Форум » გუნდები » ბათუმის დინამო » Ответить

ბათუმის დინამო

kote:

Ответов - 175, стр: 1 2 3 4 5 All

erik: dges ameri batumis tamaschze viyavi da tammamad schemidzlia vtqva rom batums erti 3 goli mainc unda gaetana da amerma veraperi vera qna

raul: batumis dinamos bravo! meore creshi am gundma 11-tamashidan 10-moigo da mxolod erti itamasha fred,isic faktiurad chempion siontan stumrad 2:2,im tamashsac 2:0 igebdnen! am gunds darchenil 4-turshi 3-seriozuli tamashi kvlav elis,zestafontan,dinamostan da vit jorjiastan! dgevandel tamashze ki 60-ze prezidenti saakashvilic mivida tamashze,ris shemdegac 5-cutshi batumma gamarjvebis goli gaitana! tu rames miagcia cels batumma xom kargi tu ara da rogorc gabelia acxadebs zafxulshi gundi kidev gazlierdeba da momavali sezonidan batumi magali miznebistvis mebrzoli gundi ikneba rogoric 5-6 clis cin iko! gmertma xeli moumartot!

kote: ra fexi aq saakashvils borjomis tamashze mivida borjomma goli gaitana batumis tamashze batumma golig gaitana


raul: rogorc chans batumis dinamos brckinvale tamashma gulshematkivari daabruna stadionze,romlebic sakmaod bevrni dadian batumelta tamashebze da ai suratebic! prezidenti saakashvili tamashze!

amikoo:

raul: amikoo me vikitxe da gtxove kidec,tu naxav forum.ge-s ik miceria tu sheileba gadavitan-tko! daaxloebit ori kviris cinac gadmovitane,mashinac vikitze da neba damrte,ak rom aris tema sakartvelos chempionati ik miceria kidec rom forum.ge-s monacilis daxmarebit vakvekneb am suratebs-tko,tu ginda naxe! aseve forum.ge-ze naxe cina gverdebi sadac nebartva avige suratebis gadmotanis!

raul: ზესტაფონი-ბათუმი 0:0 დამთავრდა! თამაშს რომელმაც დიდ ბრძოლაში ცაიარა 6000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო! შემდეგ ტურში ბათუმში დიდი მატჩია საქართველოს კვალობაზე ბათუმის დინამო ტბილისის დინამოს უმასპინძლებს!

erik: schemdegi turschi batumi-dinamo magari tamaschi iqneba stadionic gadaichedeba da batumis stadioi ramdens itevs exla/

raul: erik batumis stadioni exla 5000-kacamde itevs!

raul: ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრტნელმა,ოთარ გაბელიამ განაცხადა რომ ახალი სეზონისატვის არცერთი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ,ეგ კი არა და 4-5 ძლიერი ფეხბურთელის დამატება ყოფილა გეგმასი,მათ შორის სავარაუდოდ ლეგიონერებიც იქნებიან!

raul: დღეს ბათუმის დინამოს პრეზიდენტის ზურაბ ჯაფარიძის ინტერვიუა გაზეთ სპორტში სადაც ის აცხადებს რომ ევროტურნირებზე გასვლის შემთხვევაში უეფას თასი იქნება ეს თუ ინტერტოტო ბათუმელები ყველაფერს გააკეთებენ რომ მეტოქეს ბათუმში უმასპინძლონ! გეგმაში ყოფილა სტადიონზე აღმოსავლეთ ტრიბუნების აშენებაც,მაგრამ ამას მომავალი სეზონისთვის აპირებდნენ რადგან თავადაც ვერ წარმოედგინათ რომ წელს გუინდი მეორე წრეში ასეთ მაღალ დონეზე იასპარეზებდა! აქვე ჯაფარიძემ ქართული ფეხბურთისთვის უჩვეულო მოვლენაც აღნიშნა,ის რომ თურმე დინამოსთან დასასწრები მატჩის ბილეთების შეძენა ხალხმა 4-დღით ადრე დაიწყოო! დღეს სრული ანშლაგი იქნება სტადიონზე და დარწმუნებული ვარ ტრიბუნების გაზრდის შემთხვევაშიც არ მოაკლდება გულშემატკივარი ბათუმის სტადიონს!

raul: დღეს დილას 11-საათზე აჭარის ტელევიზიაზე ქლიბაზეს სტუმრად ყავდა მოწვეული ბათუმელთა წარმომადგენლები თამაზ ცინარიძე,ამირან გოგიტიძე,აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ახვლედიანი და ყველამ ერთხმად აღნიშნა რომ მსაჯობა გუშინ ობიექტური იყო და რაც მატჩის შემდეგ გულშემატკივართა რაღაც ნაწილმა გააკეთა ყოვლად უმსგავსო და ამაზრზენი საქციელი იყოო,ბატონმა თამაზ ცინარიზემ იმასაც გაუსვა ხაზი რომ სეთურიძის მოქმედების შემდეგ მოხდა ხალხის უმსგავსო საქციელის დაწყებაო! ასევე აჩვენეს გაბელიას პრესკონფერენციაზე გამოსვლა სადაც მან განაცხადა რომ იმ გუნდებში სადაც მას უმუშავია აღებ-მიცემობა არასოდეს ყოფილა და დინამომ სუფთათ მოიგოო,მანაც აღნისნა ის ზალიან ცუდი ფაქტი რაც მატჩის შემდეგ გაუკეთებიათ მაყურებელტა მცირე ჯგუფს! იქნებ ზუსტად გვითხრა რამე სერიოზული შეტაკება მოხდა? ან კიდევ მსაჯები დაზარალდენენ?

raul: როგორც ოთარ გაბელიამ განაცხადა ბათუმელები სეთურიძის და ქებაძის არსად გაშვებას არ აპირებენ,ეგ კი არადა სერიოზულად გაზლიერებასაც აპირებენ,4-5-ფეხბურთელის დამატებით! მაგრამ რა თქმა უნდა რამოდენიმეს ვინც გუნდში ვერ ჯდება გავუშვებთო! წელს ევროპაზე რომც გასულიყო ბათუმი ლიცენზიის უქონლობის გამო9 მაინც ვერ ითამაშებდნენ,მომავალ წელს კი ამის პრობლემა აღარ იქნებაო! კლუბი 9-10 ივნისს შეიკრიბება!

raul: ბათუმის დინამოს ფეხბურთელი ლაშა ქებაძე სამარის კრილია სოვეტოვში იმყოფება სინჯებზე და ერთი თამაშის გამართვაც მოასწრო ზიმბრუსთან კიშინოვში სტადიონის გახსნაზე!

kote: exla batumic daiwyebs fexburtelebis gayidvas

raul: როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმმა ბორჯომიდან ბაქრაძე გადაიბირა!

erik: dges ecera rom batumi jerac gurkvevlobaschi rogor dafinansebas miigeben !! ragorc dges gazetschi ecera batumi dainteresebulia davit cicveischvilit da ramdenime legionerit da gundi datoves gvazavam da lomidzem magram scheidzleba dabrundneno gacchni rogor dafiansebas miigebs klubi

raul: სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა ბათუმელთა პრეზიდენტმა თემურ ჯაფარიზემ სარბიელთან მიცემულ ინტერვიუში,მან განაცხადა რომ ინგლისელი ინვესტორები მიდიან ბათუმური კლუბიდან და აპირებენ თბილისთან გაერთიანებას და რუსთავში საფეხბურთო კლუბ ოლიმპის ჩამოყალიბებას! ასე რომ ის დიდი იმედები რაც ბათუმში ინვესტორების მოსვლის შემდეგ იყო,წყალმა წაიღო! ჯაფარიძემ განაცხადა რომ 18-ივნისს კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ თბილისის ხელმძღვანელებთან და საბოლოოდ გადავწყვეტთ ყველაფერსო,ახლად ჩამოყალიბებული კლუბი კი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს თბილისის ადგილზე! რაც შეეხება უსპონსოროდ დარჩენილ ბათუმს,როგორც აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ახვლედიანმა განაცხადა აჭარის მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს რომ კლუბს არაფერი მოაკლდესო! მაგრამ საინტერესოა სად წავლენ გაბელია და ის ფეხბურთელები რომლებიც წინა წელს გადავიდნენ კლუბში,დარჩებიან თუ არა ეს მალე გაირკვევა! ასე რომ ბორჯომის მერე კიდევ ერთი ლიდერი კლუბი რჩება სპონსორის გარეშე!

kote: dzaan cudia mase rom moxda...ertwliani gundebi fucun fucuni amitin ar damtavrdeba kide romeligaca gundi daishleba marti mamravlebat..

raul: ბათუმის დინამოდან ინვესტორებთან ერთად ფეხბურთელებიც მიდიან! ქებაზე,მახვილაზე,როინ ონიანი,სეთურიძე და ტიაგო ჟენერუ-ახლად ცამოყალიბებულ კლუბ რუსთავი-ოლიმპში გადავლენ,გიორგი ონიანი კი უკვე კარგა ხანია რაც ახალი კლუბის ზიებაშია! ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,იმედია ბათუმელები ახალ სპონსორს იპოვიან რომელიც ძველისავით ერთ წელიწადში არ წავა კლუბიდან და გუნდის აღორძინებას დაიწყებს!

erik: schansi araaarom batumi daischalos ! jer ajaris mtavroba dzalzed myaria finansurad da orec ar dauschveben rom batumi iyos egre gafarcayebuli

erik: batumschi schemdeg cels isev itamaschebs tiago! da aseve gadacgda rom pirvrl creschi gundi batums centralur stadionze itamaschebs da meoreschi is agar iqneba mas ukve nele nela schlian da gadacyda rom 2-3 celschi batumschi evropis doneze axali stadioni eqneba romelic daakmaxopilebs yvela motxovnebs!! da meore creschi sad itamasceben .... ego znaet

raul: erik tiago rogor itamashebs batumshi dinamostan ertad aris ukrainul shekrebaze! ra rom chamovlen batums daubrundebao?

erik: ara ukve gadacyda tiago batumschi itamaschebs gazetschi ecera

raul: აჭარის რეგიონალური მფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა სარბიელს სადაც იგი აცხადებს,რომ: ბათუმი კვლავ იქნება ძლიერი კლუბი,რომელიც ითამაშებს ახალ ევროპული დონის სტადიონზე და მალე კვლავ ტოლ-სწორად შეებმევა ევროპულ კლუბებს. სადღეისოდ არცერთი თეთრი არ გვაქვს დავალიანება,გადახდილია საწევროც,კლუბიც ინტენსიურად ემზადება ახალი სეზონისთვისო. 5-ბიზნესმენი პატრონობს ამჯერად ბათუმს. მათი სურვილი ყოფილა რომ კლუბი ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდეს და მხოლოდ რამდენიმე მოწვეული ფეხბურთელი ყავდეთ! ამჯერად სურთ დინამოდან ინათხოვრონ კვლავ მეკარე თოთლაძე და დაიბრუნონ ტიაგო,რომელიც დინამომ არ დაიტოვა. წელს მიზანი ცხრილის შუაში გასვლა ყოფილა,ხოლო 2-წლის შემდეგ უკვე ევროტურნირის საგზურის მოპოვება. ქალაქის ერთ-ერთ უბანში მალე ახალი სტადიონის მსენებლობა დაიწყებაო,რომელიც 4-მილიონი ლარი დაჯდება,10-ათასიან სტადიონზე 3-ათასი კაცის ადგილი გადახურული იქნებაო. ამ 2-წლიანი პროგრამის ბოლოს უკვე ახალ სტადიონზე ვითამასებთო.

raul: gushin batumma shin 1:2 caago sakartvelos tasze zugdidis mglebtan! ar utamashia braziliel tiagos romelic savaraudod klubidan midiso,realuri kandidati sherifiao! dekembramde ki batums daemateba amiran mujiri,aseve 5-6 gamocdili motamashis mocvevasac apireben satransfero fanjris daxurvamde!

kote: ver gavige ambobdnen batumis dinamos ishlebao ,ras akeyeben es xalx naxevari gundi daitxoves da gaushves rustavshi axla ki xelaxla asheneben gunds

raul: amiran mujirtan ertad batumshi itamashebs kofili amereli alexsandre koshkaze! rac sheexeba tiagos is sinjebze casula sherifshi! batumshi satransfero fanjris daxurvamde 2-gamocdil fexburtels elian kidev.

raul: სანაკრებო მატჩებისას გამოწვეული პაუზის გამო ბათუმის დინამომ და ტორპედომ ამხანაგური მატჩი ითამაშეს რომელიც 1:1 დასრულდა.

raul: როგორც ამირან მუჯირმა შაბათს სარბიელთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პირველ წრეს ბათუმში ჩაამთავრებს მერე კი კლუბს დატოვებს.

raul: პირველი წრის დასრულების სემდეგ უკვე გადაწყვეტილია რომ მუჯირი აზერბაიჯანულ ბაქიში გააგრძელებს კარიერას.

raul: batumelta mekare irakli totlaze gushin daakaves da ortviani patimroba miusajes,rogorc acxadeben man mankanit gaiara im epizodshi roca chxubi iko da policiels cemdneno,gadmosula da gaushvelebia,kovelive amis mere ki casula,policielma ki magas daado xeli eg mcemdao. amis shesaxeb ert-ert forumshi dacera batumelta gulshematkivarma. `თუ დაინტერესდება ბატონი კლაუსი, აქ ვარ~ უკანასკნელ ორ ტურში ბათუმის `დინამოს~ კაპიტანმა, ამირან მუჯირმა სამი ბურთი გაიტანა. `მუმუს~ დუბლმა `მერანთან~, ბათუმურ გუნდს, სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება მოაპოვებინა, ხოლო `ოლიმპის~ კარში გატანილი ბურთი მიმდინარე ჩემპიონატში რუსთაველებისთვის პირველი აღმოჩნდა. _ ვიცოდით, ლიდერს რომ ვხდებოდით. თან რუსთაველებს ჩემპიონატში ბურთი არ ჰქონდათ გაშვებული, მაგრამ `ოლიმპთან~ სათამაშოდ ყურებჩამოყრილი არ გავსულვართ. რუსთაველებმა პირველივე წუთზე შეძლეს გოლის გატანა _ მასპინძელთა თავდამსხმელმა მცველების შეცდომით ისარგებლა. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მეორე ტაიმი ახალდაწყებული იყო, როდესაც 25 მეტრიდან შეუჩერებლად დავარტყი და ბურთი ცხრიანში შევაგდე. გატანილი გოლის შემდეგ მინდორზე სიტუაცია შეიცვალა _ ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ჩვენს მხარეზე იყო. _ მატჩის სამოცდამეათე წუთზე შენ და `ოლიმპის~ კაპიტანი მსაჯმა მოედნიდან გაგაძევათ. _ მახვილაძემ მოედნის ცენტრში უხეშობა გამოიჩინა და მსაჯმა რატომღაც ორივე გაგვაძევა. ახლაც არ ვიცი რატომ გამაძევა. ფაქტია, რომ ამის შემდეგ ჩვენი გუნდის ტაქტიკა შეიცვალა და უფრო დაცვაზე გავაკეთეთ აქცენტი. მატჩის 88-ე წუთზე `ოლიმპის~ ფეხბურთელებმა თოთლაძის შეცდომით ისარგებლეს და თამაში წავაგეთ. მიუხედავად მარცხისა, კარგად ჩავატარეთ მატჩი. მწვრთნელმა მადლობაც გადაგვიხადა. _ ჩემპიონატის ლიდერი აშკარად არ ელოდა თქვენგან ასეთ წინააღმდეგობას. _ ხანდახან ისე ხდება, რომ ლიდერს, სეზონის განმავლობაში, ზოგიერთ მატჩში გამარჯვება უჭირს, ამიტომ ყველანაირად ცდილობს გამარჯვება სხვა ხერხებით მოიპოვოს. ეს მარტო ჩვენ პირველობაზე არ ხდება, სხვაგანაც ანალოგიური სიტუაციაა, თუმცა ასეთი გამარჯვებები რისთვის სჭირდებათ, ვერ გეტყვით. გავლენ ევროპაზე და... _ `ოლიმპის~ მეკარეს, მიხეილ ალავიძეს რვამატჩიანი მშრალი სერია შეუწყვიტე. _ თამაშის წინ ერთ სასტუმროში მოვხვდით, ამიტომაც ერთმანეთს დერეფანშიც ვხდებოდით. რუსთაველი ფეხბურთელები ძალიან მოშვებული იყვნენ, ეგონათ ოთხ-ხუთ ბურთს გაგვიტანდნენ, მაგრამ ბურთი აზრიანად რომ გავუგორეთ, დაიბნენ. ვერც კი იგრძნობდი, რომ ლიდერს ეთამაშებოდი. გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამომივიდა. _ ლამაზი გოლები შორი მანძილიდან არა ერთხელ გაგიტანია. ამაზე, ალბათ, ბევრს ვარჯიშობდი. _ ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი გვაქვს ყველას, მაგრამ ამ ნიჭს განვითარება სჭირდება. ერთხელ მახსოვს `ცსკას~ ბაზაზე ბულგარეთის ნაკრები ვარჯიშობდა. სტოიჩკოვი იდგა და საჯარმოებს ასრულებდა, წინ კი ხელოვნური კედელი ედგა. ხუთივე დარტყმა კედელს მოარტყა, გავეხუმრე კბილები ჩამოამტვრიე-მეთქი, და იცი რა მითხრა? `პენალტი და საჯარიმო დარტყმის შესრულება არ ისწავლებაო~. ისიც კარგად მახსოვს, სახლში რომ ვვარჯიშობდი კედლებთან. _ როგორ ფიქრობ, შენი წასვლის შემდეგ ჩვენი ჩემპიონატის პროგრესი იგრძნობა თუ ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით? _ რა თქმა უნდა, მაშინდელ საქართველოს ჩემპიონატს ახლანდელთან ვერც კი შევადარებ. ახლა აქცენტი უფრო კლუბების გაახალგაზრდავებაზეა გადატანილი. _ `დინამოს~ ძირითად ბირთვსაც ახალგაზრდები შეადგენენ. _ ამ გუნდში ვხედავ პოტენციალს. არის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მაღალ დონეზეც ითამაშონ მომავალში. ოღონდ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცენ. მე მალხაზ მახარაძის, პაატა მაჭუტაძისა და სხვათა გვერდით გავიზარდე. ძალიან ბევრი რამ მათგან ვისწავლე, ახლა უკვე ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებს ვუზიარებ ცოდნას. კარგია, რომ ახალგაზრდები არ თაკილობენ და აზრს გეკითხებიან, თუმცა უნდა ვაღიარო, ჩემს ახალგაზრდობაში უფრო მეტად გვქონდა გათავისებული პასუხისმგებლობის გრძნობა. იმედია, ჩემპიონატის დონეც ამაღლდება. _ შენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა ჩემპიონატმა უწინდელი ხიბლი დაიბრუნოს? _ თავდაპირველად ბავშვთა ფეხბურთს უნდა მივხედოთ. როგორც ვხედავ, საფეხბურთო სკოლების სიმცირეა. ჩემს დროს ბევრი საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებდა, რომლებიც პირველი და უმაღლესი ლიგების კლუბებს ახალი სისხლით ავსებდნენ. კარგია ის, რომ ქალაქში იგება ხელოვნურსაფარიანი მინდვრები, თუმცა ეს მხოლოდ ზამთრის სეზონისთვისაა გამოსადეგი. მე არდაგანის სტადიონზე გავიზარდე, სადაც თამაში ნახევრად დაჭაობებულ მინდორზე მიწევდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ მხარესაც. სპონსორებია საჭირო. ხომ ხედავთ უკრაინაში ფეხბურთში ფულის დაბანდებამ, სერიოზულად იმოქმედა ეროვნულ ნაკრებზეც, რომელსაც ამბიციები კიდევ უფრო მოემატება. _ საქართველოს ნაკრები, საფრანგეთთან, უკრაინასთან და იტალიასთან დამარცხდა. როგორ ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი? _ რატომ ვერ მოვუგეთ საფრანგეთსა და იტალიას? იმიტომ, რომ ისინი, ჩვენგან განსხვავებით, სხვანაირად აზროვებენ. იციან პასის მიწოდება, თავდამსხმელები დროულად იხსნებიან, მეტოქეს საკუთარ მოედანზე ბურთს დიდხანს არ გააგორებინებენ. ერთი სიტყვით, არ პროფესორობენ. უკრაინიდან კი მინიმუმ ერთი ქულის წამოღება შეიძლებოდა. _ ბათუმის `დინამოდან~ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის რა შანსები გაქვს? _ კარგი ვარიანტები მქონდა სეზონის დასაწყისში. საბერძნეთსა და ყაზახეთში მიწვევდნენ, თუმცა საუკეთესოს არჩევამდე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ეს ამბავი აქაც გაიგეს და შემომეხმიანენ `დინამოდან~. მოკლედ იმაზე შევთანხმდით, რომ თუკი დეკემბრისთვის უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება, გუნდი ხელს არ შემიშლის. წინადადებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგანაც `დინამო~ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სოფიის `ცსკაში~, კვიპროსის `ანოთროსისშიც~ მითამაშია, მაგრამ აქ თამაში არასოდეს მითაკილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბიჭებსაც და გუნდის ხელმძღვანელობასაც. რაც შეეხება ნაკრებს, სანამ ფეხბურთს ვითამაშებ, ეს შანსი მუდამ მექნება. თან ახლა თამაში კარგად მიმდის _ უკვე მეორე ტურია, ზედიზედ გოლი გამაქვს, გამოხმაურებაც მივიღე. რა ვიცი, თუ დაინტერესდება ბატონი კლაუსი, აქ ვარ. _ `დინამოს~ რიგებში ჩატარებულ მატჩებიდან რომელს გამოყოფდი? _ ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს ბათუმთან. კარგად მახსოვს, უპირატესობას ჩემპიონატს ვანიჭებდით. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ევროპის საკლუბო ტურნირებზე ჩატარებული მატჩები. ბევრი საინტერესო თამაში ჩამიტარებია, ამიტომ ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. `დინამოში~ 1992 წელს მივედი, მაგრამ თავიდანვე ძირითადში ვერ მოვხვდი. დიდი ოფლისღვრა დამჭირდა გუნდში მოსახვედრად. ისე, ერთი ტენდენცია ძალიან მაშფოთებს. მახსოვს, უწინ, პირველი ლიგის თამაშებზეც ივსებოდა სტადიონი, ახლა კი ხედავთ რა სიხშირით ესწრება მაყურებელი შეხვედრებს, თუმცა ხალხსაც ვერ დაადანაშაულებ _ არც ფეხბურთისთვის სცალიათ და არც საშუალება აქვთ. _ როგორ ფიქრობ, სტადიონი უნდა გაყიდულიყო? _ არა, რა თქმა უნდა. თავისი მდებარეობით ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ძალიან მწყდება გული, რომ სტადიონი ასე, ხელის ერთი მოსმით გაიყიდა, არადა რამდენ ცნობილ ფეხბურთელს გაუგორებია აქ ბურთი. რამდენი სიხარული მახსოვს გულშემატკივრებისთვის მინიჭებული ამ სტადიონზე. _ დავუბრუნდეთ ისევ შენს საკლუბო კარიერას. პირველი ევროპული `გამოცდა~ როგორ ჩააბარე? _ ახლაც კარგად მახსოვს, რეზო ჩელებაძემ რომ დამირეკა და რუსეთის ვარიანტი შემომთავაზა. რეალური იყო მაშინდელი `ტორპედო-ზილის~ ვარიანტი, მაგრამ სიტუაცია არ მომეწონა და იქედან `კრილიაში~ წავედი. იქ მითხრეს, რომ რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი, კარიაკა, თამაშობდა ჩემს პოზიციაზე და გამოჩენის შანსი იშვიათად მომეცემოდა. ჩემი რუსეთში მოგზაურობა იმით დასრულდა. სულ მალე `ურალმაშის~ პრეზიდენტმა ბულგარეთის ვარიანტი შემომთავაზა. სოფიაში ჩავედით, `ცსკას~ ბაზაზე. მაშინდელ `ცსკაში~ არა მარტო ბულგარელი, არამედ ევროპელი ფეხბურთის ვარსკვლავები _ ლეჩკოვი და პენევი თამაშობდნენ. პირველივე ვარჯიშებიდან მწვრთნელებს თავი მოვაწონე, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა უცნაური რამ მითხრა: ჩვენთან ფეხბურთელები ასე არ მოდიან _ პრესა და ტელევიზია ჭრელდება, როდესაც `ცსკა~ ახალ ტრანსფერებს `ჩარხავსო~. მივხვდი, რომ არ იყო იქ ჯერ ჩემი ადგილი, ამიტომ საშუალო დონის `მარეკში~ გადავედი. გავიდა დრო და `მარეკიდან~ `ცსკაში~ სამი ფეხბურთელი გადავედით. ჩემში 300 ათასი, ხოლო ორ ახალგაზრდა ნახევარმცველში შესაბამისად 500 და 250 ათასი დოლარი გადაიხადეს. შემდგომში დედაქალაქური კლუბიდან იმ ორმა ნახევარმცველმა კარიერა საფრანგეთში გააგრძელეს, სადაც დღესაც წარმატებით გამოდიან, მე კი ჩემს ძველ მწვრთნელს საბერძნეთში გავყევი. მალე საბერძნეთში მწვრთნელად სერბი დანიშნეს, რომელთანაც კონფლიქტი მომივიდა და გუნდში ვეღარ გავჩერდებოდი. საბერძნეთიდან თემური ქეცბაიასთან, კვიპროსულ `ანორთოსისში~ წავედი. _ `დინამოს~ მხრიდან უკეთესი პირობების შემოთავაზების შემთხვევაში დარჩები ბათუმში? _ თუკი დინამო უფრო კარგ პირობებს შემომთავაზებს, რატომაც არა? შეიძლება დავრჩე კიდევაც. ვიცი, რომ აპირებენ სპონსორების მოძიებას და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ სეზონისთვის გუნდი მხოლოდ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. მომავლისთვის ფეხბურთელებსაც დაიმატებენ და გუნდიც უფრო დაბალანსდება. _ როგორ ფიქრობ, `დინამოს~ ძალუძს ლიგაში ადგილის შენარჩუნება? _ ამ გუნდით, ამ ჩემპიონატში, მგონი, ექვსეულში შევძლებთ მოხვედრას. _ როდის აპირებ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას? _ ჯერ არ მინდა მაგაზ

raul: ბათუმელთა ხელმძღვანელმა თამაზ ცინარიძემ განაცხადა რომ 26-ნოემბერს ბათუმელები თავის ბოლო შეხვედრას ჩაატარებენ ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე,რომელიც 27-ნოემბრიდან უკვე დაცლას დაიწყებს. მეორე წრეს და საერთოდ ახალი სტადიონის აშენებამდე კლუბი ან ქობულეთში ან ადელში ითამაშებს. ახალი სტადიონი კი როგორც აცხადებენ 2-წელიწადში უნდა ასენდეს და ევროსტანდარტების იქნებაო. მანვე განაცხადა რომ დიდი იმედი აქვს ირაკლი თოთლაძის ვადაზე ადრე განთავისიფლების.

DINAMOFAN: au ise jobia kobuletshi itamashon!normaluri stadionia! mara dinamos ra eshveleba meore creshi?mujiri cava da tu aravin ar daimates mashin cudat eqnebat saqme!

raul: ბათუმის ცენტრალური სტადიონის უკანასკნელი მატჩი 26 ნოემბერს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ბოლო საფეხბურთო თამაში გაიმართება. ბათუმის `დინამო~ ამ სტადიონზე ბოლოჯერ შეხვდება თბილისის `დინამოს~. ბათუმელმა ფეხბურთელებმა არ იციან, სად გამართავენ საქართველოს პირველობის მეორე წრის თამაშებს. GIMG ჯგუფი, რომელმაც შეისყიდა ბათუმის სტადიონი, მომავალი თვიდან აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას იწყებს, ახალი სტადიონის მშენებლობის საკითხი კი კვლავ გაურკვეველია. ქალაქში ახალი სტადიონის აგება გახდა საჭირო, ამიტომ ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნისა და ხორცკომბინატის მიწის ნაკვეთებზე. კონკურსის პირობები შემდეგი იყო: მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენებასთან ერთად კონკურსში გამარჯვებულს, იქვე მდებარე ხორცკომბინატის ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების სტადიონი უნდა აეშენებინა. რადგანაც საკონკურსო კომისაიაში განაცხადი არავინ შეიტანა კონკურსი ჩაიშალა. `ეს ტერიტორია აუცილებლად გასხვისდება, თუმცა რა პირობით ჯერ უცნობია. როცა ერთხელ არ შედგება კონკურსი, შეგიძლია ხელახლა გამოაცხადო და ამასთან შეცვალო პირობებიც. უკვე ორჯერ გამოვაცხადეთ კონკურსი მაგრამ ინვესტიორი ჯერ-ჯერობით არ სჩანს. რა თქმა უნდა სტადიონის საკითხი აქტუალურია ჩვენი ქალაქისთვის. ~, _ აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურის უფროსის ეკა თარგამაძე. მისივე მტკიცებით არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ტერიტორია არ დანაწევრდება და ისე გაიყიდება. `საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და შესაზლებელია ნაწილ-ნაწილ გაიყიდოს _ ასე რომ მოხდეს არც ეს არ უნდა გაუკვირდეს არავის~, _ აცხადებს ეკა თარგამაძე. აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ბათუმს სატადიონი აუცილებლად ექნება, რადგანაც ამის ყველ წინაპირობა არსებობს. `აჭარის ფეხბურთის ფედერაცია პროექტის ძიებაშია. ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილები თურქი სპეციალისტები, რომლებიც ამზადებენ ესკიზურ პროექტს და ამისათვის 20 დღე ითხოვეს. გარდა ამისა მხარში გვიდგას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ლევან ვარშალომიძე დაგვპირდა, რომ გერმანიიდან ჩამოიყვანდა ინვესტორებს დეკემბრის დასწყისში. მხარდაჭერას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაციც შეგგვპირდა~, _ განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა. მისივე თქმით მერიის გამოცხადებული და ჩაშლილი კონკურსის ხელახალი გამოცხადება საჭირო აღარარის, რადგანაც აჭარის მთავრობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით გადაწყვეტილი აქვს ააშენოს სტადიონი. პროექტიც და დაფინანსების შესახებ ყველაფერი მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ახალი სტადიონის მშენებლობის დაფინანსებას. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ზურაბ ღომიძე აცხადებს, აჭარის 2007 წლის ბიუჯეტში სტადიონის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის.

kote: stadionis ashenebas bevri dro unda

DINAMOFAN: au eg cudia 2-3 celi kobuletshi itamasheben! ise jer unda aeshenebinat axali da mere dzvei daenshalat! tavshi tvini ar aaqvt!

raul: gushin gamoacxades matchebs adelis stadionze gamartaven,ik sadac regionalligis klubi adeli tamashobs.

DINAMOFAN: au iq debili stadionia!!! kobuletis jobia!!!

raul: როგორც ბათუმელთა კლუბის უფროსმა თამაზ ცინარიძემ სარბიელს განუცხადა,უკვე გადაწყვეტილია რომ კლუბი ადელის სპორტულ კომპლექსთან მდებარე სტადიონზე ითამაშებს,სადაც მინდვრის საფარი ნორმალურია და სტადიონს მხოლოდ ვიზუალური შეკეთება ესაჭიროება. დაახლოებით 2500-3000 კაციანი ტრიბუნები გაკეთდება,მოწესრიგდება პრეს-ლოჟა და გასახდელები,ეს ყველაფერი კი დროის საკითხიაო,მანამ ახალი სტადიონი აშენდება აქ ვითამაშებთო. რაც შეეხება ირაკლი თოთლაძის საკითხს მისი გათავისუფლება დროის ამბავიაო.



полная версия страницы