Форум » გუნდები » ამერი » Ответить

ამერი

kote:

Ответов - 68, стр: 1 2 All

raul: Mit Ach und Krach გერმანული პრესის მიმოხილვა "ბილდი" ბულვარული პრესის მეიბარაღეა და, როგორც ყვითელ გაზეთს შეეფერება, სათქმელი მჭახედ თქვა - "ამერი" - "ჰერტას" მატჩის მიმოხილვას შესაფერისი რუბრიკაც მოუძებნა - Mit Ach und Krach (ჩვენებურად უფრო ასე ითარგმნება - ტანჯვა-წამებით). "ჰერტამ უეფას თასზე კინაღამ თავი დაიხრჩო", - წერს "ბილდი" - "მხოლოდ პირველ მატჩში მოპოვებული მძიმე გამარჯვების წყალობით, როცა ოკორონკვომ 90-ე წუთზე გაიტანა გოლი, შეძლო უეფას თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა. "ჰერტა" ქართულ კლუბ "ამერთან" საპასუხო მატჩში მისთვის სამარცხვინო 2:2-ს დასჯერდა. მენეჯერი ჰიონესი: "ჩვენ არ ვიყავით მატჩზე კონცენტრირებულნი". "პანტელიჩმა იხსნა "ჰერტა" - ასეთი სათაურით გამოვიდა "კიკერი". "ჰერტა" უეფას თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა, მას შემდეგ რაც თბილისში დიდი ბრძოლა გადახდა. "ამერი" ორჯერ დაწინაურდა მატჩში, თუმცა ლაკიჩმა და პანტელიჩმა ორივეჯერ შეძლეს გათანაბრება. პირველ მატჩში მარცხის შემდეგ ჩიხრაძემ "ამერს" უფრო შემტევი ფეხბურთი ათამაშა, მან მეორე თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილი გამოიყვანა. "ჰერტამ სუსტად ითამაშა, მაგრამ გავიდა" - იუწყება "შპორტ აინცი", რომლის სათაური გვამცნობს "ჰერტა უეფას თასზე.. ჩალურჯებული თვალით". "ბერლინის "ჰერტა" შემდეგ ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ მან გუშლემატკივრებს იმედები გაუწბილა. "ამერმა" ბერლინურ კლუბს ქალაქელი მეტოქის "ლოკომოტივის" სტადიონზე უმასპინძლა, სადაც დაახლოებით 5 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. ტემპერატურა 30 გრადუსი იყო, გერმანელ ფეხბურთელებსაც გაუჭირდათ ტემპში მეტოქის აყოლა". "ჰერტას" ყველა ფეხბურთელმა დაგვწყვიტა გული, გარდა პანტელიჩისა, "ამერიდან" საუკეთესოები გოლების ავტორები სულიკო დავითაშვილი და გიორგი დავითნიძე იყვნენ. "სუსტი თამაში იყო, თუმცა ჩვენთვის წარმატებული", - წერს "შპიგელი" - "სტადიონზე 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. "ჰერტამ" ბუნდესლიგის მატჩში 4:0 დაამარცხა "ჰანოვერი" და ჩვენც შევაქეთ, თბილისში კი გერმანელ ფეხბურთელთა მოქმედაბებში შესაქებს ნაკლებად ნახავდით. სტუმართა მცველებს უჭირდათ მასპინძელთა სწრაფი ფორვარდების შეჩერება". "შპორტ აინცი" ერთი ინციდენტის შესახებაც წერს, რომელიც გერმანელ ფეხბურთეებს შორის მოხდა. "ბაშთურქმა და ოკორონკვომ იჩხუბეს". "გამარჯვების სიხარული ჩაამწარა ჩხუბმა, რომელიც თანაგუნდელებს შორის მოხდა, ილდირაი ბაშთურქმა და სოლომონ ოკორონკვომ ჯერ კიდევ მატჩისას იჩხუბეს. ჩხუბი მატჩის შემდეგაც გაგრძელდა. დიტერ ჰიონესს არ მიიჩნევს, რომ გუნდში სერიოზული პრობლემაა: "ბიჭები ერთმანეთს ეკამათნენ, თუმცა ამ ინციდნეტს მეტი გაგრძელება აღარ ჰქონია". ჰიონესი უარყოფს, რომ ბაშთურქმა ოკორონკვო რასისტულად შეურაცხყო". გერმანულ მედიასთან საუბარში "ჰერტას" თავკაცი ფალკო გიოტცი თავს იმართლებს: "ეს არ იყო ჩვენი კარგი თამაში, თუმცა ჩვენი მიზანი შემდეგ ეტაზე გასვლა იყო".

nini: au ameris saitzea roa sarbielis statia eg cavikuitxe da imdeni vitire ro ravi......

raul: ძალა მოვა, ღირსება არის ამერმა ბუნდესმატჩი ითამაშა თურმე ასე თამაშიც შეგვიძლია... ალალად ვთქვათ: "ამერისგან" ასეთ თამაშს და ასეთ შედეგს ძალიან ბევრი არ ელოდა. ეს იყო სასიამოვნო მოულოდნელობა, რომელიც 90 წუთი გაგრძელდა და გული მაგრად ჩაგვწყვიტა - სულ ცოტაც და... თუმცა ეს სულაც არაა მთავარი. ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როცა ტაბლო მეორეხარისხოვანი ხდება. იცოცხლეთ, კარგი იქნებოდა, "ამერს" "ჰერტა" გაეგდო, მაგრამ მას აქედანაც შეუძლია, ბევრი სასარგებლო მიიღოს, რამაც კლუბის ზრდაში კატალიზატორის როლი უნდა შეასრულოს... მერე რა, რომ "ამერი" ქართული გუნდია, "ჰერტა" კი გერმანული; მერე რა, რომ "ამერი" საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს, "ჰერტა" კი ბუნდესლიგაში. მერე რა, რომ "ამერი" მხოლოდ ოთხი წლისაა, "ჰერტა" კი საუკუნეზე მეტი ხნის; მერე რა, რომ "ამერი" უეფას თასიდან გავარდა, "ჰერტა" კი მომდევნო ეტაპზე ითამაშებს... - "ამერი" ყველანაირად შეეცადა, ეს მატჩი უმძიმესი ყოფილიყო ჩვენთვის და ეს მოახერხა კიდეც. თქვენმა გუნდმა საოცრად ითამაშა, ისე, რომ კომპლიმენტებს ვერ დავიშურებ - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ბერლინელთა თავკაცმა ფალკო გიოტცმა და გვეეჭვება, მისი სიტყვები მხოლოდ დიპლომატია ყოფილიყო. მოკლედ, "ამერმა" ბერლინი ვერ აიღო, მაგრამ მათ განთქმულ კედელს იმდენი ხვრელი მოუძებნა, რომ თავისუფლად შედი-გამოდიოდა "ქალაქში". "ყვითლებმა" თავიდან შორეული დარტყმები მოსინჯეს, მერე და მერე კი უფრო თამამად შეუტიეს და სტადიონიც გაოგნდა - ასე თუ გავაგრძელებთ, გოლის გატანაც შეიძლება... დიახ, თურმე შეიძლება. თურმე მონდომების და სწორი თამაშის წყალობით შეიძლება, ბუნდესლიგის მეექვსეადგილოსან გუნდს ისე შეუტიო, რომ მუხლი არ აგიკანკალდეს და მუდამ არ გაწუხებდეს ფიქრი, ნეტავ, დიდი ანგარიშით არ წავაგოთო... მე-15 წუთი და პირველი უსერიოზულესი მუქარა ბერლინელთა კარზე: "ამერმა" ზედიზედ სამი კუთხური ჩააწოდა და მესამე კინაღამ გოლით დასრულდა - სულიკო დავითაშვილმა ვარდნაში გადააცილა თითქმის ცარიელ კარს. "ჰერტა" გადარჩა, მაგრამ სამიოდ წუთში მეოთხე კუთხურიც და სტადიონი ლამის დაინგრა - დავით ბოლქვაძის ჩაწოდებულს გიორგი დავითნიძემ ჭვინტი წაჰკრა - 1:0. "ჰერტა" თითქოს ანერვიულდა, მაგრამ... კლასი თავისას შვრება. სტუმრებმა თამაში დააწყნარეს და ამერელთა ჟინი ჩააცხრეს. ამას მოჰყვა სტოიან ლაკიჩის სახიფათო დარტყმა, რომელსაც ზურაბ ქვაჩახია გადაეფარა და მისიანების შეტევაც წამოიწყო. ერთი გოლიც და "ამერი" თვალებში შეხედავს უეფას თასის მესამე ეტაპს... კლასი ვთქვით: თბილისელთა შეტევა უშედეგოდ დამთავრდა, ბურთი მალიკ ფატიმ მოიგდო, ერთი პასი, მეორე, ლაკიჩი მეკარესთან პირისპირ გადის და აუღელვებლად ათანაბრებს - 1:1. 36-ე წუთზე თამაშმა თითქოს აზრი დაკარგა. "ამერს" კიდევ ორი გოლი სჭირდება... მერე რა? განა ბრძოლა არ შეიძლება? განა თამაში დამთავრდა; განა მხოლოდ გერმანელებმა იციან, რომ ფეხბურთი 90-წუთიანია? თურმე ეს ქართულ გუნდსაც შეძლებია... მეორე ტაიმი დაიწყო და რატი წინამძღვრიშვილს დაბნეული იოსიპ შიმუნიჩი ისე შემოეტყუა ხელში, რომ ბერლინელმა ვერაფერი გაიგო - რატი პირისპირაა, მაგრამ მის უძლიერეს დარტყმულს მეკარე გადაეფარა... და კიდევ ერთი კუთხური, რომელიც სავალალოდ დასრულდა ბერლინელთათვის: გიორგი დეკანოსიძემ ჩააწოდა, მეკარის ბაქანში ჩასაფრებულმა დავითაშვილმა კი ბურთს იქ მიუჩინა ადგილი, სადაც ახლიდან დაიბადა იმედი - 2:1 და წინ ლამის მთელი ტაიმია... დროის სვლასთან ერთად "ამერს" დაღლა დაეტყო, მაგრამ არც "ჰერტა" წყვეტდა ვარსკვლავებს. ერთი შეცდომა ძვირად დაუჯდება ნებისმიერ გუნდს და ეს "ამერი" გამოდგა. გახსოვთ სოლომონ ოკორონკვო? ახმახი ფორვარდი, რომელმაც პირველ მატჩში 93-ე წუთზე გაუტანა "ამერს" ერთადერთი გოლი. ოკორონკვომ ახლაც თქვა სათქმელი - შეცვლაზე შესულმა სამ წუთში საგოლე პასი დაუხატა მარკო პანტელიჩს და - 2:2. ეს 83-ე წუთზე მოხდა და ამის შემდეგ გამოსარჩევი იმავ ოკორონკვოს უძლიერესი დარტყმა თუ იყო, ზემოდან რომ წაეხახუნა ხარიხას. ...ხალხმა "ამერი" მხურვალე ტაშით გააცილა. ასე გამარჯვებულებს აჯილდოვებენ... ფალკო გიოტცი: ეს უმძიმესი თამაში იყო წლეულს ჩვენთვის. ბედნიერი ვარ, რომ კონცენტრირება შევძელით და მომდევნო ეტაპზე გავედით. "ამერი" ორჯერ გვიგებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ორივეჯერ გავათანაბრეთ. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა მთავარი შედეგია... "ამერს" ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ასეთი ახალგაზრული გუნდისგან ასეთ წინააღმდეგობას ნამდვილად არ ველოდით. გიორგი ჩიხრაძე: მადლობას ვუხდი ბატონ ფალკო გიოტცს ჩვენი შექებისთვის. "ჰერტას" წარმატებას ვულოცავ და მომდევნო ეტაპებზე მოგებებს ვუსურვებ. ჩვენ ახლა "ჰერტას" ქომაგები ვიქნებით... ეს ორი თამაში ძალიან გამოგვადგება სამომავლოდ. ბევრი რამ ვისწავლეთ და იმედია, ამას მომავალში გამოვიყენებთ. ბიჭებს მადლობას ვუხდი, მათ ბოლომდე იბრძოლეს. მადლობა ქომაგებსაც, რომლებიც მთელი თამაში გვიჭერდნენ მხარს.


nini: xooo, ai maze vagvargvare cremlebiiiiiiii.....ogond sixarulis cremlebi......

davita: kvela qartulma gundma unda dainaxos ra aris brdzola da mondomeba,ris xarjzec amerma gvachvena tu ra shegvidzlia....me sxva qartuli klubisgan maseti gamartuli tamashi ar minaxavs, tu ar chavtvlit geguchadzis dinamos....... sagol ameriiiiii

nini: eh, geguchadze, geguchadze...........................ra dinamo gvkavda mashin?!

raul: ამერის ფეხბურთელს ვახტანგ ხვადაგიანს ბინა გაუძარცვეს თანაც ისე რომ ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო და ეძინათ,მძარცველებმა ბინაში მომწამვლელი გაზი გაუშვეს და ისე გააკეთეს თავიანთი საქმე,საბედნიეროდ ყოველივე ამას ოჯახის არცერთი წევრისთვის ზიანი არ მიუყენებია. --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გიორგი დავითნიძის ინტერვიუ: ჰამბურგი და გორი: იპოვეთ განსხვავება "ამდენ ხანს არც ერთ გუნდში არ გავჩერებულვარ. ოთხი წელია, "ამერში" ვარ და მიხარია აქ ყოფნა. ყურადღება და პატრონობა ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. არა მგონია, ბევრი კლუბის პრეზიდენტი დადიოდეს ვარჯიშებზე. ახლა მართლაც კარგი პერიოდი გვიდგას და ყველა საშუალებაა, რომ უფრო მოვუმატოთ" - გვითხრა "ამერის" კაპიტანმა გიორგი დავითნიძემ. თქმა არ უნდა, გიორგი ჩიხრაძის გუნდი ჩემპიონატის ყველაზე რეალური თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტია. დავითნიძეს კი არა მარტო "ამერზე", ზოგადად, ჩვენს ჩემპიონატზეც ვესაუბრეთ... - წინა სეზონის შემდეგ "ამერის" შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ შედეგის მხრივ შედარებაც არაა. რის ხარჯზე ასეთი პროგრესი? - მაშინ ახალი ფეხბურთელები დროულად ვერ შეეწყვნენ გუნდს, ახლა კი ყველაფერი რიგზეა. გარდა ამისა, ევროტურნირებზე თამაშით დიდი გამოცდილება შევიძინეთ, განსაკუთრებით კი "ჰერტასთან" მატჩებში. - ექვსი მოგების შემდეგ ბოლნისში ფრე ითამაშეთ და გუნდი ძალიან დამწუხრებული ჩანდა. ასე განიცადეთ პირველი ქულების დაკარგვა? - განვიცადეთ იმიტომ, რომ "სიონთან" მოგება თავისუფლად შეგვეძლო... - წმინდა სათამაშო კომპონენტებში "ამერი" რით სჯობია სხვა ქართულ გუნდებს? - ფიზიკურად არც შარშან ვიყავით ცუდად, მაგრამ ახლა უფრო მხნედ ვართ. ამ მხრივ ყველა გუნდს ვჯობნით. ვინც "ამერის" თამაშებზე დადის, ყველა ამბობს, რომ მეორე ტაიმსაც ჩვეულ ტემპში ვატარებთ. - "ამერი" "ჰერტას" ტოლსწორად ებრძოლა, "ვიტ ჯორჯია" "არტმედიას", "სიონმა" "ბაკი" გამოთიშა - დავიჯეროთ, ეს ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე მიუთითებს? - წლეულს ქართულ კლუბებს ევროპაში თავი არ შეურცხვენიათ, მაგრამ ჩემპიონატის დონის ამაღლებისა რა გითხრათ... ისევ ისეთი დარჩა. თოთხმეტი კლუბიდან ხუთს ფული არ აქვს, სულ ხუთი თუ ექვსი გუნდია, რასაც გუნდი ჰქვია. აი, მოედნების მდგომარეობა გამოსწორდა. - "ამერი" რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, თქმაც არ უნდა. თქვენი მთავარი კონკურენტი ვინ იქნება? - "ვიტ ჯორჯია", "ოლიმპი" და "ზესტაფონი". - "დინამო"? - არა მგონია. არც "დინამო" და არც "სიონი". - "ამერი" რომ ასე კარგად ათამაშდა, სომხურ "ბანანცთან" საშინაო წაგების "ბრალიც" ხომ არაა? - თბილისში "ბანანცთან" მარცხი ალოგიკური იყო. მთელი თამაში ვუტევდით და თითქოს უეჭველად უნდა მოგვეგო, მაგრამ აქეთ გავუშვით გოლი. საბედნიეროდ, საპასუხო მატჩმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. - და მაინც, "ამერის" სიძლიერე "ბანანცთან" კი არა, "ჰერტასთან" გამოჩნდა. ალალად რომ ვთქვათ, გქონდათ გერმანელების გაგდების შანსი? - მგონი, გვქონდა. ბერლინში 0:1 წაგების შემდეგაც მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ვფიქრობდით და, ჩემი აზრით, "ჰერტას" გადავლახავდით, ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი რომ არ გვყოლოდა - ზოგიერთები პირველად თამაშობდნენ ევროტურნირებზე. ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ გერმანელებმა კლასით გვაჯობეს. - უეფას თასიდან ისევ საქართველოს ჩემპიონატზე გადმორთვა არ გაგიჭირდათ? - ეს მომენტი თავისთავად ჩნდება, მაგრამ როცა პროფესიონალი ხარ, ყველა თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგე. გიორგი ჩიხრაძე ამ მომენტზე ბევრს მუშაობს. "ამერი" - "ჰერტა" რომ დასრულდა, სამ დღეში ბერლინელები ჰამბურგში ჩავიდნენ სათამაშოდ, ჩვენ კი გორში: აი, ამაშია განსხვავება, ამით გვაჯობა "ჰერტამ". მათსავით ძლიერ გუნდებს რომ ვხვდებოდეთ, მაშინ სხვა იქნებოდა...

raul: ამერი 4:1 ჩიხურა ამხანაგური მატჩი 7/10/06, საგურამო - ამერის ბაზა მსაჯი: ვაჟა გუმბერიძე (თბილისი) მეგოლეები: 0:1 კაკალაძე (18), 1:1 დოლიძე (32). 2:1, 3:1 ბოლქვაძე (38, 41), 4:1 სევასტოპულო (42) ამერი: ქვაჩახია (ნადირაშვილი 68), დიდავა, დავითნიძე, ხვადაგიანი (კედელაშვილი 46), ჩიკვილაძე, დოლიძე (ჯელაძე 55), ბოლქვაძე (ნიკოლაიშვილი 75), დობროვოლსკი (გაბისკირია 57), დეკანოსიძე (სილაგავა 63), სევასტოპულო (ტატანაშვილი 75), დავითაშვილი (ჩიმაკაძე 75). მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე ჩიხურა: დოღაძე (მწყერაშვილი 46), ბრეგვაძე (თავბერიძე 46), ბურნაძე (გვეტაძე 46), , ბეგ. თედორაძე (ეგაძე 30), მერებაშვილი, ჩომახიძე, სტეფანიშვილი, მესხი (ჩხაიძე 46), ეჰანი, ჟიიპა, კაკალაძე (მიქაძე 46). მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი კარში დარტყმა: 7-2; კარისკენ დარტყმა: 11-8; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 5-5; კუთხური: 5-2

raul: რატომ არის ძნელად გასაგები ყველაზე იოლი: მთავარი დასჯა კი არა, სა-ქმე-ა! "მე არ მყავს გასაწირი მსაჯები" - ეს სიტყვები მსაჯთა და დამკვირვებელთა განყოფილების თავმჯდომარემ ამირან კაჭახიძემ გუშინწინდელ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე თქვა და რაღა გასაკვირია, რომ ამიტომაც დაისაჯა ასე ლმობიერად მალხაზ ბეუქლიშვილი: მსაჯი, რომელმაც "ამერი" - "ლოკომოტივის" მატჩისას ტრიბუნებისკენ შეიგინა, უმაღლესი ლიგის მხოლოდ ორ მატჩს გამოტოვებს. "ამერის" პრეზიდენტ ზურაბ ფოცხვერიას ამ და სხვა პრობლემებზე მკაფიოდ გამოხატული აზრი აქვს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროფლიგის გამგეობის სხდომაზეც დააფიქსირა. ახლა კი შედარებით ვრცლად... - როცა ნეგატიურზე ვლაპარაკობ, თვითმიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაც მკაცრად დაისაჯოს, არამედ მინდა, ეს პრობლემები მომავალში შემცირდეს. წარმოიდგინეთ, მსაჯი აგინებს მაყურებელს, თან ორჯერ - ამაზე უარესი არაფერი არსებობს. ცუდი ისაა, რომ მსაჯთა და დამკვირვებელთა განყოფილებამ არაადეკვატური გადაწყვეტილება გამოიტანა. რას ნიშნავს ორი თამაშით უმაღლეს ლიგაში დისკვალიფიკაცია? პირველ ლიგაში შეუძლია, რაც უნდა, ის გააკეთოს? ასეთი გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატისადმი და მაყურებლებისადმი უპატივცემულობაა. და როგორ გინდა, ამის შემდეგ გულშემატკივარი სტადიონზე მოიზიდო... - ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსაჯები ლმობიერად ისჯებიან. ამირან კაჭახიძემ განაცხადა, მაღალკვალიფიციური მსაჯების ნაკლებობას განვიცდითო... - ასე დავსვათ საკითხი: ფეხბურთელი უფრო დასასჯელია, მაყურებელს რომ აგინებს თუ მსაჯი? ვიტჯორჯიელ პაატა დათუნაიშვილს ტრიბუნებისკენ გინება ოთხთამაშიან დისკვალიფიკაციად დაუსვეს, მსაჯ ბეუქლიშვილს კი ორად - და ისიც მხოლოდ უმაღლეს ლიგაში. კაჭახიძის ქმედებები და შემდგომი კომენტარები უსაფუძვლო და უმწეოა. რას ნიშნავს "სარბიელთან" ინტერვიუში ნათქვამი: "მსაჯები უფრო მკაცრად გვინდოდა დაგვესაჯა, მაგრამ თავად დაინტერესებულ პირებს მათთან გადამეტებული პრეტენზიები არ ჰქონიათ და ეს გავითვალისწინეთ". მეოთხე მსაჯთან, მატჩის დირექტორთან და ლიგის გამგეობის სხდომაზე გამოვთქვი პრეტენზიები და მეტი რა უნდა მექნა? ბატონი კაჭახიძე ასეთი კომენტარებით საკუთარ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებს. ვფიქრობ, ის ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და მისთვის შეუფერებელი თანამდებობა უკავია. არ ყოფილა შემთხვევა, არდანიშნულ-დანიშნულ პენალტებზე გამომეთქვას ოფიციალურად პრეტენზია. ახლა კი უპრეცედენტო რამ მოხდა: მსაჯმა მაყურებელს აგინა და უარესი რაღა შეიძლებოდა, მომხდარიყო? - "ამერზე" ხშირადაა ეჭვები და აკი ისიც ითქვა, "დინამო" - "ოლიმპის" მსაჯი ლაშა სილაგავა და ამერელთა ფეხბურთელი გიორგი სილაგავა ძმები არიანო... - ლაშა და გიორგი მართლაც ძმები არიან... ამაზე სერიოზული საუბარი შეიძლება? ყველამ თავის გულში ჩაიხედოს... - "ამერის" სტადიონზე გულშემატკივრების დებოში არავის უნახავს, თუმცა რეგიონებში ზოგან სრული ქაოსია. თქვენი აზრით, რით უნდა მოევლოს ამ პრობლემას? - ფეხბურთი ემოციაა, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს მაყურებელთა ქცევა. ამაზე უნდა იმუშაონ როგორც კლუბების ხელმძღვანელებმა, ასევე კომპეტენტურმა პირებმა. ბევრნაირად შეიძლება ამის ორგანიზება. - მსაჯებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ნოდარ ახალკაცს თუ ესაუბრეთ? - როდესაც თბილისში ჩამოვა, ახალკაცთან აუცილებლად მექნება კონსტრუქციული საუბარი. მე მასთან პირდაპირი და საღი ურთიერთობა მაქვს და ჩამოყალიბებულ პოზიციას მასთანაც დავაფიქსირებ.

raul: ამერმა განაცხადში შეიყვანა უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი,უკრაინის იუნიორთან ნაკრების მეკარე 18-წლის 192-სიმაღლის ვლადისლავ ჩანგელია,რომელიც ბოლოს ზაკარპატიეში მანამდე კი არსენალში თამაშობდა. აი მისი ფოტო ამერის საიტიდან.

kote: Mag mekare namdvilad gaamartlebs

DINAMOFAN: ise es mekare jer dinamoshi isinjeboda mara ar aiyvanes!!!

nini: mashin ar kopila mtlad kargi................:)

raul: გიორგი დავითნიძე - "ამერის" კაპიტანი და ცენტრალური მცველი. ის, რომ "ამერს" ამ სეზონში მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული, რა თქმა უნდა, მისი დამსახურებაც არის. - შენი აზრით, რა არის ამ სეზონში "ამერის" კარგი თამაშის საიდუმლო? - გუნდურ თამაში, კარგი ფიზიკური მომზადება. უეფას თასზე თამაშმაც დიდი გავლენა იქონია - დავინახეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია. ამან საკუთარი თავის რწმენა განგვიმტკიცა. - "ამერს" საუკეთესო დაცვა ჰყავს, ჩემპიონატის 11 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვით... - თანაც ორივე სტანდარტული მდგომარეობიდან. - თვლი თუ არა, რომ დაცვა "ამერის" ყველაზე ძლიერი რგოლია? - ამ სეზონში, წინა სეზონებისგან განსხვავებით, ყველა რგოლი თანაბრად ძლიერი გვაქვს. ესეც კიდევ ერთი მიზეზია იმის, რომ ლიდერები ვართ. - თუმცა ორი უმნიშვნელოვანესი თამაში წინ არის... - საერთოდ, ჩემპიონობა თუ გინდა, ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ყველას გვახსოვს, წინა სეზონში შანსი "ცხინვალთან" წაგების მერე დავკარგეთ. თუმცა "ოლიმპთან" და "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩები, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წრეს პირველ ადგილზე თუ ჩავამთავრებთ, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპსაც მეტი ხალისით გავივლით. - ორივე თამაში, ძალიან დაძაბული იქნება, შენ კი ძალიან ემოციური ფეხბურთელი ხარ... - ჰოდა, ორივე მატჩი საჩვენოდ უნდა წავიყვანოთ და სანერვიულოც არაფერი მექნება.

nini: AU MARTLA DAXOCES RA ERTMANETI AMERMA DA OLIMPMA HUHU.......

beso: ameri chempioniaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

beso: ameri magariaa

beso: ameri magariaa !!!! ejvi ar shegeparodd

beso: ameri magariaaaaa!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

beso: www.miamfan.piszo.com shedit ameris fan-klubis saitze

beso: ameriiiiiiiii

beso: ameriiiiiiiii

beso: ameriiiiiiiii

nini: isaaa gaviget ro magaria!

dati: aeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee amaeri zaan magari olipis anaxa rom jer sanam am jer kdie didi gza aqvs gasagvleli rac amaerma zaan advilat dazlia da chempini gaxdeba kidessssssss americ hempinia AMERI CHEMPINIA XALXNI GAIGETE OLIPIS XAM ARAQVS AMOSAGEBI RA GUNDI 2:0 IGEBDA DA 2:2 DAUMTAVRA TAN SHTANDEBI DAUGUNES DOLIDZEM DA TATANASHVILMA SAGOL ARMERIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII

nini: dati nu nerviulob da ise cere ra! ra ganerviulebs olimpi mainc ver gaxdeba chempioni! shen magis dardi ar gqondes!

dati: nini RAMDENI CLIS XAR DA RA UBNELI XAR ZAAN MAINTERESEB DA TU SAIDUMLO ARA MITXARI RA RAC MATAVARIAAAAAAAAAAAAAAAA AMERI CHEMPIONIAAAAAAAAAAAAA

dati: nini TU SAIDUMLO ARA RAMDENI CLIS XAR DA RA UBNELI MOMCERE RA UI MARTLA AMERI CHEMIONIAAAAAAAAAAAAAAA

gventsa: OLIMPI CHAMPIONIA NU XAROBT AMERIS FANEBO DA NURC DINAMOSI ORIVES TAMASHI GAQVT RUSTAVSHI DA SHAV SGHESHI XART

dati: ar vnerviulob ara nairad arc olipia chempini da arc dinamo chmpinia ameri ameri gaige ra nini simartes tvalebshi chaxede :)) ise shesamchnevad gadaob da ramdeni clsi xar? :)))

dati: nini imedia mixvdebi ramdeni clis xar metqi unda damecera shemeshala da martla amri chempioni :)) ameri chempiniaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

dati: ameri aris zaanmagari gundi gundi romelic bolomde brzolos rac ar unda iko ginda 2:0 agebdes ginda 5:0agebdes magram ameris 5:0 cagebulia r minaxia da verc vnaxav imitom rom magaria maeri amers venacvale sagol ameris pexburtelsebs magrebi arian zaan zaan magat venacvale raa sagol ameriiiiiiiiiiiiiii

dati: visac ameri ar ukvars is cheni mteria ameri magraia sagol bijebs raa magrad et sulovnad tamashoben

dati: gventsa panebs ar shevexot raaa da ise davcerot chevn chevni azri ok ise rom ameri chempionia

dati: M A G A R I A

dati: A M E R I

dati: NINI NINI NINI ramdeni clis xar da ra ubneli momcera tu saidumoa ara zaan damianteresa imitom rom zaan zaan magrad gadaob da mainteresebs ui martla americ hemionia

dati: ameri chemioni

dati:

dati: sad xaRT xalxno da jamatno ra iko shegeshindat ameri chempini unda gaxdess ameri magari sagol ameriiiiiiiii



полная версия страницы