Форум » გუნდები » ამერი » Ответить

ამერი

raul: თურქეთში გამგზავრებამდე ამერმა ოლიმპთან 1:0 მოგების მერე ბოლო ამხანაგური ჩაატარა: ამერი 4:0 მერანი ამხანაგური მატჩი 25/01/07, საგურამო - ამერის ბაზა მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი) მეგოლეები: 1:0 დოლიძე (42), 2:0 გაბისკირია (61), 3:0, 4:0 დოლიძე (72, 80) ამერი: ქვაჩახია, დიდავა, დავითნიძე, კაკაშვილი, ელბაქიძე, დოლიძე, მესხი, დეკანოსიძე, მჭედლიშვილი, დავითაშვილი, ჩიმაკაძე (პირველ ტაიმში); ნადირაშვილი, ფირანიშვილი, გვაძაბია, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, ჯელაძე (დოლიძე 64), დობროვოლსკი, ბოლქვაძე, ნიკოლაიშვილი, წინამძღვრიშვილი, გაბისკირია (მეორე ტაიმში). მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე მერანი: სეფიაშვილი, მჭედლიშვილი, გრიგალაშვილი, თურქია, ოსიტაშვილი, ბესარაშვილი, ფურთუხია, ბურჯანაძე, ჩაჩიბაია, გაგუა, სიხარულიძე. შეცვლაზე ითამაშეს: გლუნჩაძე, ტომარაძე, უსენაშვილი, კობერიძე, ნეფარიძე, დევიძე, დეისაძე, ქემაშვილი, ზირაქიშვილი. მწვრთნელი: სერგო კუტივაძე გაფრთხილება: ელბაქიძე (25), გაბისკირია (68) - ტომარაძე (85) კარში დარტყმა: 7-2; კარისკენ დარტყმა: 2-2; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 11-6; კუთხური: 6-2

Ответов - 230, стр: 1 2 3 4 5 6 All

SHANHAI: maica, maica, amerma gushin caago xorvatebtan, magram etkoba gabazreba utkdeba? SLAVEN BELUPO – AMERI 2:0 | 31.1.2007 Slaven Belupo je u utorak u prijateljskoj utakmici u Antalyji pobijedio gruzijskog prvoligaša Ameri iz Tbilisija rezultatom 2:0 (poluvrijeme 0:0). Pogotke za našu momčad postigli su Miljenko Mumlek i Dario Zahora u drugom dijelu utakmice, a dodavač za oba pogotka bio je Srebrenko Posavec. U četvrtak će Slaven Belupo odigrati prijateljski susret sa švicarskim prvoligašem Thunom. SLAVEN BELUPO: Nikoloski – Kokalović (od 83. Radiček), Radeljić (od 87. Jajalo), Kristić (od 81. Delić) – Bošnjak (od 71. Jambrušić), Posavec (od 78. Šomoci), Poldrugač (od 83. Kelemen), Mumlek (od 78. Poljak), Elez (od 46. Bodrušić) – Prpić (od 71. Zahora), Vručina (od 83. Sopić). TRENER: Elvis Scoria. AMERI: Kvachakia – Elbakidze, Chikviladze, Didava, Daviznidze – Meskhi, Jeladze, Bolkovadze, Dolidze – Davitshvili, Tsinamdzgvrishvili (još su igrali: Dekandsidze, Chimakadze, Dobrovolski, Kakashvili, Berianidze). TRENER: Georgi Chikhradze. STRIJELCI: 1:0 Mumlek (61), 2:0 Zahora (77). http://www.nk-slaven-belupo.hr/ Pozor!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

SHANHAI: aba axla hertastan nabrdzlolebi gundi belupo tu zalupostan rom caagebs texavs ise, rom malavdnen , egonat, ver gavigebdit

dachi: SHANHAI sasgol zato merans xo mouges


raul: ეხლა ვნახე,ამერში 20-წლის სერბი გრბოვიჩი ვარჯიშობს,ბოლოს ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/020/020-5.htm

DINAMOFAN: http://www.open.ge/el/?base=www.open.ge/07/sarbieli/030/&view=0&url='030-7.htm' chixradzis interviu!

DINAMOFAN:

tomka: sagoool dinamofaaaan magaria ki gldaneli var magram DINAMO CHEMPIOON dzirs ameriiii

DINAMOFAN: tomka GAIXARE!!!!! aI NAMDVILI GLDANELI ROGORI UNDA iyos!

tomka: madlob dinamofan aba shen ra gegona egrea da

dachi: ise tviton sityvac ra magaria "gldani" ara magaria,megobrebi myavs eeeeh,ameri,ameri

DINAMOFAN: xo! ara martla kaia! dachi ras ityvi???

tomka: ise ameri ra pontia?tu gldanis gundia unda sxvanairad erqvas.

DINAMOFAN: tomka FC GLDANI 2002!

tomka: kaj azria magram ar datanxmebian ne to ponti gamosdit ukve ara da ra magra jgers FC GLDANI 2002

tomka: dachim gagvebuta memgoni ar pasuxobs ara da ra saintereso temaze vsaubrobt

annnieq07: dzaan magrebi xart ra!!!!!!!!!

DINAMOFAN: დინამოსთან სხვა ამერი იქნება ცრუ მითები არ უნდა შეიქმნას თბილისის "ამერი" საქართველოში ერთადერთი გუნდია, ვისთვისაც თბილისის "დინამოს" ჯერ არ მოუგია. მიმდინარე სეზონში ამერელებმა "დინამო" ჩემპიონატშიც დაამარცხეს და თასის მერვედფინალშიც. 10 მარტს კი ეს გუნდები ერთხელაც შეხვდებიან ერთმანეთს საჩემპიონატო მატჩში და ვნახოთ, "დინამო" ამერულ ნავსს გატეხავს თუ არა. მანამდე კი "სარბიელის" კითხვებს "ამერის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე პასუხობს... - "დინამოსთან" სათამაშოდ "ამერი" განსაკუთრებულად ემზადება, ვიდრე სხვა უშუალო კონკურენტებთან? -"`დინამოსთან" თამაშს განსაკუთრებულად არ ვუდგებით, იგივე მოტივაციით გავდივართ მოედანზე, როგორც სხვა კონკურენტ გუნდებთან. ის კია, რომ სხვა კონკურენტებთან მატჩის დებიუტშივე ვუშვებთ გოლს და ეს საქმეს გვირთულებს. "დინამოსთან" თამაშისას პატარ-პატარა დეტალებსაც ვითვალისწინებთ და ამას შედეგი მოაქვს. - და რა არის ეს დეტალები? - "დინამო" ალბათ ფიქრობს, რომ რადგან "დინამოა", აუცილებლად უნდა მოიგოს. ჩვენ სხვა გუნდებზე ასე არ ვფიქრობთ. -10 მარტს ერთხელაც შეხვდებით "დინამოს" - ამ მატჩისთვის ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის "ამერი"? - ჩვენი მხრიდან არანაირი ქედმაღლობა და ზედმეტი თავდაჯერება არ იქნება. თუმც იმ გუნდებთან, ჩვენი უშუალო კონკურენტები რომ არ არიან, ხანდახან მართლაც ზედმეტად თავდაჯერებულები ვართ და ამის გამო ვისჯებით კიდეც. - ალბათ ამიტომაც იყო, რომ ჩემპიონატის ბოლო ტურში შინ "ბათუმს" ვერ მოუგეთ... - "ბათუმთან" რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს - ბევრი ტრავმიანი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი მოვისაკლისეთ და პირველ ტაიმში აგრესია გვაკლდა. ისიცაა, რომ "ბათუმი" საკმაოდ ნორმალური გუნდია. - მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში "დინამოსთან" დაცვითი ფეხბურთი ითამაშეთ -როგორი იქნება "ამერი" 10 მარტს? - "ამერს" იგივე შემართება ექნება და სხვანაირად ითამაშებს. "ამერის" ფეხბურთელები ახლა ოპტიმალურ ფორმას უახლოვდებიან. - ფორვარდების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ეთანხმებით ასეთ შეხედულებას? - თუ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობ, ამის კომპენსირებას სწრაფი, შემტევი სტილის შუახაზელები უნდა ახდენდნენ, რომლებსაც შეტევის კარგად დაბოლოებაც შეუძლიათ. მოკლედ, გააჩნია, რა შემსრულებლები გყავს გუნდში. არავის კომპეტენციაში არ ვიჭრები, უბრალოდ, საკუთარ აზრს გამოვთქვამ - თუ დიდი მიზნებისთვის იბრძვი, ოპტიმალურ ვარიანტად ორი ფორვარდით თამაში მიმაჩნია. - "დინამოსთან" სათასო მატჩში ამერელთაგან რატი წინამძღვრიშვილი გამოირჩა - როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტში აქვს მოსამატებელი ამ ფორვარდს? - წინამძღვრიშვილს პროგრესი აქვს, მისი წინსვლა სწორედ დაძაბულ, პრინციპულ თამაშებში უნდა მოხდეს. რატის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია საგოლე მომენტის შექმნა. თუმც მას ჯერ კიდევ დასახვეწი აქვს ბევრი კომპონენტი, თუნდაც მარჯვენა ფეხით თამაში, მეტი სწორი მოძრაობა... - დინამოელთაგან კი "ამერთან" სათასო დაპირისპირებაში სანდრო იაშვილმა ითამაშა კარგად - მას საინტერესო ფეხბურთელად არ მიიჩნევთ ეროვნული ნაკრებისთვის? - მის ხასიათზე ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ პრობლემები ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს და ამის გამო ცრუ მითები არ უნდა შეიქმნას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენნაირ ქვეყანაში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. იაშვილი იქით უნდა მოერიოს პრობლემებს და ძალიან მაღალი კლასის ფორვარდი გახდება. ვფიქრობ, იაშვილს ამ ეტაპზეც აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ეროვნულ ნაკრებში, რაც მას კიდევ უფრო მეტ სტიმულს შესძენს.

dachi: winamdzgvrishvili tu yvelaze gmorcheuli iyo e.i me im tamashze ar vyopilvar egeti bote pexburtelis mnaxveli ar var

erik: gaedo amers! mainteresebs ra chxubi atyda stadionze?

dachi: romel stadionze....... imenna moedanze tu tribunebze?

erik: dachi tribunaze?

dachi: AMERIS FANEBS EGONAT RO RADGAN PENALI DAIDO AUCILEBLAD KARIS UKAN UNDA DAMDGARIYVNEN,ISE AR CHAITVLEBODA.......:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) XODA CHVENSKEN GADMOIRBINES MAGRAM .GAIMAZAAAAAAAAA.........XODA MIVADZAXET RO ARA IYO PENALI DA ARC SHEGERGEBODATOOOOOOOOO....XODA ECYINAT BICHEBS DA KINAGAM IBLATAVES:)))))))))MAGRAM MIXVDNEN RO

DINAMOFAN: xaxa tan dartymamde ver moaswres xo gadmorbena! ra eshvelebat!

annieq07:

raul: 17-მარტიდან 31-მარტამდე ეროვნული ნაკრებების გამო შესვენებაა,ამერი კი ამხანაგურების ჩასატარებლად ბაქოს მიემგზავრება: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/057/057-7.htm

raul: ამერი ბაქოშია,ფოტორეპორტაჟი ამერის საიტზე: http://www.fcameri.ge/ge/news/badri.htm

SHANHAI: tatrebs ufrtxildnen

raul: ამერმა აზერბაიჯანის პირველი ლიგის კლუბ სტანდარტს 7:0 მოუგო.

kote: mainc mirchevnia gldanis warmomadgenelma iasparezos uefas tassze ,mainc gamocdileba aqvs da olimpi intertotos tass tu dajerdeba kargi iqneba.

SHANHAI: chven ligaze gvishveb ?

SHANHAI: xo ici, kote, chventan mainc caagebt, da, me tkvensken var, tkven - vercxli . sulit da gulit vambob!

kote: vnaxot vnaxot dzlieri gaimarjvebs

raul: სტანდარტი 0:7 ამერი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 22/03/2007. ბაქო - ინტერის ხელოვნურსაფარიანი მსაჯი: სალმადოვი (აზერბაიჯანი) მეგოლეები: 0:1 ტატანაშვილი (2), 0:2 დავითაშვილი (6), 0:3 დავითნიძე (12), 0:4 ხვადაგიანი (19), 0:5 გაბისკირია (37), 0:6 დოლიძე (39), 0:7 ბოლქვაძე (78) სტანდარტი (ბაქო, აზერბაიჯანი): გაჯიევი, ნასიმოვი, ბაბაევი, კ. მამედოვი, გუსეინოვი, ს. მამედოვი, აგაკიშიევი, ბაირამოვი, ე. გაჯიევი, ბატულაევი, ვ. გაჯიევი. შეცვლაზე შევიდნენ: ფატაი, ალიევი, მუსტაფაევი, ალახვერდაევი, უსუნჯიევი, ზეინალიევი. ამერი: ნადირაშვილი, დავითნიძე, დავითაშვილი, ტატანაშვილი, მესხი, კაკაშვილი, დოლიძე, დობროვოლსკი, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, ვაჩეიშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ფირანიშვილი, სევასტოპულო, სილაგავა, გაბისკირია, ბოლქვაძე. მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე სურათები: http://www.fcameri.ge/ge/news/badri.htm

raul: ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი: შემიძლია ვთქვა, რომ "ამერი" ჩვენი რაიონის სიამაყეა. მან გლდანში აიდგა ფეხი და აქედან დაიწყო წარმატებისკენ სვლა. "ამერის" პერსპექტივაში ეჭვიც არ მეპარება, რადგან გუნდმა უკვე მიაღწია პირველ წარმატებებს და იმ ფაქტსაც, რომ "ამერს" ჩვენს რაიონში გულშემატკივარი არ აკლია, ამერელთა გამარჯვებად ვთვლი. ელგუჯა ბერიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტშა ასოციაციის პრეზიდენტი: სპორტული ჟურნალისტი ვარ და, ცხადია, ნებისმიერი ქართული გუნდის წარმატება მახარებს, მაგრამ "ამერი" ჩემთვის გამორჩეული კლუბია - მისი დამაარსებელი ზურაბ ფოცხვერია თავადაც სპორტული ჟურნალისტია და მის გარდა "ამერის" ბევრი თანამშრომელი ასევე ჩვენი კოლეგაა. დარწმუნებული ვარ, "ამერს" დიდი მომავალი აქვს და ამის თქმის საფუძველს ის გარემოება მაძლევს, რომ "ამერში" საქმეს გულით აკეთებენ. ნონა გაფრინდაშვილი, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი: "ამერი" ძალიან ახალგაზრდა კლუბია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებებს მიაღწევს. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ "ამერმა" უკვე მიიპყრო ყურადღება და ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. დიმიტრი რამიშვილი, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი: ძალიან კარგია, რომ ასეთი ჟინიანი და მიზანსწრაფული კლუბი არსებობს საქართველოში. ამერელთა ამ თვისებებიდან გამომდინარე, მწამს, რომ კლუბს შეუძლია მიაღწიოს ისეთ მწვერვალებს, რითაც მთელი საქართველო იამაყებს. "ამერის" ყველა თანამშრომელს საუკეთესო სურვილებით ვულოცავ ამ დღეს. უჩა უგულავა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: სიამოვნებით ვუერთდები მათ, ვისაც ახარებს "ამერის" თითოეული წარმატება. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ, რამდენი გულშემატკივარი ყავს ამ გუნდს და რომ მისი სტადიონის ტრიბუნა ყოველთვის სავსეა. "ამერის" ყველა გულშემატკივარს ვუსურვებ, რომ უახლოეს მომავალში მათ "ამერის" საერთაშორისო მატჩებში გამარჯვებებით გაეხაროთ. ემზად ზენაიშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი: ბევრ ამერელს ჯერ კიდევ კლუბის დაარსებამდე ვიცნობდი, ხოლო "ამერის" დაარსების დღიდან მისი ერთგული გულშემატკივარი ვარ და თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდები. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯებია. შეიძლება ითქვას, რომ მეც ამერელი ვარ, რადგან საქართველოს თასის მოგების მერე, უეფას თასზე გასულ "ამერს" წილისყრისას მე წარმოვადგენდი უეფას შტაბბინაში. მამუკა ციხელაშვილი, საქართველოს კონსული სომხეთში: პირველ რიგში, თითოეულ ამერელს ჯანმრთელობას ვუსურვებ. "ამერის" ფეხბურთელებს მუდამ ლამაზი, ქართული ფეხბურთის ტრადიციებზე დამყარებული ფეხბურთი ეთამაშოთ. ისეთი, როგორიც მათ ერევანში, "ბანანცთან" აჩვენეს. მაშინ, შესვენებისას, "ამერის" გასახდელში შევედი და ბიჭებს ვთხოვე, ვესახელებინეთ. ძალიან გახარებული ვიყავი, "ამერმა" ის თამაში რომ მოიგო და თან ლამაზად ითამაშა. "ამერის" ფეხბურთელებს ვუსურვებ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეთამაშოთ. დავით ტურაშვილი, მწერალი: "ამერის" ყველა გულშემატკივარს ვულოცავ კლუბის დაბადების დღეს და მათ შორის, ჩემს თავსაც, რაკი "ამერის" ქომაგი ვარ. ამ კლუბმა დაარსებისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული ჟინით, პროფესიონალიზმისკენ სწრაფვით, საქმისადმი მიდგომით. შედეგიც უკვე ჩანს. მხოლოდ წმინდა სპორტულ წარმატებებს არ ვგულისხმობ. ჩვენ ვხედავთ, რომ "ამერში" საქმეს ყველასგან განსხვავებულად უდგებიან და ამიტომაც გახდა დაარსებისთანავე ეს კლუბი საინტერესო და ამიტომ ყავს ამდენი გულშემატკივარი. ვფიქრობ, "ამერს" შეუძლია ევროპულ სარბიელზე წარმატებით თამაში, რითაც ის ერთგვარ ლოკომოტოვად იქცევა სხვა გუნდებისთვის და თუ ასე მოხდა, ეს მთლიანად ქართული ფეხბურთის გამარჯვება იქნება. ამერელთა მიზნები ვიცი და ამიტომაც მგონია, რომ მხოლოდ საქართველოში წარმატებული თამაშით "ამერი" არ დაკმაყოფილდება. გენადი ფიოდოროვი, როიტერის ჟურნალისტი: "ამერს" დიდ წარმატებებს ვუსურვებ. თავის დროზე ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, "ამერის" პრეზიდენტის, მთავარი მწვრთნელის და სხვა თანამშრომელთა გაცნობა. მათთან საუბრებმა და მათმა საფეხბურთო მსოფლმხედველობამ დამანახა, რომ ისინი დიდი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებენ. ჩემთვის კი ვისურვებდი, რომ ბევრჯერ მომეცეს "ამერის" წარმატებებზე წერის საშუალება.

raul: გიორგი ჩიხრაძის ინტერვიუ: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/075/075-3.htm

raul: 26 მაისს ვილაპარაკოთ სულიკო დავითაშვილი: ამერი იმას თამაშობს, რაც სჭირდება თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფინალში საქართველოს თასის შარშანდელი წყვილი იქნება -ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ამერმა" შინ "სიონი" წააქცია 3:0, ხოლო "ზესტაფონმა" "ბათუმი" 4:0. მოკლედ, 26 მაისს თასის ფინალში ალბათ "ზესტაფონი" და "ამერი" იბრძოლებენ. ამერელთა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელ სულიკო დავითაშვილს სათასო ამბების გარდა სხვაზეც ვესაუბრეთ... - ელოდი, რომ "სიონს" ასე იოლად მოუგებდით პირველ მატჩს? - ეს მართლაც მოულოდნელი იყო, არ გვეგონა, თუ "სიონს" 3:0-ს მოვუგებდით, ბოლნისელებს ხომ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. ყველა გუნდს ემართება ასეთი რამ - ერთ კონკრეტულ თამაშში არაფერი გამოსდის და ალბათ ასე დაემართა "სიონსაც", თუმც ჩვენც კარგად ვითამაშეთ. - "ამერი" ალბათ უკვე 26 მაისის მატჩზე და "ზესტაფონზე" ფიქრობს... - "ზესტაფონი" ნაღდად გასულია ფინალში, "ამერზე" კი ჯერ იმას ვიტყოდი, რომ ცალი ფეხით ფინალში ვართ. - შარშან "ამერმა" თასი მოიგო, წლეულსაც ალბათ ფინალში გავა - მიგაჩნია, რომ სათასო გუნდად ყალიბდებით? - ასე არ ვიტყოდი, ჩემპიონატში ახლა მესამე ადგილზე ვართ და ჯერ არაფერია დამთავრებული, ჩემპიონობის თუ არა, მეორე ადგილზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. - გასაგებია, მაგრამ "ამერი" ჩემპიონატში ერთობ არასტაბილურად გამოდის - ეს რისი ბრალი უნდა იყოს? - არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. - ბოლო დროს ბევრი გოლი რომ ვერ გაგაქვს, ამაზე რას იტყოდი? - გოლების გატანას მართლაც მოვუკელი, თუმცა ვფიქრობ, ამის გამოსწორებას მოვახერხებ. მთავარი გუნდის წარმატებაა, ხშირად უკან ვიხევ და საგოლე პასებზე ვაკეთებ აქცენტს, მაგრამ გოლის გატანა სულ სხვაა. მეორე წრეში "დინამოსთან" 1:2 რომ წავაგეთ, ბოლო წუთებზე მეორე გოლიც უნდა გამეტანა პენალტით, მაგრამ ეს ვერ შევძელი, არადა, მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ჩემპიონატში ახლა სულ სხვა ვითარება იქნებოდა. - თასის თემას დავუბრუნდეთ. მოპოვება უფრო ძნელია, ვიდრე შენარჩუნებაო, ამბობენ. რას ფიქრობ, წლეულს როგორ იქნება? - შარშან უმეტესობას ეგონა, თასს "ზესტაფონი" მოიგებსო, მაგრამ... სტატისტიკურად, მიღწეულის შენარჩუნება უფრო ძნელია, თუმც რა მოხდება წლეულს, ამას 26 მაისის საღამოს გეტყვით. - ამ სეზონში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგეწონა? - თბილისის "დინამო", ეს გუნდი კარგ მოედანზე რომ თამაშობდეს, უკეთესადაც წარმოაჩენდა თავს. "მიხეილ მესხის" მინდორზე ძალიან ძნელია შესაძლებლობების სრულად გამოვლენა. - "ამერის" სათამაშო სტილი რამდენად მიმზიდველად გეჩვენება? - "ამერი" ისეთ ფეხბურთს თამაშობს, როგორიც სჭირდება. ხშირად ყოფილა, საინტერესო ფეხბურთი არ გვიჩვენებია, მაგრამ მოგვიგია. საინტერესო თამაში იქ ვაჩვენეთ, სადაც საჭირო იყო - თასის შარშანდელ ფინალში, "ჰერტასთან", "ბანანცთან" ერევანში... - შარშანდლიდან ბევრს ლაპარაკობენ "ამერის" 19 წლის ფორვარდ რატი წინამძღვრიშვილზე... - რატი თუ ძალიან მოინდომებს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მას ამის ნიჭი ნამდვილად აქვს და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ ყველა მატჩი ისე ითამაშა, როგორც ახლა "სიონთან", ყველაფერი კარგად წაუვა.

SHANHAI: mtrisasa,mtrisas, sheni chirime

raul: ჩემპიონობაც და თასიც გრიგოლ დოლიძე ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. "ამერის" წარმატებები მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული. იგი ამ სეზონში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი გოლით შეეწია თავის გუნდს. გუშინ ახალგაზრდა ნახევარმცველს დავუკავშირდით და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ. - პირველი წრის შემდეგ პირველადგილოსან "ოლიმპს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდით. ახლა კი სხვაობა ექვს ქულამდე გაიზარდა. ჩემპიონობის შანსი კიდევ გაქვთ? - შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს, მით უმეტეს, "ოლიმპთან" შეხვედრა წინ არის. მართალია, სხვაობა გაზრდილია, მაგრამ ჩემპიონობისთვის მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ. "ამერს" ამის რეალური ძალა გააჩნია. - ქულათა შორის ამხელა სხვაობა რამ განაპირობა? - დასანანი ქულები დავკარგეთ "ბათუმთან" და "ბორჯომთან". არადა, ეს შეხვედრები ჩვენი გამარჯვებით რომ დასრულებულიყო, ახლა სულ სხვა სატურნირო მდგომარეობა გვექნებოდა. - ძირითადი აქცენტის გადატანას თასზე ხომ არ აპირებთ? - არა, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენს გუნდს გააჩნია იმის ძალა, რომ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა არ შეწყვიტოს. - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ცალი ფეხით უკვე თასის გათამაშების ფინალში ხართ? - დიახ, სამბურთიანი სხვაობა მართლაც დიდ უპირატესობას გვაძლევს. ისე, ბოლნისური თამაშისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. "სიონი" იოლად არაფერს დათმობს და არც ჩვენ ვაპირებთ ბოლნისიდან გამარჯვების გარეშე წამოსვლას. - "სიონისგან" უფრო დიდ წინააღმდეგობას ხომ არ ელოდით? - ბოლნისელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ იმ დღეს მეტოქე დამსახურებულად დავამარცხეთ. უპირატესობას ვფლობდით აბსოლუტურად ყველა კომპონენტში და ვერავინ იტყვის "ამერმა" შემთხვევით გაიმარჯვაო. - თამაშის მსვლელობისას გიორგი ჩიხრაძე ფლანგებს ხშირად გიცვლის. რატომ? - ეს იმითაა განპირობებული, რომ მეტოქეს თავგზა ავუბნიოთ. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ მარჯვნიდან შევუტევთ. თამაშისას ასეთი გადაწყობები კი მოწინააღმდეგის რიგებში გაუგებრობას იწვევს, რაც ჩვენთვის ხელსაყრელია. - ამ ჩემპიონატს მართლაც მაღალ დონეზე ატარებთ. ხომ არ გსურს ძალების უფრო მაღალ დონეზე მოსინჯვა? - სურვილი ერთია, მაგრამ ამისათვის შემოთავაზებები უნდა იყოს. ჯერჯერობით კი სერიოზული დაინტერესება არსაიდან ჩანს. ისე "ამერს" კონტრაქტით წელიწადნახევარი ვეკუთვნი და კლუბში არსებული პირობებით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. - თანდათანობით ალბათ ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზიები გაგიჩნდება. - ალბათ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში არ სურდეს თამაში. გამონაკლისი არც მე ვარ. ვარჯიშისას და თამაშისას თავს არ დავზოგავ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამომიძახებენ კიდეც.

dachi: ai kaci,saertod ar tvlis ro dinamostan cageba da dakrguli 3 qula...sulac ar aris dasanani....anu unda caegot ra magram satauris ra mogaxsenot "dinamo & zestafon"

dachi:

raul: dachi bravo! zaan magari ragac gamovida.

dachi: :d azrze ar arian ra....naxet ramdens nishnavs winamdzgvrishvili?eg ro yopiliyo 100-1 moigebdnen

raul: dachi shen ra ici,rogori tamashi iko,lokomotivze ikavi da ameri-zestafons ukurebdi?

dachi: ara ar yopila rati da magito..ver moiges albat:D

dachi: miiigo?uyure?rogori tamashi iyo?axsna ra:D

Рыжая: dachi 1-1 itamashes...........pirveli goli zestafonelebis iwo.vieiram gaitana....mteli 1 taimi tamashi ameris naxevarze midioda.......mere tatanashvilma gaitana da 1-1............meore taimshi ameris pexburtlelebs hqondat 2 shansi,magram ver gamoiwenes...tamashis bolo cutebze travma miigo chimakadzem...atakashi iwo da zestafonelma sheejaxa.orive miiges travmebi...

annieq07: Рыжая пишет: travma miigo chimakadzem sxvata shoris gongadzemac aranaklebi tramva miigo.tavi gaitexa sacyalma dzaan shemacoda...:(((

Рыжая: annieq07 moeperes ertmaneti

dundee: me mgoni amati finalis fre iqneba!

RUSTAVI: DAIMAXSOVRET ORI RAM: ZESTAFONSHI TASI CHAVAAAAAAAAAAAAAAAAAAA, OLIMPI KI CHAMPIONIAAAAAAAAAAAAAAAAA

Рыжая: RUSTAVI da ameris temashi ra sachiroa amis tqma?

dundee: RUSTAVI vanxot megobaro ert tveshi gairkveva vin gaxdeba chempioni!

Рыжая: dundee

dundee: Рыжая shen visken xar?

Рыжая: dundee saertod tu konkretul situaciashi....?

dachi: :)))))))))))))))))))))) Рыжая пишет: saertod tu konkretul situaciashi....?

Рыжая: dachi xom unda vicode zustad ras mekitxeba

raul: me vfikrob rom ameri tasis finals caagebs,intertotos ki tu daufikrdebian aucileblad unda datanxmdnen,araa iseti grafiki rom 3-etapi ver gaiaron da ase nanatr uefaze ver gadavidnen. vurchev ameris xelmzgvanelobas intertotoze tamashs tasis finalis cagebis shemtxvevashi.

dachi: ameri ara ixvi

RUSTAVI: amerma magari chi.......

raul: ფეხბურთელებს სერიოზულად ვესაუბრეთ ბოლნისური თრილერის შემდეგ თბილისის "ამერი" ფინალში გავიდა. არადა, გლდანელების საუკეთესო ბომბარდირ სულიკო დავითაშვილს რომ არ ეყოჩაღა, შეიძლება, დედაქალაქი ფინალს მიღმა დარჩენილიყო. გუშინ ამერელთა დამრიგებელ გიორგი ჩიხრაძეს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით. - მართალია, ფინალში გახვედით, მაგრამ ალბათ არ ელოდით, რომ ამისათვის დამატებითი დროის დანიშვნა გახდებოდა საჭირო. - ბიჭებს ინტენსიურად ვესაუბრებოდი იმასთან დაკავშირებით, რომ სამბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, ფინალში გასულები ჯერ არ ვიყავით და ბოლნისურ შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა მოვკიდებოდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც, ეტყობა ზედმეტად ვიყავით დარწმუნებული და ამის გამო სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. საბოლოოდ მაინც მოხერხდა საჭირო მომენტში მობილიზება და ფინალშიც გავედით. - ამის გამო ალბათ ფეხბურთელებთან სერიოზული საუბარი გექნებოდათ. - ვარჯიშის წინ მთელი გუნდი შევკრიბეთ და ბოლნისულ შეხვედრაზე დაწვრილებით ვისაუბრეთ. თანამედროვე ფეხბურთში სამბურთიანი უპირატესობა გამარჯვებას არ ნიშნავს. ანალოგიური ფორის გაფლანგვა სხვა შეხვედრებშიც რომ არ მოხდეს, ახლავე უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. - ჩემპიონატში ოთხი ტურია დარჩენილი. ამ თამაშებს თასის ფინალისთვის მოსამზადებლად ხომ არ გამოიყენებდით? - ნაწილობრივ ასეც იქნება. ვეცდებით, სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზები დავხვეწოთ, მაგრამ არც ასეა საქმე, რომ ჩემპიონატის შეხვედრებს მხოლოდ თასისთვის მოსამზადებლად ვუყურებდეთ. შევეცდებით, ამ თამაშებში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ და სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. - "ზესტაფონის" თამაშებზე ერთ-ერთი მწვრთნელის მივლინებას ხომ არ აპირებთ? - იმერლების თამაშს კარგად ვიცნობ, "ზესტაფონს" ახლაც შევხვდით ჩემპიონატში, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ თამაშს კიდევ შევისწავლით. სავარაუდოდ, ისინი ასევე მოიქცევიან. - თქვენს ახალწვეულ მიხეილ მესხს მოედანზე საკმაოდ მცირე დროის გატარება უწევს. არადა, მისდარი ნახევარმცველი ჩვენს ჩემპიონატში ბევრი არ არის. მესხის ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილო ხართ? - საქმე ისაა, რომ მესხს მეორე წრეში ტრავმები აწუხებს, ახლაც სათასო თამაშების წინ მოწამლული იყო და მოედანზე იმიტომ ვერ გამოვიდა.

chicho: ameri zestafoni 2-1 ameri tais mplobeli da uefaze kidev ertxel shevaxsenebt evropas tavs viva gldani da ameri

raul: chicho ketili ikos sheni shemosvla chvens forumze,kargia rom ameris fanic shemogviertdi.

chicho: gaixare

Рыжая: chicho salami!

chicho: 26shi yvela tbilisels vtxov movides stadionze da tbilisis gund daudges gvedit ise dzalian seriozuli da saintereso tamashi iqneba imedia ameri iolad moigebs

RUSTAVI: zestaaaaaaa

chicho: ise zestafonidan ramdeni kaci chamodis ar icit?

power: amdeni da kidev bevri amdeni http://www.fczestafoni.ge/images/photos/tasi%20batumi/6.jpg

chicho: 26shi rati ar iqneba mara mainc movigebt ise zestafonis mcvelebs cotati ki moeshvat mara dimac magaria tatanashvili uprtxildit viva ameri

annieq07: chicho tqventan rati ar iqneba,chventan kvasxva,bena da gociridze.romlis ufro metia?

SHANHAI: gociras ,tu undat, vachukeb .....

chicho: chventvis rati bevrs nishnavs da albat momaval cels ratis bundes ligashi vixilavt

SHANHAI: ki, rati martlac kargia ...

dachi: bundesligashi?kaia... da gociridze ro dzaaaaaaan bevrs jobia zestafonshi?ramdeni xania tavdasxmels goli ar gautania?iona bolo or turshi gaitana marto....an pipias an chxetians da a.sh anu

chicho: gociridze is ar aris 7 nomeri?tu isa martla kai bichia gldanshi magrad itamahsa

dachi: nomeri 7 ara....dinamos gautana bolo cutze magram eg araperi...arada exla pirvelze viqnebodit

SHANHAI: vici, vici ertad rom chasharafdit

RUSTAVI:

RUSTAVI: gociridze olimpshia tua tore zestasi arafrad varga, mara madlobeli var dinamos ro sheusrula

chicho: marjvena naxevarmcveli vinaa zestashi kai bichiaa kargat itamasha gldanshi da bevrs moecona

SHANHAI: kvasxvadzea, ratistan ertad romaa shotlandiashi

erik: SHANHAI schtlandiaschi ra unda?

dachi: SHANHAI ise tqveni dacunebuli gociridzec roa rogoraaa tqveni saqme...mashin magaria?:P

SHANHAI: erik пишет: schtlandiaschi ra unda 19 mdelta nakrebshi arian dachi пишет: ise tqveni dacunebuli gociridzec roa rogoraaa tqveni saqme...mashin magaria?:P gociridze im sulel darsadzes shvilobolobas rom sheeshveba, mere raime xeiri sheidzleba ki gamovides misgan, tu ara da ki ikneba ganugravasavit

RUSTAVI:

RUSTAVI: ui xo martla ganugrava ra iqnaa????

SHANHAI: RUSTAVI пишет: ui xo martla ganugrava ra iqnaa???? isic shotlandiashia saertod ki ugundotaa, darsadze pirdeba juventusshi mocyobas

chicho: ameriiiiiiiiii yvelaze magariaaa olimpiki xval moigebs albat chempionats mara ar imsaxurebs arc erti lideristvis ar mougia da chempioni dacvis tan=mass ar unda tamashobdes!

RUSTAVI: chicho пишет: darsadze pirdeba juventusshi mocyobas darsadzis dedas .... me

chicho:

chicho: auuu magrebi vart raaa imena cvetshi tasi chveniaa aeeeeeeeeeeeee ravari baleishikoba iyo haaaa?

chicho: finalamde 5 dgea darchenili amerrma unda moigos

RUSTAVI:

raul: გიორგი ჩიხრაძე: დაივიწყე და მოიგე ეროვნული ჩემპიონატი დამთავრდა, თბილისის "ამერს" კი მთავარი მატჩი წინ აქვს: 26 მაისს საქართველოს თასის ფინალი ელის "ზესტაფონთან". ხუთი წლის კლუბისთვის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასვლა ურიგო შედეგი ნაღდად არაა, მაგრამ "ამერს" უკმარისობის გრძნობა დარჩა - გლდანელთა თავკაცმა გიორგი ჩიხრაძემ გვითხრა, შეცდომები გვქონდა, რასაც მომავალში გავითვალისწინებთ და ყველა საფუძველი გვაქვს, გაისად უკეთეს შედეგს მივაღწიოთო. ახლა კი მთავარი, აკი ვთქვით, 26 მაისია, შარშანდელი თასის ფინალის რიმეიქი. საქართველოს თასი "ამერის" ოფისში ბინადრობს, მაგრამ ჩიხრაძემ იცის, რომ მისი ერთი წლით შესანარჩურნებლად დიდი ბრძოლა მოუწევს. - სეზონით დიდად კმაყოფილი არ ვარ, "ამერს" რეალურად მეტი შეეძლო, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ დასანანი ქულები დავკარგეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფაქტობრივად ფინიშამდე ოთხი-ხუთი ტურით ადრე ჩამოვშორდით - გვითხრა გიორგი ჩიხრაძემ - თუმცა "ამერისთვის" სეზონი ბოლომდე ჯერ არ დამთავრებულა. თასის ფინალი გვაქვს სათამაშო. - დასანანი ქულები დავკარგეთო, თქვით. რატომ დაიკარგა ეს ქულები? - იცით, ძნელია, როცა ორ ფრონტზე ერთდროულად თამაშობ, პრინციპული და დაძაბული მატჩები არ გაკლია, ამოსუნთქვის საშუალებაც არ გაქვს და ასეთ დროს ზოგს დისკვალიფიკაციის, ზოგსაც ტრავმის გამო თამაში არ შეუძლია. იძულებული ხარ, შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანო, რასაც ყოველთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს. - წლეულს საჩემპიონო შანსები "ბათუმთან" და "ბორჯომთან" ზედიზედ დაკარგული ქულების შემდეგ შეგიმცირდათ. შარშანაც თითქმის იგივე იყო, "ამერმა" წყალწაღებულ "ცხინვალს" ვერ მოუგო და პირველობისთვის ბრძოლაც იმ შეხვედრის მერე დაამთავრა... - ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ მომენტებში ზედმეტი თავდაჯერების ბრალი იყო, კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც მეტოქეებმა არ გვაპატიეს. ზოგადად, "ამერისთვის" სულ ერთია ხოლმე, ლიდერს ეთამაშება თუ ჩამორჩენილ გუნდს, ვცდილობთ, ბოლომდე და შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშოთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგვდის და ზოგჯერ პირიქითაც ხდება - ლიდერებთან უკეთ გამოვიყურებით, აუტსაიდერებთან კი... თუმცა ამგვარი არითმია მარტო ჩვენი პრობლემა არაა. როგორც გითხარით, ხანდახან ისეთი ვითარება იყო, რომ სხვადასხვა მიზეზით ერთბაშად შვიდი-რვა ფეხბურთელი გვაკლდა. ზოგიც დისკვალიფიცირებული... ყველაფრის მიუხედავად კი მოდუნების უფლება არ გვქონდა, მითუმეტეს ასეთ შემთხვევებში გვჭირდებოდა მაქსიმალური მობილიზება. - შარშანდელი სეზონის შემდეგ თქვენს გუნდში რა სასიკეთო ცვლილებები მოხდა? - კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭები ყოველ მატჩს ბოლომდე თამაშობენ და თუ გავიხსენებთ, ბევრი ისეთი მატჩიც გვქონდა, რომლებიც მეორე ტაიმში ან მოვიგეთ, ანაც ჩამორჩენილებს მოგების დიდი შანსი მოგვცემია. იგრძნობოდა, რომ "ამერი" შესვენების შემდეგაც საკმაოდ მოტივირებული იყო. ცხადია, როცა ამას ვლაპარაკობ, ერთ-ორ გამონაკლისს არ ვგულისხმობ. - ნაკლზე რას იტყვით? - ნაკლი და შეცდომები ჩვენივე უყურადღებობის შედეგია. სწორედ უყურადღებობის გამო მეტოქისგან რამდენჯერმე დავსჯილვართ, შემდეგ კი ფეხბურთელები ანერვიულებულან და თამაშიც არეულა. საიმედო თამაში დაცვაში და სიმშვიდე შეტევაში, აი, ეს გვაკლდა ყველაზე მეტად. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ შეკრებებზე დავდივართ და მოსამზადებლად ჩინებული პირობები გვაქვს ხოლმე, მხოლოდ ამით მეტოქეს ვერ მოუგებ. ცხადია, ეს უპირატესობაა, კონკრეტულ სათამაშო ეპიზოდებში თუ უპასუხისმგებლოდ ითამაშე, ყურადღება გაფანტე და მოდუნდი, ამას არც ერთი მეტოქე არ გაპატიებს. ამიტომაც ყველა მატჩისთვის სრულად კონცენტრირებაა საჭირო. - მთლიანად ჩემპიონატზე რას იტყვით. ამაღლდა დონე? - კარგი ის იყო, რომ ჩემპიონობისთვის ერთბაშად 4-5 გუნდი იბრძოდა და ეს ბრძოლა ბოლო ტურებამდე გრძელდებოდა. იყო რეალური კონკურენცია. იყო საკმაოდ ბევრი მაღალი ხარისხის მატჩი და არა მხოლოდ "ამერის" მონაწილეობით. სხვა გუნდების მატჩებიც ვნახე და დავრწმუნდი, რომ ჩემპიონატის საშუალო დონემ აიწია. ნელ-ნელა ქომაგიც უბრუნდება სტადიონს. ცუდი კი ისაა, რომ უმაღლეს ლიგაში მატერიალურ-ფინანსურად ძალიან გაჭირვებული გუნდები თამაშობდნენ. ისინი რომ ასეთ დღეში არიან, თავის თავსაც ავნებენ და სხვა გუნდებსაც. ერთ თამაშში თავს დადებენ და მაქსიმუმს გააკეთებენ, მერე კი მოედანზე თითქოს სასიერნოდ გამოდიან. - წლეულს "ამერში" არის ისეთი ფეხბურთელი, რომელზეც ითქმის, აშკარა პროგრესი აქვსო? - დიახ, ასეთი სამი-ოთხი ფეხბურთელია. გარკვეული მიზეზების გამო, გვარებს აქ არ ჩამოვთვლი, ვიტყვი მხოლოდ, რომ მათი პროგრესი ჩემთვის სადავო არ არის. თუმცა წლეულს ისეთი ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებსაც მეტი შეუძლიათ, ბოლომდე კი ჯერ ვერ გახსნილან. ერთმა შანსი უკეთ გამოიყენა, მეორემ - ნაკლებად. - საბოლოო სატურნირო ცხრილში ადგილები ლოგიკურადაა განაწილებული? - ამას ვერ გეტყვით, ან კი რატომ უნდა ვთქვა. რაც და როგორც მოხდა, უკვე მომხდარია. უბრალოდ, ჩემთვის ისაა საწყენი, რომ "ამერს" უფრო მეტი შეეძლო და მხოლოდ მესამე ადგილს დავჯერდით. - 26 მაისის ფინალზეც ვთქვათ, თასის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მოპოვებაო... - წინა ფინალი "ამერმა" მალევე დაივიწყა. თასის მოპოვებიდან რამდენიმე დღეში ის ფინალი უკვე ისტორია იყო. ზოგადად ფეხბურთში ასეა, თუ წარმატება გსურს, ძველი მალევე უნდა დაივიწყო და ბრძოლა თავიდან დაიწყო. "ამერი" ამ ფინალისთვის უდიდესი მონდომებით და ენთუზიაზმით ემზადება. - ფინალში "ამერისგან" რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს უნდა ველოდოთ? - მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება. ერთი მატჩია და, ვფიქრობ, გარისკვა ძალიან ძნელია. ალბათ ამას იტყვიან ზესტაფონელებიც. თუმცა ცხადია, ვეცდებით, რომ ფინალში მეტოქეს რაიმე ისეთი შევთავაზოთ, რაც წარმატებას მოგვიტანს.

raul: მთელი გულით ვულოცავ ამერს და მის ქომაგებს გამარჯვებას და თასის ზედიზედ მეორედ აღებას.

RUSTAVI: raul пишет: მთელი გულით ვულოცავ ამერს და მის ქომაგებს გამარჯვებას და თასის ზედიზედ მეორედ აღებას. au were ra patara asoebit, davitanje ise mec vu;locav

chicho: gaixare gaixare

Рыжая: gilocavt!

kanavaro: chvenc gilocavt ras vizavt tasi chveni bedi ar aris

chicho: gaixaree shemdeg cels albat uyve saqartvelos chempionatistvis vibrdzolebt liga gvinda ligaa

dachi: sagol ameri,gilocavt

chicho: yvelas didi madloba ameris saxelit

raul: ამერის გულშემატკივართა აყრილი სკამები: ზესტაფონელთა აყრილი: მაგ სურათზე სადაც ზესტაფონელები იჯდნენ არ ჩანს ყველა აყრილი სკამი,გაცილებით უფრო მეტი დაიმტვრა აღმოსავლეთ ტრიბუნაზე,სტადიონის თანამშრომლისგან ვიცი. კურიოზული რამ,ამერელებმა თასიც გატეხეს: ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოები: მატჩის დასაწყისი,ეროვნული ჰიმნი. http://depositfiles.com/files/919969 მსაჯის საფინალო სასტვენი და გამარჯვებული ამერის სიხარული: http://depositfiles.com/files/919977 დაჯილდოების ცერემონიალი და ფეიერვერკები: http://depositfiles.com/files/916365 გახსნა კარგი იყო,ერისიონი გამოვიდა:

Рыжая: raul rapidshare.de...depositfiles_s nagdad jobia!

raul: Рыжая es ver gaxseni?

Рыжая: raul gavxseni,magram amas shezguduli tarifebi aqvs.rapidas ki ara

Рыжая: dzalian kargi videoebia!

raul: Рыжая ese igi kai rejisori var? aci gavitvaliscineb.

Рыжая: raul magari! salutebi momecona dzalian

chicho: mtlianad am finalis yureba romelime saitze sheizleba xom ar icit?

raul: ძალიან საინტერესო ფოტოები ამერის საიტზე: http://www.fcameri.ge/ge/Copy%20of%20index.htm chicho ara mgonia.

chicho: auuuuu cudiaaa magari texavs axali ambavi gaiget dzodzuashvili gadadgaa

RUSTAVI: chicho пишет: mtlianad am finalis yureba romelime saitze sheizleba xom ar icit? DGES IQNEBA 00:00ZE 1STEREOZE MIMOXILVASAVIT RA chicho пишет: auuuuu cudiaaa magari texavs axali ambavi gaiget dzodzuashvili gadadgaa TFUI BLIAD RA

kanavaro: pirvelze vinc gaikvans agdeben da etkoba ar undat pirveli adgili am xalxs da ras erchit

chicho: RUSTAVI sps siamovnebit vuyureb kide

RUSTAVI: chicho UYURE???

chicho: vuyure magram pirves sreteoze ara videoze gadagebuli mtliani tamashi matxoves da tamashit davtkbi pirveli taimis mere martla ar megona rom tasi isev chveni iqneboda mara fortuna chven mxares iyo

chicho: ki vuyureeeee

RUSTAVI: ok

kanavaro: fortuna im dges tqveni da mtels msoflioshi rac arsebobs kvela tqvens mxares iko chven ragac xatze gadacemulivit vart am tase

chicho: ise dzlierebs umartlebso tu gagigiaa zestafoni kai gundia mara ragac dzalian cota aklia am gunds amers isic daexmara rom yvelas egona ro zestafoni igebda

annieq07: "ameri" gamartlebaze tamashobda am dgesac da gaumartla...zogs aqvs bedi da ra unda qna?

kanavaro: chven ertaderi bedia rac gvaklia tqven kide fexburtelebs ki ara gmerts unda utxrat madloba magram koka koveltvis ckals ar moitans

annieq07: kanavaro пишет: koka koveltvis ckals ar moitans asea,mash!!!

chicho: gana chenc sul gvimartlebs ro gaemartla cotati im tamashi romelshic amerma borjomtan caago da batums ver mougo damercmunet ameri iqneboda chempioni mara is chveni fexburtelebis brali iyo gmertma qnas mase gagvimartlos xolme

annieq07: chicho chvenc magas vambobt ro yoveltvis aravis umartlebs...magram tasze ro gagimartlebs meti raga ginda????

kanavaro: chicho egre chven chixurastan merantan da bolnistan rom ar dagvekarga qulebi meotxeze ki ar viqnebodit sharshanac imedazis dartkma damatebit droshi rom gasuliko zelebis gadabis adgils rom moxvda da cels pirvel taimshi rom gagvetana kvela mashin tasis 2 gzis mflobelebi chven viqnebodit tqven ki ara

RUSTAVI: annieq07 пишет: chvenc magas vambobt ro yoveltvis aravis umartlebs...magram tasze ro gagimartlebs meti raga ginda???? magari smilea ra

dachi: da chichveishvili 4 santimetrit dabali ro yopiliyo an saertod ro ar arsebobdes exla dinamo chempioni inqeboda da arc 2003celshi sportingtan ar cavagebdit

kanavaro: eg exla imas gavs bebias is qonoda babua iqnebodao

dachi: ara chichveishvili es sul sxva ganzomileba...amaze mosula

chicho: chixuras da merans tu ver mouge chempioni nagdav ver iqnebi es gundebi meore taimshi dzlivs darbian upro meranze maq saubari da chven kide dzalian dasanani qulebi davkarget igives tqma dinamosac sheuzlia bevri truxa qula datmes bolo cutze

dachi: bolo cutze erti torpedostan cavaget...da eg iyo yvelaze didi uazroba..mteli tamashi saxe avaxiet,prosta ver gavitanet da bolo cutze gamezardashvilma jarima gagvitana amis dedac..arada erti qulac ki........

kanavaro: *PRIVAT*

chicho: memgoni zestafonmac bolo cutze gagitanabrad xoo tu ar vcdebi?

raul: რვიდან მეექვსე კარგია როცა, კარგი კარგად თამაშობს გივი დიდავამ ანგარიში ფინალამდე იცოდა საქართველოს თასის რეკორდსმენი მეკარე ირაკლი ზოიძეა, რომელსაც ფინალში 9-ჯერ უთამაშია, თასი კი შვიდჯერ აღუმართავს. კარგა ხანს ისე ჩანდა, რომ ზოიძის დამწევი არავინ იყო, თასის ამ ფინალმა კი რეკორდსმენს კონკურენტი გამოუჩინა - "ამერის" მცველმა გივი დიდავამ ოთხი დღის წინ მერვედ ითამაშა ფინალში, თასი კი მეექვსედ მოიგო. ჰოდა, თუ მოხდა და, გივიმ კიდევ ითამაშა ფინალში, ეგებ რეკორდის თანაავტორიც გახდეს. თუმცა რეკორდი რეკორდად და, გივი დიდავას კლასსა და პროფესიონალიზმს ურეკორდებოდაც არასდროს გამოუწვევია ეჭვი, ხოლო ვინც მას პირადად იცნობს, იმაშიც უეჭველად დაგვეთანხმება, რომ გივი დიდავას დარი ადამიანები ფეხბურთში ბევრნი არ არიან. დიდავას თასები ვთქვით და ისიც სათქმელია, რომ "დინამოსა" და "ტორპედოს" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც არის, ეროვნულ ნაკრებში კი 21-ჯერ უთამაშია და ბევრი ამ შედეგითაც ვერ დაიკვეხნის... - ცხადია, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს თასი მეექვსედ მოვიპოვე. 26 მაისს თასის ფინალში მერვედ ვითამაშე და მეექვსედ მოვიგე - გვითხრა გივი დიდავამ, ვინც "ამერთან" ერთად ექვსი თვის წინ სუპერთასიც მოიგო - წაგებული ფინალები კარგად მახსოვს, როცა "დინამოში" ვთამაშობდი, ერთხელ "ბათუმმა" მოგვიგო, "ტორპედოში" ყოფნისას კი თასი "ლოკომოტივს" დარჩა, თუმცა იმ სეზონში "ტორპედოსთან" ერთად ჩემპიონი გავხდი. - ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ფინალი იყო? - რა თქმა უნდა, პირველი ფინალი, მაშინაც "დინამოში" ვთამაშობდი და "ბათუმს" 1:0 მოვუგეთ. მაშინ ბათუმელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ნაკლები არც "დინამო" იყო. მახსოვს, იმ შეხვედრაში ერთი კარგი საგოლე მომენტი მქონდა, ნაღდი გოლი მეგონა, მაგრამ მეკარემ ბოლო წამს იყოჩაღა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა, "ზესტაფონთან" მოგებული ფინალიც. "ამერში" სრულად ერთი სეზონიც არ მითამაშია და ამ გუნდთან ერთად უკვე ქვეყნის თასი და სუპერთასიც მოვიგე. ისე, "ტორპედოს" შემადგენლობაში ორჯერ ავიღე თასი და ესეც თავისებურად დამამახსოვრდა, რაც უნდა იყოს, პრიზი მშობლიური კლუბის სახელით მოვიპოვე. - რვა ფინალიდან შენთვის ყველაზე მძიმე და რთული რომელი იყო? - ალბათ ის, როცა "დინამოს" "ბათუმმა" მოუგო. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა, ძალიან მაგარი თამაში იყო. დამატებით დროში საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ტემპი და სანახაობა არ აკლდა ამ შეხვედრას. სულ ბოლოს კი... თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავით ჭიჭვეიშვილმა გაგვიტანა ოქროს გოლი. არადა, იქამდე "დინამოს" ბათუმელებისთვის ზედიზედ სამი ფინალი ჰქონდა მოგებული. - "ზესტაფონთან" 26 მაისის ფინალზე რას იტყვი. დარწმუნებული იყავი, რომ მოიგებდით? - დიახ, მჯეროდა, რომ მოვიგებდით. ერთ ამბავს გეტყვით: მატჩის წინა ღამით ჩემს მეუღლეს დაესიზმრა, რომ "ზესტაფონმა" 1:0 მოგვიგო. საერთოდ, მას სიზმრები პირიქით უხდება ხოლმე. ჰოდა, როცა ეს ანგარიში მითხრა, მაშინვე გუნდში ვთქვი, ბევრჯერ მომხდარა პირიქით-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე "ზესტაფონთან" მატჩის შემდეგ. - არადა, მატჩი "ზესტაფონის" ორი კარგი მომენტით დაიწყო... - მართალია, "ზესტაფონს" მატჩის დასაწყისშიც და მთლიანად პირველ ტაიმშიც ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ შემდეგ უკვე თამაშიც გავათანაბრეთ და ის მომენტიც გამოვიყენეთ, რომელმაც თასი მოგვიტანა. "ზესტაფონი" საკმაოდ კარგი გუნდია, მათთან იოლ მოგებას არც ველოდით. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე თამაში იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. მთავარი იყო, ჩვენი შანსი გამოგვეყენებინა, ეს მოვახერხეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. - ამ სეზონში "ამერს" ჩემპიონობის კარგი შანსიც ჰქონდა... - გვქონდა, მაგრამ... "ამერმა" სულ მეორე სეზონი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში და ვფიქრობ, არც წლევანდელი მესამე ადგილი უნდა იყოს ურიგო შედეგი. თანაც ამ სეზონში ორი თასიც მოვიგეთ. მომავალში კი, იმედი მაქვს, ჩემპიონობასაც შევწვდებით. წლეულს ჩემპიონატის ლიდერებს შორის ისეთი დაძაბულობა იყო, რომ დარწმუნებული ვარ, გაისადაც ასე იქნება. ხოლო მაშინ, როცა ყოველ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არ უნდა მოდუნდე. ამ სეზონში კი "ამერს" პირველობამდე ექვსი ქულა დააკლდა და ეს ქულები სწორედ იმ მატჩებში დავკარგეთ, ჩვენგან ყველა მოგებას რომ ელოდა. - ჩემპიონატიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევ? - დინამოელ სანდრო იაშვილს. ის საქართველოს ჩემპიონატში მაშინაც თამაშობდა, როცა აქედან წავედი. მისი თამაში ახლაც რამდენჯერმე ვნახე და აშკარა პროგრესი შევატყვე, სანდროს საგრძნობლად მოუმატებია. - გუნდებიდან ყველაზე მეტად რომელთან გაგიჭირდათ? - მაინცდამაინც არც ერთთან გაგვჭირვებია, თუმცა ლიდერებთან ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩები კი გამოგვივიდა. პირადად ჩემთვის ყველაზე კარგი მატჩი "დინამო" - "ამერი" იყო. ვფიქრობ, "დინამოც" გამოსარჩევი გუნდია. - გინდა თქვა, რომ ჩემპიონობას "დინამო" უფრო იმსახურებდა? - არა, მაგრამ "დინამომ" მეორე წრეში მართლაც ძლიერად ითამაშა. ეს გუნდი პირველ წრეშიც ისეთივე სტაბილური რომ ყოფილიყო, როგორც მეორეში, ჩემპიონობას ვერავინ შეეცილებოდა. "ამერის" მსგავსად "დინამომაც" რამდენიმე მოულოდნელი ქულა დაკარგა.

annieq07: raul пишет: დინამოელ სანდრო იაშვილს magari kacia...

raul: კაცი რომელმაც იცის, ღირსება ძალაა ზურაბ ქვაჩახიას ნახტომები და შეგრძნებები 26 მაისის თასის ფინალიდან ოთხი დღე გავიდა და თითქოს ეს დრო საკმარისი უნდა იყოს ემოციების ჩასაცხრობად, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ზურაბ ქვაჩახიასთან საუბრიდანაც შეიტყობთ. საყოველთაო აზრით, ფინალური მატჩის გმირი სწორედ ქვაჩახიაა - თბილისის "ამერის" მეკარემ ზესტაფონელებს რამდენჯერმე ისეთი ბურთი აუღო, იმერლებს თავზე ხელები ხომ წაავლებინა, ქომაგებმა და სპეციალისტებმა კი ქება არ დაიშურეს... - ძნელია იმის გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდი. ოთხი დღე კი გავიდა ფინალიდან, მაგრამ სიხარული ჯერაც არ გამნელებია - ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს თასის ფინალს ვთამაშობ და ვიგებ, თან "ზესტაფონს" მეორედ ვამარცხებ. თავისთავად ყოველი თამაშის წინ დამუხტული ვარ და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემთვის "ზესტაფონთან" მატჩი ერთგვარად გამორჩეულიცაა. ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, რასაც ვერასოდეს დაივიწყებ. - ესე იგი, თავიდანვე გჯეროდა, რომ მოიგებდით... - მჯეროდა კი არა, დარწმუნებული ვიყავი. წინა ფინალთან შედარებით, აჟიოტაჟი და ინტრიგა მეტი იყო. მეც რაღა მინდოდა?! მოკლედ, ძალიან გახარებული ვარ. - შარშანდელი ფინალი პენალტებით მოიგეთ, წლეულს კი "ზესტაფონი" ძირითად დროშივე დაამარცხეთ. რომელი უფრო რთული იყო? - წლევანდელი. კი, ბატონო, შარშან პირველად მოვიგეთ თასი, საკმაოდ დრამატული ფინალიც იყო და პირველს მაინც სულ სხვა ემოცია და გრძნობა ახლავს, მაგრამ, როცა ზედიზედ მეორე ფინალს თასის მფლობელის რანგში თამაშობ, სულ სხვა დატვირთვა ჰქონია, რაღაცით დაძაბულიც კი ვიყავი ანუ, რომ ამბობენ, თასის მოგება უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნებაო, სავსებით ვეთანხმები. - ზესტაფონელ გიორგი ჭელიძეს რომ თავიდანვე აუღე ურთულესი ბურთი, ალბათ ამან უფრო შეგმატა თავდაჯერება... - რა თქმა უნდა, ასეა. თავიდანვე როგორ წაგივა თამაში, ამას მეკარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიცოდით, რომ "ზესტაფონი" დასაწყისშივე მაგრად შემოგვიტევდა და ჩვენც ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. ჰოდა, ასეც მოხდა, საბედნიეროდ, გავუძელით მათ წნეხს და მერე იქით გადავედით შეტევაზე. - ბევრის აზრით, ზედიზედ მეორე წელია, ფინალის საუკეთესო მოთამაშე ხარ... - ვერ ვიტყვი, რომ შარშან ან წლეულს მე ვიყავი საუკეთესო, თასი "ამერმა" მოიგო და არა მხოლოდ ერთმა კაცმა. ბედნიერი კი იმით ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ წარმატებაში. საერთოდ, როცა თამაშზე გადიხარ, საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ საუკეთესო გახდე. ჩემი საქმეც ესაა: მაქსიმალური კონცენტრაცია და ბოლომდე დახარჯვა. ზემოთაც ვთქვი, მეკარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თამაში როგორ წაუვა-მეთქი. რატომღაც მჯეროდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და მადლობა უფალს, რომ სულიერი სიმტკიცე შემინარჩუნა. - მადა ჭამაში მოდისო და, საქართველოს თასის ორგზის მფლობელი ხარ, სუპერთასი მოგებული გაქვს. ლოგიკურად, ახლა ჩემპიონობის ჯერია... - ასეა და ამისთვის აქედანვე ვემზადები. მეტის დაუფლების შეგრძნება ადამიანს მუდმივად აქვს და, ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. "ამერი" ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მიიწევს დასახული მიზნისკენ და დარწმუნებული ვარ, შორს არც ეს დღეა: შარშან ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დავიკავეთ და თასი ავიღეთ, წლეულს მესამე და ისევ თასი. არ მესმის, დუბლზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ?! კლუბის ხელმძღვანელთა პოლიტიკაც ესაა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გაკეთდეს საკეთებელი, გუნდი თავის კურსს არ გადაუხვევს. ჩვენ, ფეხბურთელებს კი მაქსიმალური შედეგის მიღწევა გვევალება - "ამერის" ძალა ხომ მის ღირსებაშია!

annieq07: raul пишет: ზურაბ ქვაჩახია magari mekareaaa.............

raul: ზურაბ ფოცხვერია: ქართულ ფეხბურთში ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაზე მაღალი დონეა 2002 წლის 5 აპრილს "ამერი" დაარსდა. გაზეთ "სარბიელის" დამფუძნებელმა, ზურაბ ფოცხვერიამ და მისმა თანამოაზრეებმა საფეხბურთო საზოგადოება თავიდანვე დააინტრიგეს - ისინი, ვინც უმკაცრესად აკრიტიკებდნენ სხვების გაკეთებულს, ვნახოთ ერთი, თავად რას გააკეთებენო. კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, ეს ამბავი სულ რაღაც ხუთი წლის წინ დაიწყო და ზღაპრული გაგრძელება მოჰყვა: "ამერი" პირველი ლიგიდან უმაღლესში გადმოვიდა და პირველივე სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა. "ამერი" ამირანივით იყო: სწრაფად იზრდებოდა და ქართული საფეხბურთო კლუბების სწორი მართვის სახელმძღვანელო რომ არსებობდეს, მათ მომავალ მმართველებს " ამერის" მაგალითებით გაზრდიდნენ... ზურაბ ფოცხვერიამ ხალხი უკვე გააკვირვა. თურმე, ქართულ ფეხბურთში შეიძლება საქმის კეთება. ჟურნალისტი, გაზეთ "სარბიელის" დამფუძნებელი და რედაქტორი, ახლა კი "ამერის" პრეზიდენტი "ათიანს" ესაუბრება - "ამერის" ჩამოყალიბებაში ვინ და რა გარემოებებმა შეგიწყვეს ხელი? - კლუბის შექმნისკენ საკმაოდ დიდხანს მივდიოდი. იდეა წლების განმავლობაში არსებობდა. გარკვეული ფაქტორების თანხვედრა იყო საჭირო და, როცა ჩავთვალე, ეს პირობები მომწიფდა, "ამერიც" ჩამოყალიბდა. - სწორედ ეს კონკრეტული ფაქტორებია საინტერესო. - გადამწყვეტი ის ჯგუფის ფსიქოლოგიური მზადყოფნა აღმოჩნდა, ვინც ამ იდეაში ფული ჩადო. ანუ მთავარი იყო ორი მომენტი: ფინანსური უზრუნველყოფა და მწვრთნელის როლი პრიორიტეტულად მესახებოდა და იმ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ამ როლისთვის მზად გაიოზ დარსაძე გახლდათ. იყო რამდენიმე სხვა ფაქტორიც, მაგრამ ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. - ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე, შესაძლოა, ერთმა ფრაზამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელმა გარემოებამ შეგაგულიანათ? - გეთანხმებით, ერთმა ფრაზამ შესაძლოა, მწვერვალები დაგაპყრობინოს. ყოველთვის ვცდილობ, გავეცნო ჩემთვის საინტერესო ადამიანების მოსაზრებებს, მაინტერესებს, რას წერს პრესა, რას ფიქრობენ უცხო ადამიანები. ჩვენ ხომ საზოგადოებას წარმოვადგენთ, ფეხბურთი კი საჯარო საქმიანობაა. თუმცა, ასეთი კონკრეტული ფრაზა არ ყოფილა. 1966 წელს, შვიდი წლის ვიყავი, როდესაც საბჭოთა კავშირში მსოფლიო ჩემპიონატიდან პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი პირველად გადმოსცეს. მას შემდეგ ფეხბურთის გარშემო ვტრიალებ. მინდოდა, მაგრამ ვერც მოთამაშე გავხდი და ვერც მწვრთნელი. ერთი სიტყვით, ფეხბურთში სხვაგვარად რომ ვერ მოვხვდი, ეს გზა ავარჩიე. იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა და მისკენ გული მუდამ მიმიწევდა. ის იყო პროფესიონალური დაინტერესების საგანი და არა გატაცება - მაშინაც, როცა ფეხბურთზე სიარული დავიწყე, როდესაც "სარბიელი" დავაარსე - გაზეთში ხომ მთავარი თემა ფეხბურთი იყო. ასე რომ, მთელი ცხოვრება ფეხბურთში, ფეხბურთთან გავატარე და დამატებითი სტიმული არ მჭირდებოდა. გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც მხარში დამიდგა. ადამიანური ფაქტორი ყველგან მნიშვნელოვანია. - კლუბის მშენებლობა სასიამოვნოც არის და პრობლემურიც, მით უფრო საქართველოში. ჩვენში ფეხბურთი არარენტაბელურია. თქვენი აზრით, კლუბის მშენებლობაში ყველაზე მთავარი დაბრკოლება რა არის? - მთავარი დაბრკოლებაა - დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური გარემო. რაც ბუნებაში არარენტაბელურია და ვერ ვითარდება, საბოლოოდ კვდება კიდეც. საქართველოში კლუბებს ბილეთის გაყიდვიდან კლუბებს ბილეთის გაყიდვიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. აბსურდია ასე გაგრძელება... ის მაკვირვებს, როდესაც ნაკრების თამაშზე თხუთმეტლარიანი ბილეთი ეძვირებათ და კინოში ათი ლარის დაწესება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. საქართველოს ნაკრები წელიწადში სულ რაღაც ოთხ-ხუთ მატჩს ატარებს და, რაც მთავარია, ფეხბურთი ხომ ცოცხალი წარმოდგენაა. არ შეიძლება ილუზიებით ცხოვრება. ფეხბურთი მუდამ რენტაბელური ვერ იქნება, მაგრამ ის ბევრგან ინდუსტრიად იქცა. იგივე საქართველოშიც შესაძლებლად მეჩვენება. ამის შემდეგ გაცილებით იოლი იქნება ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარება - მწვრთნელთა კვალიფიკაციის გაზრდა, ბავშვთა ფეხბურთში ვითარების გაუმჯობესება და ა.შ. - რეალურად ხედავთ ბიზნესგარემოს შექმნის პრესპექტივას, როდესაც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნის პარალელურად, ოთხი სტადიონი გასხვისებულია? პარადოქსული ვითარებაა. სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარება მართლა სურს? - მე ასე ვიტყოდი - აქ საქმე და საქმეა გასარჩევი. სტადიონები გაასხვისეს, მაგრამ ამასთანავე, სახელმწიფომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ჩამოყვანა დააფინანსა. ამბობენ, რომ სახელმწიფოს ფეხბურთისთვის შეღავათის გაწევა არ შეუძლია. უფრო გამართლებული იქნებოდა სიტყვა - "ადეკვატური გადასახადების" - ხმარება. უნდა შეიქმნას ფეხბურთის განვითარებისთვის სასურველი გარემო. ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა კი თქვენს მიერ ნახსენებ პარადოქსებს გამორიცხავს. ფეხბურთის განვითარებისთვის საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არსებობს: პირველი - მას მოსახლეობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და მეორე - ფეხბურთი არის ქვეყნის და ერის პროპაგანდის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტიარი საშუალება. რომ არა ჯორჯ ვეა, ვის ეცოდინებოდა ლიბერია? უცხოეთში საქართველოსაც ფეხბურთელებით იცნობენ. სხვა სფეროებს არ ვაკნინებ, ობიექტურად ასეა. ფეხბურთი ახალგაზრდობას ჯანსაღი ცხოვრების წესს აჩვევს. როდესაც ვებრძვით კრიმინალურ მიდრეკილებებს, საამისოდ ფეხბურთზე უკეთესი საშუალება გვეგულება? აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სახელმწფიოს ინტერესშია ფეხბურთით ქვეყნის პროპაგანდა და ჯანსაღი თაობის გაზრდა. იმედია, სასიკეთო ძვრებიც მალე დაიწყება, რადგან ფეხბურთის ფედერაცია და პროფლიგა ფეხბურთის განვითარებაზე სერიოზულად მუშაობენ. დანარჩენი დროის ამბავია. პირადად მე, იმედი გადაწურული არ მაქვს. - "ამერი" თავიდანვე იყო უბნის გუნდად ჩაფიქრებული თუ ეს თავისთავად მოხდა? სიმართლე ითქვას, სახელი არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, თორემ დაარქმევდით "გლდანს". - "ამერი" ამ ერის გუნდია. ეს ფრაზა ჩვენ გენერალურ მენეჯერს ვახტანგ ბზიკაძეს ეკუთვნის და ჩვენს მიზნად იქცა, რომ ამ ერის გუნდი გავხდეთ. დავიმსახურებთ თუ არა საყოველთაო სიმპათიას, მომავალი გვაჩვენებს. ამასთანავე, ჩვენი საშინაო სარბიელი გლდანშია, აქვე მდებარეობს ჩვენი საფეხბურთო სკოლა და ლოგიკურია, რომ პირველი ნაბიჯები ამ რაიონის მაცხოვრებელთა თვალწინ გადაიდგა. იმედია, რომ გლდანელების კეთილგანწყობა გამტკიცდება და, ამავე დროს, სხვა უბნის მაცხოვრებელთა სიმპათიასაც მოვიპოვებთ. - თქვენი გადასახედიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო შესაძლებელია - ქართული ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა თუ ჩვენი სპორტული მედია? - პასუხს თავს არ ავარიდებ და დიპლომატიის გარეშე ვიტყვი - ქართული ფეხბურთი! ეს არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტიკაში მაღალი დონის პროფესიონალები არიან; - რა უფრო დიდი სიამოვნებაა, კარგი საგაზეთო ნომრის გაკეთება თუ თამაშის მოგება? - ჩემთვის ძვირფასია ის ყველაფერი, რაც მიკეთებია. მათ შორის გაზეთიც. ბევრი რამ ვისწავლე ჟურნალისტიკაში. თუმცა რა თქმა უნდა, თასის ფინალის მოგება სულ სხვა სიამოვნებაა. 13 მაისს "ამერმა" პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია, რაც ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. თანაც, თასი ყველა ქართველისთვის ძვირფას დღეს მოვიპოვეთ, რაც ამ სიხარულს სხვა ლაზათს მატებს. - სხვა ქართული გუნდები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას იმას, რაც "ამერში" თვალსაჩინოა - საკლუბო სახის ჩამოყალიბებას. - ვცდილობთ, რომ "ამერს" ჰქონდეს საკუთარი სახე და ხასიათი. "ამერის" სახე სულიკო დავითაშვილია, აქვე დავასახელებდი გიორგი დავითნიძეს, რომელიც პირველი ლიგიდან მოყოლებული ჩვენთანაა. რეგიონალლიგაში გავვარდით და მაინც გვერდში დაგვიდგა. გამოვყოფდი გიორგი დეკანოსიძეს, ვახტანგ ხვადაგიანს... ყველას ვერც ჩამოვთვლი. და რაც მთავარია, "ამერის" სახე გიორგი ჩიხრაძეა. ჩვენი პირველი კაპიტანი და დღევანდელი მწვრთნელი. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, ჩვენთვის ძვირფასია თითოეული პიროვნება, ვისთან ერთადაც გავიარეთ გზა ჩამოყალიბებიდან დღემდე და მათ მადლობა მინდა გადავუხადო. - დიდი ხანია გვესმის, რომ "ამერი" საკუთარი სტადიონის აშენებას აპირებს. კონკრეტულად სად და როდის აპირებთ მშენებლობის დაწყებას? - სტადიონის საკითხი ჯერ ასე კონკრეტულად არ დამდგარა. "ამერის" დაარსების დღიდან ეს გეგმაში გვქონდა. იყო რამდენიმე თითქმის შეთანხმებული ვარიანტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა. ასე რომ, ჯერ ვარიანტების ძიებაში ვართ.

raul: კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ გადაწყვეტილია: მომდევნო სეზონიდან ამერში არჩილ ალავიძე და კობა შალამბერიძე ითამაშებენ. არჩილ ალავიძე წინა სეზონში ბოლნისის სიონში თამაშობდა, კობა შალამბერიძე კი ამერში ბათუმის დინამოდან მოდის

gventsa: raul пишет: არჩილ ალავიძე gamiskda guli mixeili megona

dachi: gventsa пишет: gamiskda guli mixeili megona :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

gventsa: amershi ro mesi gadmodioda rato agagr gadmodis???? mgoni ar undato tu raac

chicho: gventsa ver gaqacha amershi da gaushves

raul: ამერის ვეტერანმა მოთამაშემ იური გაბისკირიამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. იური გაბისკირია საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატისა და საქართველოს თასის პირველი ფინალის მონაწილეა. ამიერიდამ იური გაბისკირია ამერის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ იმუშავებს

gventsa: momkalit dardit

raul: ამერში ვარჯიშობს და 12-ივნისს ბაკურიანის შეკრებაზე კლუბს გაყვება ოლიმპის 26-წლის ფორვარდი რევაზ გოცირიძე. ასევე ამერში ვარჯიშობს სიონიდან წამოსული ბაჩანა ცხადაძეც.

Рыжая: amrlebic bakurianshi midian?

raul: ki batono,bakuriani magari popularobit sargeblobs.

Рыжая: pfffff.ara da zapxulshi magari cudia

chicho: uefas tasis tamashebi romel stadionze iqneba ar icit?

DINAMOFAN: chicho пишет: uefas tasis tamashebi romel stadionze iqneba ar icit? lokomotivze! da mgoni otxive gundi mand itamashebs tu rustavshi yvelafris gaketeba ver moaswres!

nusha02: DINAMOFAN uefas cesdebit mxolod or gunds sheudzlia ert stadionze tamashi

DINAMOFAN: nusha02 пишет: uefas cesdebit mxolod or gunds sheudzlia ert stadionze tamashi da sharshan es wesdeba ar moqmedebda??? otxivem ro lokoze itamasha!

annieq07: DINAMOFAN rogorc chans ara... sharshan sxva stadioni ar gvqonda da ra gveqna?

annieq07: DINAMOFAN & nusha02 ert-ertma shecvalet ra avatari...

DINAMOFAN: annieq07 пишет: ert-ertma shecvalet ra avatari... es DINAMOFANEBIS dinastiis ucvleli avataria tan sxvas verafers ver vpoulob dinamos ro sheeferebodes!

annieq07: DINAMOFAN пишет: es DINAMOFANEBIS dinastiis ucvleli avataria xoda gadacyvetileba migebulia:nusha02 sascrafod cvli avatars!!!cinaagmdeg shemtxvevashi gadzevebuli iqnebi forumidan!!!

Рыжая: KLONEBIS ATAKA!!!!!!!!!!!!!!!!!!AAAAAAAAAAAAAAAAAAAAAA!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

annieq07: Рыжая

raul: ამერმა დაიწყო 9 ივნისს ამერმა ახალი სეზონისთვის მზადება იპოდრომზე ვარჯიშით დაიწყო. ამავე დღეს ამერთან ერთად პირველად ივარჯიშეს გუნდის ახალწვეულებმა კობა შალამბერიძემ და არჩილ ალავიძემ. ასევე ბაჩანა ცხადაძემ და რევაზ გოცირიძემ, რომელებიც, სავარაუდოდ, მალე გახდებიან ამერლები. ცხადაძე წინა სეზონში სიონში თამაშობდა, გოცირიძე კი ოლიმპში იყო.

chicho: magrad gavdzlierdit cels magari sezoni gvelodeba

Рыжая: oh,es amerlebi!

DINAMOFAN: არჩილ ალავიძე, კობა შალამბერიძე, რევაზ გოცირიძე, ბაჩანა ცხადაძე - ამერის ამ ახალ ოთხეულს ერთიც შეემატა. ბოლნისის სიონის მცველი მიხეილ კობაური დღეს შეუერთდება გუნდს, რომელიც უკვე ბორჯომშია შეკრებაზე

dachi: ox mashin exla hertas mougeben

chicho: aba ra movugebt hertasac sportingsac gavargvevt da kide panionistanac ar cavagebt

annieq07: chicho kide kide??????? gaagrdzele kaco gisment

chicho: annieq07 2 tveshi gagigrdzeleb djugup etapze ro viqnebit

dachi: chicho sportings mougebt aba ras izamt chichveishvli tqven ar gyavt da ai panionis rac sheexeba

annieq07: chicho ggonia dzaan mecyineba tu carmatebebs miagcevt? mara egre laparaki ar sheidzleba... me yvela qartul gunds carmatebas vusurveb!!!

chicho: annieq07 me momechvena rom ragac dzalian ironiulad tqvi

annieq07: chicho ironiulad araferi mitqvams da vin gava magas male vnaxavt,aseti prognozebi ar gvinda...

chicho: annieq07 shen zestas baleishiki xar xooooo?

annieq07: chicho ki.mere?

chicho: annieq07 ra daigruze prosta shegekitxe prosta mase ambob rom male vnaxavto vin gava da vin ara ro mart;a sircxvilia rom zewstam ver moigos da ameri kide mesame raundamde uechveli gava daimaxsovre es sityvebi

annieq07: chicho ok ukve davimaxsovre

gventsa: ameri gava!!!

raul: gventsa gmertma knas.

chicho: magaze kai ra ari.gaixareeeeee

DINAMOFAN: saertod uefas finali dinamo-ameri iqneba!

gventsa: xoda mesame adgilistvis olimpi - zesta?

DINAMOFAN: gventsa пишет: xoda mesame adgilistvis olimpi - zesta? olimpi xo ligis finalshi gadis!

annieq07: DINAMOFAN da zesta?

DINAMOFAN: annieq07 пишет: da zesta? uefas prezidenti ar var me gainawilet tkven titon!

chicho: zesta meotxed finalshi milans gaagdebs da dzala agar eyopa naxevar finalshi da liverpoo;tan caagebs

annieq07: chicho rogorc shen ityvi!!!

gventsa: kai ocnebebia ara

annieq07: kaia kai!!! gmertma qnas asruldes eg ocnebebi

chicho: ocnebas kaci ar mouklavs cota chvenc viocnebot

gventsa: egre ocnebobdnen milanelebic sharshan da ...

annieq07: chicho ra tqma unda!!! gventsa nu itarsebi ra...

chicho: gventsa milanelentan rogor gvadareb bolo bolo ameria olimpi dinamo da zestafoni

chicho: gventsa milanelentan rogor gvadareb bolo bolo ameria olimpi dinamo da zestafoni

dachi: yvelapers ertad ver movnishnav magram chatvalet ro movnishne da davacitate "iqneba yvelaperi iqneba"! tan 2-jer

annieq07: dachi magars gadaob ra!!!

gventsa: rato gtarsavt kaco piriqit!!!!!!!!!! milanelebic ocnebobdnen ligis mogebas mara shansi ar qondat da ver moigeees???

dachi: xo zato mere imdeni iocnebes liverpool sheixvedres da gadzuynes :D

Рыжая: dachi пишет: :D ai amashi nagdad getanxmebi.

gventsa:

annieq07: Рыжая magi ukve didia da umcross dautmo...

Рыжая: annieq07 vinaa didi? da vin umcrosi?

annieq07: Рыжая yenia 16 clisaa da chimaka ar ari magaze ufrosi?

annieq07: Рыжая martalia ar etyoba mara 16-isaa...xoda ki yofila sakmaod ufrosi chimaka...

Рыжая: annieq07 xo aba...daberda ukve mag kastilebze...daberda

annieq07: Рыжая araushavs male gamojanmrteldeba...

Рыжая: annieq07 xo.tore me mteli dge vdardob

raul: დიას ამერელი გამარჯვებულები პროფესიული ფეხბურთის ლიგის გალა დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტი გამარჯვებული ამერს ჰყავდა. საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე საუკეთესო ნახევარმცველი: გრიგოლ დოლიძე საუკეთესო მეკარე: ზურაბ ქვაჩახია სამ საუკეთესოს შორის დასახელდნენ ამერის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი, ხოლო სეზონის აღმოჩენის ნომინაციაში სამეულში ბესიკ ჩიმაკაძე იყო

annieq07: dolidze magari debili yofila,dzlivs laparakobda

Рыжая: +idioturi sipati aqvs

annieq07: Рыжая nu surati exla magisi brali ar aris,mara laparakic ar ari fotografis brali

Рыжая: annieq07 marto suratze ki ar aqvs egeti roja...live_shi zustad egetia

annieq07: Рыжая eh sacyali...

Рыжая: annieq07 aba aba oh chemi nervebi

dachi: yenia 17is aris

DINAMOFAN: dachi пишет: yenia 17is aris 16 gushin imedze titon tkva!

annieq07: dachi 16-is ar kaco

dachi: ar kaco tu ari kaco? anu jer kidev aq shansi 17is gaxdes (ra shuashi iyo ar vici,magram davicye da mere amaze uketesi veraperi movipiqre samcuxarod)soorrryyyy

annieq07: dachi aritqo unda metqva... shansi nagdad aqvs da shen ragac saechvod tqvi eg sityvebi xo araferi dagishava?eg ari qartuli fexburtis imedi araferi miqaro... (mec ar vici ra shuashi iyo mara mainc )

gventsa: yenia ara lomtatidze, kait ra, magari lolitaaaa

dachi: gventsa пишет: yenia ara lomtatidze, kait ra, magari lolitaaaa kai reebs ambob 16 wlis bavshvze au medzineba

Рыжая: gventsa пишет: magari lolitaaaa aaaaaaaaaa

annieq07: gventsa shen ra originaluri azrebit shemoichrebi xolme?.....

gventsa: egrea egre, kai fexburteli aris mara iseti ara rogorsac amboben, egeti ro yofiliyo romelime gundi aucileblad daitovebda

dachi: egre ar xdeba...lokomotivi ver daitovebda imito ro evropashi cavida

chicho: sagol amerelebo magrebi xart yenias kide yvelaperi cina aq ra ici iqneb isetive carmatebuli iqneba rogorc kaladze

annieq07: chicho пишет: yenias kide yvelaperi cina aq ra ici iqneb isetive carmatebuli iqneba rogorc kaladze gmertma qnas!!!

gventsa:

raul: ჩეხეთი, უეფა, საქართველო გიორგი ჩიხრაძე: ამერში არ არსებობს წვრილმანი დეტალი საქართველოს თასის ორგზის მფლობელი "ამერი" ნაშუაღამევს ჩეხეთში გაფრინდა, სადაც ორკვირიან შეკრებას მოიწყობს და ტესტ-მატჩებში საუკეთესო ჩეხურ გუნდებს გაეჯიბრება - საქართველოს თასის ორგზის მფლობელი "ამერი" ჩეხეთში გაფრინდა, სადაც ორკვირიან შეკრებას მოიწყობს და ტესტ-მატჩებში საუკეთესო ჩეხურ გუნდებს გაეჯიბრება - "ლიბერეცს","კლადნოს", "სპარტას","დუკლას", "სლავიას" და "პლზენს" . მანამდე "ყვითლებმა" ბორჯომული შეკრება მოილიეს, შემდეგ რამდენიმე დღით თბილისში დაბრუნდნენ და გუშინწინ "დინამოს" ამხანაგურად ეთამაშნენ (1:2). ზეგ ევროტურნირების კენჭისყრაა, სადაც "ამერის" საუეფასთასო მეტოქეც გაირკვევა - ამ ყველაფერზე გიორგი ჩიხრაძეს კი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვესაუბრეთ.... - ბორჯომში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვემზადებოდით, ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა: დილაობით დავრბოდით, საღამოობით კი პატარა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია - ჩეხეთში ოპტიმალური შემადგენლობით მივდივართ. - მიხეილ კობაური, არჩილ ალავიძე, ბაჩანა ცხადაძე, რევაზ გოცირიძე, კობა შალამბერიძე, გიორგი ვარდოსანიძე - "ამერის" ახალწვეულებზე რას იტყვით, როგორ შეეგუვნენ დატვირთვებს? - საერთოდ, ზაფხულის შეკრება უფრო ადვილი გადასატანია ფეხბურთელისთვის, ვიდრე ზამთრის. ახალწვეულებმა კარგად იმუშავეს ვარჯიშებზე და უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. - შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე ამერელები არიან? - მათთან კონტრაქტები არ გაგვიფორმებია და ასე ოფიციალურად ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. - ალბათ, კიდევ დაიმატებთ ფეხბურთელებს... კერძოდ, რა პოზიციებია გასაძლიერებელი? - ეს ჩეხეთში უფრო გამოჩნდება საკონტროლო მატჩებისას, ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ერთი ტესტ-თამაში გვქონდა. სასელექციო მუშაობა არ დაგვისრულებია და თუ ვიპოვით ისეთ ფეხბურთელებს, რეალურად რომ გააძლიერებენ "ამერს"... - შესაძლოა, მათ შორის ლეგიონერებიც იყვნენ? - მთავარია, კვალიფიციური ფეხბურთელი იყოს, თორემ ლეგიონერს ლეგიონერობის გამო ვყიდულობდეთ, ასე არ დგას საკითხი. კარგი იქნება, თუ ჩეხეთში შეკრებაზევე შემოგვიერთდებიან პოტენციური ახალწვეულები და საკონტროლო მატჩებში უშუალოდ ვნახავთ მათ საქმეში. - "ამერს" შარშან უეფას თასზე დებიუტი ჰქონდა და ღირსეულადაც გამოიყურებოდა. წესით, წლეულს უკეთ უნდა ითამაშოთ... - ცხადია, გამოცდილება შეგვემატა და ეს უნდა გამოვიყენოთ. შარშან თუ კენჭისყრაში განთესილები ვიყავით, წლეულს პირიქით, სავარაუდო მეტოქეები უფრო ძლიერები გვყავს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ ეს არაა მთავარი: ვინც უნდა შეგვხვდეს, მაქსიმალურად ვეცდებით მოგებას. - "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და ალბათ ჩემპიონობის დროც მოვიდა... - ჩვენი მიზანი სწორედ ესაა: ჩემპიონობა და თასის შენარჩუნება. - ბევრისთვის გამოცანად რჩება ხუთი წლის "ამერის" ასეთი წარმატებები. რა არის ის მთავარი, რითაც სხვა გუნდებს ჯობნით? - ყველამ იცის, რომ "ამერში" კარგი ინფრასტრუქტურაა, კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს წინსვლისთვის. ნებისმიერ კომპონენტში ვგრძნობთ მხარდაჭერას. ჩვენ არავის ვედრებით, გეგმაზომიერად არჩეული გზით მივიწევთ წინ. "ამერში" არ არსებობს წვრილმანი დეტალი - კეთდება რამე? ყველაფერი კარგად უნდა გაკეთდეს! - "ამერში" ბევრი ახალგაზრდაა, მათ შორის 1988 წელს დაბადებულები სჭარბობენ და მათზე გკითხავთ: რამდენად პროგრესირებენ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს? - გარკვეულ კომპონენტებში ამ ბიჭებმა მოუმატეს, თუმც ეს იმათ უფრო ეტყობათ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ. როდესაც დიდ მიზნებს ისახავ, ძნელია, მხოლოდ ახალგაზრდებზე გააკეთო აქცენტი, ამიტომაც რამდენიმე მათგანს გავანათხოვრებთ - ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება. - იური გაბისკირიამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ის თქვენს შტაბში იმუშავებს? - დიახ, გაბისკირია "ამერის" სამწვრთნელო შტაბში იქნება. - ორიოდ კვირის წინ ჰოლანდიაში იყავით სამწვრთნელო სემინარებზე და იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ... - ოთხდღიანი, მაგრამ საკმაოდ დატვირთული სემინარები იყო. პრაქტიკული მეცადინეობა, კონფერენციები, დისკუსიები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თეორია... მე და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები, პეტარ სეგრტი და გელა შეყილაძე ერთად ვიყავით ჰოლანდიაში. - ცნობილი მწვრთნელებიდან ვინ იყვნენ? - გუს ჰიდინკი, ლეო ბეენჰაკერი... დაახლოებით 60 მწვრთნელი იყო ამ კურსებზე. - ჰოლანდიაში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც ხომ არ დაესწარით? - კი, ორი შეხვედრა ვნახე: გახსნის მატჩი ჰოლანდია - ისრაელი და ინგლისი - ჩეხეთი. გიორგი ჩიხრაძემ ჩეხეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა: ზურაბ ქვაჩახია, ლადო ნადირაშვილი, მიხეილ კობაური, დავით მჭედლიშვილი, გივი დიდავა, ვახტანგ ხვადაგიანი, გიორგი დავითნიძე, ვლადიმერ კაკაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი ელბაქიძე, მიხეილ მესხი, დენის დობროვოლსკი, გიორგი დეკანოსიძე, გიორგი ვარდოსანიძე, დავით ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, კობა შალამბერიძე, მიხეილ ალავიძე, გიზო ჯელაძე, სულიკო დავითაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, რატი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, რევაზ გოცირიძე.



полная версия страницы