Форум » გუნდები » ამერი » Ответить

ამერი

raul: თურქეთში გამგზავრებამდე ამერმა ოლიმპთან 1:0 მოგების მერე ბოლო ამხანაგური ჩაატარა: ამერი 4:0 მერანი ამხანაგური მატჩი 25/01/07, საგურამო - ამერის ბაზა მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი) მეგოლეები: 1:0 დოლიძე (42), 2:0 გაბისკირია (61), 3:0, 4:0 დოლიძე (72, 80) ამერი: ქვაჩახია, დიდავა, დავითნიძე, კაკაშვილი, ელბაქიძე, დოლიძე, მესხი, დეკანოსიძე, მჭედლიშვილი, დავითაშვილი, ჩიმაკაძე (პირველ ტაიმში); ნადირაშვილი, ფირანიშვილი, გვაძაბია, ხვადაგიანი, ჩიკვილაძე, ჯელაძე (დოლიძე 64), დობროვოლსკი, ბოლქვაძე, ნიკოლაიშვილი, წინამძღვრიშვილი, გაბისკირია (მეორე ტაიმში). მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე მერანი: სეფიაშვილი, მჭედლიშვილი, გრიგალაშვილი, თურქია, ოსიტაშვილი, ბესარაშვილი, ფურთუხია, ბურჯანაძე, ჩაჩიბაია, გაგუა, სიხარულიძე. შეცვლაზე ითამაშეს: გლუნჩაძე, ტომარაძე, უსენაშვილი, კობერიძე, ნეფარიძე, დევიძე, დეისაძე, ქემაშვილი, ზირაქიშვილი. მწვრთნელი: სერგო კუტივაძე გაფრთხილება: ელბაქიძე (25), გაბისკირია (68) - ტომარაძე (85) კარში დარტყმა: 7-2; კარისკენ დარტყმა: 2-2; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 11-6; კუთხური: 6-2

Ответов - 230, стр: 1 2 3 4 5 6 All

gventsa:

annieq07: Рыжая magi ukve didia da umcross dautmo...

Рыжая: annieq07 vinaa didi? da vin umcrosi?


annieq07: Рыжая yenia 16 clisaa da chimaka ar ari magaze ufrosi?

annieq07: Рыжая martalia ar etyoba mara 16-isaa...xoda ki yofila sakmaod ufrosi chimaka...

Рыжая: annieq07 xo aba...daberda ukve mag kastilebze...daberda

annieq07: Рыжая araushavs male gamojanmrteldeba...

Рыжая: annieq07 xo.tore me mteli dge vdardob

raul: დიას ამერელი გამარჯვებულები პროფესიული ფეხბურთის ლიგის გალა დაჯილდოვებაზე ყველაზე მეტი გამარჯვებული ამერს ჰყავდა. საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე საუკეთესო ნახევარმცველი: გრიგოლ დოლიძე საუკეთესო მეკარე: ზურაბ ქვაჩახია სამ საუკეთესოს შორის დასახელდნენ ამერის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი, ხოლო სეზონის აღმოჩენის ნომინაციაში სამეულში ბესიკ ჩიმაკაძე იყო

annieq07: dolidze magari debili yofila,dzlivs laparakobda

Рыжая: +idioturi sipati aqvs

annieq07: Рыжая nu surati exla magisi brali ar aris,mara laparakic ar ari fotografis brali

Рыжая: annieq07 marto suratze ki ar aqvs egeti roja...live_shi zustad egetia

annieq07: Рыжая eh sacyali...

Рыжая: annieq07 aba aba oh chemi nervebi

dachi: yenia 17is aris

DINAMOFAN: dachi пишет: yenia 17is aris 16 gushin imedze titon tkva!

annieq07: dachi 16-is ar kaco

dachi: ar kaco tu ari kaco? anu jer kidev aq shansi 17is gaxdes (ra shuashi iyo ar vici,magram davicye da mere amaze uketesi veraperi movipiqre samcuxarod)soorrryyyy

annieq07: dachi aritqo unda metqva... shansi nagdad aqvs da shen ragac saechvod tqvi eg sityvebi xo araferi dagishava?eg ari qartuli fexburtis imedi araferi miqaro... (mec ar vici ra shuashi iyo mara mainc )

gventsa: yenia ara lomtatidze, kait ra, magari lolitaaaa

dachi: gventsa пишет: yenia ara lomtatidze, kait ra, magari lolitaaaa kai reebs ambob 16 wlis bavshvze au medzineba

Рыжая: gventsa пишет: magari lolitaaaa aaaaaaaaaa

annieq07: gventsa shen ra originaluri azrebit shemoichrebi xolme?.....

gventsa: egrea egre, kai fexburteli aris mara iseti ara rogorsac amboben, egeti ro yofiliyo romelime gundi aucileblad daitovebda

dachi: egre ar xdeba...lokomotivi ver daitovebda imito ro evropashi cavida

chicho: sagol amerelebo magrebi xart yenias kide yvelaperi cina aq ra ici iqneb isetive carmatebuli iqneba rogorc kaladze

annieq07: chicho пишет: yenias kide yvelaperi cina aq ra ici iqneb isetive carmatebuli iqneba rogorc kaladze gmertma qnas!!!

gventsa:

raul: ჩეხეთი, უეფა, საქართველო გიორგი ჩიხრაძე: ამერში არ არსებობს წვრილმანი დეტალი საქართველოს თასის ორგზის მფლობელი "ამერი" ნაშუაღამევს ჩეხეთში გაფრინდა, სადაც ორკვირიან შეკრებას მოიწყობს და ტესტ-მატჩებში საუკეთესო ჩეხურ გუნდებს გაეჯიბრება - საქართველოს თასის ორგზის მფლობელი "ამერი" ჩეხეთში გაფრინდა, სადაც ორკვირიან შეკრებას მოიწყობს და ტესტ-მატჩებში საუკეთესო ჩეხურ გუნდებს გაეჯიბრება - "ლიბერეცს","კლადნოს", "სპარტას","დუკლას", "სლავიას" და "პლზენს" . მანამდე "ყვითლებმა" ბორჯომული შეკრება მოილიეს, შემდეგ რამდენიმე დღით თბილისში დაბრუნდნენ და გუშინწინ "დინამოს" ამხანაგურად ეთამაშნენ (1:2). ზეგ ევროტურნირების კენჭისყრაა, სადაც "ამერის" საუეფასთასო მეტოქეც გაირკვევა - ამ ყველაფერზე გიორგი ჩიხრაძეს კი გუნდის მთავარ მწვრთნელ ვესაუბრეთ.... - ბორჯომში ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვემზადებოდით, ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა: დილაობით დავრბოდით, საღამოობით კი პატარა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობდით. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრშია - ჩეხეთში ოპტიმალური შემადგენლობით მივდივართ. - მიხეილ კობაური, არჩილ ალავიძე, ბაჩანა ცხადაძე, რევაზ გოცირიძე, კობა შალამბერიძე, გიორგი ვარდოსანიძე - "ამერის" ახალწვეულებზე რას იტყვით, როგორ შეეგუვნენ დატვირთვებს? - საერთოდ, ზაფხულის შეკრება უფრო ადვილი გადასატანია ფეხბურთელისთვის, ვიდრე ზამთრის. ახალწვეულებმა კარგად იმუშავეს ვარჯიშებზე და უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. - შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე ამერელები არიან? - მათთან კონტრაქტები არ გაგვიფორმებია და ასე ოფიციალურად ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. - ალბათ, კიდევ დაიმატებთ ფეხბურთელებს... კერძოდ, რა პოზიციებია გასაძლიერებელი? - ეს ჩეხეთში უფრო გამოჩნდება საკონტროლო მატჩებისას, ჩვენ ხომ ჯერ მხოლოდ ერთი ტესტ-თამაში გვქონდა. სასელექციო მუშაობა არ დაგვისრულებია და თუ ვიპოვით ისეთ ფეხბურთელებს, რეალურად რომ გააძლიერებენ "ამერს"... - შესაძლოა, მათ შორის ლეგიონერებიც იყვნენ? - მთავარია, კვალიფიციური ფეხბურთელი იყოს, თორემ ლეგიონერს ლეგიონერობის გამო ვყიდულობდეთ, ასე არ დგას საკითხი. კარგი იქნება, თუ ჩეხეთში შეკრებაზევე შემოგვიერთდებიან პოტენციური ახალწვეულები და საკონტროლო მატჩებში უშუალოდ ვნახავთ მათ საქმეში. - "ამერს" შარშან უეფას თასზე დებიუტი ჰქონდა და ღირსეულადაც გამოიყურებოდა. წესით, წლეულს უკეთ უნდა ითამაშოთ... - ცხადია, გამოცდილება შეგვემატა და ეს უნდა გამოვიყენოთ. შარშან თუ კენჭისყრაში განთესილები ვიყავით, წლეულს პირიქით, სავარაუდო მეტოქეები უფრო ძლიერები გვყავს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ ეს არაა მთავარი: ვინც უნდა შეგვხვდეს, მაქსიმალურად ვეცდებით მოგებას. - "ამერმა" ორჯერ მოიგო საქართველოს თასი და ალბათ ჩემპიონობის დროც მოვიდა... - ჩვენი მიზანი სწორედ ესაა: ჩემპიონობა და თასის შენარჩუნება. - ბევრისთვის გამოცანად რჩება ხუთი წლის "ამერის" ასეთი წარმატებები. რა არის ის მთავარი, რითაც სხვა გუნდებს ჯობნით? - ყველამ იცის, რომ "ამერში" კარგი ინფრასტრუქტურაა, კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს წინსვლისთვის. ნებისმიერ კომპონენტში ვგრძნობთ მხარდაჭერას. ჩვენ არავის ვედრებით, გეგმაზომიერად არჩეული გზით მივიწევთ წინ. "ამერში" არ არსებობს წვრილმანი დეტალი - კეთდება რამე? ყველაფერი კარგად უნდა გაკეთდეს! - "ამერში" ბევრი ახალგაზრდაა, მათ შორის 1988 წელს დაბადებულები სჭარბობენ და მათზე გკითხავთ: რამდენად პროგრესირებენ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს? - გარკვეულ კომპონენტებში ამ ბიჭებმა მოუმატეს, თუმც ეს იმათ უფრო ეტყობათ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ. როდესაც დიდ მიზნებს ისახავ, ძნელია, მხოლოდ ახალგაზრდებზე გააკეთო აქცენტი, ამიტომაც რამდენიმე მათგანს გავანათხოვრებთ - ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება. - იური გაბისკირიამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ის თქვენს შტაბში იმუშავებს? - დიახ, გაბისკირია "ამერის" სამწვრთნელო შტაბში იქნება. - ორიოდ კვირის წინ ჰოლანდიაში იყავით სამწვრთნელო სემინარებზე და იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ... - ოთხდღიანი, მაგრამ საკმაოდ დატვირთული სემინარები იყო. პრაქტიკული მეცადინეობა, კონფერენციები, დისკუსიები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თეორია... მე და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები, პეტარ სეგრტი და გელა შეყილაძე ერთად ვიყავით ჰოლანდიაში. - ცნობილი მწვრთნელებიდან ვინ იყვნენ? - გუს ჰიდინკი, ლეო ბეენჰაკერი... დაახლოებით 60 მწვრთნელი იყო ამ კურსებზე. - ჰოლანდიაში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც ხომ არ დაესწარით? - კი, ორი შეხვედრა ვნახე: გახსნის მატჩი ჰოლანდია - ისრაელი და ინგლისი - ჩეხეთი. გიორგი ჩიხრაძემ ჩეხეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა: ზურაბ ქვაჩახია, ლადო ნადირაშვილი, მიხეილ კობაური, დავით მჭედლიშვილი, გივი დიდავა, ვახტანგ ხვადაგიანი, გიორგი დავითნიძე, ვლადიმერ კაკაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი ელბაქიძე, მიხეილ მესხი, დენის დობროვოლსკი, გიორგი დეკანოსიძე, გიორგი ვარდოსანიძე, დავით ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, კობა შალამბერიძე, მიხეილ ალავიძე, გიზო ჯელაძე, სულიკო დავითაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, რატი წინამძღვრიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, რევაზ გოცირიძე.



полная версия страницы