ ჯორჯიას მწვრთნელ ნესტორ მუმლაძესთან: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/037/037-6.htm

annnieq07: au vit-jorjia dzaan magari gundia! vit-jorjia chempiooooooooooooooooooon!!!

raul: annnieq07 gamoricxulia!

power: raul ïèøåò: annnieq07 gamoricxulia! darcmunebuli xar?

chicho: power chemi azri gainteresebs? ameria chempioni cels

annieq07: raul ïèøåò: gamoricxulia! gaixare!!! magi mec vici ro gamoricxulia!!! me ra "vit-jorjias" fani ggonivart? ra sisulelea! cels chempioni "zestafoni" gaxdeba!!!

dachi: ki

power: dachi ïèøåò: ki me shentvis ar mikitxavs anu sheni azri ar mainteresebs

annieq07: power ïèøåò: me shentvis ar mikitxavs anu sheni azri ar mainteresebs rato ar gainteresebs sxvisi azri? mere ra ro vigacas ecyina "vit-jorjias" cudi shedegebi?yvela ert gunds xo ar ugulshematkivrebs?

dachi: mere shegidzlia cota cesierad tqva

dachi: an vapshe ar getqva da aq forumia da yvelam tavisi azri unda gamotqvas da tu vinmes piradad unda privati arsebobs

raul: darcmunebuli var shemizlia vtkva 100%-itac rom cels vit jorjia veranairad ver gaxdeba chempioni,eg ki ara shesazloa otxeulis migmac darches,principshi cels am etapze mec mase msurs.

dachi: raul uechveli egrea ,magram vaida poqers arc sheni azri ainteresebdes mere sad midixar?

raul: dachi arsad casvlas me ar vapireb,ak vrchebi da chem azrs davicav!

raul: მცხეთა. არმაზი ახალი ამბები საქართველოს მეთვრამეტე ეროვნული ჩემპოიონატი. 2-ე წრე. 16-ე ტური ვიტ ჯორჯია (თბილისი) 5 – 1 კახეთი (თელავი) გოლები: 1-0 კლიმიაშვილი (41), 2-0 კვახაძე (43), 3-0 მელქაძე (75), 4-0 ბერიაშვილი (78), 5-0 გელაშვილი (81), 5-1 ტეტიაშვილი (87) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ.დათუნაიშვილი, კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, კვაღინიძე (ბეჭვაია 54), მელქაძე, სახოკია (ბერიაშვილი 62), გელაშვილი, კიკნაძე (კლიმიაშვილი) კახეთი: იაშვილი, კვირკველია, კობაიძე, მერველაშვილი (მაჩაიძე 46), გერგიშვილი, კუპრეიშვილი, ძამუკაშვილი (ბარბაქაძე 56), ჩუთლაშვილი, დავითაშვილი, ბურნაძე (მედოევი 69), ტეტიაშვილი არბიტრი: ა.კრიჭაშვილი როგორც მოსალოდნელი იყო ვიტ ჯორჯიამ ჩემპიონატის აუტსაიდერთან იოლად მოიგო და შეწყვიტა მეორე წრეში 180 წუთიანი მშრალი, უგოლო მატჩების სერია. „კახეთის“ ფეხბურთელები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და მთელი გუნდით დაცვით ეშელონებს აგებდნენ. ვიტჯორჯიელები ტერტორიულ უპირატესობას მატჩის დებიუტშივე დაეუფლნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე 27-ე წუთამდე არ მისულა. სწორედ ამ დროიდან თბილისელებმა თამაშის ტემპს უმატეს და მეტოქე საკუთარ საჯარიმოსთან მიაჯაჭვეს. მიუხედავათ ამისა გოლი არ ჩანდა, ვიტ ჯორჯიას მწვრთნელმა ნესტორ მუმლაძემ შეცვლას მიმართა, ირაკლი კიკნაძის ნაცვლად მოედანზე ირაკლი კლიმიაშვილი გამოვიდა. ამ ფეხბურთელის ბურთთან პირველივე შეხება გოლით დასრულდა. კლიმიაშვილმა ლუკა რაზმაძის თავური პასი ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარში. 43-ე წუთზე ვიტჯორჯიელთა კაპიტანმა ლექსო კვახაძემ სახოკიას პასი მახვილი კუთხიდან შეუჩერებლად გაგზავნა „კახეთის“ კარში, პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიტ ჯორჯიას უპირატესობა გაიზარდა. 75-ე წუთზე გიორგი მელქაძემ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, გზად სამ მცველს მოხდენილად აუარა გვერდი, საჯარიმოში გერგიშვილიც მოატყუა და იაშვილს მახვილგონივრულად დაურტყა, თამაშის ნახვა მარტო ამ გოლის გამოც ღირდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მელქაძემ შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და ფაქტობრივათ ყველა გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. ლამაზი კომბინაციით გავიდა მეოთხე გოლიც, ბეჭვაია ბერიაშვილის კედელი ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. შეხვედრაში თავისი გოლი ნიკოლოზ გელაშვილმაც გაიტანა და ეს ეროვნულ ჩემპიონატში მისი მე-9-ე გოლია. „კახეთის“ ფეხბურთელებმა მხოლოდ პრესტიჟის ბურთის გატანა მოახერხეს. თავი ტეტიაშვილმა გამოიჩინა.

raul: მცხეთა. არმაზი საქართველოს მეთვრამეტე ეროვნული ჩემპოიონატი. მე-2-ე წრე. მე-20-ე ტური ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 – 0 ოლიმპი (რუსთავი) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ.დათუნაიშვილი, კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე (ინჯგია 87), გ.დათუნაიშვილი, მელქაძე, კლიმიაშვილი (ბეჭვაია 59), ღუჭაშვილი, ბერიაშვილი (სახოკია 79) ოლიმპი: მერლანი, ძამსაშვილი, მახვილაძე, ონიანი, ჭიჭვეიშვილი, ნავალოვსკი, ქებაძე, აფციაური (ბერუაშვილი 82), კახელიშვილი (ხუბუა 59), დვალიშვილი (გეწაძე 46), გოცირიძე გაფრთხილება: რაზმაძე არბიტრი: მ.მაისურაძე მიუხედავად ნულოვანი ფრისა, მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ბრძოლა ძირითადად მეტოქეების კარის სიახლოვეს და ცენტრალურ ზონაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში განსაკუთრებით დამაჯერებლად ორივე გუნდის დაცვის ხაზი გამოიყურებოდა. ალბათ ეს გახდა მიზეზი, იმისა, რომ არცერთ კართან ასპროცენტიანი და რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა. ვიტ ჯორჯიამ მოედნის ცენტრი, მჭიდროდ გადაკეტა, რუსთაველთა ყველაზე ძლიერი სათამაშო რგოლი, მთელი შეხვედრა დემორალიზებული იყო. სამწუხაროდ, ვიტჯორჯიელთა მთავარმა გოლეადორმა ნიკოლოზ გელაშვილმა მატჩი გაციების გამო გამოტოვა, რამაც გუნდის შეტევების პოტენციალი საკმაოდ შეასუსტა. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. დამაჯერებლად გამოიყურებოდა ვიტჯორჯიელთა კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე, რომელმაც ყველა საჰაერო დუელი მოიგო. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე კი ვიტ ჯორჯიას თამაშის მოგებაც შეეძლო. შეცვლაზე შესულმა გიგა ბეჭვაიამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. რეზო ძოძუაშვილი: ძალიან დაძაბული და ლამაზი თამაში იყო. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგი იყო, ვიცოდი, რომ ვიტ ჯორჯიას ძლიერ დაცვასთან გაგვიჭირდებოდა. ასეთი მატჩები, ჩვენს ჩემპიონატს ალამაზებს და ვფიქრობ კარგი პასუხია იმათთვის ვინც იძახის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში დონე დაბალია. ნესტორ მუმლაძე: ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათ თამაშის შემდეგ მადლობა გადავუხადე, ჩვენს შემადგენლობაში საკმაოდ ბევრმა ახალგაზრდა და გამოუცდელმა ფეხბურთელმა ითამაშა. ვეთანხმები კოლეგას, ფრე მატჩის ლოგიკური შედეგი იყო.

raul: ნესტორ მუმლაძის ინტერვიუ,ინტერტოტოზე თანხმობას ვიტყვითო: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/087/087-11.htm

raul: გორი. ”ქართლი” საქართველოს მეთვრამეტე ეროვნული ჩემპოიონატი. მე-2-ე წრე. 22-ე ტური ჩიხურა (საჩხერე) 0 – 1 ვიტ ჯორჯია (თბილისი) ჩიხურa: სტურუა, ბარამიძე, გიგაური, ქემოკლიძე, ქუხილავა, ვაშაკიძე, ბუცხრიკიძე (მ. მიქაძე), ზაბახიძე (გვეტაძე 73), მახარაძე, დვალი, გ.მიქაძე ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, ბეჭვაია, კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, გ.დათუნაიშვილი (ადამაძე 90), მელქაძე (კვაღინიძე 88), სახოკია (ინჯგია 77), ბერიაშვილი, ღუჭაშვილი გოლი: 0:1 სახოკია (50) გაფრთხილება: ბუცხრიკიძე, გ.მიქაძე არბიტრი: ა.კრიჭაშვილი ვიტ ჯორჯიამ უიღბლო მატჩების სერია შეწყვიტა და დაგემილი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავათ დიდი უპირატესობისა შეხვედრა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, საჩხერელი ფეხბურთელები უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან და მათ ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდთან ქულის მოპოვებაც ხელს აძლევდათ. ამიტომაც ”ჩიხურამ” პირველი ტაიმი ფრთხილი და დაცვითი ფეხბურთით დაიწყო. ვიტ ჯორჯიამ სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდო, თუმცა ძირითადად ეს ბურთის ფლობასა და შორეულ დარტყმებში აისახა. ვიტჯორჯიელთა მეკარეს გრიგოლ ბედიაშვილს კი საქმე საერთოდ არ ქონია. შეხვედრის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯიამ თამაშის ტემპს უმატა და ფაქტობრივად ხუთ წუთში ზაზა სახოკია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ზურაბ სტურუას შორეულ კუთხეში აუღებლად დაურტყა. გაშვებული გოლის შემდეგ ”ჩიხურა” იძულებული გახდა მეტოქისთვის შეეტია. ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები სამჯერ ვალდებულები იყვნენ დაესაჯათ მეტოქე. გიორგი ბერიაშვილი სტურიასთან პირისპირ დარჩა, ბურთი ოდნავ გვერდით გაექცა, მახვილი კუთხიდან კი თბილისელ ფეხბურთელს მეკარემ აჯობა. 67-ე წუთზე ვასილ ღუჭაშვილი დარჩა სტურუას პირისპირ, მან ბურთი თავზე მეკარესაც გადაუგდო, თუმცა დარტყმაც არ აღმოჩნდა ზუსტი. 70-ე წუთზე კი სახოკიამ გაისროლა სახიფათოდ, თუმცა ამჯერად მეკარეს ვეღარ აჯობა.

raul: ვიტ ჯორჯიას თავდამსხმელ ნიკა გელაშვილის შესახებ: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/103/103-6.htm

raul: wit georgiam mzadeba daicko: http://www.witgeorgia.ge/geo/news/index.htm

gventsa: vit-georgias mekarec chemi mezobelia

raul: ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3 – 0 დილა (გორი) გოლები: 1:0 სახოკია (38), 2:0 ლიპარტია (78), 3:0 მაისაშვილი (80) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი (ღურბელეიშვილი 70), პ.დათუნაიშვილი (პირველი 46), კვახაძე (ადამაძე 46), ლომაია (კაიშაური 46), ჯაფარიძე (მაისაშვილი 46), რაზმაძე (ინჯგია 46), გ.დათუნაიშვილი (იმერლიშვილი 46), მელქაძე, კლიმიაშვილი (კვაღინიძე 46), სახოკია (ლიპარტია 46), ღუჭაშვილი (კიკნაძე 46) ვიტ ჯორჯია მოსამზადებელ პერიოდს განაგრძობს, მძიმე ფიზიკური დატვირთვების ფონზე გუნდი ამხანაგურ მატჩებს ფაქტობრივად ორი შემადგენლობით მართავს. ასე იყო ”დილას” წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიტ ჯორჯიაში ნიჭიერი თაობის ზრდა შეუქცევადი პროცესით მიმდინარეობს. შეხვედრის მეორე ნახევარში თბილისელებმა ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით ითამაშეს, ლიპარტიამ და მაისაშვილმა კი გატანილი გოლების გარდა აქტიური და სასარგებლო თამაშით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ანგარიში კი 38-ე წუთზე ზაზა სახოკიამ ეფექტური დარტყმით გახსნა. ვიტ ჯორჯია მომდევნო შეხვედრას 14 ივლის საქართველოს მოყვარულთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც უკვე უკრაინაში გააგრძელებს ახალი სეზონისთვის მზადებას.

raul: ვიტ ჯორჯია უკრაინაში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა ახალი ამბები ვიტ ჯორჯიამ დაიწყო მეორე და მზადების ბოლო ეტაპი. როგორც ცნობილია გუნდი ეროვნული ჩემპიონატისთვის უკრაინაში, სიმფეროპოლში მოემზადება. აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სრულ სიას რომელიც კლუბმა უკრაინული შეკრებისთვის შეარჩია: მეკარეები: გრიგოლ ბედიაშვილი, შოთა ღურბელეიშვილი, ადიკ მიქაბერიძე მცველები: პაატა დათუნაიშვილი, დავით ლომაია, ლაშა ჯაფარიძე, ალექსი კაიშაური. ალექსანდე კვახაძე, გურამ ადამაძე, ნახევარმცველები: ლუკა რაზმაძე, რატი იმერლიშვილი, გიორგი კვაღინიძე, გიორგი მელექაძე, დავით მაისაშვილი, რეზო ინჯგია, გიორგი დათუნაიშვილი, გიგა ბეჭვაია, თავდამსხმელები: ჯაბა ლიპარტია, ვასილ ღუჭაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ზაზა სახოკია, ირაკლი კიკნაძე, ირაკლი კლიმიაშვილი.

raul: ვიტ ჯორჯია 3 – 4 ტიტან არმეისკი გოლები: 1:2 რაზმაძე (43), 2:2 ბეჭვაია, 3:3 ბერიაშვილი (65) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ.დათუნაიშვილი, ადამაძე, ლომაია, მელქაძე, რაზმაძე (მაისაშვილი 86), კლიმიაშვილი (სახოკია 27), გ.დათუნაიშვილი, კვაღინიძე (ინჯგია 16), ბეჭვაია (კიკნაძე 55), ღუჭაშვილი (ბერიაშვილი 46) ვიტ ჯორჯიამ უკრაინულ შეკრებაზე თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. ვიტჯორჯიელთა მეტოქე უკრაინის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდი ”ტიტან არმეისკი” იყო. მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრის პირველი წუთები უკრაინელთა უპირატესობით დაიწყო, 22-ე წუთისთვის ”ტიტანის” ფეხბურთელები 2:0 დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიტ ჯორჯიამ შეხვედრაში რამდენიმე ექსპერიმენტულ გადაადგილებას მიმართა, რამაც გუნდის თამაშში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ქართველი ფეხბურთელები საკმაოდ მალე მოეგნენ გონსა და ტაიმის 25-ე წუთიდან თამაში მათი კარნახით მიმდინარეობდა. 30-ე წუთზე ვასილ ღუჭაშვილმა ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გააცუდა. ვიტჯორჯიელთა მეორე საგოლე შეტევა ლუკა რაზმაძის ზუსტი და ეფექტური დარტყმით დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიგა ბეჭვაიამ საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა თავური დარტყმით დაასრულა. ვიტ ჯორჯია მოედნის სრული ბატონ-პატრონი გახდა და მეტოქის კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა. 65-ე წუთზე კი გიორგი ბერიაშვილმა ინდივიდუალურად გაიბრწყინა და მესამედ აიღო მეტოქის კარი - 3:2. ქართული გუნდებისთვის ჩვეულმა სენმა თავი ამჯერადაც იჩინა ”ტიტანის” ფეხბურთელებმა უკანასნელ წუთებზე ერთმანეთის მიყოლებით ორი გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ შეხვედრა მათ სასარგებოდ 4:3 დასრულდა. ვიტ ჯორჯია თავის მორიგ მატჩს 23 ივლისს “კრიმტეპლიცასთან” გამართავს. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სასტუმრო ”მესამე ტაიმი”, ეს არის კომფორტული სპორტკომპლექსი, სამი სტანდარტული ზომის და სხვადასხვა სპორტული მოედნებით. მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროში. საფეხბურთო მოედნის გვერდით განთავსებულია წიდისსაფარიანი ჩოგბურთის კორტი. ხედი სასტუმრო ”მესამე ტაიმიდან”. ფეხბურთელები სათამაშო მოედანზე პირდაპირ საცხოვრებელი კომპლექსიდან გადიან.

gvenca: vit georgia ra yvercxia ra

raul: ვიტ ჯორჯია 3 – 0 კრიმტეპლიცა გოლები: 1:0 პ.დათუნაიშვილი (21), 2:0 სახოკია (27), 3:0 კიკნაძე (72) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი (მიქაბერიძე 46), პ.დათუნაიშვილი (მელქაძე 78), ლომაია (ადამაძე 78), კაიშაური, ღუჭაშვილი, ინჯგია (რაზმაძე 46), ბეჭვაია, გ.დათუნაიშვილი (მაისაშვილი 74), სახოკია (ლიპარტია 58), ბერიაშვილი (კიკნაძე 57), კლიმიაშვილი (იმერლიშვილი 76) უკრაინული შეკრების მარცხიანის დაწყების შემდეგ, ვიტ ჯორჯიამ მეორე ლიგის კიდევ უფრო ძლიერ კლუბს ”კრიმპტეპლიცას” შანსი არ დაუტოვა და ერთი ამოსუნთქვით 3:0 დაამარცხა. ვიტჯორჯიელები საკმაოდ ცუდი სტუმრები აღმოჩნდნენ, ქართველები უკრაინაში სწორედ კრიმტეპლიცას საუცხოო ბაზაზე ცხოვრობენ და ემზადებიან. შეხვედრა ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელების უდიდესი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 21-ე წუთზე პავლე დათუნაიშვილის შორეული მოჭრილი დარტყმით გაიხსნა. დათუნაიშვილმა გოლი 20-22 მეტრიდან გაიტანა. 6 წუთში ქართველმა ფეხბურთელებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, ინჯგია, ბერიაშვილის ორსვლიანი კომბინაცია გოლით სახოკიამ დაასრულა, მან კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. შეხვედრის მეორე ნახევარში ვიტჯორჯიელებმა თითქმის მთლიანად შეცვალეს საკუთარი შემადგენლობა და გუნდის თამაშიც მთლიანად გადეწყო. მესამე გოლი კიკნაძემ ასევე გააზრებული კომბინაციის შედეგად გაიტანა, აღსანიშნავია, რომ ვიტ ჯორჯიამ მეტოქეს საკმაოდ მაღალი ტემპი შეთავაზა, პირველიდან უკანასკნელ წუთებამდე. ეს სიურპრიზი აღმოჩნდა უკრაინელთა მწვრთნელისთვის, იგორ ვოლკოვისათვის, მან ეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზეც განაცხადა. შემდგომ მატჩს ვიტ ჯორჯია 26 ივლისს ”ჩერნომორსკოე ნეფტიგაზსთან” გამართავს.

raul: ვიტ ჯორჯია 2 – 0 სიმფეროპოლი-2 გოლები: 1:0 სახოკია (29), 2:0 რაზმაძე (86) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილია, პ.დათუნაიშვილი (ინჯგია 46), ლომაია, კვახაძე, რაზმაძე (მაისაშვილი 86), ბეჭვაია, გ.დათუნაიშვილი (მელქაძე 86), ღუჭაშვილი, სახოკია (ლიპარტია 55), კლიმიაშვილი, ბერიაშვილი (კიკნაძე 46) ვიტ ჯორჯიამ სიმფეროპოლელთა წინააღმდეგ შეხვედრის პირველი ნახევარი ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარა, მიუხედავათ იმისა რომ პირველი 45 წუთი ქართველი ფეხბურთელების მინიმალური უპირატესობით დასრულდა, ვიტჯორჯიელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს, 29-ე წუთზე კი ზაზა სახოკიამ გიორგი დათუნაიშვილის და გიორგი ბერიაშვილის ულამაზესი და მახვილგონივრული კომბინაცია სოლო რეიდითა და ზუსტი დარტყმით დაასრულა. უკრაინული შეკრებისას ცხადი ხდება, რომ სახოკია ძველ ფორმას იბრუნებს, გოლებსაც საკმაოდ ხშირად იტანს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა ხდება. მწვრთნელებმა ახალ პოზიციაზე გამოცადეს ვასილ ღუჭაშვილი, რომელმაც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. მოკლედ საწვრთნელ შეკრებაზე გუნდის მწვრთნელები ყველა ჩანაფიქრს გეგმაზომიერად ახორციელებენ. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ვიტ ჯორჯია უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა, სამი შემტევიდან გუნდი ორ თავდამსხმელზე და აგრესიულ ხუთ ნახევარმცველზე გადაეწყო. შედეგად 86-ე წუთზე ლუკა რაზმაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გადმოვარდნილ ბურთს ყუმბარასებული დარტყმა შეაგება და საბოლოო ანაგარიში 2:0 დააფიქსირა.

kote: zaza saxokia shedegiani fexburtelia,sul magas gaaq golebi.netavi dinamoshi gamdovidodes kargi fexburtelia.

dachi: saxokiaaaa????dzlier gundebtan maincdamainc ver tamashobs memgoni kargad....

kote: saqartveloshi ert erti yvelaze gamorcheuli fexburtelia .

DINAMOFAN: დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის თასის გათამაშება ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1 - 0 მეშაქრე (აგარა) გოლი: გელაშვილი (63) ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი, პ.დათუნაიშვილი, ლომაია, კვახაძე, ღუჭაშვილი, ინჯგია, გ.დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი, სახოკია (კიკნაძე 81), ბერიაშვილი (გელაშვილი 42), მელქაძე (ლიპარტია 46) გაფრთხილება: ღუჭაშვილი არბიტრი: ა.კრიჭაშვილი 2007-08 წლის საფეხბურთო სეზონი დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის თასის გათამაშებით გაიხსნა. როგორ ყოველთვის პირველ ოფიაციალურ შეხვედრას საკმაოდ ბევრი ტექნიკური და სათამაშო წუნი სდევს. ასე იყო ვიტ ჯორჯიასა და ”მეშაქრეს” დაპირისპირებისასაც. მთელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელების მნიშვნელოვანი უპირატესობით წარიმართა. თუმცა ეს ძირითადათ ბურთის ფლობასა და ნახევრადსახიფათო მომენტების შექმნაში გამოიხატა. ტაიმის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი გიორგი ბერიაშვილმა შექმნა, თუმცა მისი დარტყმა მიზანს მცირე მანძილით აცდა. მეორე ტაიმში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ვიტჯორჯიელთა უპირატესობა. გუნდში დაბრუნებულმა ნიკოლოზ გელაშვილმა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა შეტევითი პოტენციალი. ზაზა სახოკია, გიორგი დათუნაიშვილი და გელაშვილი რამდენჯერმე ახლოს იყვნენ მიზანთან, თუმცა დამაგვირგვინებელი დარტყმა არცერთს გამოსდიოდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გელაშვილმა გაიტანა, მან ლიპარტიას გამოზომილი პასი დაამუშავა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. ვიტ ჯორჯია ”მეშაქრეს” საპასუხო შეხვედრაში, 27 აგვისტოს, აგარის სტადიონზე დაუპირისპირდება.

DINAMOFAN: DINAMOFAN ïèøåò: გუნდში დაბრუნებულმა ნიკოლოზ გელაშვილმა etyoba ar midis olimpshi da pirvel wres witshi itamashebs!

gvenca: sxva tramashebi rogor damtavrda?

DINAMOFAN: gvenca ïèøåò: sxva tramashebi rogor damtavrda? tasis temshi weria!



ïîëíàÿ âåðñèÿ ñòðàíèöû