Ôîðóì » ჩემპიონატი » სტადიონები საქართველოშ&# » Îòâåòèòü

სტადიონები საქართველოშ&#

raul: რკინიგზამ ლოკომოტივი სახელმწიფოს გადაულოცა რამიშვილის ახალი პროექტი - 2 კვირაში მოედანს შევცვლით, თუკი... საქართველოში სტადიონების მოწესრიგების პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. გარდა იმისა, რომ უეფა 2007 წლიდან გამკაცრებული მოთხოვნებით შეაფასებს სტადიონების მდგომარეობას, საქართველოშიც გაჩნდა შენების სურვილი და რაც მთავარია, სახსრები. სადაც სახსრები არაა, იქ საკმაოდ გონებამახვილურ გამოსავალს პოულობენ. ასე იყო ეროვნულ სტადიონთან დაკავშირებით, როდესაც "დინამო-ინვესტს" სტადიონის არენდისთვის თანხის მაგიერ, მშენებლობაში თანხის დაბანდება მოთხოვეს. მისგან განსხვავებით, "ლოკომოტივის" სტადიონის რეკონსტრუქცია დიდი ხნით გაიწელა. ფეხბურთის ფედერაციის ზაფხულის რიგგარეშე საანგარიშო ყრილობაზე მითითებული იყო, რომ სექტემბერში მიხეილ მესხის სტადიონზე, ბალახის საფარი შეიცვლებოდა. თუმცა, ახლა ნოემბრის სუსხიანი დღეები დაიწყო და "ლოკომოტივს" სიახლე არ დატყობია. მოედანი კვლავ უხარისხოა და არც მშენებლები გამოჩენილან. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავას თქმით, ჯერ გაურკვეველია სტადიონის მესაკუთრის ვინაობა და ფედერაცია თანხის გადაყრას გაურკვეველი მფლობელობის ობიექტში არ აპირებსო. "ლოკომოტივის" სტადიონთან დაკავშირებით სიახლე პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტ დიმიტრი რამიშვილისგან შევიტყვეთ . გუშინწინდელ პრესკონფერენციაზე მან გეოგრასთან გაფორმებული კონტრაქტი ახსენა, რომლის თანახმადაც ხუთი მოედნის იაფად მოწყობას საკუთარ თავზე აიღებს . მაშინ თქვა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლოკომოტივის საფარის რეაბილიტაცია მალე იქნება შესაძლებელიო. იმდენად მნიშვნელოვანი სიახლეები გაცხადდა ამ პრესკონფერენციაზე, ლოკომოტივის თემა დაიჩრდილა. გუშინ დიმიტრი რამიშვილს ლოკომოტივის სტადიონზე დეტალურად დავეკითხეთ და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გაგვიმხილა . - ბატონო დიმიტრი, ლოკომოტივის თემა გაყინული იყო და თქვენ საფარის შეცვლაზე ისაუბრეთ . ვითარება შეიცვალა ? - შეიცვალა, რადგან ჩემი ინფორმაციით, სტადიონს მეპატრონე ეცვლება და იგი რკინიგზის დეპარტამენტიდან, სავარაუდოდ , თბილისის მერიის კუთვნილებაში გადავა. აქედან გამომდინარე უკვე მერიას მივმართეთ კონკრეტული წინადადებით. ამ სტადიონზე ორი თბილისური გუნდი, "დინამო" და "ლოკომოტივი" თამაშობენ. ჩვენი წინადადება მარტივი და მისაღები უნდა იყოს. ორივე გუნდი სტადიონის იჯარის თანხას იხდის. მერიას თუ გადაეცემა სტადიონი, ალბათ, მერიისთვისაც მისაღები იქნება, თუკი საფარს ეს ორი გუნდი ერთიანი ძალებით გამოცვლის, საპასუხოდ კი იჯარის თანხას არ გადაიხდიან. მარტო ეს საქმე მერიას და ცალ-ცალკე ორივე გუნდს ძვირი თუ დაუჯდება, ერთობლივი ძალებით გაცილებით იაფად მოახერხებენ. ორ კვირაში ახალთახალი მოედანი დაიგება. - "ლოკომოტივის" გასხვისება როდის გადაწყდა? - ეს ზუსტად არ ვიცი. რკინიგზასა და თბილისის მერიაში ყველაფერს დეტალურად აგიხსნიან. მთავარი ისაა, რომ 2007 წელს უეფა განსაკუთრებით მკაცრი კრეტერიუმებით შეაფასებს სტადიონების მდგომარეობას და მანამდე მზად უნდა ვიყოთ. გამოსავალს ვეძებდით და ვფიქრობ, ჩვენი წინადადებით ეს შესაძლებელი გახდება. თუკი მას გაითვალისწინებენ, მეორე წრის დაწყებამდე მოედანი შეიცვლება და ნახავთ, რომ გაცილებით ლამაზი თამაშები ჩატარდება. კარგ მოედანზე უკეთესი ფეხბურთიც გამოდის. საქმის ადგილიდან დასაძრავად ნებაა საჭირო და მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, საქმეს დროულად მივხედოთ. - გამორიცხულია, რომ სტადიონი დაინტერესებულ არენდატორს იგივე პირობებით გადაეცეს როგორც ეროვნული სტადიონის შემთხვევაში მოხდა? - ეს საკითხი განიხილეს მთავრობის წევრებმა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ისინი მზად არიან ამ ნაბიჯზე, თუკი სტადიონის რეკონსტრუქციაში ვინმე თანხებს დააბანდებს. - "დინამო" და "ლოკომოტივი" თქვენს წინადადებას როგორ აფასებენ? - ჯერ მეპატრონე უნდა დათანხმდეს, რომ სტადიონზე გუნდებმა შეაკეთონ მოედანი. ვფიქრობ, მერიისთვისაც მისაღები უნდა იყოს, რომ თავად არ დახარჯოს თანხა. "ლოკომოტივის" სტადიონის გასხვისების ფაქტი რკინიგზის დეპარტამენტის პრესმდივანმა თამუნა მაჭავარიანმა დაგვიდასტურა: - საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ შპს "საქართველოს რკინიგზამ” შპს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის წილის 100 პროცენტი გადასცეს სახელმწიფოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. - სახელმწიფოს ამ შემთხვევაში თბილისის მერია წარმოადგენს? - ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია. რკინიგზას სტადიონი აღარ ეკუთვნის. "ლოკომოტივის" სტადიონის დირექტორი გივი ჭანტურიძე ჯერ ვერაფერს ამბობს: "ვიცი, რომ სტადიონი რკინიგზიდან სახელმწიფოს გნკარგულებაში გადავიდა. თუმცა, არ შემიძლია გითხრათ, სამომავლოდ რა გეგმები გააჩნიათ". ერთი სტადიონის ორი გუნდის მიერ არენდირება ევროპაში მიღებული წესია. მაგალითად, მიუნხენის "ალიანს-არენაზე" "ბაიერნი" და "მიუნხენ 1860" ერთად თამაშობენ, "სან-სიროზე" - "მილანი" და "ინტერი". ეს ხდება ორ უმდიდრეს ქვეყანაში, ოთხი უმდიდრესი კლუბი ცალ-ცალკე სტადიონის ქირაობას ერიდება და ერთობლივი ძალებით ამჯობინებენ საქმის მიხედვას. მათი გამოცდილების საქართველოში გაზიარებაც არ უნდა იყოს ურიგო საქმე. ჩვენს კლუბებს ხომ ევროპელი გრანდებივით არ ულხინთ.

Îòâåòîâ - 4

raul: გაზეთი ”ოლიმპი” ინტერვიუ უჩა უგულავასთან გაზეთ ”ოლიმპის” დღევანდელ ნომერში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან უჩა უგულავასთან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ. * * * როგორც იქნა, დამტკიცდა საქართველოს ბიუჯეტი და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ - შარშანდელის დარად, სახელმწიფო წლეულსაც სოლიდურად დაეხმარება ქართულ ფეხბურთს. სხვა საქმეა, ამართლებს თუ არა სახელმწიფოს პროექტი, რომლის მიზანი ნაკრების სათავეში კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელის მოყვანა იყო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ კლაუს ტოპმიოლერის ჩამოსაყვანად დიდი ფული დაიხარჯა. დრო პრიორიტეტებს ცვლის და ახლა დანგრეულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას სჭირდება აღდგენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა აშენდეს ახალი საფეხბურთო სტადიონები. მაინც რა დოზით დაეხმარება სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს? ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან უჩა უგულავას მივმართეთ, მერე კი სხვა საინტერესო საკითხებსაც გადავწვდით. როგორც იქნა, დამტკიცდა ქვეყნის ბიუჯეტი. ხომ არ იცით, რა თანხაა გამოყოფილი კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის? სოლიდური დახმარება რომ იქნება, ფაქტია. მთავარი პრიორიტეტი წლეულს სტადიონების რეკონსტრუქციაა. სახელმწიფოსათვის კი პრიორიტეტულ სახეობებად ფეხბურთი და რაგბი აღიქმება. კონკრეტული თანხა ძალიან მალე იქნება ცნობილი და ყველა დარწმუნდება სახელმწიფო დახმარების ქმედითუნარიანობაში. შემიძლია გულშემატკივარს დავპირდე, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში ყველა ეს პროექტი დაიწყება და სამე რომ გრანდიოზულ პროექტთან გვაქვს, ეს უკვე კარგად იცით. სახელმწიფო გამოყოფს თანხას, რომელიც საჭიროა 8 სტადიონის სარეკონსტრუქციოდ. აქედან 6 საფეხბურთო იქნება, 2 კი კომპლექსური - სარაგბო და საფეხბურთო. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს ერთი სარაგბო სტადიონი. ყველაზე სოლიდურად, ალბათ, რაგბი და ფეხბურთი დაფინანსდება. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო აპირებს დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოახმაროს ქართულ ფეხბურთს. ახლოს არის თუ არა ეს სინამდვილესთან? სტადიონების შეკეთება მასშტაბური პროექტია, ახალი სტადიონებიც გვექნება. ასე რომ, ყველაფერ ამას მართლაც არ ეყოფა პატარა თანხა. თქვენ მიერ დასახელებული რიცხვი რეალობასთან ახლოა. ზუსტ მონაცემებს კი ალბათ, თქვენც და მეც უახლოეს მომავალში მივიღებთ. მთავრობის სხდომა გაიმართება და მერე ყველაფერი გვეცოდინება. ამბობთ, რომ ორი კომპლექსური სტადიონი უნდა აშენდეს. მაინც სად ”დაძმობილდებიან” რაგბი და ფეხბურთი? ჩემი აზრით, ტერიტორიას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ერთ წელიწადში 8 სრულფასოვანი სტადიონი გვექნება. მთავარია ისიც, რომ რაგბისტებსაც 8 სტადიონი ექნებათ და სპორტის ეს ულამაზესი სახეობა განვითარების ახალ რელსებზე გადავა ჩვენს ქვეყანაში. რომელ ქალაქს მიეცემა პრიორიტეტი, ეს უახლოეს მომავალში გადაწყდება. 8 სტადიონის აშენება, ალბათ, ფანტასტიკის სფეროა. საუბარია რეკონსტრუქციაზე. რა თქმა უნდა, რეკონსტრუქციას ვგულისხმობთ, მაგრამ არის გამონაკლისიც. ბათუმში აშენდება ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონი, რომელზეც ნებისმიერ ნაკრებსა თუ კლუბს შეეძლება საერთაშორისო მატჩების ჩატარება. როგორც ვხედავთ, ფეხბურთი და რაგბი ერთმანეთს არნახულად უახლოვდებიან. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ხომ არ აპირებთ? რაგბის კავშირის ხელმძღვანელები საფრანგეთიდან დაბრუნდებიან და ამის შემდეგ მათ აუცილებლად შევხვდებით. ჩვენ რაგბის კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას და გარკვეული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტას ვაპირებთ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება? ნამდვილად ასეა. ამ გრანდიოზული პროექტის შედეგს მალე ყველა დაინახავს.

dundee: kapikad ar varga chveni stadionebi!

kote: arc erovnulma stadionma ar ivarga .


mate17: ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის დასავლეთის ტრიბუნა ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამოდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც. 1952-1989 და 1999 – 2003 წლებში ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მატჩებს მართავდა საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე, საფეხბურთო კლუბი ” მეტალურგი”. 1990-1998 წლებში ზესტაფონის ცენტრალური სტადიონი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ” მარგვეთი”- ს მშობლიური არენა. 2004 წლიდან კი სტადიონზე საშინაო მატჩებს ატარებს საფეხბურთო კლუბი ” ზესტაფონი ”. 1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები , გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა , რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8000 ადგილამდე . 2004 წელს , ს . კ . ” ზესტაფონი ”- ს შექმნის შემდეგ , ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები , რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება . 2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები . ქართველი მშენებლების მიერ დამონტაჟებული იქნა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა . მინდორზე დამონტაჟებულია ამერიკული ფირმა ” რაინბიორდი ”- ს სარწყავი სისტემა ( სხვათა შორის , ხსენებული მორწყვის სისტემა წარმატებით აპრობირებულ იქნა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე ). აღმოსავლეთის ტრიბუნა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი - თურქული ფირმა ” ჩიმექსი ”- ს მიერ დამზადებული ” ნატურალური მწვანე ხალიჩა ”. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული” ბეშიქთაშისა ” და ” ფენერბახჩეს ” მშობლიურ არენებზე , გარდა ამისა თბილისის ”ოლიმპის” სტადიონზე . აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ ცნობილი სპეციალისტი ლევან ცხოვრებაშვილი . გარდა ამისა , საფეხბურთო კლუბ ” ზესტაფონი ”- ს ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ზესტაფონში აშენდა და შენდება მრავალი ახალი საფეხბურთო მოედანი (მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი). სტადიონზე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა - გარემონტდა სავარჯიშო დარბაზები სპორტსმენთათვის, ტრიბუნები აღიჭურვა პერსონალური სავარძლებით, უახლეს მომავალში იგეგმება ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება ად ა . შ . ერთი სიტყვით, ზესტაფონში კეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს საფეხბურთო რუკაზე ზესტაფონის სახით გაჩნდეს ახალი ნათელი წერტილი !



ïîëíàÿ âåðñèÿ ñòðàíèöû