Форум » ჩემპიონატი » ეროვნული ჩემპიონატი » Ответить

ეროვნული ჩემპიონატი

raul: ტელემაგია ქართული ფეხბურთისთვის სილქროუდმა ტელესააგენტო ჩამოაყალიბა კომპანია "სილქროუდი" დიდ საქმეს შეეჭიდა. კომპანიაში ჩამოყალიბდა პირველი ქართული ტელესააგენტო "პროდაქშენ კომპანი", რომელიც ქართული ჩემპიონატის განვითარება-პოპულარიზაციას შეეცდება. ეს ქართულ ტელესივრცემდე ჩვენი ჩემპიონატის მიტანა-გაპიარების პირველი ორგანიზებული პრეცედენტია და აქედან გამომდინარე, უდავოდ სასურველი საქმეა. მართალია, დღეს საქარტველოს ჩემპიონატი სულაც არაა პოპულარული, მაგრამ ცნობისთვის ერთ უცნობ ფაქტს მოვიშველიებ: 1994 წელს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიას ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩის ჩვენების საფასური მოსთხოვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, მანამდე ტელევიზიებს თავად თხოვდნენ მათთვის უინტერესო სანახაობის გაშვებას. დაპირისპირება სიმბოლური შეთანხმებით დასრულდა: ტელეკომპანიამ 1000 დოლარი გადაიხადა, რაც ორი მხარის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა და ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყო. კვიპროსში დღეს უკვე უმაღლესი ლიგის გუნდები მცირე თანხას მაინც იღებენ მატჩების ტრანსლაციის გაყიდვით. ტელეკომპანიები კი თავის მხრივ ამ პირველობის დონის გაზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი აღმოჩნდა. კვიპროსის პირველობა კი მართლაც გაიზარდა. ეს კუნძულელთა ევროთასებსა და სანაკრებო დონეზე გამოსვლებიდანაც ჩანს. დავუბრუნდეთ საქართველოს - "პროდაქშენ კომპანი" უახლოესი პერიოდიდან პროდუქციის სატელევიზიო სივრცეში გაიტანს. დანარჩენზე უკვე კომენტარები მოვისმინოთ. პაატა ბურჯალიანი, პროფლიგის პრეს-ატაშე: "ეს პროექტი ლიგის და "ლოკომოტივის" პრეზიდენტებმა, დიმა რამიშვილმა და ლექსო თოფურიამ მოიფიქრეს. ეროვნული ჩემპიონატი სატელევიზიოდ საინტერესო პროდუქტად უნდა დამზადდეს. მაღალი დონის ტელეპროდუქტის დასამზადებლად თასის ფინალზე დასაქმებული სამი ინგლისელი პროდიუსერი და ოთხმოცკანიანი ჯგუფი იმუშავებს. მატჩი "ამერი"-"ზესტაფონის" წლევანდელ ფინალზე ნაკლები ხარისხის არ იქნება, სატელევიზიო გადაცემები. მთავარი ისაა, რაც თასის ფინალმა გამოაჩინა - ქართული ფეხბურთის კარგად "შეფუთვა" და მაყურებლამდე მიტანა შესაძლებელი ყოფილა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ტელეკომპანიებთან, რომ ახალი სეზონიდან უფრო მაღალ დონეზე გაშუქდეს ქართული ფეხბურთი, რაც მაყურებლის მასიურ დაინტერესებას გამოიწვევს. თავად ტელევიზიებსაც აწყობს ხარისხიანი პროდუქციის გაშვება, რასაც "სილქროუდი" უზრუნველყოფს. "პროდაქშენ კომპანი" ჩვენთან პრეცედენტს ქმნის და ეს ძალიან მაგარი წამოწყებაა". " ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ "პროდაქშენ კომპანის" დაარსება ითავა და კომენტარისთვის მას მივმართეთ: - ჩვენ დავაარსეთ პირველი ქართული ტელესააგენტო, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის უფლების შესყიდვას და ტელევიზიით გაშუქებას შეეცდება. ვფიქრობ, ამის დრო საქართვლეოში უკვე დადგა. ეს ჯგუფი გადაიღებს 200 მატჩს, ტურის 35 ცენტრალურ შეხვედრს პირდაპირი ეთერით აჩვენებს, ასევე თასის 10 ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას. დანარჩენებიდან კი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს შევარჩევთ და სპორტული მიმოხილვის სახით კვირაში ერთხელ გავუშვებთ. საითხი საბოლოოდ უნდა შევათანხმოთ ფედერაციასთან, კლუბებთან, პროფესიულ ლიგასთან. თუკი ჩვენი ოთხი სუბიექტის შეთანხმება მოხდება, პროექტი უკვე 4 აგვისტოდან ამოქმედდება. ამ დღეს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. - კლუბების თანხას გადაუხდით? - ეს არის კომერციული პრექტი და ბუნებრივია , ამაზე ვისაუბრებთ. შესაძლოა, თავდაპირველად ეს იყოს მცირე თნახა, თუმცა, მთავარია, ევროპაში მიღებული საფეხბურთო ინდუსტრიის ამუშავება და დაქოქვა. ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. - თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთით უცხოეთში დაინტერსდებიან? როგორც ვიცი, თასის ფინალი რუსულ არხზე იმიტომ არ გავიდა, რომ მათ უფასოდ სურდათ ტელერეპორტაჟის გადაცემა. - ჯერ ჩვენ ქართული ტელეეთერი უნდა ავითვისოთ. ტელევიზიების გარეშე, ქართული ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელია. დარწმუნებული არ, ეს საერთო სურათს რადიკალურდა შეცვლის. - რადგან ამ საქმეს ხელი მოკიდეთ, პერსპექტივასაც უნდა ხედავდეთ. არადა, რაა დასამალი, დღევანდელი გადსახედიდან ძალიან მძიმე სურათი ჩანს. - 2-3 წელიწადში მოგებას არც ველით. ამის შემდეგ კი, იმედი მაქვს, ჩვენი წამოწყების პირველ შედეგებს დავინახავთ.

Ответов - 142, стр: 1 2 3 4 All



полная версия страницы