Ōīšóģ » გუნდები » ზესტაფონი » Īņāåņčņü

ზესტაფონი

raul: გაიხსნა ახალი თემა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონზე: ზესტაფონმა კონტრაქტი გაუფორმა ორ ბრაზილიელს,ედსონ სანტოსს და ჟილვან ვიეირას. ეს ის ვიეირაა თებერვალში ამბროზიოსთან ერთად თბილისის დინამომ რომ აიყვანა და ჩერნიშოვი მასზე იმედებს ამყარებდა,საბოლოოდ კი კლუბს ვერ შეეწყო და ბრაზილიასი გაბრუნდა. ედსონ ოლივეირა დოს სანტოსი; (სურათზე - მეორე მარჯვნიდან) - მცველი, დაბ. 28.09.1980; ჟილვან გომეს ვიეირა ( სურათზე - პირველი მარცხნიდან) - ნახევარმცველი, დაბ. 09.04.1984. სურათზე: ვიეირა, სკ "ზესტაფონი"-ს ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, ედსონ სანტოსი და თემურ მახარაზე კონტრაქტების გაფორმების საზეიმო ცერემონიალის შემდეგ.

Īņāåņīā - 242, ńņš: 1 2 3 4 5 6 7 All

nini: gventsa ļčųåņ: MAGARI NAGAVI GUNDIA nagvebi shenken moikitxe da tu sheidzleba dinamos sheurackofas nu akeneb, mitumetes am forumzze....sxvagan jandabamde gza gqonia!

DINAMOFAN: gventsa ļčųåņ: MAGARI NAGAVI GUNDIA oe cota cesierad ra aq!chven ar vayenebt tqven gunds sheuracyofas da tqvenc cota normalurad moiqecit!!!

power: zestafoni chempioniaaaaaaaaaaaaaaaaaaa dinamo, ki >


raul: ზესტაფონის გოლები ბორჯომის კარში: http://www.fczestafoni.ge/Gallery/video/47.wmv http://www.fczestafoni.ge/Gallery/video/48.wmv http://www.fczestafoni.ge/Gallery/video/49.wmv http://www.fczestafoni.ge/Gallery/video/50.wmv

DINAMOFAN: da isa gventasa ratoa erti dimnamo nagavi? gadamcyvet shexvedrebshi rop mogiget xo? da jgufshic ro chagtovet!!!!!!!!!!

power: DINAMOFAN ļčųåņ: gadamcyvet shexvedrebshi rop mogiget xo? da jgufshic ro chagtovet!!!!!!!!!!

raul: ინტერვიუ თემურ მახარაძესთან. ჩემპიონობა, თასი... ორივე მიზანი გვაქვს ”ზესტაფონ”-მა სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ თემურ მახარაძის მორიგი დაბრუნების შემდეგ ზემოიმერლები ბრწყინვალედ ათამაშდნენ და დანაკარგიც მალევე აინაზღაურეს. ”ზესტაფონ”-მა პირველ წრეში 30 ქულას მოუყარა თავი, ლიდერ ”ოლიმპ”-ს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და ზესტაფონელები ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტები არიან. გარდა ამისა, ისინი თასზეც აგრძელებენ ასპარეზობას და იქაც მაღალ მიზნებს ისახავენ. ”ბორჯომ”-თან თამაშის შემდეგ გუნდის წარმატებების მთავარ შემოქმედ თემურ მახარაძეს ბევრ საინტერსო საკითხზე ვესაუბრეთ... -პირველ წრეს როგორ შეაფასებთ,კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით? - გუნდში ჩემი მოსვლის შემდეგ, ”ზესტაფონ”-ს ჩემპიონატში არ წაუგია. უფრო მეტიც, ცხრა შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ფორმის პიკს მივაღწიეთ და ამის დასტური იყო ბოლო ტურში ”ბორჯომ”-თან ბრწყინვალედ ჩატარებული შეხვედრა. ღირსეული მეტოქე გვყავდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და შანსი არ დავუტოვეთ. ლიდერ ”ოლიმპ”-ს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით. ძალიან სერიოზული შესაძლებლობა გაგვიჩნდა, რომ ჩემპიონობისათვის ვიბრძოლოთ. წინ რთული და საინტერესო სეზონი გველის, იოლი არ იქნება,მაგრამ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. - ”ზესტაფონი” თასზეც განაგრძობს ბრძოლას, იქ რა მიზნებს ისახავთ? - თასის გათამაშება ჩვენთვის ჩემპიონატზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქაც კარგი შანსები გვაქვს. ჩვენი ორი ძირითადი კონკურენტი ”ოლიმპი” და ”ვიტ-ჯორჯია” გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა, რაც საქმეს უფრო გაგვიადვილებს. ევროთასების საგზურის მოპოვება თასის გათამაშებიდანაც შეგვიძლია. წინა ორ ფინალში საოცრად არ გაგვიმართლა. იმედია, წლეულს მოჯადოებულ წრეს გავარღვევთ... მოკლედ, ჩემპიონატშიც და თასზეც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ. კარგი იქნება დუბლს თუ გავახერხებთ. - ორ ფრონტზე ბრძოლა არ გაგიჭირდებათ? მითუმეტეს, სამ უშუალო კონკურენტთან ( ”ოლიმპი”, ”ამერი”, ”დინამო”) ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლითი მატჩები გაქვთ... - რა თქმა უნდა, რთული იქნება და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ამ სირთულეებს მომზადებულები შევხვდეთ. დასახულ მიზანს რომ მივაღწიოთ, შემადგენლობის გაძლიერება აუცილებლად დაგვჭირდება. მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს და 2-3 ძლიერი ფეხბურთელი თუ არ დავიმატეთ, გაგვიჭირდება. მარტო ლიდერებთან კი არა, ნებისმიერ მეტოქესტან რთული ბრძოლები გველის. - კანდიდატები თუ გყავთ შერჩეული? - რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით და გვინდა, რომ ისინი ჩვენს გუნდში ვიხილოთ, მაგრამ მათ ვინაობას ამ ეტაპზე ვერ გავახმაურებ. გამორიცხული არ არის, რომ კვლავ უცხოელი ფეხბურთელები მოვიწვიოთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლეგიონერი ორი თავით აჯობებს ადგილობრივს. - ბრაზილიელი ვიეირას თამაშით კმაყოფილი ხართ? - ვიეირა კარგად ჩაჯდა გუნდის შემადგენლობაში. ადაპტაციის პერიოდიც არ ჰქონია, ისე შეეწყო გუნდს. ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია და ”ზესტაფონი”-სთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი მოსვლის შემდეგ ჩვენი სტანდარტულებიც გაცილებით სახიფათო გახდა. ”ბორჯომ”-თან ოთხი კუთხური ჩააწოდა და ორს გოლი მოჰყვა... ის შესანიშნავად ასრულებს სტანდარტულებს, არც სისწრაფე აკლია და არც ტექნიკა. მოკლედ, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. - სანტოსზე რას იტყვით, ის როდის გამოჩნდება ძირითად შემადგენლობაში? - იმავეს თქმა შემიძლია სანტოსზეც. კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, მეორე წრიდან ისიც ჩაჯდება გუნდის ძირითად ბირთვში. ყველანაირ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ სანტოსი მცველია, ამ პოზიციაზე კი პრობლემები თითქმის არ გვაქვს. 9 ტურის განმავლობაში გოლი არ გაგვიშვია და მცველების თამაშით კმაყოფილი ვარ. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ასეთ ვითარებაში სანტოსი კი არა მალდინი რომ მყავდეს, აწყობილ დაცვას ვერ გადავახალისებ. - სხვა ახალწვეულებით თუ ხართ კმაყოფილი? - რა თქმა უნდა ! მათი მოსვლის შემდეგ გუნდი უკეთესად ათამაშდა და ე.ი. გაამართლეს. დაცვაში ბრწყინვალედ ირჯება ედიკ საჯაია, რომლის სახით ძალიან დიდი ძალა დაგვემატა. არ დაგვავიწყდეს, რომ იგი ”ზესტაფონ”-ში მოუმზადებელი ჩამოვიდა, თუმცა, მის თამაშს ეს არ დასტყობია. წარმოიდგინეთ, გუნდთან ერთად რომ გაივლის შეკრებას, ”ზესტაფონი”-სთვის რამხელა სარგებლის მოტანა შეეძლება. კარგად შეეწყო გუნდს ახალგაზრდა ნიკოლოზ კვასხვაძე. ნიჭიერი ბიჭია და თუ ბევრს იმუშავებს, დიდი ფეხბურთის თამაშსაც შეძლებს. პარალელურად ”ზესტაფონი”-ს ახალგაზრდული გუნდის თამაშებსაც ვადევნებ თვალს და მინდა ვთქვა, რომ იქაც არის 2-3 საინტერესო ფეხბურთელი, რომლებიც მეორე წრიდან ძირითად გუნდთან იქნებიან. სასიხარულო ამბავია ისიც, რომ ვარჯიში განაახლა თურმანიძემ და გაზაფხულიდან ისიც შემოგვიერთდება. - დაგეგმილი თუ გაქვთ სად მოემზადება ”ზესტაფონი” მეორე წრისათვის? - მზადების პირველ ეტაპს ბაკურიანში გავივლით. შემდეგ კვიპროსზე ან ანტალიაში გავემგზავრებით, სადაც სერიოზულ გუნდებთან გვექნება ამხანაგური შეხვედრები. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა გადაგვეშალა და მიზნის მისაღწევად სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. მომავალს იმედით ვუყურებ და მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა შედეგს მოიტანს.

SHANHAI: maxaradze ļčųåņ: ჩემპიონობა, თასი... ორივე მიზანი გვაქვს xo,xo, aba

SHANHAI: aba ar gvakvs

raul: ნახევარ გუნდს კონტრაქტი უმთავრდება: რა იქნება ზესტაფონი მეორე წრეში. "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა, ლიდერ "ოლიმპს" ორადორი ქულით ჩამორჩა, თუმც ზესტაფონელები იმაში არიან პირველები, რომ ყველაზე ცოტა, 3 გოლი გაუშვეს და ისიც ერთ მატჩში - აქამდე არ მომხდარა, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში გუნდს მხოლოდ ერთ თამაშში გაეშვას გოლი. "ზესტაფონის" 28 წლის მცველ შალვა ღონღაძეს, ვინც "სარბიელის" ვერსიით პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ამის გარდა სხვაზეც ვესაუბრეთ... - "ზესტაფონის" გარდა ჩემპიონობისთვის კიდევ ოთხი გუნდი იბრძვის, რომელთაგან პირველ წრეში მხოლოდ თბილისის "დინამოს" დამარცხება მოახერხეთ... - მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ რა გაეწყობა, ყველა თამაშს ვერ მოიგებ. რუსთავის "ოლიმპთან" სეზონის დასაწყისში ვითამაშეთ ფრე და მაშინ კარგ ფორმაში არ ვიყავით, თბილისის "ამერთან" არ გაგვიმართლა და ვერ მოვიგეთ, "ვიტ ჯორჯიასთან" მეოთხე ტურში კი 0:3 წავაგეთ, პირველმა გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის შემდეგ გოლი აღარ გაგვიშვია. - "ვიტ ჯორჯიასთან" თამაშის შემდეგ "ზესტაფონში" მწვრთნელი შეგეცვალათ... - თემურ მახარაძემ თავისი პრინციპები შემოიტანა გუნდში და ერთხელაც დაამტკიცა, რომ კარგი მწვრთნელია. მან შემადგენლობაც შეცვალა და სწორედ მას მერე არ გაგვიშვია გოლი ჩემპიონატში. - ზედიზედ ცხრა საჩემპიონატო მატჩში გოლი რომ არ გაუშვით, ახალი მწვრთნელის გარდა ალბათ დაცვის და მეკარის დამსახურებაცაა... - "ზესტაფონში" ერთსულოვნებაა და ჩვენი შედეგი მთლიანად გუნდის დამსახურებაა. როცა ცხრა თამაშში გოლს არ გაუშვებ, ეს, რა თქმა უნდა, მეკარის და დაცვის კარგი თამაშის გამოა, მაგრამ თამაშს ერთი კაცი არ იგებს და არ აგებს. - პირველ წრეში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონა. - ყველაზე უფრო "ოლიმპთან" გაგვიჭირდა თამაში მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში ჩვენი დამარცხება მხოლოდ "ვიტ ჯორჯიამ" შესძლო. - თასის ჯგუფური ეტაპის ერთი მატჩიც და, სეზონის პირველი ეტაპი დასრულდება - რას აპირებს "ზესტაფონი" მეორე წრისთვის. - ჯერ პირველ წრის ანალიზი უნდა გაკეთდეს. სავარაუდოდ, "ზესტაფონი" სეზონის განახლებისთვის ბაკურიანში და კვიპროსზე გაემგზავრება. "ზესტაფონის" მიზანი ჩემპიონობაა და, თუ შემადგენლობის შენარჩუნება მოხერხდა, კარგი საჩემპიონო შანსები გვექნება. - ანუ, არის იმის ალბათობა, რომ "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს. - ძირითადი შემადგენლობის ექვს-შვიდ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი გვიმთავრდება და ჯერ არ ვიცი, რა როგორ იქნება...

SHANHAI:

raul: ინტერვიუ შალვა ღონღაძესთან ... ქართველ მცველს ზესტაფონში დარჩენა სურს ”ზესტაფონ”-მა მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცოტა - სამი ბურთი გაუშვა და ისიც ერთადერთ მატჩში ”ვიტ-ჯორჯია”-სთან. დანარჩნენ 12 შეხვედრაში ფეროელებმა საკუთარი კარი მშრალად შეინახეს, რაც მეკარესთან ერთად მათი მცველების კარგ თამაშზეც მიუთითებს. ზესტაფონელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი შალვა ღონღაძეა, რომელიც ჩვენი გაზეთის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. - შალვა, გილოცავ ”სპორტის” რჩეულთა შორის მოხვედრას, რამდენად ელოდი ამ აღიარებას? - ქართულ სპორტულ პრესას სისტემატურად ვადევნებ თვალს. ხშირად ვხვდებოდი ტურის სიმბოლურ ნაკრებში და აქედან გამომდინარე, იმედი მქონდა, რომ მთელი სეზონის შედეგების შეჯამების დროსაც არ დავრჩებოდი უყურადღებოდ. ჟურნალისტების მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის. ”სპორტმა”, ”ოლიმპმა” და ”სარბიელმა” პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელეს, რაც ჩემთვის სტიმულის მომცემია. მიხარია, რომ შრომა დამიფასდა. - თავად როგორ შეაფასებდი შენს ასპარეზობას? - ურიგოდ არ გამოვიყურებოდი, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ. შემეძლო, გადამწყვეტ მომენტებში უფრო უკეთაც მეთამაშა. მაგალითად ბათუმში მშვენიერი საგოლე მომენტი მქონდა და ვერ გამოვიყენე. რომ გამეტანა, გუნდი სამ ქულას მოიპოვებდა და შესაძლებელი იყო პირველი წრე ლიდერის რანგშიც დაგვესრულებინა. - თვითკრიტიკული ყოფილხარ... - უბრალოდ, მგონია, რომ გუნდისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლო. თუმცა საწუწუნოც არაფერი მაქვს, მატჩების უმეტესობა ნორმანულად ჩავატარე და ცენტრალური მცველის კვალობაზე გოლებიც მრავლად გავიტანე, სამი ჩემპიონატში და ერთიც თასზე. - საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და ალბათ, ნაკრებში დაბრუნების ამბიციაც გექნება? - თუ კარგად ვითამაშებ და ნაკრებში მოხვედრას დავიმსახურებ, იმედია უყურადღებოდ არ დავრჩები. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, დანარჩენი კი მწვრთნელების გადასაწყვეტია. - პირველ წრეში ”ზესტაფონი”-ს მიერ ნაჩვენები თამაშით და შედეგით თუ ხარ კმაყოფილი? - თავდაპირველად თამაში არ წაგვივიდა. როგორც ჩანს, ჩემპიონატს სათანადოდ მომზადებული ვერ შევხვდით. ”ვიტ-ჯორჯია”-სთან 0:3 წავაგეთ და ეს იყო ჩვენი ერთადერთი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში. იქამდე საკუთარ კედლებში ”ოლიმპი”-ს დამარცხებაც ვერ შევძელით. დებიუტშივე უშუალო კონკურენტებთან ძვირფასი ქულები დავკარგეთ, თორემ ახლა პირველ ადგილზე ვიქნებოდით. - მას შემდეგ რაც ”ზესტაფონი” თემურ მახარაძემ ჩაიბარა გუნდმა მნიშვნელოვნად მოუმატა... - თემურ მახარაძემ თავდაჯერება და ამბიცია შეგვმატა. რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაგვემატა და უკეთ ავთამაშდით. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ საკუთარ კედლებში ”ამერი”-ს დამარცხება ვერ მოვახერხეთ. არადა, ეს შეხვედრა ძალიან კარგად ჩავატარეთ და ფორტუნას რომ არ ექცია ზურგი, აუცილებლად გავიმარჯვებდით. ახლა ლიდერ ”ოლიმპ”-ს ორი ქულით ჩამოვრჩებით. ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ გუნდის პოტენციალიდან გამომდინარე მეტი ქულის დაგროვებაც შეგვეძლო. - ცნობილია, რომ გუნდის ხელძღვანელობა ჩემპიონობას გისახავთ მიზნად, რამდენად არის მზად დღევანდელი ”ზესტაფონი” ოქროს მედლებისათვის? - ჩვენს გუნდში კარგი კონტიგენტია თავმოყრილი. თუ სამიოდე ძლიერ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ, ჩემპიონატსა და თასზე წარმატების მიღწევა სავსებით შესაძლებელი იქნება. მეორე წრეში უშუალო კონკურენტებს გასვლაზე ვხვდებით, რთული ბრძოლები გველის, მაგრამ თუ კარგად მოვემზადებით, შეუძლებელი არაფელია. - რამდენიმე წამყვანი ფეღბურთელის მსგავსად ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტი შენც დაგიმთავრდა, აპირებ ხელშეკრულების გაგრძელებას? - რამდენიმე დღეში გუნდის კრებაა დანიშნული და ყველაფერი იქ გადაწყდება. - ალბათ, სხვა ვარიანტებიც გექნება? - კი, რამდენიმე კლუბის ვარიანტი მაქვს, მათ შორის უცხოეთიდანაც. კონკრეტულად მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, მხოლოდ გეტყვით, რომ ბელარუსისა და აზერბაიჯანის წამყვანი კლუბები მიწვევენ. თუმცა, ”ზესტაფონ” - ში თავს კარგად ვგრძნობ და თუ პირობებზე შევთანხმდებით, კარიერას აქ გავაგრძელებ. როგორც ვიცი, ”ზესტაფონი” - ს პრეზიდენტი ილია კოკაია გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია და სურვილი აქვს, რომ ყველა ფეხბურთელი შეინარჩუნოს. პლიუს ამას გაძლიერებაზეც ფიქრობს და ალბათ, რამდენიმე ძლიერი შემსრულებელიც შემოგვიერთება. - ვინ მიგაჩნია დღევანდელი ”ზესტაფონი”-ს ლიდერად? - გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს. ”ზესტაფონი” ერთ მუშტად შეკრული გუნდია. ძირითადის მოთამაშეებს დამატებული სათადარიგოთა სკამის წევრები. ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. - როგორც ამბობენ, ”ზესტაფონი”-ს სტადიონზე მალე სარემონტო სამუშაოები განახლდება. ამის თაობაზე თუ ქსმენია რამე? - დიდი შანსი გვაქვს, რომ ევროთასების საგზური მოვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში ისეთი სტადიონი დაგვჭირდება, რომელიც უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. როგორც ვიცი, სტადიონზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება დაიწყება. ასევე იგეგმება ბაზის გაკეთება. ”ზესტაფონი”-ში რაც აქამდე ითქვა, ყველაფერი რეალურად განხორციელდა და ალბათ, ახლაც ასე იქნება. - ”ზესტაფონი”-ს ბრაზილიელებზე რას იტყვით? - ვიეირა და სანტოსი მეგობრული ბიჭები არიან. ჩვენც ისე ვეპყრობით, როგორც საკუთარ ძმებს. ამბობენ კიდეც, აქ ისეთი სითბო ვიგრძენი, ბრაზილიაშიც არ გვიგვრძნიაო. - არადა, ბევრის აზრით, ვიეირას თანაგუნდელები პასებსაც არ აძლევენ... - ასეთი ხმები ჩვენამდეც მოვიდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს შეგნებულად ნამდვილად არ ხდება. ზოგჯერ კარგად გაიქცევა ხოლმე, მაგრამ მცველი კეტავს და პასის მიცემას აზრი აღარ აქვს. სხვა მხრივ, ვიეირას საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს? პირიქით, შესანიშნავი ფეხბურთელია და გუნდსაც გამოადგა. გარწმუნებთ, რომ ”ზესტაფონ”-ში სრული ერთგულებაა. - მიმდინარე ჩემპიონატზე რა აზრის ხართ? - საკმაოდ დაძაბული პირველობაა, ჩემპიონობისთვის 4-5 გუნდი იბრძვის და მატჩების სანახაობრივმა მხარემაც იმატა. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში საქართველოს ჩემპიონატი გაცილებით მაღალი დონის იქნება. მთავარია, გუნდების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. - როგორ ფიქრობ, რომელი გუნდები გაინაწილებენ პირველ სამ ადგილს? - წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ მჩვევია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ”ზესტაფონ”-ს დავაყენებდი, მეორე - მესამეზე კი, შესაბამისად, ”ოლიმპ”-სა და ”ამერ”-ს. მეორე წრისთვის სერიოზულად ვაპირებთ მომზადებას. კვიპროსში ან ანტალიაში უცხოურ შეკრებას გავივლით და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. პირადად ძალიან მინდა, რომ თასზე გავიმარჯვოთ. აქამდე სამჯერ ვითამაშე თასის ფინალში, ერთხელ ”სამგურალი”-ს შემადგენლობაში, ორჯერ ”ზესტაფონ”-თან ერთად და სამივეჯერ დამარცხებულმა დავტოვე მოედანი. იმედია, წლეულს მაინც გამიმართლებს...

davita: midi gonga midi shentvis meotxe da zestafonistvis mesame cda .....tasi chvenia

raul: ზესტაფონის ხელმძღვანელობა კლუბიდან არავის გაშვებას არ აპირებს,პირიქით აქეთ სურთ გაძლიერება: მათ გამეზარდაშვილის,კახელიშვილიἢr />??,გაგა ჩხეტიანის და შესაძლებელია გია გურულის რჩევით აფრიკელების დამატება მოახერხონ.

raul: roin onianma zestafontan 2-cliani kontrakti gaaforma.

DINAMOFAN: uechveli roins giorgic gayveba!

nini: DINAMOFAN ļčųåņ: uechveli roins giorgic gayveba! dzmebi arian xo?

DINAMOFAN: nini ļčųåņ: dzmebi arian xo? ara dzmebi ar arian mara magari dzmakacebi da sul ertad tamashoben!

raul: roini da giorgi zmebi arian.

DINAMOFAN: raul ļčųåņ: roini da giorgi zmebi arian. ar arian dinamo-olimpis dros komentatorebi ambobdnen bevrs dzmebi goniat mara ar ariano da ai kashiebi ki martlac dzmebi ariono!!!

nini: DINAMOFAN ļčųåņ: komentatorebi ambobdnen egeni bevr rames amboben

nusha02: nini mec egre gavige,rom roini da giorgi mogvareebi ariano

SHANHAI: zestafoneli romaa ert-erti ,es vici danamdvilebit

raul: roin onianis interviu:

raul: აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ ზესტაფონში. ამის დამადასტურებელი მასალა:

power: "zestafoni" seriozulad emzadeba, aserom veravin daudgeba cin tasi chvenia da chempionobac

nini: power ļčųåņ: tasi chvenia da chempionobac ke, ke aba tqven iciiiiit

raul: როგორც გია გურულმა განაცხადა მას დაუკავშირდნენ ზესტაფონიდან და ძლიერი ფეხბურთელების შერჩევა თხოვეს,მანაც ზესტაფონს თავისი კავშირებით ორი კამერუნელი ფეხბურთელი ეკანმა ამია და ნსემენ არნო ახალგაზრდული ნაკრების წევრები და ალენ ჟირესის დახმარებით (რომელიც გაბონის ნაკრების მწვრთნელია) გაბონის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პოლ კესნი შესთავაზა ზესტაფონურ კლუბს. ზესტაფონელების პასუხი ამ დღეებში გაირკვევა დათანხმდებიან თუ არა მათ ჩამოყვანას.

raul: სარბიელში გავრცელებული ინფორმაციით გია გურულის მიერ ზესტაფონისტვის შეთავაზებული 1-გაბონელი და 2-კამერუნელის გარდა კლუბი ასევე 2-ნიგერიელის და 1-ბრაზილიელის გასინჯვას აპირებსო,მათ გოჩა ალადაშვილი ბრაზილიაში მოღვაწე აგენტი სთავაზობსო. ხოლო კლუბიდან კი გია იმედაძე გაუშვიათ.

SHANHAI: მე, როგორც გავიგე, ღონღასაც გაუგრძელებია კონტრაქტი თოდუ, ჭანტურა და ჩხეტოც გააფორმებენო ამ დღეებში

raul: ზესტაფონის ფეროშემნადნობთა ქარხანა ინგლისურმა კომპანია სტემკორდმა შეიძინა,რითაც შეიძლება ითქვას რომ დასრულდა გაუგებრობა ხელისუფლებასა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტ ილია კოკაიას შორის,რომელიც ფეროს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო და პრივატიზაციისას უთანხმოება ქონდა ხელისუფლებასთან,გავრცელებული ინფორმაციით კოკაია მალე საქართველოში დაბრუნდება და კლუბის მომავალ სერიოზულ განვითარებაზე აქედანვე დაიწყებს მუშაობას. ამჟამად ზესტაფონი ბაკურიანშია,შემდეგ ურეკში მიემგზავრებიან,ბოლო შეკრებას კი ანთალიაში გაივლიან. კლუბიდან წავიდა იმედაძე,მივიდა როინ ონიანი. სხვა სერიოზული ტრანსფერებიცაა დაგეგმილი.

kote: imedadzis gashveba shecdoma iyo

raul: გია გურული საქართველოში იმყოფება და როგორც მან განაცხადა ამჟამად მუშაობს ზესტაფონისთვის გაბონელი ფეხბურთელის ტრანსფერზე რომელიც გაბონის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალენ ჟირესმა გამოარჩია.

davita: dzaaan chamovrchenilvar siaxlleebs da aq ramdeni rame xdeba turmre... da tan kvelaferi kargi gongas darchena ki kvelaze magrad mixaria...

raul: საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი გოლეოდორი ზურაბ იონანიძე კვლავაც ზემოიმერული კლუბის ღირსებას დაიცავს. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ისტორიაში საიუბილეო, მე-100-ე გოლის ავტორმა კლუბთან თანამშრომლობა კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ამასთან, მომავალი წლიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ღირსებას დაიცავს სამეგრელოს საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელი, 16 წლის მცველი ცოტნე ბუკია. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- კოკაია ბრუნდება ... კანკავა ”ზესტაფონი”-ს წინააღმდეგ . ”ზესტაფონი” მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ! იმერული ქალაქის უპირველესი გუნდის გულშემატკივართა გულები ამ რამდენიმე დღის წინ იმედით აივსო... არა, ”ზესტაფონ”-ს არც აქამდე უჭირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეროშენადნობთა ქარხანა ბრიტანულმა ”სტემკორ ლიმიტედმა” შეიძინა, ზესტაფონელთა ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა. ცნობისთვის, ამ ბრიტანულმა კომპანიამ ფეროშენადნობთა ქარხნის გარდა ”ჭიათურმანგანუმისა” და ”ვარციხეჰესის” შეძენაც მოახერხა. დასავლეთ საქართველოში მიიჩნევენ, რომ ინგლისური კომპანიის გამოჩენა მკვეთრად გააუმჯობესებს საწარმოთა მუშაობის ხარისხს. ”სტემკორმა” უკვე გადარიცხა საქართველოს ბიუჯეტში 112 მილიონი დოლარი (შენ. : ავტორი-ალეკო კაკაურიძე, ”ოლიმპი”). ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მოცულობა მალე გაორმაგდება. რა თქმა უნდა, ქარხნის ახალი მეპატრონე საგანგებო ყურადღებას მიაქცევს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ს , რომელიც ქართული ოქროს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება. კლუბის რამდენიმე მოთამაშეს ”ზესტაფონ”-თან კონტრაქტი უკვე დაუსრულდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ თადარიგი უკვე დაიჭირა და ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულებები შესთავაზა გუნდის რამდენიმე ლიდერს, რასაც სავარაუდოდ დაჰყაბულდებიან ქართული მასშტაბებით ბევრისშემძლე მოთამაშეები. ”ზესტაფონ”-თან ერთად ვარჯიშობს რუსთავის ”ოლიმპი”-ს ყოფილი უნივერსალი როინ ონიანი, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ გამოცდილი ფეხბურთელი მომავალ სეზონში ”ზესტაფონი”-ს ღირსებას დაიცავს. კლუბის მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის გადაბირება სურს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდში მხოლოდ ორიოდე უცნობი ახალგაზრდა ვარჯიშობს. ზესტაფონელები მომავალი სეზონისათვის პირველს შეკრებას ბაკურიანში გაივლიან, მერე კი თურქულ ანტალიასაც მიაშურებენ, სადაც იმერლები რამდენიმე საკონტროლო ამხანაგური მატჩის ჩატარებასაც გეგმავენ. ”ზესტაფონი”-ს მეტოქეთა ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ იმერლები აუცილებლად გაეჯიბრებიან უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს”. სხვებთან ერთად თემურ მახარაძის გუნდს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც დაუპირისპირდება, რომლის გადაბირებაც ამ ცოტა ხნის წინ უკრაინული გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. თუ ზესტაფონში მოარულ ხმებს ვენდობით, გუნდს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს გაბონის ნაკრების ჯერაც ინკოგნიტო ფორვარდი, რომელიც სისტემატიურად ხვდება ქვეყნის უპირველესი გუნდის შემადგენლობაში. ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება გუნდისპრეზიდენტი ილია კოკაია, რაც ”ზესტაფონი”-სთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს.

SHANHAI: ეშლება გიზოს ძილი!

SHANHAI: http://www.fczestafoni.ge/News/89.htm შალვა ღონღაძე ”ზესტაფონ”-ში რჩება. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს დაცვის ერთ-ერთმა ბურჯმა შალვა ღონღაძემ, ზურაბ იონანიძის მსგავსად, გაახანგრძლივა თანამშრომლობა ზემოიმერულ კლუბთან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა, რომელიც თავის დროზე წყალტუბოს ”სამგურალი”-სა და ფოთის ”კოლხეთი-1913”-ს ღირსებას იცავდა, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-თან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შალვა ღონღაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობს, ”ზესტაფონი”-ს გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა მის მიერ გატანილი არაერთი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლით, მათ შორის : დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების 2006 წლის ფინალური მატჩის ძირითადი დროის ბოლო წამებზე ”ამერი”-ს გოლკიპერ ზურაბ ქვაჩახიას კარში გატანილი ბურთი, გასულ შემოდგომაზე თბილისის დინამოელთა კარში გატანილი ბურთი და ა.შ...

SHANHAI: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/003/003-13.htm

raul: როგორც დღევანდელმა ლელომ გაავრცელა ინფორმაცია ზესტაფონი 15-იანვრიდან 10-დღიან სეკრებას გაივლის უერკში. კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე ფეხბურთელს დაუსრულდა მაგრამ იონანიძე,ჩხეტიანი,ღონღაძე და თოდუა აგრძელებენ კლუბთან თანამშრომლობას. ზესტაფონიდან გაუშვეს მირზა ბჟალავა. როინ ონიანის ტრანსფერი ყველას მოგეხსენებათ,ასევე დღე-დღეზე ელიან გაბონის ნაკრების ფეხბურთელ პაულ კესნის,შესაძლოა ამ შეკრებაზევე კლუბს ფორვარდი ეწვიოს ბრაზილიიდან. დანარცენი ფეხბურთელები კი ალბათ უცხოურ სეკრებაზე გაისინჯებიან.

SHANHAI: სიახლეები საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში ... 2007 წლის 11 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა დაასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების საგაზაფხულო ნაწილისათვის მომზადების მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული შეკრება დაბა ბაკურიანში. მომზადების მეორე ეტაპის დასკვნითი, მეორე შეკრების გავლა დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 იანვრიდან დაბა ურეკში, ხოლო ამის შემდეგ დაგეგმილია უცხოეთში გამგზავრება. ამავდროულად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში კვლავაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გუნდის გასაძლიერებლად - ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ფეხბურთელმა, უნივერსალმა როინ ონიანმა. როინ ონიანი, რომელიც აქამდე მრავალი ქართული კლუბის ფერებს იცავდა და გახლავთ 2005 წლის საქართველოს ეროვნული თასის მფლობელი, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს არანაკლებმნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ კლუბთან თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა გუნდის ერთ-ერთმა სახემ და კაპიტანმა კახაბერ ჩხეტიანმა.



ļīėķą’ āåšńč’ ńņšąķčöū