Форум » გუნდები » ამერი » Ответить

ამერი

raul: თურქეთში გამგზავრებამდე ამერმა ოლიმპთან 1:0 მოგების მერე ბოლო ამხანაგური ჩაატარა: ამერი 4:0 მერანი ამხანაგური მატჩი 25/01/07, საგურამო - ამერის ბაზა მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი) მეგოლეები: 1:0 დოლიძე (42), 2:0 გაბისკირია (61), 3:0, 4:0 დოლიძე (72, 80) ამერი: ქვაჩახია, დიდავა, დავითნიძე, კაკაშვილი, ელბაქიძე, დოლიძე, მესხი, დეკანოსიძე, მჭედლიშვილი, დავითაშვილი, ჩიმაკაძე (პირველ ტაიმში); ნადირაშვილი, ფირანიშვილი, გვაძაბია, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, ჯელაძე (დოლიძე 64), დობროვოლსკი, ბოლქვაძე, ნიკოლაიშვილი, წინამძღვრიშვილი, გაბისკირია (მეორე ტაიმში). მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე მერანი: სეფიაშვილი, მჭედლიშვილი, გრიგალაშვილი, თურქია, ოსიტაშვილი, ბესარაშვილი, ფურთუხია, ბურჯანაძე, ჩაჩიბაია, გაგუა, სიხარულიძე. შეცვლაზე ითამაშეს: გლუნჩაძე, ტომარაძე, უსენაშვილი, კობერიძე, ნეფარიძე, დევიძე, დეისაძე, ქემაშვილი, ზირაქიშვილი. მწვრთნელი: სერგო კუტივაძე გაფრთხილება: ელბაქიძე (25), გაბისკირია (68) - ტომარაძე (85) კარში დარტყმა: 7-2; კარისკენ დარტყმა: 2-2; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 11-6; კუთხური: 6-2

Ответов - 230, стр: 1 2 3 4 5 6 All

kanavaro: fortuna im dges tqveni da mtels msoflioshi rac arsebobs kvela tqvens mxares iko chven ragac xatze gadacemulivit vart am tase

chicho: ise dzlierebs umartlebso tu gagigiaa zestafoni kai gundia mara ragac dzalian cota aklia am gunds amers isic daexmara rom yvelas egona ro zestafoni igebda

annieq07: "ameri" gamartlebaze tamashobda am dgesac da gaumartla...zogs aqvs bedi da ra unda qna?


kanavaro: chven ertaderi bedia rac gvaklia tqven kide fexburtelebs ki ara gmerts unda utxrat madloba magram koka koveltvis ckals ar moitans

annieq07: kanavaro пишет: koka koveltvis ckals ar moitans asea,mash!!!

chicho: gana chenc sul gvimartlebs ro gaemartla cotati im tamashi romelshic amerma borjomtan caago da batums ver mougo damercmunet ameri iqneboda chempioni mara is chveni fexburtelebis brali iyo gmertma qnas mase gagvimartlos xolme

annieq07: chicho chvenc magas vambobt ro yoveltvis aravis umartlebs...magram tasze ro gagimartlebs meti raga ginda????

kanavaro: chicho egre chven chixurastan merantan da bolnistan rom ar dagvekarga qulebi meotxeze ki ar viqnebodit sharshanac imedazis dartkma damatebit droshi rom gasuliko zelebis gadabis adgils rom moxvda da cels pirvel taimshi rom gagvetana kvela mashin tasis 2 gzis mflobelebi chven viqnebodit tqven ki ara

RUSTAVI: annieq07 пишет: chvenc magas vambobt ro yoveltvis aravis umartlebs...magram tasze ro gagimartlebs meti raga ginda???? magari smilea ra

dachi: da chichveishvili 4 santimetrit dabali ro yopiliyo an saertod ro ar arsebobdes exla dinamo chempioni inqeboda da arc 2003celshi sportingtan ar cavagebdit

kanavaro: eg exla imas gavs bebias is qonoda babua iqnebodao

dachi: ara chichveishvili es sul sxva ganzomileba...amaze mosula

chicho: chixuras da merans tu ver mouge chempioni nagdav ver iqnebi es gundebi meore taimshi dzlivs darbian upro meranze maq saubari da chven kide dzalian dasanani qulebi davkarget igives tqma dinamosac sheuzlia bevri truxa qula datmes bolo cutze

dachi: bolo cutze erti torpedostan cavaget...da eg iyo yvelaze didi uazroba..mteli tamashi saxe avaxiet,prosta ver gavitanet da bolo cutze gamezardashvilma jarima gagvitana amis dedac..arada erti qulac ki........

kanavaro: *PRIVAT*

chicho: memgoni zestafonmac bolo cutze gagitanabrad xoo tu ar vcdebi?

raul: რვიდან მეექვსე კარგია როცა, კარგი კარგად თამაშობს გივი დიდავამ ანგარიში ფინალამდე იცოდა საქართველოს თასის რეკორდსმენი მეკარე ირაკლი ზოიძეა, რომელსაც ფინალში 9-ჯერ უთამაშია, თასი კი შვიდჯერ აღუმართავს. კარგა ხანს ისე ჩანდა, რომ ზოიძის დამწევი არავინ იყო, თასის ამ ფინალმა კი რეკორდსმენს კონკურენტი გამოუჩინა - "ამერის" მცველმა გივი დიდავამ ოთხი დღის წინ მერვედ ითამაშა ფინალში, თასი კი მეექვსედ მოიგო. ჰოდა, თუ მოხდა და, გივიმ კიდევ ითამაშა ფინალში, ეგებ რეკორდის თანაავტორიც გახდეს. თუმცა რეკორდი რეკორდად და, გივი დიდავას კლასსა და პროფესიონალიზმს ურეკორდებოდაც არასდროს გამოუწვევია ეჭვი, ხოლო ვინც მას პირადად იცნობს, იმაშიც უეჭველად დაგვეთანხმება, რომ გივი დიდავას დარი ადამიანები ფეხბურთში ბევრნი არ არიან. დიდავას თასები ვთქვით და ისიც სათქმელია, რომ "დინამოსა" და "ტორპედოს" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც არის, ეროვნულ ნაკრებში კი 21-ჯერ უთამაშია და ბევრი ამ შედეგითაც ვერ დაიკვეხნის... - ცხადია, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს თასი მეექვსედ მოვიპოვე. 26 მაისს თასის ფინალში მერვედ ვითამაშე და მეექვსედ მოვიგე - გვითხრა გივი დიდავამ, ვინც "ამერთან" ერთად ექვსი თვის წინ სუპერთასიც მოიგო - წაგებული ფინალები კარგად მახსოვს, როცა "დინამოში" ვთამაშობდი, ერთხელ "ბათუმმა" მოგვიგო, "ტორპედოში" ყოფნისას კი თასი "ლოკომოტივს" დარჩა, თუმცა იმ სეზონში "ტორპედოსთან" ერთად ჩემპიონი გავხდი. - ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ფინალი იყო? - რა თქმა უნდა, პირველი ფინალი, მაშინაც "დინამოში" ვთამაშობდი და "ბათუმს" 1:0 მოვუგეთ. მაშინ ბათუმელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ნაკლები არც "დინამო" იყო. მახსოვს, იმ შეხვედრაში ერთი კარგი საგოლე მომენტი მქონდა, ნაღდი გოლი მეგონა, მაგრამ მეკარემ ბოლო წამს იყოჩაღა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა, "ზესტაფონთან" მოგებული ფინალიც. "ამერში" სრულად ერთი სეზონიც არ მითამაშია და ამ გუნდთან ერთად უკვე ქვეყნის თასი და სუპერთასიც მოვიგე. ისე, "ტორპედოს" შემადგენლობაში ორჯერ ავიღე თასი და ესეც თავისებურად დამამახსოვრდა, რაც უნდა იყოს, პრიზი მშობლიური კლუბის სახელით მოვიპოვე. - რვა ფინალიდან შენთვის ყველაზე მძიმე და რთული რომელი იყო? - ალბათ ის, როცა "დინამოს" "ბათუმმა" მოუგო. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა, ძალიან მაგარი თამაში იყო. დამატებით დროში საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ტემპი და სანახაობა არ აკლდა ამ შეხვედრას. სულ ბოლოს კი... თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავით ჭიჭვეიშვილმა გაგვიტანა ოქროს გოლი. არადა, იქამდე "დინამოს" ბათუმელებისთვის ზედიზედ სამი ფინალი ჰქონდა მოგებული. - "ზესტაფონთან" 26 მაისის ფინალზე რას იტყვი. დარწმუნებული იყავი, რომ მოიგებდით? - დიახ, მჯეროდა, რომ მოვიგებდით. ერთ ამბავს გეტყვით: მატჩის წინა ღამით ჩემს მეუღლეს დაესიზმრა, რომ "ზესტაფონმა" 1:0 მოგვიგო. საერთოდ, მას სიზმრები პირიქით უხდება ხოლმე. ჰოდა, როცა ეს ანგარიში მითხრა, მაშინვე გუნდში ვთქვი, ბევრჯერ მომხდარა პირიქით-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე "ზესტაფონთან" მატჩის შემდეგ. - არადა, მატჩი "ზესტაფონის" ორი კარგი მომენტით დაიწყო... - მართალია, "ზესტაფონს" მატჩის დასაწყისშიც და მთლიანად პირველ ტაიმშიც ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ შემდეგ უკვე თამაშიც გავათანაბრეთ და ის მომენტიც გამოვიყენეთ, რომელმაც თასი მოგვიტანა. "ზესტაფონი" საკმაოდ კარგი გუნდია, მათთან იოლ მოგებას არც ველოდით. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ძალიან მძიმე თამაში იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. მთავარი იყო, ჩვენი შანსი გამოგვეყენებინა, ეს მოვახერხეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. - ამ სეზონში "ამერს" ჩემპიონობის კარგი შანსიც ჰქონდა... - გვქონდა, მაგრამ... "ამერმა" სულ მეორე სეზონი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში და ვფიქრობ, არც წლევანდელი მესამე ადგილი უნდა იყოს ურიგო შედეგი. თანაც ამ სეზონში ორი თასიც მოვიგეთ. მომავალში კი, იმედი მაქვს, ჩემპიონობასაც შევწვდებით. წლეულს ჩემპიონატის ლიდერებს შორის ისეთი დაძაბულობა იყო, რომ დარწმუნებული ვარ, გაისადაც ასე იქნება. ხოლო მაშინ, როცა ყოველ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არ უნდა მოდუნდე. ამ სეზონში კი "ამერს" პირველობამდე ექვსი ქულა დააკლდა და ეს ქულები სწორედ იმ მატჩებში დავკარგეთ, ჩვენგან ყველა მოგებას რომ ელოდა. - ჩემპიონატიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევ? - დინამოელ სანდრო იაშვილს. ის საქართველოს ჩემპიონატში მაშინაც თამაშობდა, როცა აქედან წავედი. მისი თამაში ახლაც რამდენჯერმე ვნახე და აშკარა პროგრესი შევატყვე, სანდროს საგრძნობლად მოუმატებია. - გუნდებიდან ყველაზე მეტად რომელთან გაგიჭირდათ? - მაინცდამაინც არც ერთთან გაგვჭირვებია, თუმცა ლიდერებთან ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩები კი გამოგვივიდა. პირადად ჩემთვის ყველაზე კარგი მატჩი "დინამო" - "ამერი" იყო. ვფიქრობ, "დინამოც" გამოსარჩევი გუნდია. - გინდა თქვა, რომ ჩემპიონობას "დინამო" უფრო იმსახურებდა? - არა, მაგრამ "დინამომ" მეორე წრეში მართლაც ძლიერად ითამაშა. ეს გუნდი პირველ წრეშიც ისეთივე სტაბილური რომ ყოფილიყო, როგორც მეორეში, ჩემპიონობას ვერავინ შეეცილებოდა. "ამერის" მსგავსად "დინამომაც" რამდენიმე მოულოდნელი ქულა დაკარგა.

annieq07: raul пишет: დინამოელ სანდრო იაშვილს magari kacia...

raul: კაცი რომელმაც იცის, ღირსება ძალაა ზურაბ ქვაჩახიას ნახტომები და შეგრძნებები 26 მაისის თასის ფინალიდან ოთხი დღე გავიდა და თითქოს ეს დრო საკმარისი უნდა იყოს ემოციების ჩასაცხრობად, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ზურაბ ქვაჩახიასთან საუბრიდანაც შეიტყობთ. საყოველთაო აზრით, ფინალური მატჩის გმირი სწორედ ქვაჩახიაა - თბილისის "ამერის" მეკარემ ზესტაფონელებს რამდენჯერმე ისეთი ბურთი აუღო, იმერლებს თავზე ხელები ხომ წაავლებინა, ქომაგებმა და სპეციალისტებმა კი ქება არ დაიშურეს... - ძნელია იმის გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდი. ოთხი დღე კი გავიდა ფინალიდან, მაგრამ სიხარული ჯერაც არ გამნელებია - ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს თასის ფინალს ვთამაშობ და ვიგებ, თან "ზესტაფონს" მეორედ ვამარცხებ. თავისთავად ყოველი თამაშის წინ დამუხტული ვარ და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემთვის "ზესტაფონთან" მატჩი ერთგვარად გამორჩეულიცაა. ცხოვრებაში არის რაღაც ისეთი, რასაც ვერასოდეს დაივიწყებ. - ესე იგი, თავიდანვე გჯეროდა, რომ მოიგებდით... - მჯეროდა კი არა, დარწმუნებული ვიყავი. წინა ფინალთან შედარებით, აჟიოტაჟი და ინტრიგა მეტი იყო. მეც რაღა მინდოდა?! მოკლედ, ძალიან გახარებული ვარ. - შარშანდელი ფინალი პენალტებით მოიგეთ, წლეულს კი "ზესტაფონი" ძირითად დროშივე დაამარცხეთ. რომელი უფრო რთული იყო? - წლევანდელი. კი, ბატონო, შარშან პირველად მოვიგეთ თასი, საკმაოდ დრამატული ფინალიც იყო და პირველს მაინც სულ სხვა ემოცია და გრძნობა ახლავს, მაგრამ, როცა ზედიზედ მეორე ფინალს თასის მფლობელის რანგში თამაშობ, სულ სხვა დატვირთვა ჰქონია, რაღაცით დაძაბულიც კი ვიყავი ანუ, რომ ამბობენ, თასის მოგება უფრო იოლია, ვიდრე მისი შენარჩუნებაო, სავსებით ვეთანხმები. - ზესტაფონელ გიორგი ჭელიძეს რომ თავიდანვე აუღე ურთულესი ბურთი, ალბათ ამან უფრო შეგმატა თავდაჯერება... - რა თქმა უნდა, ასეა. თავიდანვე როგორ წაგივა თამაში, ამას მეკარისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვიცოდით, რომ "ზესტაფონი" დასაწყისშივე მაგრად შემოგვიტევდა და ჩვენც ამისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. ჰოდა, ასეც მოხდა, საბედნიეროდ, გავუძელით მათ წნეხს და მერე იქით გადავედით შეტევაზე. - ბევრის აზრით, ზედიზედ მეორე წელია, ფინალის საუკეთესო მოთამაშე ხარ... - ვერ ვიტყვი, რომ შარშან ან წლეულს მე ვიყავი საუკეთესო, თასი "ამერმა" მოიგო და არა მხოლოდ ერთმა კაცმა. ბედნიერი კი იმით ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ წარმატებაში. საერთოდ, როცა თამაშზე გადიხარ, საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რომ საუკეთესო გახდე. ჩემი საქმეც ესაა: მაქსიმალური კონცენტრაცია და ბოლომდე დახარჯვა. ზემოთაც ვთქვი, მეკარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თამაში როგორ წაუვა-მეთქი. რატომღაც მჯეროდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და მადლობა უფალს, რომ სულიერი სიმტკიცე შემინარჩუნა. - მადა ჭამაში მოდისო და, საქართველოს თასის ორგზის მფლობელი ხარ, სუპერთასი მოგებული გაქვს. ლოგიკურად, ახლა ჩემპიონობის ჯერია... - ასეა და ამისთვის აქედანვე ვემზადები. მეტის დაუფლების შეგრძნება ადამიანს მუდმივად აქვს და, ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. "ამერი" ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მიიწევს დასახული მიზნისკენ და დარწმუნებული ვარ, შორს არც ეს დღეა: შარშან ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დავიკავეთ და თასი ავიღეთ, წლეულს მესამე და ისევ თასი. არ მესმის, დუბლზე რატომ არ უნდა ვიფიქროთ?! კლუბის ხელმძღვანელთა პოლიტიკაც ესაა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გაკეთდეს საკეთებელი, გუნდი თავის კურსს არ გადაუხვევს. ჩვენ, ფეხბურთელებს კი მაქსიმალური შედეგის მიღწევა გვევალება - "ამერის" ძალა ხომ მის ღირსებაშია!

annieq07: raul пишет: ზურაბ ქვაჩახია magari mekareaaa.............

raul: ზურაბ ფოცხვერია: ქართულ ფეხბურთში ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაზე მაღალი დონეა 2002 წლის 5 აპრილს "ამერი" დაარსდა. გაზეთ "სარბიელის" დამფუძნებელმა, ზურაბ ფოცხვერიამ და მისმა თანამოაზრეებმა საფეხბურთო საზოგადოება თავიდანვე დააინტრიგეს - ისინი, ვინც უმკაცრესად აკრიტიკებდნენ სხვების გაკეთებულს, ვნახოთ ერთი, თავად რას გააკეთებენო. კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, ეს ამბავი სულ რაღაც ხუთი წლის წინ დაიწყო და ზღაპრული გაგრძელება მოჰყვა: "ამერი" პირველი ლიგიდან უმაღლესში გადმოვიდა და პირველივე სეზონში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა. "ამერი" ამირანივით იყო: სწრაფად იზრდებოდა და ქართული საფეხბურთო კლუბების სწორი მართვის სახელმძღვანელო რომ არსებობდეს, მათ მომავალ მმართველებს " ამერის" მაგალითებით გაზრდიდნენ... ზურაბ ფოცხვერიამ ხალხი უკვე გააკვირვა. თურმე, ქართულ ფეხბურთში შეიძლება საქმის კეთება. ჟურნალისტი, გაზეთ "სარბიელის" დამფუძნებელი და რედაქტორი, ახლა კი "ამერის" პრეზიდენტი "ათიანს" ესაუბრება - "ამერის" ჩამოყალიბებაში ვინ და რა გარემოებებმა შეგიწყვეს ხელი? - კლუბის შექმნისკენ საკმაოდ დიდხანს მივდიოდი. იდეა წლების განმავლობაში არსებობდა. გარკვეული ფაქტორების თანხვედრა იყო საჭირო და, როცა ჩავთვალე, ეს პირობები მომწიფდა, "ამერიც" ჩამოყალიბდა. - სწორედ ეს კონკრეტული ფაქტორებია საინტერესო. - გადამწყვეტი ის ჯგუფის ფსიქოლოგიური მზადყოფნა აღმოჩნდა, ვინც ამ იდეაში ფული ჩადო. ანუ მთავარი იყო ორი მომენტი: ფინანსური უზრუნველყოფა და მწვრთნელის როლი პრიორიტეტულად მესახებოდა და იმ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ამ როლისთვის მზად გაიოზ დარსაძე გახლდათ. იყო რამდენიმე სხვა ფაქტორიც, მაგრამ ეს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. - ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე, შესაძლოა, ერთმა ფრაზამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელმა გარემოებამ შეგაგულიანათ? - გეთანხმებით, ერთმა ფრაზამ შესაძლოა, მწვერვალები დაგაპყრობინოს. ყოველთვის ვცდილობ, გავეცნო ჩემთვის საინტერესო ადამიანების მოსაზრებებს, მაინტერესებს, რას წერს პრესა, რას ფიქრობენ უცხო ადამიანები. ჩვენ ხომ საზოგადოებას წარმოვადგენთ, ფეხბურთი კი საჯარო საქმიანობაა. თუმცა, ასეთი კონკრეტული ფრაზა არ ყოფილა. 1966 წელს, შვიდი წლის ვიყავი, როდესაც საბჭოთა კავშირში მსოფლიო ჩემპიონატიდან პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი პირველად გადმოსცეს. მას შემდეგ ფეხბურთის გარშემო ვტრიალებ. მინდოდა, მაგრამ ვერც მოთამაშე გავხდი და ვერც მწვრთნელი. ერთი სიტყვით, ფეხბურთში სხვაგვარად რომ ვერ მოვხვდი, ეს გზა ავარჩიე. იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა და მისკენ გული მუდამ მიმიწევდა. ის იყო პროფესიონალური დაინტერესების საგანი და არა გატაცება - მაშინაც, როცა ფეხბურთზე სიარული დავიწყე, როდესაც "სარბიელი" დავაარსე - გაზეთში ხომ მთავარი თემა ფეხბურთი იყო. ასე რომ, მთელი ცხოვრება ფეხბურთში, ფეხბურთთან გავატარე და დამატებითი სტიმული არ მჭირდებოდა. გამოჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომელიც მხარში დამიდგა. ადამიანური ფაქტორი ყველგან მნიშვნელოვანია. - კლუბის მშენებლობა სასიამოვნოც არის და პრობლემურიც, მით უფრო საქართველოში. ჩვენში ფეხბურთი არარენტაბელურია. თქვენი აზრით, კლუბის მშენებლობაში ყველაზე მთავარი დაბრკოლება რა არის? - მთავარი დაბრკოლებაა - დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური გარემო. რაც ბუნებაში არარენტაბელურია და ვერ ვითარდება, საბოლოოდ კვდება კიდეც. საქართველოში კლუბებს ბილეთის გაყიდვიდან კლუბებს ბილეთის გაყიდვიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. აბსურდია ასე გაგრძელება... ის მაკვირვებს, როდესაც ნაკრების თამაშზე თხუთმეტლარიანი ბილეთი ეძვირებათ და კინოში ათი ლარის დაწესება ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. საქართველოს ნაკრები წელიწადში სულ რაღაც ოთხ-ხუთ მატჩს ატარებს და, რაც მთავარია, ფეხბურთი ხომ ცოცხალი წარმოდგენაა. არ შეიძლება ილუზიებით ცხოვრება. ფეხბურთი მუდამ რენტაბელური ვერ იქნება, მაგრამ ის ბევრგან ინდუსტრიად იქცა. იგივე საქართველოშიც შესაძლებლად მეჩვენება. ამის შემდეგ გაცილებით იოლი იქნება ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარება - მწვრთნელთა კვალიფიკაციის გაზრდა, ბავშვთა ფეხბურთში ვითარების გაუმჯობესება და ა.შ. - რეალურად ხედავთ ბიზნესგარემოს შექმნის პრესპექტივას, როდესაც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნის პარალელურად, ოთხი სტადიონი გასხვისებულია? პარადოქსული ვითარებაა. სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარება მართლა სურს? - მე ასე ვიტყოდი - აქ საქმე და საქმეა გასარჩევი. სტადიონები გაასხვისეს, მაგრამ ამასთანავე, სახელმწიფომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ჩამოყვანა დააფინანსა. ამბობენ, რომ სახელმწიფოს ფეხბურთისთვის შეღავათის გაწევა არ შეუძლია. უფრო გამართლებული იქნებოდა სიტყვა - "ადეკვატური გადასახადების" - ხმარება. უნდა შეიქმნას ფეხბურთის განვითარებისთვის სასურველი გარემო. ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა კი თქვენს მიერ ნახსენებ პარადოქსებს გამორიცხავს. ფეხბურთის განვითარებისთვის საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არსებობს: პირველი - მას მოსახლეობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და მეორე - ფეხბურთი არის ქვეყნის და ერის პროპაგანდის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტიარი საშუალება. რომ არა ჯორჯ ვეა, ვის ეცოდინებოდა ლიბერია? უცხოეთში საქართველოსაც ფეხბურთელებით იცნობენ. სხვა სფეროებს არ ვაკნინებ, ობიექტურად ასეა. ფეხბურთი ახალგაზრდობას ჯანსაღი ცხოვრების წესს აჩვევს. როდესაც ვებრძვით კრიმინალურ მიდრეკილებებს, საამისოდ ფეხბურთზე უკეთესი საშუალება გვეგულება? აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სახელმწფიოს ინტერესშია ფეხბურთით ქვეყნის პროპაგანდა და ჯანსაღი თაობის გაზრდა. იმედია, სასიკეთო ძვრებიც მალე დაიწყება, რადგან ფეხბურთის ფედერაცია და პროფლიგა ფეხბურთის განვითარებაზე სერიოზულად მუშაობენ. დანარჩენი დროის ამბავია. პირადად მე, იმედი გადაწურული არ მაქვს. - "ამერი" თავიდანვე იყო უბნის გუნდად ჩაფიქრებული თუ ეს თავისთავად მოხდა? სიმართლე ითქვას, სახელი არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, თორემ დაარქმევდით "გლდანს". - "ამერი" ამ ერის გუნდია. ეს ფრაზა ჩვენ გენერალურ მენეჯერს ვახტანგ ბზიკაძეს ეკუთვნის და ჩვენს მიზნად იქცა, რომ ამ ერის გუნდი გავხდეთ. დავიმსახურებთ თუ არა საყოველთაო სიმპათიას, მომავალი გვაჩვენებს. ამასთანავე, ჩვენი საშინაო სარბიელი გლდანშია, აქვე მდებარეობს ჩვენი საფეხბურთო სკოლა და ლოგიკურია, რომ პირველი ნაბიჯები ამ რაიონის მაცხოვრებელთა თვალწინ გადაიდგა. იმედია, რომ გლდანელების კეთილგანწყობა გამტკიცდება და, ამავე დროს, სხვა უბნის მაცხოვრებელთა სიმპათიასაც მოვიპოვებთ. - თქვენი გადასახედიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო შესაძლებელია - ქართული ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა თუ ჩვენი სპორტული მედია? - პასუხს თავს არ ავარიდებ და დიპლომატიის გარეშე ვიტყვი - ქართული ფეხბურთი! ეს არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტიკაში მაღალი დონის პროფესიონალები არიან; - რა უფრო დიდი სიამოვნებაა, კარგი საგაზეთო ნომრის გაკეთება თუ თამაშის მოგება? - ჩემთვის ძვირფასია ის ყველაფერი, რაც მიკეთებია. მათ შორის გაზეთიც. ბევრი რამ ვისწავლე ჟურნალისტიკაში. თუმცა რა თქმა უნდა, თასის ფინალის მოგება სულ სხვა სიამოვნებაა. 13 მაისს "ამერმა" პირველ დიდ გამარჯვებას მიაღწია, რაც ჩემთვის უდიდესი ემოცია იყო. თანაც, თასი ყველა ქართველისთვის ძვირფას დღეს მოვიპოვეთ, რაც ამ სიხარულს სხვა ლაზათს მატებს. - სხვა ქართული გუნდები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას იმას, რაც "ამერში" თვალსაჩინოა - საკლუბო სახის ჩამოყალიბებას. - ვცდილობთ, რომ "ამერს" ჰქონდეს საკუთარი სახე და ხასიათი. "ამერის" სახე სულიკო დავითაშვილია, აქვე დავასახელებდი გიორგი დავითნიძეს, რომელიც პირველი ლიგიდან მოყოლებული ჩვენთანაა. რეგიონალლიგაში გავვარდით და მაინც გვერდში დაგვიდგა. გამოვყოფდი გიორგი დეკანოსიძეს, ვახტანგ ხვადაგიანს... ყველას ვერც ჩამოვთვლი. და რაც მთავარია, "ამერის" სახე გიორგი ჩიხრაძეა. ჩვენი პირველი კაპიტანი და დღევანდელი მწვრთნელი. მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, ჩვენთვის ძვირფასია თითოეული პიროვნება, ვისთან ერთადაც გავიარეთ გზა ჩამოყალიბებიდან დღემდე და მათ მადლობა მინდა გადავუხადო. - დიდი ხანია გვესმის, რომ "ამერი" საკუთარი სტადიონის აშენებას აპირებს. კონკრეტულად სად და როდის აპირებთ მშენებლობის დაწყებას? - სტადიონის საკითხი ჯერ ასე კონკრეტულად არ დამდგარა. "ამერის" დაარსების დღიდან ეს გეგმაში გვქონდა. იყო რამდენიმე თითქმის შეთანხმებული ვარიანტი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა. ასე რომ, ჯერ ვარიანტების ძიებაში ვართ.

raul: კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ გადაწყვეტილია: მომდევნო სეზონიდან ამერში არჩილ ალავიძე და კობა შალამბერიძე ითამაშებენ. არჩილ ალავიძე წინა სეზონში ბოლნისის სიონში თამაშობდა, კობა შალამბერიძე კი ამერში ბათუმის დინამოდან მოდის

gventsa: raul пишет: არჩილ ალავიძე gamiskda guli mixeili megona

dachi: gventsa пишет: gamiskda guli mixeili megona :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

gventsa: amershi ro mesi gadmodioda rato agagr gadmodis???? mgoni ar undato tu raac

chicho: gventsa ver gaqacha amershi da gaushves

raul: ამერის ვეტერანმა მოთამაშემ იური გაბისკირიამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. იური გაბისკირია საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატისა და საქართველოს თასის პირველი ფინალის მონაწილეა. ამიერიდამ იური გაბისკირია ამერის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ იმუშავებს

gventsa: momkalit dardit

raul: ამერში ვარჯიშობს და 12-ივნისს ბაკურიანის შეკრებაზე კლუბს გაყვება ოლიმპის 26-წლის ფორვარდი რევაზ გოცირიძე. ასევე ამერში ვარჯიშობს სიონიდან წამოსული ბაჩანა ცხადაძეც.

Рыжая: amrlebic bakurianshi midian?

raul: ki batono,bakuriani magari popularobit sargeblobs.

Рыжая: pfffff.ara da zapxulshi magari cudia

chicho: uefas tasis tamashebi romel stadionze iqneba ar icit?

DINAMOFAN: chicho пишет: uefas tasis tamashebi romel stadionze iqneba ar icit? lokomotivze! da mgoni otxive gundi mand itamashebs tu rustavshi yvelafris gaketeba ver moaswres!

nusha02: DINAMOFAN uefas cesdebit mxolod or gunds sheudzlia ert stadionze tamashi

DINAMOFAN: nusha02 пишет: uefas cesdebit mxolod or gunds sheudzlia ert stadionze tamashi da sharshan es wesdeba ar moqmedebda??? otxivem ro lokoze itamasha!

annieq07: DINAMOFAN rogorc chans ara... sharshan sxva stadioni ar gvqonda da ra gveqna?

annieq07: DINAMOFAN & nusha02 ert-ertma shecvalet ra avatari...

DINAMOFAN: annieq07 пишет: ert-ertma shecvalet ra avatari... es DINAMOFANEBIS dinastiis ucvleli avataria tan sxvas verafers ver vpoulob dinamos ro sheeferebodes!

annieq07: DINAMOFAN пишет: es DINAMOFANEBIS dinastiis ucvleli avataria xoda gadacyvetileba migebulia:nusha02 sascrafod cvli avatars!!!cinaagmdeg shemtxvevashi gadzevebuli iqnebi forumidan!!!



полная версия страницы