Ôîðóì » ჩემპიონატი » ეროვნული ჩემპიონატი » Îòâåòèòü

ეროვნული ჩემპიონატი

raul: ტელემაგია ქართული ფეხბურთისთვის სილქროუდმა ტელესააგენტო ჩამოაყალიბა კომპანია "სილქროუდი" დიდ საქმეს შეეჭიდა. კომპანიაში ჩამოყალიბდა პირველი ქართული ტელესააგენტო "პროდაქშენ კომპანი", რომელიც ქართული ჩემპიონატის განვითარება-პოპულარიზაციას შეეცდება. ეს ქართულ ტელესივრცემდე ჩვენი ჩემპიონატის მიტანა-გაპიარების პირველი ორგანიზებული პრეცედენტია და აქედან გამომდინარე, უდავოდ სასურველი საქმეა. მართალია, დღეს საქარტველოს ჩემპიონატი სულაც არაა პოპულარული, მაგრამ ცნობისთვის ერთ უცნობ ფაქტს მოვიშველიებ: 1994 წელს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიას ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩის ჩვენების საფასური მოსთხოვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, მანამდე ტელევიზიებს თავად თხოვდნენ მათთვის უინტერესო სანახაობის გაშვებას. დაპირისპირება სიმბოლური შეთანხმებით დასრულდა: ტელეკომპანიამ 1000 დოლარი გადაიხადა, რაც ორი მხარის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა და ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყო. კვიპროსში დღეს უკვე უმაღლესი ლიგის გუნდები მცირე თანხას მაინც იღებენ მატჩების ტრანსლაციის გაყიდვით. ტელეკომპანიები კი თავის მხრივ ამ პირველობის დონის გაზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი აღმოჩნდა. კვიპროსის პირველობა კი მართლაც გაიზარდა. ეს კუნძულელთა ევროთასებსა და სანაკრებო დონეზე გამოსვლებიდანაც ჩანს. დავუბრუნდეთ საქართველოს - "პროდაქშენ კომპანი" უახლოესი პერიოდიდან პროდუქციის სატელევიზიო სივრცეში გაიტანს. დანარჩენზე უკვე კომენტარები მოვისმინოთ. პაატა ბურჯალიანი, პროფლიგის პრეს-ატაშე: "ეს პროექტი ლიგის და "ლოკომოტივის" პრეზიდენტებმა, დიმა რამიშვილმა და ლექსო თოფურიამ მოიფიქრეს. ეროვნული ჩემპიონატი სატელევიზიოდ საინტერესო პროდუქტად უნდა დამზადდეს. მაღალი დონის ტელეპროდუქტის დასამზადებლად თასის ფინალზე დასაქმებული სამი ინგლისელი პროდიუსერი და ოთხმოცკანიანი ჯგუფი იმუშავებს. მატჩი "ამერი"-"ზესტაფონის" წლევანდელ ფინალზე ნაკლები ხარისხის არ იქნება, სატელევიზიო გადაცემები. მთავარი ისაა, რაც თასის ფინალმა გამოაჩინა - ქართული ფეხბურთის კარგად "შეფუთვა" და მაყურებლამდე მიტანა შესაძლებელი ყოფილა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ტელეკომპანიებთან, რომ ახალი სეზონიდან უფრო მაღალ დონეზე გაშუქდეს ქართული ფეხბურთი, რაც მაყურებლის მასიურ დაინტერესებას გამოიწვევს. თავად ტელევიზიებსაც აწყობს ხარისხიანი პროდუქციის გაშვება, რასაც "სილქროუდი" უზრუნველყოფს. "პროდაქშენ კომპანი" ჩვენთან პრეცედენტს ქმნის და ეს ძალიან მაგარი წამოწყებაა". " ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ "პროდაქშენ კომპანის" დაარსება ითავა და კომენტარისთვის მას მივმართეთ: - ჩვენ დავაარსეთ პირველი ქართული ტელესააგენტო, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის უფლების შესყიდვას და ტელევიზიით გაშუქებას შეეცდება. ვფიქრობ, ამის დრო საქართვლეოში უკვე დადგა. ეს ჯგუფი გადაიღებს 200 მატჩს, ტურის 35 ცენტრალურ შეხვედრს პირდაპირი ეთერით აჩვენებს, ასევე თასის 10 ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას. დანარჩენებიდან კი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს შევარჩევთ და სპორტული მიმოხილვის სახით კვირაში ერთხელ გავუშვებთ. საითხი საბოლოოდ უნდა შევათანხმოთ ფედერაციასთან, კლუბებთან, პროფესიულ ლიგასთან. თუკი ჩვენი ოთხი სუბიექტის შეთანხმება მოხდება, პროექტი უკვე 4 აგვისტოდან ამოქმედდება. ამ დღეს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. - კლუბების თანხას გადაუხდით? - ეს არის კომერციული პრექტი და ბუნებრივია , ამაზე ვისაუბრებთ. შესაძლოა, თავდაპირველად ეს იყოს მცირე თნახა, თუმცა, მთავარია, ევროპაში მიღებული საფეხბურთო ინდუსტრიის ამუშავება და დაქოქვა. ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. - თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთით უცხოეთში დაინტერსდებიან? როგორც ვიცი, თასის ფინალი რუსულ არხზე იმიტომ არ გავიდა, რომ მათ უფასოდ სურდათ ტელერეპორტაჟის გადაცემა. - ჯერ ჩვენ ქართული ტელეეთერი უნდა ავითვისოთ. ტელევიზიების გარეშე, ქართული ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელია. დარწმუნებული არ, ეს საერთო სურათს რადიკალურდა შეცვლის. - რადგან ამ საქმეს ხელი მოკიდეთ, პერსპექტივასაც უნდა ხედავდეთ. არადა, რაა დასამალი, დღევანდელი გადსახედიდან ძალიან მძიმე სურათი ჩანს. - 2-3 წელიწადში მოგებას არც ველით. ამის შემდეგ კი, იმედი მაქვს, ჩვენი წამოწყების პირველ შედეგებს დავინახავთ.

Îòâåòîâ - 142, ñòð: 1 2 3 4 All

DINAMOFAN:

annieq07: raul ïèøåò: ეს ჯგუფი გადაიღებს 200 მატჩს, ტურის 35 ცენტრალურ შეხვედრს პირდაპირი ეთერით აჩვენებს, ასევე თასის 10 ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას. dzaan magari iqneba tu aseti ram gaketdeba...cota yuradgebas igrdznobs qartuli fexburti... mgoni nel-nela cin mivdivart...

annieq07: საქართველოს მე-18 ეროვნული ჩემპიონატის და თასის მე-17 გათამაშების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და დამკვირვებელთა განყოფილებამ მსაჯთა და ასისტენტთა საუკეთესო ხუთეულები გამოავლინა. საუკეთესო მსაჯები (ანბანის მიხედვით): გ.ვადაჭკორია ლ.კვარაცხელია ლ.სილაგავა ლ.ფანიაშვილი დ.ხარიტონაშვილი mgoni dagvcinian...


raul: საფეხბურთო დაჯილდოება დია 2007 საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მართავს საფეხბურთო გალა-დაჯილდოების ცერემონიალს. ლაურეატები გამოვლინდებიან 11 ნომინაციაში. 2 მთავარი ნომინაციის მიხედვით დასახელდებიან საუკეთესო ლეგიონერი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. მიღება გაიმართება 2007 წლის 19 ივნისს 19:30 წუთზე. ბილეთის ფასი: პარტერი-10 ლარი, ბალკონი-5 ლარი. საკონტაქტო ნომრები: საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა. ტელ.: +995-32-912671; +995-32-917126 .

dachi: au prosta iashkas ro sauketeso tavdasxmelis da pexburtelis tituli ar micen imenna magari magloba iqneba ra....amas mcvrtnelebi da kapitnebi sazgvraven...vnaxot rogori obieqturebi iyvnen

DINAMOFAN: dachi ' varianti araa ro ar miscen! egeti unamusoebi ar arian! aba sxva kandidati ari vinme iashkastan axlos ro mivides???

annieq07: DINAMOFAN ïèøåò: aba sxva kandidati ari vinme iashkastan axlos ro mivides??? arian arian...

dachi: tavdasxmelobashi cesit aravin imito ro...mainc golis gatanazea magram sauketeso pexburtelobaze sheidzleba vinme moigonon...magalitad vinme ra:D

annieq07: dachi magalitad??? dachi ïèøåò: :D ramdenjer unda gitxrat ro egeti smiliki aq ar ari? shen ra boikoti gamoucxade am smilikebs?

dachi: isert pontshi :D aris es smileki da vso ra....:D:P

annieq07: dachi kai ukacravad...

raul: ინტერვიუ დიმიტრი რამიშვილთან პროფლიგის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ დიმიტრი რამიშვილია ვინც ჩვენს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მოიკვეთება, ვინც დააკმაყოფილებს დავიმატებთ 23 ივნისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის არჩევნებია. ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი უკონკურენტოა. ქუთაისის "ტორპედოს" მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი პროფლიგის პრეზიდენტად ოთხი წლის წინათ აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ლიგაში ჯგუფია დასაქმებული, ორგანიზაცია მობილური, მოქნილი და ეფექტურია და თუკი ქვეყნის ფეხბურთში რაიმე პროგრესიული ნაბიჯი გადაიდგა, უპირველესად სწორედ ლიგის დამსახურებაა: ჩემპიონატის კომერციალიზაცია, სპონსორების მოზიდვა, სატელევიზიო სირვცის ათვისება, საფეხბურთო სეზონის ბოლოს გამორჩეულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი "დია" და ერთმანეთზე უკეთესად ორგანიზებული თასის ფინალები - ეტყობა, ეს ყოველივე გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ ლიგის პრეზიდენტს არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ ამოიწურა კანდიდატურების წარდგენის ვადა და რეგისტრაცია მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა გაიარა. გასულ კვირას ის ბერლინში ევროპული პროფლიგის თათბირზე იყო მიწვეული. - შევიტყვეთ, რომ პროფლიგის არჩევნები 23 ივნისს არის დანიშნული. თარიღი როდის შეირჩა? - 24 მაისს ლიგის გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად პრეზიდენტის არჩევნებიც იყო და გამგეობის წევრებმა თარიღიც დაადგინეს. - თქვენს გარდა, კანდიდატურა არავის წარმოუდგენია. ეს თქვენთვის მოულოდნელი არ იყო? - სიმართლე გითხრათ, ბევრ მსურველს არც ველოდი, რადგან ქვეყნის ჩემპიონატის მოღონიერება ურთულესი საქმეა. ეტყობა, ჩათვალეს, რომ საქმეს ურიგოდ არ ვუძღვები. მარტო ჩემი კნადიდატურა რომ არის, ალბათ, ესეც ლიგის საქმიანობის შეფასებაა. - ხმის უფლებით რამდენი გუნდი ისარგებლებს? - თავიდანვე ლიგაში 15 გუნდი გაწევრიანდა. თუმცა, "სპარტაკი", "მერცხალი" და "გურია" რეგიონალლიგაში გავარდნენ, წევრობა ავტომატოურად გაკარგეს და 12 დელეგატი დარჩა. - ბარემ ვისარგებლებთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გკითხავთ - უმაღლესი ლიგის ფორმატი ხომ არ შეიცვლება? მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ლიგას "ცხინვალი" დაემატება. - უმაღლესში ყველა მოწესრიგებულ გუნდს მივესალმები. ასეთებისთვის უმაღლესში ყოველთვის იქნება ადგილი. თუმცა ფორმატის შეცვლა ლიგის გამგეობამ და კონკურენციამ უნდა გადაწყვიტოს. - ანუ შესაძლოა, "ცხინვალი" დაიმატოთ? - მე არ ვიცი, ვის ვისთან სურს გაერთიანება, ჩვენთვის კი ჯერ ოფიციალურად ასეთი სურვილით არავის მოუმართავს. - ანუ, "ცხინვალს" "ჩიხურასთან" გაერთიანებით სურს უმაღლესში გადმოსვლა? - გიმეორებთ, ჯერ მე არ ვიცი, ვის რა სურს. მარტო სურვილიც არ კმარა, პირობებიც უნდა დააკმაყოფილოს. კარგად იცით, ბოლო სამ წელიწადში რაც ხდებოდა - ვინც პირობები ვერ დააკმაყოფილა, ლიგიდან მოიკვეთა. თუკი რომელიმე გუნდმა ლიცენზიების პირობები ვერ დააკმაყოფილა, მაშინ ჩემპიონატის ნორმალურად ჩასატარებლად, შესაძლოა, მოწესრიგებული გუნდი დავიმატოთ. - ანუ, შეიძლება "ჩიხურა" მოკვეთოთ და "ცხინვალი" დაამატოთ? - " ჩიხურა" იქნება თუ სხვა გუნდი არა აქვს მნიშვნელობა. თუკი ელემენტარულ პირობებს არ დააკმაყოფილებს, გუნდს ლიგაში არ დავუშვებთ. - წინა კვირას ევროპული პროფლიგის თავყრილობაზე იმყოფებოდით, სადაც გაწევრიანების შესაძლებლობა გაქვთ, მაგრამ რამდენად აუცილებელია ეს ჩვენთვის? - ევროპროფლიგაში გაწევრიანებით შესაძლებელი გახდება კონტაქტების დამყარება ევროპის წამყვან ლიგებთან, მათი გამოცდილების გაზიარება, იმ კომპანიებთან დაკავშირება, რომლებიც მათი პარტნიორები არიან. ბერლინშიც ასეთი საზოგადოება იყო თავმოყრილი. მძლავრი ევროპული ლიგები თავიანთი ინტერესების დაცვას ცდილობენ, ეს დაახლოებთი G14-ის მსგასვი ორგანიზაციაა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო, უეფას და ევროპარლამენტის წარმომადგენელიც კი ჰყავდათ მიწვეული. - აპირებთ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას? - გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებ, ეს ჩვენი წევრი კლუბების გადასაწყვეტია. - პროფლიგის წევრობა ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი, არის კიდევ ასოცირებულ წევრის სტატუსი. როგორ ფიქრობთ, ქართულ პროფლიგისთვის უფრო რა კატეგორიის წევრობა იქნებოდა ოპტიმალური? - 28- დან 80 ათას ევრომდე - ასეთია წლიური საწევრო გადასახადი პირველიდან მეოთხე კატეგრიამდე, ასოცირებული წევრობა კი 10 ათასი ევრო ჯდება. ამ ეტაპზე ჩვენთვის ალბათ ასოცირებული წევრობა იქნება ოპტიმალური. თუმცა ჩვენთვის ჯერ ესეც არ არის აუცილებელი. პროფლიგის კონფერენცია რომ გაიმართება, ამ საკითხზე მაშინ ვისმჯელებთ.

dachi: aqac cavikitxo?tu igivea rac forum.ge-ze?:D

dachi: da rac pfl-ze kido

annieq07: dachi ïèøåò: kido magaria

gventsa:

raul: დია 2007 სეზონის რჩეულთა დაჯილდოვება გუშინ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გალა-დაჯილდოვების ცერემონიალი დია 2007 გაიმართა. სპეციალისტებმა საუკეთესონი 10 ნომინაციაში გამოავლინეს. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა შოთა არველაძე. შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ორშაბათს გაზეთ ”სარბიელის” გამოკითხვაშიც იმარჯვა და ამ ვერსიით მესამედ მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. ”თუ გახსოვთ, შარშან ამ დაჯილდოვებაზე ვთქვი, რომ ყველაფერს ვიღონებდი ტიტულის შესანარჩუნებლად და როგორც ხედავთ, პირობა შევასრულე. გასულ წელიწადში არაერთი ჩინებული ფეხბურთელი გამოჩნდა და მინდა ამ ბიჭებს, ლევან ყენიას, სანდრო იაშვილს და სხვა გამარჯვებულებს წარმატებები ვუსურვო - მომავალი თქვენია!” - განაცხადა დია 2007-ის გამარჯვებულმა შოთა არველაძემ. ამ ნომინაციაში კახა კალაძე და ლევან კობიაშვილიც იყვნენ წარდგენილნი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის ”დინამოს” ფორვარდი, პირველობის საუკეთესო ბომბარდირი სანდრო იაშვილი დასახელდა. ისევე როგორც შოთა არველაძემ, სანდრომაც შეძლო გაზეთ ”სარბიელის” რეფერენდუმის მოგება და ამ ვერსიით პირველობის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგება. იაშვილმა რუსთავის ”ოლიმპის” მცველებს გიორგი სეთურიძეს და გიორგი ონიანს აჯობა. სანდრო იაშვილი საუკეთესო თავდამსხმელადაც აღიარეს. ”დინამოს” ფეხბურთელმა ”ზესტაფონის” და თბილისის ”ამერის” ფორვარდებს გოგი ფიფიას და დიმიტრი ტატანაშვილს აჯობა. საუკეთესო ნახევარმცველი: გრიგოლ დოლიძე (თბილისის ”ამერი”). ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ: თორნიკე აფციაური (რუსთავის ”ოლიმპი”) და დავით დიღმელაშვილი (თბილისის ”დინამო”). საუკეთესო მცველი: გიორგი ონიანი (რუსთავის ”ოლიმპი”). ნომინანტები: გიორგი სეთურიძე (რუთავის ”ოლიმპი”), ნედ ზელიჩი (თბილისის ”დინამო”). საუკეთესო მეკარე: ზურაბ ქვაჩახია (თბილისის ”ამერი”). ნომინანტები: გრიგოლ ჭანტურია (”ზესტაფონი”), სოსო გრიშიკაშვილი (თბილისის ”დინამო”). საუკეთესო ახალბედა: ლევან ყენია (თბილისის ”ლოკომოტივი”). ნომინანტები: მიხეილ ალავიძე (რუსთავის ”ოლიმპი”), ბესიკ ჩიმაკაძე (თბილისის ”ამერი”). საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე (თბილისის ”ამერი”). ნომინანტები: დუშან უჰრინი (თბილისის ”დინამო”), რევაზ ძოძუაშვილი (რუსთავის ”ოლიმპი”). საუკეთესო მსაჯი: ლევან ფანიაშვილი. ნომინანტები: გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა. საუკეთესო პროექტი: ”ჩვენ ერთი გუნდი ვართ” (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია). ნომინანტები: სარეკლამო რგოლი ”მოდი ფეხბურთზე” (სპფლ), წამახალისებელი ლატარეა (სპფლ). დია 2007, რომლის დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი გახლდათ, შესანიშნავად იყო ორგანიზებული. საღამოს ცნობილი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე და კომპანია GFF Travel-ის ხელმძღვანელი სოფიკო თავართქილაძე უძვებოდნენ. დაჯილდოვების ცერემონიალში პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, გივი გაჩეჩილაძის ბიგ-ბენდი, მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, მომღერლები რომა რცხილაძე, ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, დათო ლომიძე, დათო ფორჩხიძე, ანანო მჟავია, ნინო ლეჟავა და გია ონიანი, პოეტი დათო მაღრაძე, ბიზნესმენი გოგი თოფაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე, ვეტერანი ფეხბურთელები მურთაზ ხურცილავა და სერგო კოტრიკაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა მონაწილეობდნენ.

dachi: mcveli krshko unda yopiliyo...naxevarmcveli kobaxidze....mcvrtnelu ugrina da satadarigo kide.................... da mekarec grishika..

DINAMOFAN: mgoni yvelaferi samartliani iyo naxevarmcvelis da mwvrtnelis garda!

dachi: ra krshko ar unda yopiliyo sauketeso?oniani ara ixvi

DINAMOFAN: dachi ïèøåò: ra krshko ar unda yopiliyo sauketeso?oniani ara ixvi krshkos mteli sezoni ro etamasha an zelichs albat miscemdnen! mgoni oniani jobda! es chemi azria! exla shen ro gkitxos kacma su dinamoelebs miscemdi!

annieq07: mec magas ar vidzaxi?mounda exla dinamoelebis dajildoveba... eg prizi marto dinamostvis ar mougoniat

DINAMOFAN: ara eg mec minda ro dinamoelebisvis iyos eg prizi! magram wels ar imsaxurebdnen da...

dachi: eeeeeeeeh.rogor ar imsaxurebdnen...ar giyurebiat da ra ici...naxet aba simbolurebi...sad ar aris magalitad kobaxidze?

annieq07: dachi shen dagecyo mgoni zogiertebivit

dachi: annieq07 ïèøåò: shen dagecyo mgoni zogiertebivit jer meshveleba?shansi maq?araferic ar damecyo,mteli dgea nervebs mishlian da kide oniani da dolidze gamomechimnen aq

DINAMOFAN: dachi mag shen kobaxidzeze ufo stabilurad viera tamashobda ro icode! da ra ginda saertod me egre mimachnia da es chemi azria! mgoni maq ufleba ro vtqva xooo???? da amas veravin ver damishlis!!!! vinc damishli kide...

annieq07: DINAMOFAN egre!!! martali xar Vieira magra tamashobda da ratro ar imsaxurebda?(Kobaxidzis sacinaagmdego nagdad araferi maqvs)

DINAMOFAN: saertod tito poziciaze 5 nominanti unda yofiliyo! ise naxevarmcvelebshi peiqrishvili da vieira unda daematebinat!

annieq07: dachi ravi vnaxot sheidzleba iyos ramdenime procenti shansi...tu daicyeb mkurnalobas...oniani da dolidze shen ras gishlian?

raul: ინტერვიუ დიმა რამიშვილთან: http://www.opentext.org.ge/07/sarbieli/140/140-2.htm

dachi: tqven gagijdit?ras mechxubebit ... ar gav........... ertsac da meoresac

DINAMOFAN: dachi ïèøåò: tqven gagijdit?ras mechxubebit ... ar gav........... ertsac da meoresac kai kai mir! amerelebis da olimpelebis gulistvis dinamoelebma ar unda vichxbot!

annieq07: DINAMOFAN ïèøåò: amerelebis da olimpelebis gulistvis Vieira arc amerelia da arc olimpeli

annieq07: dachi ïèøåò: tqven gagijdit?ras mechxubebit ... ar gav........... ertsac da meoresac aba aba!!! dacynarda exla!!!! naxe ra gabrazeba codnia...

dachi: martal prosta rac ar unda iyos...vieiras tamashi vnaxe ramdenjerme da rijikastan axlosac ver miva... sharshan saertod chven ar gvyavda?ar mitxra exla maxaradzem aatamashao...

DINAMOFAN: vieras tamashi maq ramodenimejer nanaxi da momewona! dachi ïèøåò: sharshan saertod chven ar gvyavda? chven ro gvyavda mashin chernishovi centrshi atamashebda da albat imitom ver gaqacha ra!

dachi: mashin arc zestafnelebistvis(fexburtelebzea laparaki) tore shen ro vinmem gacyeninos tavs movachrit

annieq07: dachi ïèøåò: zestafnelebistvis(fexburtelebzea laparaki) ra sxva variantic iyo? dinamoelebio ro vambobt ra qalaq dinamos vgulisxmobt?

dachi: ara dinamoshi dinamos fanebic vitvlebit....me piradad vtvli tavs dinamoelad da zestafonelbshi kide qalaqi gamodiodo.......



ïîëíàÿ âåðñèÿ ñòðàíèöû