Ōīšóģ » გუნდები » ზესტაფონი » Īņāåņčņü

ზესტაფონი

raul: გაიხსნა ახალი თემა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონზე: ზესტაფონმა კონტრაქტი გაუფორმა ორ ბრაზილიელს,ედსონ სანტოსს და ჟილვან ვიეირას. ეს ის ვიეირაა თებერვალში ამბროზიოსთან ერთად თბილისის დინამომ რომ აიყვანა და ჩერნიშოვი მასზე იმედებს ამყარებდა,საბოლოოდ კი კლუბს ვერ შეეწყო და ბრაზილიასი გაბრუნდა. ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი; (სურათზე - მეორე მარჯვნიდან) - მცველი, დაბ. 28.09.1980; ჟილვან გომეს ვიეირა ( სურათზე - პირველი მარცხნიდან) - ნახევარმცველი, დაბ. 09.04.1984. სურათზე: ვიეირა, სკ "ზესტაფონი"-ს ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, ედსონ სანტოსი და თემურ მახარაზე კონტრაქტების გაფორმების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ.

Īņāåņīā - 242, ńņš: 1 2 3 4 5 6 7 All

raul: ახალწვეულები ”ზესტაფონ”-ში. 2006 წლის 20 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გააფორმა ორწლიანი კონტრაქტები ორ ბრაზილიელ ფეხბურთელთან- 26 წლის ედსონ ოლივეირა დოს სანტოსთან და 22-წლის ჟილვან გომეშ ვიეირასთან. ორიოდე სიტყვით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ლეგიონერთა შესახებ: ჟილვან გომეშ ვიეირა- დაბ. 09.04.1984, წონა- 74 კგ, სიმაღლე- 175 სმ; ყოფილი კლუბები-” სან-პაიო კოხეა”(ახალგ)- 2000-02, ”უ.რ.ტ. ფუტებოლ კლუბ”-ი - 2002-04 , ”ატლეტიკო მინეირო”- 2004-05, 2006, ”დინამო” (თბილისი) -2006 . ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი- დაბ. 21.09.1980, წონა- 78 კგ, სიმაღლე- 179 სმ; ყოფილი კლუბები-” პარანა კლუბ”-ი -1999-2003, ”ატლეტიკო კატარინენსე” - 2003, ”პელოტას”-ი- 2004 , ”სიამორტე”- 2004-05, ”გალამარინგა”-2005, ”გამა ბრაზილია”- 2005, ”სიარა”- 2006 სურათზე: ჟილვან გომეშ ვიეირა, ს.კ. ”ზესტაფონი”-ს ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი და გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ მახარაძე

davita: zestafon umatebs da umatebs mgoni cotac da liderebic gavxdebit am or turshi ise bevri gairkveva

DINAMOFAN: ki zesta dzaan magra atamashda!mara mgoni amers da olimps veravin ver daeceva!!! araushavs chven tassze shevxdebit da....


nini: DINAMOFAN ļčųåņ: mara mgoni amers da olimps veravin ver daeceva rac ar unda realurad jgerdes magas nu ambooooob! tore guli mikvdeba!

raul: ზესტაფონი-სიონი 3:0 (გოლები ნახეთ აქ) http://fczestafoni.ge/Gallery/video/38.wmv http://fczestafoni.ge/Gallery/video/39.wmv http://fczestafoni.ge/Gallery/video/40.wmv

DINAMOFAN: pirveli golia magari!

DINAMOFAN: tasi xo chvenia kaco!

nini: eee, marto asi......

DINAMOFAN: momaval cels orive iqneba!

davita: ki imedia zestafonistvis, da guli ar dagckdet ise arc cels vart shors

DINAMOFAN: DAVIT: tqventan stadionze ra xdeba? ar aketeben?

nini: DINAMOFAN ra icis magan.....germaniashia!

DINAMOFAN: germaniashi!ABA VINMEM ICIT! KAI MOEDANIA DA CUDi stadioni!

davita: me rogorac vici male gadava feros sakutrebashi stadioni da stadions uechveli gaaketeben mtavaria es male moxdes 15000 mde gaizrdeba tribuna da ase shemdeg, imedi gvaqvs ro egre iqneba

raul: ინტერვიუ ედიკ საჯაიასთან... მეორე ნაკრები? პირდაპირ ეროვნულში დაბრუნმება მირჩევნია მოახერხებს თუ არა ”ზესტაფონი”-ს მცველი ედიკ საჯაია ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას? ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება 18 წლის საჯაია ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს. მაშინ მცველმა რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და მოსკოვის ”ტორბედო”-ში ჩაირიცხა. სწორედ მაშინ აერია კარიერა. ნაცვლად იმისა, რომ უფრო და უფრო წინ წასულიყო და აღმავალი გზა გაეგრძელებინა, დიდი უძრაობის პერიოდი დაეწყო. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ ანუ წელს თქვეს, რომ საჯაია საუკეთესო ფორმაშია და საქართველოს ნაკრებში გასინჯვაც შესაძლებელი გახდებაო. ეს რომ პროტექციონიზმში შენიშნულ ვიღაც მწვრთნელს ეთქვა, ყურიდან ყურში გავატარებდით. გამოცდილება გვაქვს. ამჯერად სხვაგვარ შემთხვევასთან საქმე - საჯაია თემურ მახარაძემ შეაქო. მან კი ფეხბურთელის ფასი იცის და ”ათიანში”არტყამს. ედიკ, ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელი ძალიან გემადლიერება და ეს არ იყო კონკურიენტ ”სიონთან” გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის შედეგი, რომელშიც გოლი გაიტანე. მახარაძემ მანამდე გვესაუბრა. მართლა ასე გითხრათ? მიხარია. მახარაძეს ფეხბურთელები არ ეშლება და რახან თქვა ... თუმცა, მე ჯერ კიდევ არ ვარ ისეთ ფორმაში, რომელსაც ჩემს თავს ვთხოვ.მოსამზადებელი ეტაპი წელს არ გამივლია. იანვარში ამის საშუალება მომეცემა და მერე სხვა საქმეა. ძველ საჯაიას, უკეთესსაც გავახსენებ ხალხს. ესაა ჩემი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიო. ”ზესტაფონ”-ში შენი გამოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო. სეზონი ”ბორჯომში” დაიწყე და უცებ გუნდი შეიცვალე. რა მოხდა ასეთი? ”ბორჯომი” სეზონის დაწყებამდე, ფაქტობრივად, დაიშალა. შარშანდელი ამბიციური გუნდიდან აღარაფერი დარჩა. წელს მხოლოდ ლიგაში დარჩენისთვის თუ იბრძოლებდა. ამ დროს ”ზესტაფონ”-ში მიმიწვიეს, გუნდი ჩემპიონობას უმიზნებდა და საფიქრალიც არაფერი იყო. მომენატრა ამბიციურ გუნდში თამაში. თუ არ ვცდები, სეზონის დაწყებამდე ”ტორბედო”-ში გადასვლაც შემოგთავაზეს... კი, იყო ასეთი ვარიანტი და ”ტორპედო”-ს მეპატრონესაც შევხვდი. ”ბორჯომი” მაშინ დაშლილი მეგონა, უკეთესი წინადადება არ მქონდა და იდეა მომეწონა. თუმცა, ”ბორჯომ”-ში ფული გამოჩნდა და დავბრუნდი. ყველაფერი მაინც ისე მოხდა, მე რომ მსურდა. მოვხვდი ამბიცირუ კლუბში, სადაც შემიძლია ნორმალურ პირობებში ვივარჯიშო და მოსკოვის ”ტორპედოში” გადასვლამდე რომ ვიყავი, იმ ფორმას და უკეთესსაც მივახწიო. ახლა ჯერ კიდევ ბევრი ნაკლი მაქვს, მაგალითად, 5 კილოგრამი მაკვს დასაკლები. კაცი ოცნებას ჯერ არ მოუკლავს და შენც ბევრჯერ იფიქრებდი ნაკრებში დაბრუნებაზე ? მინდა ერთია და რა გამოვა, მეორე. თუმცა, ასეთი მონდომებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ინფორმაციას ფეხბურთელები ყველაზე ადრე იტყობთ. ნაკრების მწვრთნელებს შენზე ინფორმაცია მიაწოდეს? არაფერი გამიგია. მეორე ნაკრების ჩამოყალიბება იმიტომ გამიხარდა, რომ ამ ოცნებასთან დაახლოებას ბევრი ფეხბურთელი შეეცდება. ისე, პირდაპირ პირველ ნაკრებში მოხვედრა მირჩევნია. თუმცა, გულახდილად გეუგნებით, რომ მიმიწვიონ და იმ დროისთვის სასურველ მდგომარეობაში არ ვიყო, მწვრთნელებს ამას ვეტყვი. არ მინდა, ნაკრებში ყველანაირი გზით მოხვედრა. ხალხმა თუ მაგინა, ასეთი თამაში რაში მჭირდება... ახლა ვნანობ, მოსკოვის ”ტორპედოში” არ უნდა წავსულიყავი. ეს გუნდი ქართველებისთვის დაწყევლილი იყო. არცეთი არ გაგვახარეს... ერთი წელი ამ არა კაცების გამო დავკარგე, რომელ ფორმაზეა ლაპარაკი, კინაღამ ფეხბურთიდან წავედი. არადა, 18 წლიდან ნაკრებში მიწვევდნენ და ძვირფასი წლები დამაკარგინეს... ასეთი რა გაგიკეთეს? ვგრძნობდი, რომ თითოეულ შეცდომაზე მისაფრდებოდნენ, რასაც სხვას პატიობდნენ, მე დიდ ცოდვად მითვლიდნენ. გულახდილად ვამბობ, თვითონაც დამნაშავე ვარ მომხდარში, ცივმა დამოკიდებულებამ გული ამიცრუა და ემოციებს ავყევი, მაგრამ ხელს რომ გიშლიან, ძნელია მონდომებით ივარჯიშო. არაფერია, ამ მდგომარეობიდან გამოვძვერი და მალე ძველებურად თამაშის იმედიც მაქვს თემურ მახარაძე ჯერ მარჯვენა მცველად გათამაშებდა, ”სიონთან” ცენტრში დაგაყენა. ამპლუა ხომ არ შეიცვალა? ჩემთვის ცენტრში თამაში კი არა, საყრდენი ნახევარმცველობაც არაა უცხო ამბავი. ”ბორჯომში” და ტულის ”არსენალში” რამდეჯერმე ამ პოზიციაზე მათამაშეს. დაცვის ცენტრშიც ხშირად მაყენებნენ უკვე მნიშვნელობას არც ვანიჭებ, სად ვითამაშებ. ფეხბურთელები, რომელთა გვერდითაც ორჯერ მოვხვდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, დღეს ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში თამაშობენ. ალბათ, გული გწყდება, მათსავით რომ ვერ ააწყე კარიერა? მიხარია, რომ ისინი მაინც არიან კარგად. მეც ცუდად არ ვიყავი, მოსკოვის ”ტორპედოში” მოხვედრა 18 წლის ბიჭისთვის პატარა საქმე არ იყო. ეს შანსი ვერ გამოვიყენე, მაგრამ ჯერ 25 წლის ვარ და კარიერისთვის ხაზი არ გადამისვამს. პირიქით, მადაზე ახლა მოვდივარ. მგონი, კარიერაში არ გაგიტანია იმდენი ბურთი, რამდენიც წლევანდელ ჩემპიონატში (10 თურში 4 გოლი ). წელს ბომბარდირობაც ხომ არ მოინდომე? რა არის, იცით? გამოცდილება დამიგროვდა, ჩამოვყალიბდი და ყველაფერი უკეთესად გამომდის.

nesta: მეორე ნაკრები? პირდაპირ ეროვნულში დაბრუნმება მირჩევნია zestafonSi mgoni amisTvis gadavida mxolod. ifiqra aqedan yvelaze advilia nakrebSi moxvedrao da.... ise chveni gamezardashvilic imsaxurebs nakrebshi gamodzaxebas.... chempionatis udavod sauketeso mcvelia.. tkven ras itkvit?

SHANHAI: nesta ļčųåņ: ifiqra aqedan yvelaze advilia nakrebSi moxvedrao da.... es rata ,kaco- topmioleria zestafoneli tu dima ramishvili shen nesta kvaracxelias megobrebshi xom ar chaecere? iket megobrobas gvtavazob, ak kidev... ise, kvaracxelias azrebs arc akaurebi, me rogorc vici, iziareben maincdamainc dzan guli dagvckdeba...

DINAMOFAN: ki gamezardashvili martla dzaan magaria! ramdenjer gagvamcara! ise tqveni gamezardashvili da chveni iashvili!!! ras ityvi???

SHANHAI: saertod, vin magaria da vin ara, maisshi gamochndeba

nini: au araa.....gamezardashvili dz magaria....tundac imitomaa magari ro me ver vitan....ukve imdenjer gamamcara imdenjer ro....ar arsebobs dinamos goli ro ar gautanos xolme!

raul: 7-noembers kutaisis sagadasaxado inspekciashi zestafonis fan-klubi oficialurad daregistrirda:

SHANHAI: არის ”ზესტაფონი”-ს ფან-კლუბი ! http://fczestafoni.ge/News/73.htm

davita: da saertod visac sajaias tamashi unaxavs am bolo periodshi egre ar ilaparakebda. martla magrad umatebs eg kaci da male iqneba girsi rom kakrebshi marjvena mcvelis adgilze itamashos, simartle gitxrat gamezardashvilis tamashi ar minaxavs am bolo dros da verafers vitkvi. dzlieri rom ar ikos ninis qebas ver daimsaxurebda

nini: davita ļčųåņ: kakrebshi marjvena mcvelis adgilze diaxac dzaan dzlieri roa imitom gamamcara magdenjer! ise gulit mondoda xolme mashin dinamos mogeba da eg kide egreve gols itanda xolme! davita ļčųåņ: dzlieri rom ar ikos ninis qebas ver daimsaxurebda ar gamacino ra!

davita: etkoba sjaiaze ginda rom gaicino))) ertad vnaxavt kvela nakrebshi rogor itamashebs saqartvelos maseti marjvena mcveli dgesdgeobit ar kavs da mag bichs orjer meti sheudzlia kide da shedzlebs kidevac!!!!!

SHANHAI: ფიფია ნაკრებში- http://fczestafoni.ge/News/74.htm

nini: SHANHAI ļčųåņ: ფიფია umagresi kaciiiiiiiiiii!!!!!!!!!

davita: mteli zestafoni umagresia mat shoris fifo

nini: ara marto fifo da ganugrava.....danarchenebi .....

nini: ui chelo damavickda....egec of course!!!!

SHANHAI: nini, chempionta ligis matchebze xom chamoxval xolme chventan- ertad vugulshematkivrot zesta-s okey?

SHANHAI: ar damicko ogond ,tu gaxvedit da a.sh. tu ligaze vart- xar chvens gverdit?

nini: vaime ogond romelime qartuli gundi ligaze gavides da gind zestaponi ikos, gind cnoris milani....am shemtxvevashi ukve saqartvelos exeba saqme da ara rimelime klubs....bolosdabolos ameri ro tamashobda hertastan magat vbaleshikobdi sulit da gulit da zestapons ar vubaleshikbe logaze?! MARA GAXVALT?! AI EGAA SAKITXAVI! MGONI UFRO AQET MOGICEVT CHAMOSVLA!

SHANHAI: xo, bevrjer mogviwia xolme akamdec

raul: SHANHAI pirobas gazlevt gadit da chamovalt. analogiurad gaaketebt tkvenc??????????????

SHANHAI: rad unda magas kitxva

SHANHAI: sxvatashoris, uefas jgufi tavis droze ar gagvimazia

raul: SHANHAI gaixaret!!!!!!!!!!!!!

raul: 2006 წლის 18 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-12-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გაიმარჯვა გასვლით მატჩში ქალაქ თელავში, ადგილობრივ ”კახეთ”-თან ანგარიშით 2-0. გოლები მასპინძელთა კარში გაიტანეს გოგი ფიფიამ (51 წუთი) და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს უბერებელმა ლიდერმა და გოლეოდორმა ზურაბ იონანიძემ (76 წუთი). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზურაბ იონანიძის მიერ გატანილი ბურთი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს საიუბილეო , მე-100-ე გოლი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში.

nini: raul ļčųåņ: უბერებელმა ლიდერმა



ļīėķą’ āåšńč’ ńņšąķčöū