Ôîðóì » გუნდები » ამერი » Îòâåòèòü

ამერი

raul: თურქეთში გამგზავრებამდე ამერმა ოლიმპთან 1:0 მოგების მერე ბოლო ამხანაგური ჩაატარა: ამერი 4:0 მერანი ამხანაგური მატჩი 25/01/07, საგურამო - ამერის ბაზა მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი) მეგოლეები: 1:0 დოლიძე (42), 2:0 გაბისკირია (61), 3:0, 4:0 დოლიძე (72, 80) ამერი: ქვაჩახია, დიდავა, დავითნიძე, კაკაშვილი, ელბაქიძე, დოლიძე, მესხი, დეკანოსიძე, მჭედლიშვილი, დავითაშვილი, ჩიმაკაძე (პირველ ტაიმში); ნადირაშვილი, ფირანიშვილი, გვაძაბია, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, ჯელაძე (დოლიძე 64), დობროვოლსკი, ბოლქვაძე, ნიკოლაიშვილი, წინამძღვრიშვილი, გაბისკირია (მეორე ტაიმში). მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე მერანი: სეფიაშვილი, მჭედლიშვილი, გრიგალაშვილი, თურქია, ოსიტაშვილი, ბესარაშვილი, ფურთუხია, ბურჯანაძე, ჩაჩიბაია, გაგუა, სიხარულიძე. შეცვლაზე ითამაშეს: გლუნჩაძე, ტომარაძე, უსენაშვილი, კობერიძე, ნეფარიძე, დევიძე, დეისაძე, ქემაშვილი, ზირაქიშვილი. მწვრთნელი: სერგო კუტივაძე გაფრთხილება: ელბაქიძე (25), გაბისკირია (68) - ტომარაძე (85) კარში დარტყმა: 7-2; კარისკენ დარტყმა: 2-2; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 11-6; კუთხური: 6-2

Îòâåòîâ - 230, ñòð: 1 2 3 4 5 6 All

SHANHAI: maica, maica, amerma gushin caago xorvatebtan, magram etkoba gabazreba utkdeba? SLAVEN BELUPO – AMERI 2:0 | 31.1.2007 Slaven Belupo je u utorak u prijateljskoj utakmici u Antalyji pobijedio gruzijskog prvoligaša Ameri iz Tbilisija rezultatom 2:0 (poluvrijeme 0:0). Pogotke za našu momčad postigli su Miljenko Mumlek i Dario Zahora u drugom dijelu utakmice, a dodavač za oba pogotka bio je Srebrenko Posavec. U četvrtak će Slaven Belupo odigrati prijateljski susret sa švicarskim prvoligašem Thunom. SLAVEN BELUPO: Nikoloski – Kokalović (od 83. Radiček), Radeljić (od 87. Jajalo), Kristić (od 81. Delić) – Bošnjak (od 71. Jambrušić), Posavec (od 78. Šomoci), Poldrugač (od 83. Kelemen), Mumlek (od 78. Poljak), Elez (od 46. Bodrušić) – Prpić (od 71. Zahora), Vručina (od 83. Sopić). TRENER: Elvis Scoria. AMERI: Kvachakia – Elbakidze, Chikviladze, Didava, Daviznidze – Meskhi, Jeladze, Bolkovadze, Dolidze – Davitshvili, Tsinamdzgvrishvili (još su igrali: Dekandsidze, Chimakadze, Dobrovolski, Kakashvili, Berianidze). TRENER: Georgi Chikhradze. STRIJELCI: 1:0 Mumlek (61), 2:0 Zahora (77). http://www.nk-slaven-belupo.hr/ Pozor!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

SHANHAI: aba axla hertastan nabrdzlolebi gundi belupo tu zalupostan rom caagebs texavs ise, rom malavdnen , egonat, ver gavigebdit

dachi: SHANHAI sasgol zato merans xo mouges


raul: ეხლა ვნახე,ამერში 20-წლის სერბი გრბოვიჩი ვარჯიშობს,ბოლოს ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/020/020-5.htm

DINAMOFAN: http://www.open.ge/el/?base=www.open.ge/07/sarbieli/030/&view=0&url='030-7.htm' chixradzis interviu!

DINAMOFAN:

tomka: sagoool dinamofaaaan magaria ki gldaneli var magram DINAMO CHEMPIOON dzirs ameriiii

DINAMOFAN: tomka GAIXARE!!!!! aI NAMDVILI GLDANELI ROGORI UNDA iyos!

tomka: madlob dinamofan aba shen ra gegona egrea da

dachi: ise tviton sityvac ra magaria "gldani" ara magaria,megobrebi myavs eeeeh,ameri,ameri

DINAMOFAN: xo! ara martla kaia! dachi ras ityvi???

tomka: ise ameri ra pontia?tu gldanis gundia unda sxvanairad erqvas.

DINAMOFAN: tomka FC GLDANI 2002!

tomka: kaj azria magram ar datanxmebian ne to ponti gamosdit ukve ara da ra magra jgers FC GLDANI 2002

tomka: dachim gagvebuta memgoni ar pasuxobs ara da ra saintereso temaze vsaubrobt

annnieq07: dzaan magrebi xart ra!!!!!!!!!

DINAMOFAN: დინამოსთან სხვა ამერი იქნება ცრუ მითები არ უნდა შეიქმნას თბილისის "ამერი" საქართველოში ერთადერთი გუნდია, ვისთვისაც თბილისის "დინამოს" ჯერ არ მოუგია. მიმდინარე სეზონში ამერელებმა "დინამო" ჩემპიონატშიც დაამარცხეს და თასის მერვედფინალშიც. 10 მარტს კი ეს გუნდები ერთხელაც შეხვდებიან ერთმანეთს საჩემპიონატო მატჩში და ვნახოთ, "დინამო" ამერულ ნავსს გატეხავს თუ არა. მანამდე კი "სარბიელის" კითხვებს "ამერის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე პასუხობს... - "დინამოსთან" სათამაშოდ "ამერი" განსაკუთრებულად ემზადება, ვიდრე სხვა უშუალო კონკურენტებთან? -"`დინამოსთან" თამაშს განსაკუთრებულად არ ვუდგებით, იგივე მოტივაციით გავდივართ მოედანზე, როგორც სხვა კონკურენტ გუნდებთან. ის კია, რომ სხვა კონკურენტებთან მატჩის დებიუტშივე ვუშვებთ გოლს და ეს საქმეს გვირთულებს. "დინამოსთან" თამაშისას პატარ-პატარა დეტალებსაც ვითვალისწინებთ და ამას შედეგი მოაქვს. - და რა არის ეს დეტალები? - "დინამო" ალბათ ფიქრობს, რომ რადგან "დინამოა", აუცილებლად უნდა მოიგოს. ჩვენ სხვა გუნდებზე ასე არ ვფიქრობთ. -10 მარტს ერთხელაც შეხვდებით "დინამოს" - ამ მატჩისთვის ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის "ამერი"? - ჩვენი მხრიდან არანაირი ქედმაღლობა და ზედმეტი თავდაჯერება არ იქნება. თუმც იმ გუნდებთან, ჩვენი უშუალო კონკურენტები რომ არ არიან, ხანდახან მართლაც ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ და ამის გამო ვისჯებით კიდეც. - ალბათ ამიტომაც იყო, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ "ბათუმს" ვერ მოუგეთ... - "ბათუმთან" რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს - ბევრი ტრავმიანი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი მოვისაკლისეთ და პირველ ტაიმში აგრესია გვაკლდა. ისიცაა, რომ "ბათუმი" საკმაოდ ნორმალური გუნდია. - მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში "დინამოსთან" დაცვითი ფეხბურთი ითამაშეთ -როგორი იქნება "ამერი" 10 მარტს? - "ამერს" იგივე შემართება ექნება და სხვანაირად ითამაშებს. "ამერის" ფეხბურთელები ახლა ოპტიმალურ ფორმას უახლოვდებიან. - ფორვარდების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ეთანხმებით ასეთ შეხედულებას? - თუ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობ, ამის კომპენსირებას სწრაფი, შემტევი სტილის შუახაზელები უნდა ახდენდნენ, რომლებსაც შეტევის კარგად დაბოლოებაც შეუძლიათ. მოკლედ, გააჩნია, რა შემსრულებლები გყავს გუნდში. არავის კომპეტენციაში არ ვიჭრები, უბრალოდ, საკუთარ აზრს გამოვთქვამ - თუ დიდი მიზნებისთვის იბრძვი, ოპტიმალურ ვარიანტად ორი ფორვარდით თამაში მიმაჩნია. - "დინამოსთან" სათასო მატჩში ამერელთაგან რატი წინამძღვრიშვილი გამოირჩა - როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტში აქვს მოსამატებელი ამ ფორვარდს? - წინამძღვრიშვილს პროგრესი აქვს, მისი წინსვლა სწორედ დაძაბულ, პრინციპულ თამაშებში უნდა მოხდეს. რატის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია საგოლე მომენტის შექმნა. თუმც მას ჯერ კიდევ დასახვეწი აქვს ბევრი კომპონენტი, თუნდაც მარჯვენა ფეხით თამაში, მეტი სწორი მოძრაობა... - დინამოელთაგან კი "ამერთან" სათასო დაპირისპირებაში სანდრო იაშვილმა ითამაშა კარგად - მას საინტერესო ფეხბურთელად არ მიიჩნევთ ეროვნული ნაკრებისთვის? - მის ხასიათზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ პრობლემები ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს და ამის გამო ცრუ მითები არ უნდა შეიქმნას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. იაშვილი იქით უნდა მოერიოს პრობლემებს და ძალიან მაღალი კლასის ფორვარდი გახდება. ვფიქრობ, იაშვილს ამ ეტაპზეც აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ეროვნულ ნაკრებში, რაც მას კიდევ უფრო მეტ სტიმულს შესძენს.

dachi: winamdzgvrishvili tu yvelaze gmorcheuli iyo e.i me im tamashze ar vyopilvar egeti bote pexburtelis mnaxveli ar var

erik: gaedo amers! mainteresebs ra chxubi atyda stadionze?

dachi: romel stadionze....... imenna moedanze tu tribunebze?

erik: dachi tribunaze?

dachi: AMERIS FANEBS EGONAT RO RADGAN PENALI DAIDO AUCILEBLAD KARIS UKAN UNDA DAMDGARIYVNEN,ISE AR CHAITVLEBODA.......:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) XODA CHVENSKEN GADMOIRBINES MAGRAM .GAIMAZAAAAAAAAA.........XODA MIVADZAXET RO ARA IYO PENALI DA ARC SHEGERGEBODATOOOOOOOOO....XODA ECYINAT BICHEBS DA KINAGAM IBLATAVES:)))))))))MAGRAM MIXVDNEN RO

DINAMOFAN: xaxa tan dartymamde ver moaswres xo gadmorbena! ra eshvelebat!

annieq07:

raul: 17-მარტიდან 31-მარტამდე ეროვნული ნაკრებების გამო შესვენებაა,ამერი კი ამხანაგურების ჩასატარებლად ბაქოს მიემგზავრება: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/057/057-7.htm

raul: ამერი ბაქოშია,ფოტორეპორტაჟი ამერის საიტზე: http://www.fcameri.ge/ge/news/badri.htm

SHANHAI: tatrebs ufrtxildnen

raul: ამერმა აზერბაიჯანის პირველი ლიგის კლუბ სტანდარტს 7:0 მოუგო.

kote: mainc mirchevnia gldanis warmomadgenelma iasparezos uefas tassze ,mainc gamocdileba aqvs da olimpi intertotos tass tu dajerdeba kargi iqneba.

SHANHAI: chven ligaze gvishveb ?

SHANHAI: xo ici, kote, chventan mainc caagebt, da, me tkvensken var, tkven - vercxli . sulit da gulit vambob!

kote: vnaxot vnaxot dzlieri gaimarjvebs

raul: სტანდარტი 0:7 ამერი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 22/03/2007. ბაქო - ინტერის ხელოვნურსაფარიანი მსაჯი: სალმადოვი (აზერბაიჯანი) მეგოლეები: 0:1 ტატანაშვილი (2), 0:2 დავითაშვილი (6), 0:3 დავითნიძე (12), 0:4 ხვადაგიანი (19), 0:5 გაბისკირია (37), 0:6 დოლიძე (39), 0:7 ბოლქვაძე (78) სტანდარტი (ბაქო, აზერბაიჯანი): გაჯიევი, ნასიმოვი, ბაბაევი, კ. მამედოვი, გუსეინოვი, ს. მამედოვი, აგაკიშიევი, ბაირამოვი, ე. გაჯიევი, ბატულაევი, ვ. გაჯიევი. შეცვლაზე შევიდნენ: ფატაი, ალიევი, მუსტაფაევი, ალახვერდაევი, უსუნჯიევი, ზეინალიევი. ამერი: ნადირაშვილი, დავითნიძე, დავითაშვილი, ტატანაშვილი, მესხი, კაკაშვილი, დოლიძე, დობროვოლსკი, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, ვაჩეიშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ფირანიშვილი, სევასტოპულო, სილაგავა, გაბისკირია, ბოლქვაძე. მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე სურათები: http://www.fcameri.ge/ge/news/badri.htm

raul: ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი: შემიძლია ვთქვა, რომ "ამერი" ჩვენი რაიონის სიამაყეა. მან გლდანში აიდგა ფეხი და აქედან დაიწყო წარმატებისკენ სვლა. "ამერის" პერსპექტივაში ეჭვიც არ მეპარება, რადგან გუნდმა უკვე მიაღწია პირველ წარმატებებს და იმ ფაქტსაც, რომ "ამერს" ჩვენს რაიონში გულშემატკივარი არ აკლია, ამერელთა გამარჯვებად ვთვლი. ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტშა ასოციაციის პრეზიდენტი: სპორტული ჟურნალისტი ვარ და, ცხადია, ნებისმიერი ქართული გუნდის წარმატება მახარებს, მაგრამ "ამერი" ჩემთვის გამორჩეული კლუბია - მისი დამაარსებელი ზურაბ ფოცხვერია თავადაც სპორტული ჟურნალისტია და მის გარდა "ამერის" ბევრი თანამშრომელი ასევე ჩვენი კოლეგაა. დარწმუნებული ვარ, "ამერს" დიდი მომავალი აქვს და ამის თქმის საფუძველს ის გარემოება მაძლევს, რომ "ამერში" საქმეს გულით აკეთებენ. ნონა გაფრინდაშვილი, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი: "ამერი" ძალიან ახალგაზრდა კლუბია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებებს მიაღწევს. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ "ამერმა" უკვე მიიპყრო ყურადღება და ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. დიმიტრი რამიშვილი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი: ძალიან კარგია, რომ ასეთი ჟინიანი და მიზანსწრაფული კლუბი არსებობს საქართველოში. ამერელთა ამ თვისებებიდან გამომდინარე, მწამს, რომ კლუბს შეუძლია მიაღწიოს ისეთ მწვერვალებს, რითაც მთელი საქართველო იამაყებს. "ამერის" ყველა თანამშრომელს საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ამ დღეს. უჩა უგულავა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: სიამოვნებით ვუერთდები მათ, ვისაც ახარებს "ამერის" თითოეული წარმატება. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რამდენი გულშემატკივარი ყავს ამ გუნდს და რომ მისი სტადიონის ტრიბუნა ყოველთვის სავსეა. "ამერის" ყველა გულშემატკივარს ვუსურვებ, რომ უახლოეს მომავალში მათ "ამერის" საერთაშორისო მატჩებში გამარჯვებებით გაეხაროთ. ემზად ზენაიშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი: ბევრ ამერელს ჯერ კიდევ კლუბის დაარსებამდე ვიცნობდი, ხოლო "ამერის" დაარსების დღიდან მისი ერთგული გულშემატკივარი ვარ და თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდები. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯებია. შეიძლება ითქვას, რომ მეც ამერელი ვარ, რადგან საქართველოს თასის მოგების მერე, უეფას თასზე გასულ "ამერს" წილისყრისას მე წარმოვადგენდი უეფას შტაბბინაში. მამუკა ციხელაშვილი, საქართველოს კონსული სომხეთში: პირველ რიგში, თითოეულ ამერელს ჯანმრთელობას ვუსურვებ. "ამერის" ფეხბურთელებს მუდამ ლამაზი, ქართული ფეხბურთის ტრადიციებზე დამყარებული ფეხბურთი ეთამაშოთ. ისეთი, როგორიც მათ ერევანში, "ბანანცთან" აჩვენეს. მაშინ, შესვენებისას, "ამერის" გასახდელში შევედი და ბიჭებს ვთხოვე, ვესახელებინეთ. ძალიან გახარებული ვიყავი, "ამერმა" ის თამაში რომ მოიგო და თან ლამაზად ითამაშა. "ამერის" ფეხბურთელებს ვუსურვებ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეთამაშოთ. დავით ტურაშვილი, მწერალი: "ამერის" ყველა გულშემატკივარს ვულოცავ კლუბის დაბადების დღეს და მათ შორის, ჩემს თავსაც, რაკი "ამერის" ქომაგი ვარ. ამ კლუბმა დაარსებისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული ჟინით, პროფესიონალიზმისკენ სწრაფვით, საქმისადმი მიდგომით. შედეგიც უკვე ჩანს. მხოლოდ წმინდა სპორტულ წარმატებებს არ ვგულისხმობ. ჩვენ ვხედავთ, რომ "ამერში" საქმეს ყველასგან განსხვავებულად უდგებიან და ამიტომაც გახდა დაარსებისთანავე ეს კლუბი საინტერესო და ამიტომ ყავს ამდენი გულშემატკივარი. ვფიქრობ, "ამერს" შეუძლია ევროპულ სარბიელზე წარმატებით თამაში, რითაც ის ერთგვარ ლოკომოტოვად იქცევა სხვა გუნდებისთვის და თუ ასე მოხდა, ეს მთლიანად ქართული ფეხბურთის გამარჯვება იქნება. ამერელთა მიზნები ვიცი და ამიტომაც მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში წარმატებული თამაშით "ამერი" არ დაკმაყოფილდება. გენადი ფიოდოროვი, როიტერის ჟურნალისტი: "ამერს" დიდ წარმატებებს ვუსურვებ. თავის დროზე ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, "ამერის" პრეზიდენტის, მთავარი მწვრთნელის და სხვა თანამშრომელთა გაცნობა. მათთან საუბრებმა და მათმა საფეხბურთო მსოფლმხედველობამ დამანახა, რომ ისინი დიდი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებენ. ჩემთვის კი ვისურვებდი, რომ ბევრჯერ მომეცეს "ამერის" წარმატებებზე წერის საშუალება.

raul: გიორგი ჩიხრაძის ინტერვიუ: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/075/075-3.htm

raul: 26 მაისს ვილაპარაკოთ სულიკო დავითაშვილი: ამერი იმას თამაშობს, რაც სჭირდება თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფინალში საქართველოს თასის შარშანდელი წყვილი იქნება -ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ამერმა" შინ "სიონი" წააქცია 3:0, ხოლო "ზესტაფონმა" "ბათუმი" 4:0. მოკლედ, 26 მაისს თასის ფინალში ალბათ "ზესტაფონი" და "ამერი" იბრძოლებენ. ამერელთა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელ სულიკო დავითაშვილს სათასო ამბების გარდა სხვაზეც ვესაუბრეთ... - ელოდი, რომ "სიონს" ასე იოლად მოუგებდით პირველ მატჩს? - ეს მართლაც მოულოდნელი იყო, არ გვეგონა, თუ "სიონს" 3:0-ს მოვუგებდით, ბოლნისელებს ხომ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. ყველა გუნდს ემართება ასეთი რამ - ერთ კონკრეტულ თამაშში არაფერი გამოსდის და ალბათ ასე დაემართა "სიონსაც", თუმც ჩვენც კარგად ვითამაშეთ. - "ამერი" ალბათ უკვე 26 მაისის მატჩზე და "ზესტაფონზე" ფიქრობს... - "ზესტაფონი" ნაღდად გასულია ფინალში, "ამერზე" კი ჯერ იმას ვიტყოდი, რომ ცალი ფეხით ფინალში ვართ. - შარშან "ამერმა" თასი მოიგო, წლეულსაც ალბათ ფინალში გავა - მიგაჩნია, რომ სათასო გუნდად ყალიბდებით? - ასე არ ვიტყოდი, ჩემპიონატში ახლა მესამე ადგილზე ვართ და ჯერ არაფერია დამთავრებული, ჩემპიონობის თუ არა, მეორე ადგილზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. - გასაგებია, მაგრამ "ამერი" ჩემპიონატში ერთობ არასტაბილურად გამოდის - ეს რისი ბრალი უნდა იყოს? - არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. - ბოლო დროს ბევრი გოლი რომ ვერ გაგაქვს, ამაზე რას იტყოდი? - გოლების გატანას მართლაც მოვუკელი, თუმცა ვფიქრობ, ამის გამოსწორებას მოვახერხებ. მთავარი გუნდის წარმატებაა, ხშირად უკან ვიხევ და საგოლე პასებზე ვაკეთებ აქცენტს, მაგრამ გოლის გატანა სულ სხვაა. მეორე წრეში "დინამოსთან" 1:2 რომ წავაგეთ, ბოლო წუთებზე მეორე გოლიც უნდა გამეტანა პენალტით, მაგრამ ეს ვერ შევძელი, არადა, მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჩემპიონატში ახლა სულ სხვა ვითარება იქნებოდა. - თასის თემას დავუბრუნდეთ. მოპოვება უფრო ძნელია, ვიდრე შენარჩუნებაო, ამბობენ. რას ფიქრობ, წლეულს როგორ იქნება? - შარშან უმეტესობას ეგონა, თასს "ზესტაფონი" მოიგებსო, მაგრამ... სტატისტიკურად, მიღწეულის შენარჩუნება უფრო ძნელია, თუმც რა მოხდება წლეულს, ამას 26 მაისის საღამოს გეტყვით. - ამ სეზონში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონა? - თბილისის "დინამო", ეს გუნდი კარგ მოედანზე რომ თამაშობდეს, უკეთესადაც წარმოაჩენდა თავს. "მიხეილ მესხის" მინდორზე ძალიან ძნელია შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. - "ამერის" სათამაშო სტილი რამდენად მიმზიდველად გეჩვენება? - "ამერი" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორიც სჭირდება. ხშირად ყოფილა, საინტერესო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, მაგრამ მოგვიგია. საინტერესო თამაში იქ ვაჩვენეთ, სადაც საჭირო იყო - თასის შარშანდელ ფინალში, "ჰერტასთან", "ბანანცთან" ერევანში... - შარშანდლიდან ბევრს ლაპარაკობენ "ამერის" 19 წლის ფორვარდ რატი წინამძღვრიშვილზე... - რატი თუ ძალიან მოინდომებს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მას ამის ნიჭი ნამდვილად აქვს და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ ყველა მატჩი ისე ითამაშა, როგორც ახლა "სიონთან", ყველაფერი კარგად წაუვა.

SHANHAI: mtrisasa,mtrisas, sheni chirime

raul: ჩემპიონობაც და თასიც გრიგოლ დოლიძე ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. "ამერის" წარმატებები მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული. იგი ამ სეზონში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი გოლით შეეწია თავის გუნდს. გუშინ ახალგაზრდა ნახევარმცველს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ. - პირველი წრის შემდეგ პირველადგილოსან "ოლიმპს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდით. ახლა კი სხვაობა ექვს ქულამდე გაიზარდა. ჩემპიონობის შანსი კიდევ გაქვთ? - შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს, მით უმეტეს, "ოლიმპთან" შეხვედრა წინ არის. მართალია, სხვაობა გაზრდილია, მაგრამ ჩემპიონობისთვის მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ. "ამერს" ამის რეალური ძალა გააჩნია. - ქულათა შორის ამხელა სხვაობა რამ განაპირობა? - დასანანი ქულები დავკარგეთ "ბათუმთან" და "ბორჯომთან". არადა, ეს შეხვედრები ჩვენი გამარჯვებით რომ დასრულებულიყო, ახლა სულ სხვა სატურნირო მდგომარეობა გვექნებოდა. - ძირითადი აქცენტის გადატანას თასზე ხომ არ აპირებთ? - არა, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენს გუნდს გააჩნია იმის ძალა, რომ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა არ შეწყვიტოს. - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ცალი ფეხით უკვე თასის გათამაშების ფინალში ხართ? - დიახ, სამბურთიანი სხვაობა მართლაც დიდ უპირატესობას გვაძლევს. ისე, ბოლნისური თამაშისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. "სიონი" იოლად არაფერს დათმობს და არც ჩვენ ვაპირებთ ბოლნისიდან გამარჯვების გარეშე წამოსვლას. - "სიონისგან" უფრო დიდ წინააღმდეგობას ხომ არ ელოდით? - ბოლნისელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ იმ დღეს მეტოქე დამსახურებულად დავამარცხეთ. უპირატესობას ვფლობდით აბსოლუტურად ყველა კომპონენტში და ვერავინ იტყვის "ამერმა" შემთხვევით გაიმარჯვაო. - თამაშის მსვლელობისას გიორგი ჩიხრაძე ფლანგებს ხშირად გიცვლის. რატომ? - ეს იმითაა განპირობებული, რომ მეტოქეს თავგზა ავუბნიოთ. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ მარჯვნიდან შევუტევთ. თამაშისას ასეთი გადაწყობები კი მოწინააღმდეგის რიგებში გაუგებრობას იწვევს, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია. - ამ ჩემპიონატს მართლაც მაღალ დონეზე ატარებთ. ხომ არ გსურს ძალების უფრო მაღალ დონეზე მოსინჯვა? - სურვილი ერთია, მაგრამ ამისათვის შემოთავაზებები უნდა იყოს. ჯერჯერობით კი სერიოზული დაინტერესება არსაიდან ჩანს. ისე "ამერს" კონტრაქტით წელიწადნახევარი ვეკუთვნი და კლუბში არსებული პირობებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. - თანდათანობით ალბათ ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზიები გაგიჩნდება. - ალბათ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში არ სურდეს თამაში. გამონაკლისი არც მე ვარ. ვარჯიშისას და თამაშისას თავს არ დავზოგავ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამომიძახებენ კიდეც.

dachi: ai kaci,saertod ar tvlis ro dinamostan cageba da dakrguli 3 qula...sulac ar aris dasanani....anu unda caegot ra magram satauris ra mogaxsenot "dinamo & zestafon"

dachi:



ïîëíàÿ âåðñèÿ ñòðàíèöû