Форум » გუნდები » ამერი » Ответить

ამერი

kote:

Ответов - 68, стр: 1 2 All

SHANHAI: chempioni vinc gaxdeba ,me ki vici, tumca chempionoba cels arc amers da arc olimps jer ar ucevt

nini: SHANHAI пишет: chempioni vinc gaxdeba ,me ki vici, tumca chempionoba cels arc amers da arc olimps jer ar ucevt dinamo xo?!

gventsa: OLIMPI CHAMPIONIA GAIGET RA AGHAR UNDA AMAS BEVRI BAZARI RA ME RO VTQVI ESE IGI EGREA IMEDIC AR GQONDET OLIIIMP OLIIIMP OLIIIMP OLIIIMP OLIIIMP OLIIIMP OLIIIMP OLIIIMP


nini: gventsa xo gaviget......kai ra amovida kelshi sheni postebi...an normaluri postebi daposte da an saertod pk ra!

raul: gventsa! au kacurad am forumshi ar gvinda ra ertmanetis nervebze tamashi,zalian kargi rom olimpis fani xar,gmertma xeli mogimartot shenc,rustavsac da olimpsac. ogond am forumis temebshi konkretulad fexburtze visaubrot,sachirboroto sakitxebze torem ar ikneba lamazi kvela klubis komagma forumi gaavsos postebit,esa tu is gundi chempioni gaxdebao,mitumetes sakmaod bevri sxvadasxva klubis fanebic gvstumroben xolme da ertmanettan vtanamshromlobt,ertmanetis nervebze ki ar vtamashobt. imedia gamigeb!

raul: ყური-მური არ იცი, მცხეთაში ვითამაშებ დავითაშვილი მოედანზე საწოლიდან გარბის "ამერი" - "ოლიმპის" შაბათის მატჩი ტურში ცენტრალური იყო და შესაბამისი ინტრიგა-დაძაბულობითაც გამოირჩეოდა. ჩხუბი და გაწევ-გამოწევა, რაც ბოლო დროს ასეთ პრინციპულ შეხვედრებს არ აკლია, გლდანში არ ყოფილა, არც კამათამდე მისულა საქმე, თუმცა ფეხბურთელებს თამაშისას ერთმანეთი არ დაუზოგავთ. უხეშობა და ამის ზღვარზე ორთაბრძოლა "ამერი" - "ოლიმპის" თანმდევი იყო და ექიმებსაც საქმე არ დაჰკლებიათ, წამდაუწუმ შერბოდნენ მოედანზე. ამ ჭახა-ჭუხში კი ყველაზე მეტად მასპინძელთა ფორვარდი სულიკო დავითაშვილი დაზარალდა. ის პირველად მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და იქვე უწამლეს, პირველი ტაიმის შუაში მიღებულმა ტრავმამ კი თამაში ნაადრევად შეაწყვეტინა - სტადიონიდან დავითაშვილი პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს... - ყურის აპკი მაქვს გახეთქილი და ექიმებმა ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი გამომიწერეს - გვითხრა სულიკო დავითაშვილმა - ესეც მძიმე ტრავმაა, მაგრამ ღმერთს მადლობა, უფრო სერიოზულად რომ არ დავშავდი. საავადმყოფოში მითხრეს, ბედზე ხარ გადარჩენილიო... - ტვინის შერყევაც ხომ არ გაქვს? - ამასაც გადავურჩი, თუმცა წოლითი რეჟიმი მაინც მირჩიეს. - ისე გამოვიდა, "ამერი" - "ოლიმპი" ბოლომდე არ გინახავს... - ბოლომდე პირველი ტაიმიც არ მინახავს... ძალიან მიხარია, რომ ბიჭებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და კონკურენტს მოგება არ დაანებეს. ექვსქულიანი მატჩი იყო, წაგება არ შეიძლებოდა. - რაკი ერთი კვირა უნდა დაისვენო, გამოდის, ჩემპიონატის პირველი წრე შენთვის უკვე დამთავრებულია... - ოთხშაბათს ზესტაფონში სათასო მატჩს, რა თქმა უნდა, გამოვტოვებ, აი, კვირას "ვიტ ჯორჯიასთან" კი ძალიან მინდა, ვითამაშო. ვნახოთ, ერთკვირიანი წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ერთ-ორ დღეში ალბათ მაინც წამოვდგები და ტრავმამ ძალიან თუ არ შემაწუხა, ვივარჯიშებ. "ვიტ ჯორჯიასთან" ჩვენი მატჩი "ოლიმპთან" შეხვედრაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოგების შემთხვევაში ხომ პირველ წრეს ლიდერად ჩავამთავრებთ და გაზაფხულიდან ამ ადგილის შესანარჩუნებლად უფრო მეტი სტიმული გვექნება. - ეს ტრავმა ფეხის თავში მოხვედრისას მიიღე? - ჯერ ფეხი მომხვდა ცხვირში, თუმცა ექიმებმა მიწამლეს და თამაში მაინც გავაგრძელე. ცხვირი კი მტკიოდა, მაგრამ ვითმენდი. რამდენიმე წუთში "ოლიმპის" კარისკენ თავური დავარტყი და მაშინ უკვე მეტოქის თავი მომხვდა ყურში. სწორედ ამის შემდეგ გამისკდა აპკი და ისე ცუდად გავხდი, კინაღამ გონება დავკარგე. - მოკლედ, "ვიტ ჯორჯიასთან" თამაშს მაინც აპირებ... - ამის დიდი სურვილი მაქვს. თუ ტრავმა არ გამირთულდა, აუცილებლად ვითამაშებ.

dati: nini sad daikargeeeeee??????????? ratom ar meubnebi ramdeni clis xar???

lasha: Ameri Magaria.Magrad Gamistsordeba Tu Saqartvelos Chempionebi Gaxdebian

davita: magari vincaaa dges gamochnda

raul: ამერი ფოლკსვაგენის თასის (სუპერთასის) მფლობელია. მათ 1:0 მოუგეს სიონს. საქართველოს სუპერთასი - 2006 1 დეკემბერი, 2006. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, 3.300 "ამერი" (თბილისი) 1:0 "სიონი" (ბოლნისი) გოლი: 1:0 გრ.დოლიძე (38) "ამერი": ზ.ქვაჩახია, გ.დიდავა, გ.დავითნიძე (კაპ), თ.ჩიკვილაძე, გ.ელბაქიძე, გრ.დოლიძე (დ.მჭედლიშვილი 90), გ.დეკანოსიძე, დ.ბოლქვაძე, გ.ჯელაძე, რ.წინამძღვრიშვილი (დ.სევასტოპულო 85), დ.ტატანაშვილი მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე "სიონი": მ.ბობღიაშვილი, დ.ჭიჭვეიშვილი, ზ.ჭელიძე, მ.კობაური, თ.რაქვიაშვილი, გ.ოქროპირიძე, ლ.ბაჯელიძე (ლ.შავგულიძე 63), ვ.უგრეხელიძე (გ.კვიტაიშვილი 46), ა.ალავიძე, გ.ევოჩე (ბ.ქარდავა 80), ე-რ.ჩასემი მწვრთნელები: კახი ცხადაძე გაფრთხილება: ზ.ქვაჩახია, გ.დიდავა, დ.ბოლქვაძე, თ.რაქვიაშვილი, გ.ოქროპირიძე, ე-რ.ჩასემი მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი (თბილისი); მ.ელიკაშვილი (თბილისი), გ.ჩიგოგიძე (სამტრედია) თბილსის "ამერი" – საქართველოს თასის 2006 წლის მფლობელი ბოლნისის "სიონი" – საქართველოს 2006 წლის ჩემპიონი

raul: საყრდენი რეკორდსმენი გივი დიდავა: სათუო უცხოეთს სახლი სჯობს გივი დიდავა, ვინც თბილისის "ამერში" სექტემბრიდან თამაშობს, შაბათს კარიერაში მეოთხედ გახდა ქართული სუპერთასის მფლობელი. დიდავა იყო იმ "დინამოში", რომელმაც 1996 წელს ბათუმში მასპინძელთა ძლევით პირველად მოიგო ეს ტიტული და დიდავა არის იმ "ამერის" ფეხბურთელი, წლეულს საქართველოს თასს "ფოლკსვაგენის თასიც" რომ მიაყოლა. "ამერამდე" კი გივი დიდავა უცხოეთში თამაშობდა და ისე მოხდა, საქართველოში სუპერთასი აღარც გათამაშებულა. ერთი შარშან იყო, დიდავას გარეშე რომ ჩატარდა ეს მატჩი, რომელიც ისევ "დინამომ" მოიგო. მოკლედ, ამ მხრივ გივი დიდავა საქართველოში რეკორდსმენია და, გუშინ რომ გავესაუბრეთ, პირველად სწორედ ეს ამბავი შევახსენეთ... - დიახ, უკვე მეოთხე სუპერთასი მოვიგე, ამჯერად "ამერთან" ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შედეგი სარეკორდოა. ცხადია, ამ ოთხიდან ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი სუპერთასი იყო. მაშინ "ბათუმს" მოვუგეთ, ძალიან ძლიერ გუნდს, რომელიც "დინამოს" დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ერთიორად გამახარა წლევანდელმა წარმატებამაც, ახალ გუნდში პირველი ტიტული მოვიგე, თანაც იმ გუნდში, რომელიც ახალდაარსებულია და ჯილდოების მოგროვებას ახლა იწყებს. - მოგებული სუპერთასებიდან ყველაზე ძნელად მოპოვებული რომელია? - როცა სუპერთასზე თამაშობ, ყველა მატჩი თავისებური სირთულისაა. ტიტულს უბრძოლველად არავინ დაგითმობს. სირთულით ყველასგან გამორჩეული კი, ვფიქრობ, პირველი და ბოლო მატჩი იყო. მართალია, პირველად "ბათუმს" 4:0 მოვუგეთ, მაგრამ კარგად მახსოვს, ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა. მაშინ ცოტა გაგვიმართლა კიდეც, მასპინძლებმა რამდენიმე ნაღდი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ჩვენ კი თითქმის ყველა გასატანი გავიტანეთ. ძნელი იყო "ამერი" - "სიონის" ახლანდელი მატჩიც. თავიდან ისე ჩანდა, მოგება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. - რაც საქართველოდან წახვედი, უშენოდ სულ ერთი სუპერფინალი გაიმართა. შეგიძლია, ძველი მატჩები ახლანდელს შეადარო? - მხოლოდ სუპერფინალებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ერთი მატჩია და საერთო დონის შეფასება ძნელია. ისე კი, როცა ისრაელიდან დავბრუნდი და ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მაშინ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი იყო, ვიდრე ახლა დამხვდა თურქეთიდან დაბრუნებულს. სამაგიეროდ, ამ სეზონში მეტი დაძაბულობაა, ოთხ-ხუთ გუნდს შორის ქულებში მინიმალური სხვაობაა და ერთი ტურის შემდეგ, შესაძლოა, ლიდერთა ჯგუფი თავდაყირა დადგეს. - სიტყვამ მოიტანა და, შენს კარიერაში ჯერ ისრაელი იყო, შემდეგ თურქეთი... უცხოეთში წასვლას აღარ ეშურები? - "ამერთან" ოთხთვიანი კონტრაქტი მაქვს, რომელიც ახლა მიმთავრდება და რა როგორ იქნება, ვერ გეტყვით. უკვე ისეთ ასაკში ვარ, უცხოური გუნდებისგან რაიმე სერიოზული და მიმზიდველი წინადადება თუ მივიღე, წავალ, თუ არა, საქართველოში დავრჩები. ოჯახთან ყოფნა მსურს, თანაც შვილი სკოლაში უნდა წავიდეს და დარჩენა მირჩევნია. ვნახოთ, ერთი სათასო მატჩიც დაგვრჩა, შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და ჩემი მომავლის ამბებიც ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. - პირველი წრე უკვე დამთავრდა. როგორ ფიქრობ, გაზაფხულზე რა მოხდება საქართველოს ჩემპიონატში? - ინტრიგა კიდევ უფრო მოიმატებს და გაცილებით მეტი ეშხიანი მატჩი იქნება. პირველი წრის შემდეგ ოთხ-ხუთ გუნდს ჩემპიონობის თანაბარი შანსი აქვს და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. საბოლოოდ კი მოგებული ის დარჩება, ვინც მეორე წრისთვის უკეთ მოემზადება და ვინც ყოველ მატჩს ძალების მთელი კონცენტრაციით ჩაატარებს. ცხრილის ზემოთ ისეთი სიმჭიდროვეა, ერთი ჩავარდნა ნებისმიერი გუნდისთვის იქნებ დამღუპველიც აღმოჩნდეს. - ანუ ორ მატჩში ხუთი ქულის დაკარგვა მეტისმეტი იქნება? პირველი წრის ბოლოს ლიდერმა "ამერმა" ჯერ "ოლიმპს" ვერ მოუგო, შემდეგ "ვიტ ჯორჯიასთან" წააგო და საშემოდგომო ეტაპი ოდენ მესამე ადგილზე დაამთავრა. ამ ორ შეხვედრაში ქულების დაკარგვა რისი ბრალი იყო? - ისევ და ისევ ჩვენი, ფეხბურთელების. გაიხსენეთ, "ოლიმპთანაც" და "ვიტ ჯორჯიასთანაც" უკვე საწყის ოც წუთში ვაგებდით ორბურთიანი სხვაობით. მერე კი ძალიან ძნელია თამაშის შემოტრიალება. ალბათ მობილიზება, ძალების სრული კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ და ჩვენი თამაში ორივე შემთხვევაში 0:2-დან დავიწყეთ. "ოლიმპთან" ფრე ვითამაშეთ, თუმცა მოგება შეგვეძლო, ხოლო "ვიტ ჯორჯიასთან" 3:2 ვიგებდით და ბოლოს მაინც წავაგეთ. - შემოდგომაზე "ამერისთვის" ყველაზე ძნელი ეს ორი თამაში იყო? - ეს ორიც და კიდევ მატჩი ზესტაფონში, რომელიც 0:0 დამთავრდა. ქომაგებისთვის ალბათ თვალსასეირო შეხვედრები იყო, ფეხბურთელებისთვის კი ძალიან ძნელი. - და ერთიც: "ამერი" - "მერანის" მატჩისას იყო, მწვრთნელმა პოზიცია ორჯერ შეგიცვალა. მარჯვენა მცველი ჯერ საყრდენად გაგამწესა, შემდეგ ცენტრალურ მცველად... - რასაც მწვრთნელი მეტყვის და სადაც გუნდს გამოვადგები, იქ ვითამაშებ. როცა მოედანზე გავდივარ, ჩემთვის მთავარი სამი ქულაა... - ეგ გასაგებია, მაგრამ შენი ნება რომ იყოს, რომელ პოზიციაზე ითამაშებდი? - ვფიქრობ, საყრდენ ნახევარმცველად, თამაშში უფრო მეტად ვარ ჩართული. თურქეთში სამი სეზონი საშინაო მატჩებში ცენტრალური მცველი ვიყავი, სტუმრად - საყრდენი ნახევარმცველი... - მარჯვენა მცველად კი საქართველოს ნაკრებშიც გითამაშია... - ხომ გითხარით, მწვრთნელი რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება.

raul: ამერს ტორპედოს მცველის დავით გამეზარდაშვილის და დინამოელი შოთა ბაბუნაშვილის გადაბირება სურს.

raul: გივი დიდავა, რომელსაც ამერთან კონტრაქტის ვადა პირველი წრის დასრულების მერე ამოეწურა, ამერში კიდევ 1,5 წლით დარჩება. 10 დეკემბერს ამერმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ნახევარმცველ მიხეილ მესხთან. ამერში მოსვლამდე მესხი დინამო თბილისში, მერანში, სკ თბილისში, ბორჯომსა და ჩიხურაში თამაშობდა. მიხეილ მესხი 28 წლისაა.

DINAMOFAN: ამერი - დიდავა: ერთად კიდევ წელიწადნახევარი გივი დიდავამ "ამერთან" კონტრაქტი გააგრძელა. მოლაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა, გუშინ კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი სამომავლო პირობებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და წელიწადნახევრიანი ახალი ხელშეკრულებაც გაფორმდა. გივი დიდავა, ვინც "ამერამდე" თურქეთში თამაშობდა, თბილისურ კლუბს ამ სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ძველი კონტრაქტი კი მას ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ დაუმთავრდა... - უცხოური გუნდებისგან წინადადებები მქონდა, მაგრამ როცა "ამერმა" კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზა, დიდხანს არც მიფიქრია და დავთანხმდი. შინ ვიქნები, ოჯახში, თანაც შვილი უკვე სასკოლო ასაკშია და არც თავად ვარ ძალიან ახალგაზრდა. გუნდსაც კარგად შევეწყვე და იმედი მაქვს, "ამერთან" ერთად კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებ.

raul: დეკემბრის მერცხალი: მიხეილ მესხს წასულიც უნახავს და წამოსულიც ესეც ასე, ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა, სატრანსფერო ფანჯარაც გაიღო და პირველი გარიგებაც გაიჩარხა. 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხეილ მესხი მომდევნო ორ წელიწადს თბილისის "ამერში" ითამაშებს. მესხი "ამერში" საჩხერის "ჩიხურადან" გადავიდა. იქამდე კი "დინამოში", "მერანში", "თბილისსა" და "ბორჯომში" უთამაშია. ეს ტრანსფერი უფრო ადრეც შეიძლებოდა განხორციელებულიყო, მაგრამ ფეხბურთელისა და კლუბის ინტერესები მხოლოდ ახლა დაემთხვა ერთმანეთს... - "ჩიხურასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და "ამერიდანაც" მაშინვე დამიკავშირდნენ. ამ გუნდში თამაშის საწინააღმდეგო, აბა, რა მექნებოდა, როცა ადრე თავადაც მსურდა "ამერში" გადასვლა, ახლა კი ორმხრივი სურვილი იყო. ვიცი ამ გუნდის შესაძლებლობები, ვიცი, როგორ პროფესიულად უდგება კლუბის ხელმძღვანელობა თავის საქმეს. "ამერთან" ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ეს ის გუნდია, სადაც ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება მექნება - გვითხრა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიხეილ მესხმა - "ამერში" ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს და გუნდთან შეგუება არ უნდა გამიჭირდეს. - მეგობრები კარგია, მაგრამ "ამერში" ძლიერი კონკურენტიც დაგხვდება... - დენის დობროვოლსკი საქართველოს ჩემპიონატში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. თუმცა კონკურენცია არ მაშინებს. ზოგადად, ისეთი გუნდისა რა ვთქვი, სადაც კონკურენცია არ არის და თერთმეტ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს. მიმაჩნია, გუნდში რაც მეტი ფეხბურთელია, ეს თავად ფეხბურთელისთვის არის კარგი, ასე უფრო გაიზრდები და არ იზარმაცებ. თუ მზადებას თუნდაც ოდნავ რამეს დააკლებ, არავინ გათამაშებს. სათადარიგოობა კი, აბა, რომელ ფეხ-ბურთელს სურს.! როცა დიდი კონკურენციაა, მწვრთნელსაც მეტი არჩევანი აქვს და ეს მას საქმეს უიოლებს, კონკრეტული მატჩისთვის საუკეთესო შემადგენლობის დაყენების მეტი საშუალება აქვს. - ისე, შენი გვარ-სახელის ფეხბურთელისთვის საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია ცოტა უცნაურია... - სხვათა შორის, თამაში სწორედ მიხეილ მესხის "ავაზაში" დავიწყე და, როგორც ყველა ბავშვს, თავდასხმაში თამაში და გოლების გატანა მსურდა. საყრდენად კი მოგვიანებით, 16 და 18-წლამდელთა ნაკრებებში ვითამაშე და მას შემდეგ ამ პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა იყო პერიოდი, როცა მცველიც ვიყავი. - შენს სათამაშო პლუს-მინუსებზე რას იტყვი. - ვერაფერს, საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, ეს სხვათა საქმეა. ისე კი, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ბრძოლა მიყვარს და ამას არ ვერიდები. - დობროვოლსკის გარდა საქართველოში შენი ამპლუის რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევ. - ლაშა ნოზაძესა და დავით დიღმელაშვილს... - უკვე დიდი ხანია, ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობ. როგორ ატყობ, ჩემპიონატის დონე იზრდება. - არ ვეთანხმები ხალხის იმ კატეგორიას, რომელიც დღედაღამე ამბობს, ჩემპიონატის დონე იკლებსო. მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და დაძაბულია, ყოველ ტურში არის ერთი-ორი გამორჩეული და სანახაობრივი მატჩი. ადრე ევროტურნირებზე ქართული გუნდები დიდი და სამარცხვინო ანგარიშებით აგებდნენ, ამ ბოლო დროს კი... თუნდაც იგივე "ამერი" ნახეთ, რომელიც ბუნდესლიგის "ჰერტას" ტოლ-სწორად ეთამაშა და ერთად-ერთი, ისიც ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა. "ვიტ ჯორჯიამ" სლოვაკური "არტმედია" დაამარცხა, ბოლნისის "სიონიც" ღირსეულად დაუდგა ბულგარულ "ლევსკის". - უცხოეთში წასვლაზე არ გიფიქრია. - როგორ არ მიფიქრია, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, უფრო ძლიერ და მაღალი დონის გუნდში ითამაშოს, მაგრამ არ მსურს, უცხოეთში წავიდე და მეორე-მესამე ლიგის გუნდში ვითამაშო. სხვათა შორის, ბევრი ფეხბურთელი მინახავს, უთქვამს, საქართველოს ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონისააო, წასულა უცხოეთში, უკან მობრუნებულს კი ჩვენი გუნდების მოთხოვნებიც ვეღარ დაუკმაყოფილებია. მესმის, რომ საქართველოს ჩემპიონატი არც რუსეთის დონეზეა და, მით უმეტეს, არც ბუნდესლიგაა, თუმცა თუ ფეხბურთის თამაში გინდა, აქაც მოუმატებ და გაიზრდები. - ჩემპიონატის მეორე წრისგან რას ელი. - კიდევ უფრო საინტერესო და უშეღავათო მატჩებს. სატურნირო ვითარება ხომ ისედაც დაძაბულია და გაზაფხულიდან ჩვენს ჩემპიონატს მეტი ეშხი შეემატება. ხუთ-ექვს გუნდს აქვს ჩემპიონობის თანაბარი შანსი და ახლა ძალიან ბევრი მოსამზადებელ პერიოდზე იქნება დამოკიდებული. ზამთარში ვინც უკეთ მოემზადება, მისი საჩემპიონო შანსიც ერთი-ორად გაიზრდება. - საჩემპიონო ბრძოლაში შენი ახალი გუნდის უმთავრეს კონკურენტად რომელი გუნდი მიგაჩნია. - რომელი ერთი ვთქვა... "ოლიმპი", "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია", "დინამო", მეორე წრიდან ალბათ "სიონიც" მოუმატებს. მოკლედ, ინტრიგა და თვალსასეირო მატჩები საქართველოს ჩემპიონატს არ მოაკლდება და იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში "ამერი" გაიმარჯვებს.

raul: ამერმა 24-დეკემბრიდან მეორე წრისათვის დაიწყო ვარჯიში. კლუბიდან გაუშვეს მეკარე ჩანგელია,ასევე ამირან კედელაშვილი და ლაშა სილაგავა. ამერის პირველი დღის ვარჯიშის ამსახველი სურათები: http://www.fcameri.ge/ge/news/traning.htm

nini: ipodromze ro ar ivarjishon baza ar aqvt?

power: turkmen-bashis saxelobis jiritistvis emzadebian

DINAMOFAN: power пишет: turkmen-bashis saxelobis jiritistvis emzadebian tan rati CXENS RA MAGRA GAAVS!

raul: ლოგიკა ქმნის პრეცედენტს და პრეცედენტი ლოგიკას როგორ უნდა გახდეს ამერი ამ ერის გუნდი ზურაბ ფოცხვერია კიდევ სამ წელიწადს მოიცდის ფეხბურთის კლუბი "ამერი" 2002 წელს შეიქმნა და უკვე არცთუ პატარა წარმატებებს მიაღწია. წლეულს გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სუპერთასიც, "ამერის" ბევრი ფეხბურთელი თამაშობს საქართველოს 19 და 21-წლამდელთა გუნდებში, რამდენიმე ამერელს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია... "ამერს" აქვს ის ატრიბუტიკა, რაც აუცილებელია მზარდი კლუბისთვის, თუმც "ამერისთვის" მხოლოდ ეს ვერ ჩაითვლება წარმატებად - მშენებარე ბაზა ქალაქგარეთ, ასაკობრივი გუნდები, მეორე გუნდი პირველ ლიგაში, საკუთარი ავტობუსი, ფან-კლუბი, იარბუქები, ვებგვერდი... მაშ, რა სურს "ამერს"? რას უმიზნებს კლუბი და როგორ აპირებს ამის გაკეთებას? კლუბის პრეზიდენტ ზურაბ ფოცხვერიას საერთო ჯამში ამაზე ვესაუბრეთ... - უკვე ოთხი წელია, საქართველოში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ხართ - ასეთი საქმიანობით გაწბილებული ხომ არ ხართ? - ვიცოდი, რა საქმესაც ვკიდებდი ხელს და მზად ვიყავი იმისთვის, რასაც შეეძლო გაწბილების გამოწვევა. მოკლედ, გაწბილებული არ ვარ, თუმც იმ ხელისშემშლელი ფაქტორებით, რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთში ხდება, შეწუხებული ვარ. უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი კვალიფიკაციის დეფიციტია - პრეზიდენტი, მწვრთნელი, ფეხბურთელი, მსაჯი, სამედიცინო პერსონალი - თავისი საქმის მცოდნე ხალხი ფეხბურთში ცოტაა იმისთვის, რომ საკლუბო ფეხბურთის საშუალო დონე მაღალი იყოს. ახლა უმაღლეს ლიგაში ხუთი-ექვსი ისეთი გუნდია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს მძაფრ კონკურენციას რომ უწევენ, მაგრამ ამ ნაღებ და დანარჩენ გუნდებს შორის დიდი კონტრასტია, რის გამოც ჩემპიონატის მოწინავე გუნდები სეზონში ათ დაძაბულ და პრინციპულ მატჩს თუ თამაშობენ. ამიტომაცაა, რომ საშუალო საკლუბო დონე მაღალი არ არის. - რადგან ამ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, თქვენი საბოლოო მიზანი ალბათ "ამერის" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა - სავარაუდოდ, რა პერიოდში გახდება "ამერი" იმ დონის გუნდი, ასეთი მიზნისთვის ბრძოლას რომ შეძლებს? - თავიდან ექვსწლიანი პროგრამა გვქონდა, რომელიც 2007 წლის ზაფხულში მთავრდება. ამის შემდეგ კი სამწლიანი გეგმის განხორციელებას ვაპირებთ, რითაც "ამერი" ევროსარბიელზე კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა გახდეს, მაგრამ თუ შევატყობთ, რომ ჩვენი საქმიანობა ერთი ადგილის ტკეპნაა და კლუბის ინვესტირება ქველმოქმედების სახეს მიიღებს, შესაძლოა, ჩვენს სტრატეგიაზე უარი ვთქვათ. ერთი სიტყვით, დღეს არსებულ პირობებში საქართველოში ევროპის მასშტაბით კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა თითქმის შეუძლებელია. თუნდაც ის ავიღოთ, რომ თუ რომელიმე უცხოური კლუბი "ამერის" ფეხბურთელს ბევრად უკეთეს პირობებს შესთავაზებს, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელს ვერაფრით დავაკავებთ. საქართველოდან კვალიფიციური ფეხბურთელების გადინება უნდა დარეგულირდეს. - საქართველოში არის გუნდი, რომელსაც "ამერზე" ბევრად უფრო მდიდარი პატრონი და დამფინანსებელი ჰყავს, თუმც ამ კლუბის პოლიტიკა ისეთნაირად შეიცვალა, რომ დაფინანსება შეუმცირდა - რადგან ასეთი პრეცედენტი არსებობს, ალბათ სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ფეხბურთი ინვესტირებისთვის საინტერესო გახდეს. თუმც ხელისუფლებისგან ისმის, რომ საფეხბურთო კლუბებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება გამოიწვევს კორუფციის რისკის ზრდას... - ზედმეტი ფული არავის აქვს და როცა ინვესტორი ხვდება, რომ მის მიერ გაღებული თანხა ფულის ფლანგვაა, სერიოზულად დაფიქრდება, გააგრძელოს თუ არა კლუბის დაფინანსება. სახელმწიფოს კი შეუძლია, მიიღოს სპორტის ისეთი კანონი, რომელიც ყველაფერს დაარეგულირებს. ერთია უარის თქმა საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე და მეორე - ლოგიკა. მაგალითად, საფეხბურთო გუნდს სეზონში სჭირდება 70-80 ბუცი და 80-100 ბურთი. არც ბუცი და არც ბურთი საქართველოში არ იწარმოება და იძულებულნი ვართ, ისინი უცხოეთიდან შემოვიტანოთ. როცა ეს ინვენტარი შემოგვაქვს, ფაქტობრივად, ისევე იბეგრება, როგორც კომერციული საქონელი. ერთი სიტყვით, სახელმწიფოს შეუძლია, გამონაკლისი დაუშვას, სახელმწიფოს შესაძლებლობები კლუბისაზე გაცილებით დიდია, სახელმწიფოს ისიც შეუძლია, რომ კლუბებს გრძელვადიანი და უპროცენტო სესხის გამოტანის ნება დართოს, ან კიდევ სხვა შეღავათები დააწესოს. - სახელმწიფოს როლი ერთია, მაგრამ იმაზეც ვთქვათ, რომ კონკურენტუნარიან გარემოს ვერ შექმნიან უმაღლესი ლიგის ის გუნდები, ელემენტარული მატერიალურ-ფინანსური ბაზა რომ არ გააჩნიათ, მაგრამ მაინც უმაღლეს ლიგაში არიან - როგორც ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, ამაზე რას გვეტყოდით? - ეს მართებული შენიშვნაა. აღმასკომის წევრობის გარდა პროფესიული ლიგის გამგეობის წევრიც ვარ და გარწმუნებთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პროფლიგაში სულ მიდის და მეტიც, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა - შესაძლოა, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის უმაღლეს ლიგას ელემენტარული პირობების არქონის გამო არაერთი გუნდი ჩამოსცილდეს. ამ საკითს პროფლიგა მკაცრად და პრინციპულად უდგება და იმედი მაქვს, რომ ასეთი პოზიცია არ შეიცვლება. ისიც ფაქტია, რომ პროფლიგამ ქართულ ფეხბურთში კომერციალიზაციის ელემენტები შემოიტანა. ეროვნულ ჩემპიონატს და თასის გათამაშების ჰყავს სპონსორები; შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ სუპერთასის მოგებისთვის საპრიზო თანხა დაწესდა. ეს თანხა შესაძლოა, სიმბოლური იყო, მაგრამ რადგან პრეცედენტი უკვე მოხდა, გაიზარდა იმის შანსი, რომ საპრიზო თანხა მალე რეალურად მიმზიდველი გახდება. პრემიალური თანხა გამოყოფილია საქართველოს თასის ნახევარფინალისტებსა და ფინალისტებზეც - ამ ყველაფრით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. - ყველა საფეხბურთო კლუბს, რომელსაც სოლიდურობის ამბიცია გააჩნია და დიდ მიზნებს ისახავს, საკუთარი ფილოსოფია აქვს - რა ფილოსოფიას ირჩევს "ამერი"? - როცა "ამერი" იქმნებოდა, კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ვახტანგ ბზიკაძემ აღნიშნა, "ამერი" ამ ერის გუნდი უნდა იყოსო. გვსურს, "ამერმა" ჩვენს ქვეყანას დადებითი მუხტი შემატოს. რაც შეეხება გუნდის იდეოლოგიას, მიგვაჩნია, რომ მწვრთნელთა ხშირი ცვლა ხეირის მომტანი არ არის და გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე აბსოლუტური ნდობით სარგებლობს. ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ეს კლუბის საქმეში უმთავრესი არ არის. მთავარია, მწვრთნელს ჰქონდეს დრო, თავისი სათამაშო ფილოსოფია სრულად წარმოადგინოს გუნდში. უმაღლეს ლიგაში ჯერ მხოლოდ სამი წრე ვითამაშეთ და ვფიქრობ, ბოლო წრეში "ამერმა" ადრინდელზე სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა. მთავარი შედეგია, მაგრამ გუნდმა მაყურებელს შედეგის გარდა, თვალისმომჭრელი თამაშითაც რომ უნდა მოაწონოს თავი, ჩვენთვის ეს მეასეხარისხოვანი სულაც არ არის. - საქართველოს ყველა კუთხიდან ნიჭიერი ჭაბუკების თავმოყრა და მერე მათი ექსპორტი - ასეთი პოლიტიკა თუ ჯდება "ამერის" ფილოსოფიაში? - რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს საფეხბურთო სკოლა და ვაპირებთ, ფილიალების გახსნას თბილისშიც და თუ ეს მოხერხდება, სხვა რეგიონებშიც. "ამერის" 1990 წელს დაბადებულთა გუნდი სწორედ თქვენ მიერ ზემოთ-ხსენებული პრინციპითაა დაკომპლექტებული. მოკლედ, გარკვეული შედეგები ამ მხრივ უკვე გვაქვს, თუმც მეტი გვინდა. და კიდევ, მიზანმიმართული სატრანსფერო პოლიტიკა და სპონტანური ტრანსფერები - მიგვაჩნია, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან არ უნდა გავმიჯნოთ. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ძველი და ახალი ამბები ამერიდან თბილისის "ამერმა" გუშინ იპოდრომზე ვარჯიშით დაიწყო მეორე წრისთვის მზადება. იქამდე კი, ორი დღე ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმებას დაეთმო. გუნდის ექიმმა ზურაბ ლომინაძემ შემოწმების შედეგებზე გვითხრა: "რაიმე სერიოზული პრობლემა არავის აქვს. ზოგიერთ ფეხბურთელს ჩვეულებრივთან შედარებით ერთი-ორი კილოგრამი აქვს მომატებული, მაგრამ არდადეგების მერე ეს ბუნებრივიცაა და რამდენიმე დღეში ვარჯიშით გამოსწორდება. გეხსომებათ, რომ დენის დობროვოლსკის და სულიკო დავითაშვილს ტრავმები ჰქონდათ და ახლა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ხედავთ, ისინი დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობენ. ორი კვირის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა დავით ბოლქვაძემ. მას სუნთქვის პრობლემა ჰქონდა. ერთი სიტყვით, ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია." სანამ ფეხბურთელები იპოდრომის გარშემო დარბოდნენ, "ამერის" მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩიხრაძეს სამეორეწრეო მზადების გეგმაზე გავესაუბრეთ: "ვარჯიში დღეს, გუნდის საერთო კრების მერე დავიწყეთ. თბილისში 6 იანვრამდე ვიქნებით და ამ პერიოდს ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ, ტრენაჟორებზეც ვივარჯიშებთ. საახალწლოდ კი სამი დღე დავისვენებთ... ...6 იანვარს ათი დღით ანთალიაში მივდივართ და იქაც ყურადღებას ფუნქციონალურ მომზადებას დავუთმობთ. დღეში სამჯერადი ვარჯიშები გვექნება. ვფიქრობთ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარებაზეც... ...მერე თბილისში დავბრუნდებით და ცხრა დღე აქ ვივარჯიშებთ. ორი ამხანაგური თამაშის ჩატარებას ქართულ გუნდებთან ვგეგმავთ... ...27 იანვარს ისევ ანთალიაში წავალთ ორი კვირით. მეორე ანთალიურ შეკრებაზე აქცენტს ტექნიკა-ტაქტიკურ მომზადებაზე გავაკეთებთ და ოთხ საკონტროლო შეხვედრასაც ჩავატარებთ... ...თბილისში 11 თებერვალს დავბრუნდებით და ერთ კვირაში უკვე "დინამოსთან" თასის მეოთხედფინალი გვაქვს." გუშინ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა საჩხერის "ჩიხურადან" გადასულმა საყრდენმა ნახევარმცველმა მიხეილ მესხმა. სხვებ+

raul: 6-იანვრიდან ამერი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.

raul: თურქული შეკრება დაიწყო... თბილისიდან 5 იანვარს ნაშუადღევს გამოვემგზავრეთ ჩვენივე ავტობუსით. მგზავრობა ზედმეტად მომქანცველი რომ არ ყოფილიყო, ღამე გრიგოლეთში, სასტიმრო ანდამატში გავათიეთ, სადაც ჩვეულებრივ ვჩერდებით ხოლმე, როცა ზღვისპირეთში გვაქვს თამაშები. 6 იანვარს გამთენიისას კი გეზი ტრაპზონისკენ ავიღეთ, ხოლო იქიდან თვითმფრინავით გამოვემგზავრეთ ანთალიაში. აქ ჩამოსულებს სასიამოვნო სიგრილე - საუკეთესო სავარჯიშო ამინდი დაგვხვდა. შეკრებას ტრადიციულად ანთალიიდან 25 წუთის სავალზე დაბა ბელექში გავდივართ. ოღონდ სასტუმრო არკადიის ნაცვლად, სადაც წინა ორი შეკრება გავიარეთ, სასტუმრო ატლანტისში დავბინავდით, ვარჯიშები კი იმავე მოედნებზე გვაქცს, სადაც ადრე ვვარჯიშობდით. გიორგი ჩიხრაძემ პირველი, შედარებით მსუბუქი ვარჯიში ჩამოსვლის დღესვე, აღამოს ჩაატარა. ამ დროისთვის მთავარი ამერული სიახლე კი ის არის, რომ გუნდს შემოუერთდა ბულგარეთიდან ჩამოსული მცველი ლადო კაკაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად ივარჯიშებს და დიდი შანსია, ჩემპიონატის მეორე წრიდან ამერის ღირსება დაიცვას. ლადოსთან ინტერვიუს კი მომდევნო რეპორტაჟში შემოგთავაზებთ. როგორც წინა რეპორტაჟში მოგახსენეთ, ჩემპიონატის მეორე წრიდან ლადო კაკაშვილმა შესაძლოა ამერის ღირსება დაიცვას, რისი სურვილიც კლუბსაც აქვს და 26 წლის ფეხბურთელსაც, თუმცა კომტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. ამერის და ლადო კაკაშვილს გაცნობა შესაძლო იყო, ერთი წლის წინ მომხდარიყო. შარშანდელი თურქული შეკრებისას ამხანაგურ მატჩებში ამერის ერთ-ერთი მეტოქე ბულგარული ბელასიცა იყო - ლადო კაკაშვილის იმდროინდელი გუნდი, რომრლსაც ამერმა 1:0 მოუგო. მაგრამ მაშინ გაცნობა არ გამოვიდა, რადგან ლადოს ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და გუნდს თურქულ შეკრებაზე საერთოდ არ გაჰყოლია. ბელასიცას გარდა ლადო კაკაშვილი თბილისის დინამოს დუბლებში, თბილისისა და მოსკოვის ლოკომოტივში, ვარნას ჩერნომორეცში უთამაშია. იყო საქართველოს 16, 17 და 21-წლამელთა ნაკრებების წევრი. - ჩემი ამერში მოსვლა, ცოტა არ იყოს, ეცნაურად მოხდა. ვარნას სპარტაკთან უნდა გამეფორმებინა კონტრაქტი 5 იანვარს. ორი დღით ადრე კი ამერის გენერალურმა მენეჯერმა ვახტანგ ბზიკაძემ დამირეკა და ანთალიაში ამერთან ერთად წასვლა შემომთავაზა. - პირველი შთაბეჭდილება როგორია? - საუკეთესო. შეკრება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, დატვირთვები სერიოზულია. ერთი სიტყვით, ყველაფერში იგრძნობა, რომ ამერი ამბიციური გუნდია. - საქარველოს ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებ? - ბოო ოთხი წელი უცხოეთში ვითამაშე და საქართველოს ჩემპიონატს თვალყურს ვერ ვადევნებდი, ამიტომ პასუხის გაცემა მიჭირს. თუმცა იმის მიხედვით, რასაც ამერში ვხედავ და ბიჭების მონაყოლიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონობისთვის 5-6 გუნდი იბრძვის, შემიძლია დავასკვნა, რომ ჩემპიონობისთვის ძალიან დიდი კონკურენციაა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია და წინ გადადგმული ნაბიჯია, თორემ მახსოვს, თავის დროზე დინამო ისე ხდებოდა ჩემპიონი, კონკურენტი არ ჰყავდა. - ამერელებიდან ვინმესთან ერტად ადრე ხომ არ გითამაშია? - კლუბებში არა, მე და გიორგი დეკანოსიძე ნაკრეებში ვთამაშობდით ერთად. ისე, თითქმის ყველას აქამდეც ვიცნობდი. - ბოლოს ეგებ ის ამბავიც გაიხსენო, მოსკოვის ლოკომოტივში რომ შეგემთხვა შეკრების წინ... - ლოკომოტივის დუბლებში ვიყავი და სიომინმა რომ მნახა, გადაწყვიტა, პირველ გუნდთან ერთად წავეყვანე შეკრებაზე სოჭში. სასტუმრო იზმაილოვოსთან უნდა შევკრებილიყავით და იქიდან უნდა წავსულიყავით აეროპორტში. მე რადგან ქალაქს კარგად არ ვიცნობდი, მითხრეს, ეგეთი ფეხბურთელი იყო, სიმონენკო, მაშინ ერთად ვცხოვრობდით, იმას გამოყევიო. სიმონენკომ ღამე გასეირნება გადაწყვიტა, გამთენიისას დაბრუნდა, ჩანთა აიღო და არ გამაღვიძა, ისე წავიდა. 8 საათი იყტო რომ გამეღვიძა, ვხედავ, არც სიმონენკოა, არც მისი ჩანთა და იზაილოვოშიც 7 სათზე უნდა მივსულიყავი. დავრეკე კლუბში, ასე მოხდა მეთქი. იმათ მწვრთნელს შეატყობინეს და ბოლოს დამამშვიდეს შენი ბრალი არ არის, არ ინერვოულოო. მომდევნო რეპორტაჟში ვარჯიშისას გივი დიდავას და მისი ყოფილი გუნდის, ქოჯაელისფორის შეხვედრის ამბავს გიამბობთ.

kote: raul пишет: ლადო კაკაშვილს Tavis droze martlac kargi mcveli iyo .

raul: სასტუმრო ატლანტისის პლიაჟზე აბრაა გამოკიდებული. სასტუმროს მესვეურები ბოდიშს იხდიან, რომ ზაფხულის თვეებში დამსვენებლებს ხმამაღლა ჩართული მუსიკით ვერ გაართობენ. მიზეზი მეტისმეტად უცნაურია: ზაფხულობით ამ პლიაჟზე კარეტა-კარეტას ჯიშის კუები კვერცხებს დებენ და თურმე კუების ხმამაღალი მუსიკა არ სიამოვნებთ. კუს კერცხების უსაფრთხოების მიზნით პლიაჟზე შეზლონგების გადაადგილებაც აკრძალულია. საინტერესო საფეხბურთო ამბები კი აქ ზამთრობით ხდება. მაგალითად, დილას ხმელთაშუა ზღვის ჰაერის ჩასასუნთქად პლიაჟზე გასულს შესაძლოა მიროსლავ კლოზემ ჩაგირბინოთ: აერელი და ბრემენელი ფეხბურთელები დილაობით ერთდროელად გამოდიან მოთელვაზე. ვერდერი ანთალაში ეფეს პილსენის თასზე სათამაშოდ არის ჩამოსული, მეზობელ ასტუმროში ცხოვრობს და გუშინ ნახევარფინალში 4:0 მოუგო ფენერბაჰჩეს. ბეშიგთაში ამერთან ერთად ემზადება კადრიეს საფეხბურთო ცენტრში. ვარჯიშები ამერს და ფენერბაჰჩეს გვერდიგვერდ მოედნებზე აქვთ. თურქული გუნდის ვერდერთან მატჩისწინა ვარჯიშზე კამერების ტევა არ იყო. ფენერის საკლუბო ტელევიზია 5 კამერით იღებდა ვრჯიშს, ფოტოგრაფები კი ორი ამდენი იყვნენ. ფოტოგრაფები ამერის ვარჯიშსაც არ აკლდნენ. ეს ქოჯაელელი ფოტოგრაფები იყვნენ, რომლებიც ქოჯაელისფორის ვარჯიშის გადასაღებად იყვნენ ჩამოსულები. ქოჯაელისსფორიც კადრიეს ცენტრში ვარჯიშობდა. ამერში გადმოსვლამდე ამ გუნდში გივი დიდავა თამაშობდა და რა გასაკვირა, რომ გივის დანახვამ ქოჯაელელ ფოტოგრაფებს თავისი გუნდის ვარჯიშის გადაღება მიატოვებინა და ობიექტივები გივისკენ მიამართვინა. კლუის ვიდეოოპერატორის თხოვნით კი დიდავამ კამერის წინ ბურთიც აკენწლა. ხოლო ქოჯაელელი ფეხბურთეები დიდა, დიდას ძახილით მიცვივდნენ გივის და კარგა ხანს ესაუბრებოდნენ.

raul: ამერის თურქული შეკრება სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. გამოსვლის დღიდან ფეხბურთელები მხოლოდ ვარჯიშით იყვნენ დაკავებულნი, დღეს კი ეფეს პილსენის თასის ფინალზე დასწრება გვაქვს დაგეგმილი. კუნდუს საფეხბურთო ცენტრში, სადაც ორი წლის წინ ამერმა ამხანაგურ მატჩში უახახაურ ჯეტისუს დეკანოსიძის და წინამძღვრიშვილის გოლებით 0:2 მოუგო. დღეს ვერდერი და ფეიენოორდი ხვდებიან ერთმანეთს. ხვალიდან კი დატვირთვა მე და კლუბის მენეჯერს ვახტანგ ბზიკაძეს გაგვეზრდება. ჩვენს მეზობლად, სასტუმრო მარიოტში ევროპა-აზიის ფუტბოლ ექსპრო იხსნება, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად აკრედიტაციები ავიღეთ. ფუტბოლ ექსპრო სამი დღე გაგრძელდება. მთავარი კი ის არის, რომ ამერმა პირველი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. 13 იანვარს ჩვენი მეტოქე თურქეთის მეორე ლიგის ოქსფორი იქნება. ეს შედარებით სუსტი გუნდია და გიორგი ჩიხრაძის სურვილიც ეს იყო, რომ პირველი შეკრებისას ამერს ამხანაგური მატჩები სუსტ გუნდებთან ჩაეტარებინა. ოქსფორზე ის შეიძლება ითქვას, რომ მისი მწვრთნელი ბლექბერნში ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელ თუქაის ძმაა. თამაში იმ სტადიონზე ჩატარდება, სადაც შარშან ამერმა შტურმს 4:1 მოუგო. და ერთი სახალისო ამბავიც, რომელსაც ამ სტადიონზე გუშინ შევესწარით. ფენერბაჰჩე ამხანაგურ მატჩში თურქეთის მეორე ლიგის გუნდს ხვდებოდა. ტრიბუნაზე ხალხის ტევა არ იყო. თავად სტადიონი წმინდა საფეხბურთოა, ტრიბუნა მჭიდროდ ეკვრის მოედანს და დამცავი ბადეც არ არის. ჰოდა, ბუნებრივია, აუტზე გადასული ბურთი ხშირად მაყურებლის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე. აუტის ჩასაწოდებლად მისულ ფენერბაჰჩელ ფეხბურთელებს კი ბურთს იქამდე არ უბრუნდებდნენ, სანამ გულშემატკივრები მობილური ტელეფონებით სურათებს არ გადაუღებდნენ.

raul: 13 იანვარი, 2007 შეკრების დროს შეთანხმების ჩაშლა ხშირად ხდება ხოლმე და ამერსაც ასე შეემთხვა. თურქეთის მეორელიგელმა ოფსპორმა, რომელსაც დღეს უნდა შევხვედროდით, თამაშზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ვარჯიშზე რამდენიმე ფეხბურთელის დაშავება გვითხრა. სამწუხაროდ, ახალი სპარონგ-პარტნიორის უცებ მოძებნა ვერ მოხერხდა. რამდენიმე შეთავაზებაზე გიორგი ჩიხრაძემ თავად თქვა უარი, სასურველ მეტოქეებთან კი შეხვედრის დროის ან ადგილის თაობაზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. ერთი სიტყვით, დღეს ამერს ამხანაგური მატჩი აღარ ექნება, თბილისში დაბრუნებამდე კი ერთი თამაში კიდევ გვაქვს დაგეგმილი. 15 იანვარს ჩვენი მეტოქე მოსკოვის სპარტაკის დუბლ-შემადგენლობა იქნება.

DINAMOFAN: 15 იანვარი, 2007 ერთი თვისა და 10 დღის უთამაშებლობის მერე ამერმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:3 წააგო. ჩვენი მეტოქე რუსეთის დუბლიორთა ჩემპიონატის გამარჯვებული, მოსკოვის სპარტაკის სარეზერვო გუნდი იყო. ამერმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნადირაშვილი, დიდავა, ჩიკვილაძე (კაკაშვილი 52), ელბაქიძე, ჯელაძე, დობროვოლსკი (ჩიმაკაძე 46), მესხი (გაბისკირია 75), დეკანოსიძე (მჭედლიშვილი 46), ბოლქვაძე, დავითაშვილი. ანგარიში ამერმა გახსნა. მე-16 წუთზე დავითაშვილი ფლანგზე გაიჭრა და კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც შორეულ ძელთან მყოფმა ჯელაძემ ბურთი კარში შეაგდო. სპარტაკმა 24-ეზე ჯარიმით გაათანაბრა.ჯოევმა დარტყმა უნაკლოდ შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს გადაავლო და ცხრიანში ჩაჭედა. რუსები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ. ჩვენი საჯარიმო მოედნის წინა ხაზთან ჩიკვილაძე წააქციეს, მსაჯის სასტვენის მოლოდინში ამერელები გაჩერდნენ და მეორე გოლიც მივიღეთ. სპარტაკი წინ მალოიანმა გაიყვანა. პირველ ტაიმში დეკანოსიძეს ჰქონდა ერთი კარგი მომენტიც, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დაუხვდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორი წუთი იყო გასული, ამერის კარში პენალტი რომ დაინიშნა. თურქმა მსაჯმა ჩიკვილაძე დააჯარიმა, გოლი კი ანდრეევმა გაიტანა. მატჩის მსვლელობას ცოტა წინ გავუსწრებთ და, ბოლო წუთზე ჩიმაკაძის წაქცევისთვის არბიტრმა ისეთი პენალტი არ დანიშნა, იმასთან შედარებით ჩიკვილაძის ჯარიმა საერთოდ ვერ უნდა შეემჩნია. ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად ამერელებმა ძალა მოიკრიფეს და მეტოქის კართან ბლომად მომენტები შექმნეს. დავითაშვილი ორჯერ დარჩა მეკარესთან პირისპირ და ვერ გაიტანა, არანაკლები მომენტი ჰქონდა ჩიმაკაძესაც. ისიც ვთქვათ, რომ ერთ ეპიზოდში ელბაქიძემ ბურთი კარის ხაზზე მოიგერია, ერთხელაც ამერი მეოთხე გოლისგან ნადირაშვილმა იხსნა. მთლიანობაში კი ამერი მეტს უტევდა, თუმცა სხვაობის შემცირება შეძლო. ელბაქიძე-ჯელაძის კომბინაცია შეცვლაზე შესულმა მჭედლიშვილმა გოლით დაასრულა. ამგვარად ამერის პირველი თურქული შეკრება დასასრულს მიუახლოვდა, ერთი დღეც და გუნდი თბილისში დაბრუნდება.

raul: იქ, სადაც ბევრი ბურთია ჩიხრაძემ სურვილი დროს ვერ დაამთხვია თურქები ამაყობენ, რომ მათ ქვეყანაში წელიწადში 1200 გუნდი გადის შეკრებას. ამ გუნდებს შორის ქართულებიც არიან. მეოთხე ზამთარია, "ამერი" თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირეთში ემზადება, ოღონდ თუ აქამდე ერთხელ ჩადიოდა, ამ ზამთარს თბილისურმა კლუბმა ორი თურქული შეკრება დაგეგმა. მათგან პირველი ამერელებმა გუშინწინ დაასრულეს, მეორეზე კი ერთ კვირაში გაემგზავრებიან. საქართველოს თასის და სუპერთასის მფლობელი გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს ეს ინტერვიუ პირველი თურქული შეკრების შესახებ ვთხოვეთ... - შეკრებით კმაყოფილი ვარ, ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო ბოლომდე შეასრულეს - გვითხრა ანთალიიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩიხრაძემ - აქამდე გუნდი პირველ მოსამზადებელ შეკრებას ბაკურიანში გადიოდა, ამჯერად კი პირველ ჯერზევე ანთალიას გავემგზავრეთ და, ვფიქრობ, ეს შეკრება გუნდისთვის სასარგებლო იყო. სამჯერადი ვარჯიშით აქცენტი ფუნქციურ მომზადებაზე გვქონდა. ბიჭები პროფესიულად მიუდგნენ საქმეს და საამდროოდ შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. - "ამერს" ანთალიაში მეორე შეკრებაც აქვს დაგეგმილი. მზადების მეორე ეტაპზე გუნდს ალბათ სულ სხვა დავალებას მისცემთ... - რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, ახლა მეტწილად ფეხბურთელთა ფუნქციურ მომზადებაზე ვმუშაობდით, მეორე შეკრებაზე კი სისწრაფეზე, ტექნიკა-ტაქტიკაზე და საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწაზე გავამახვილებთ ყურადღებას. - ანთალიაში მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი რატომ ჩაატარეთ? - თავიდანვე ვფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა, ერთ ან ორ საწვრთნელ შეხვედრას თუ გავმართავდით. ერთი მატჩი მოულოდნელად ჩაიშალა, წინა დღით მეტოქემ უარი თქვა თამაშზე, მეორე კი მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებთან ვითამაშეთ - 2:3 წავაგეთ, რაც თავისთავად უსიამოვნო ამბავია, თუმცა სათქმელია, რომ "ამერმა" ის შეხვედრა საკმაოდ დიდი დატვირთვების ფონზე ჩაატარა და თანაც მოსამზადებელი პერიოდის პირველი მატჩი იყო. - ანთალიაში ერთი ახალი ფეხბურთელიც გყავდათ - ლადო კაკაშვილი. დარჩება ის "ამერში"? - ლადო ბულგარეთიდან პირდაპირ ანთალიაში შემოგვიერთდა. გუნდს კი მანამდე თბილისში ჰქონდა მზადება დაწყებული და თუ თურქეთში სხვა ფეხბურთელებს შედარებით ნაკლები პრობლემები ჰქონდათ, კაკაშვილს თავიდან, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა. შეკრების პირველი დღეები მისთვის უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე დანარჩენებისთვის. თუმცა ამჟამად ის ნორმალურად გამოიყურება. სხვათა შორის, აქამდე, როცა მზადების პირველ ეტაპზე ბაკურიანში მივდიოდით ხოლმე, იქ ბუნებრივი პირობების გამო უბურთო ვარჯიშები სჭარბობდა, ამჯერად კი ბურთთან მეტი შეხება გვქონდა და ლადომაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა ამხანაგური მატჩი ერთის მეტი არ გვითამაშია და, შესაბამისად, ეს ფეხბურთელი მოედანზე სრულფასოვნად ვერ ვნახეთ. მეორე შეკრებაზე მასზე დასაკვირვებლად მეტი საშუალება გვექნება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ. - მეორე შეკრებაზე რამდენი მატჩი გაქვთ დაგეგმილი? - ორი შეხვედრა ანთალიაში წასვლამდე გვექნება, ოთხი და შეიძლება ხუთიც - თურქეთში. - `ამერთან~ ერთად ანთალიაში რამდენიმე სახელიანი გუნდიც ემზადებოდა. მათ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ხომ არ შეხვედრიხართ, მატჩებს ხომ არ დასწრებიხართ, რაიმე ახალი ხომ არ შეგინიშნავთ? - რა თქმა უნდა, საამისო სურვილი დიდი მქონდა, მაგრამ დრო არ იყო. სამჯერადი ვარჯიშები, თეორიული მეცადინეობები... ცხადია, ასეთ შეკრებაზე ბევრ საინტერესოს გაიგებ და როცა კი საშუალება მოგვეცა, მთელი გუნდით "ეფეს პილსენის" თასის "ვერდერი" - "ფეიენოორდის" ფინალს დავესწარით. მაღალი დონის ფეხბურთი ვნახეთ, მოგვიანებით კი ამ შეხვედრის ფირი მოგვაწოდეს და ეს თამაში რამდენჯერმე გავაანალიზეთ. - მეორე შეკრებაზე "ამერი" იმავე შემადგენლობით გაემგზავრება? - გამორიცხული არ არის, ფეხბურთელები დავიმატოთ, თუმცა მომავალ შეკრებაზე შემადგენლობა მაინცდამაინც არ შეიცვლება. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრემდე "ამერში" სელექცია გაგრძელდება და, შესაძლოა, მეორე ანთალიურ შეკრებამდე ახალი ფეხბურთელები შევიმატოთ. - ისე, ანთალიაში "ამერთან" ახლოს თბილისის "დინამო" ემზადებოდა. "დინამო" კი საქართველოს თასის მეოთხედფინალში "ამერის" მეტოქეა. დინამოელთა რომელიმე მატჩზე ხომ არ ყოფილხართ? - არა, რადგანაც ახლა მოსამზადებელი პერიოდია და გუნდი ჯერაც ჩამოყალიბების სტადიაშია, სელექცია არც "დინამოში" დამთავრებულა. ცხადია, მეტოქეზე ინფორმაცია ზედმეტი არასდროს არის, მაგრამ ამ ეტაპზე "დინამოს" მატჩებზე დასწრება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მით უმეტეს, როგორც ვთქვი, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვქონდა. - მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც დაგეგმილი გქონდათ? ყველა ფეხბურთელმა დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნები, თუ ვინმემ იმედები გაგიცრუათ? - შემიძლია გითხრათ, რომ ამ შეკრების შემდეგ ფეხბურთელებს მოტივაცია გაეზარდათ. ისეთი დატვირთვების ფონზე, როგორიც "ამერს" ჰქონდა, თავისთავად სასიამოვნო იყო, საქმისადმი ასეთი სერიოზული, პროფესიული დამოკიდებულება რომ დავინახე.



полная версия страницы