Форум » გუნდები » რუსთავი-ოლიმპი » Ответить

რუსთავი-ოლიმპი

raul: ახალი კლუბი შეიქმნა ბათუმის დინამოს ინვესტორებისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის გაერთიანებით! ბათუმელთა უცხოელი ინვესტორები რომლებსაც სათავეში ირანელი ბიზნესმენი უდგას,წამოვიდნენ ბათუმიდან და თბილისთან გაერთიანებით დააარსეს ახალი კლუბი,რომელიც თბილისის ადგილზე ითამაშებს ეროვნულ ჩემპიონატში! კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ნოდარ აკობია,ასევე თბილისის საუკეთესო ფეხბურთელებს დაიტოვებენ და მათ დაუმატებენ:ქებაძეს,სეთურიძეს,როინ ონიანს,მახვილაძეს,ასევე ლოკომოტიველ კახელიშვილს და ბათუმის დინამოელ ტიაგო ჯენერუს! ასევე კლუბი აპირებს კიდევ უფრო გაძლიერებას და მიმდინარე სეზონში თასის აღებასთან ერთად ჩემპიონატში 1-2 ადგილების დაკავებას,მესამეც კი ცუდი შედეგი იქნებაო! ინვესტორები აპირებენ სტადიონის შესყიდვას და რეკონსტრუქციას! რაც შეეხება მოქმედ რუსთავულ კლუბ რუსთავს მას არაფერი არ შეეხება,ის დარცება და გააგრძელებს არსებობას როგორც აქამდე იყო! ის კი კარგია რომ კიდევ ერთი ძლიერი და ამბიციური კლუბი იქმნება,მაგრამ კარგი იქნებოდა ეს ამბიციური კლუბი დამატებოდა სხვებს და სხვისი დაშლის შედეგად არ ჩამოყალიბებულიყო! მაგრამ რას ვიზამთ ასეთია ქართული თანამედროვე მწარე რეალობა!

Ответов - 511, стр: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 All



полная версия страницы