Ôîðóì » ჩემპიონატი » ეროვნული ჩემპიონატი » Îòâåòèòü

ეროვნული ჩემპიონატი

raul: ტელემაგია ქართული ფეხბურთისთვის სილქროუდმა ტელესააგენტო ჩამოაყალიბა კომპანია "სილქროუდი" დიდ საქმეს შეეჭიდა. კომპანიაში ჩამოყალიბდა პირველი ქართული ტელესააგენტო "პროდაქშენ კომპანი", რომელიც ქართული ჩემპიონატის განვითარება-პოპულარიზაციას შეეცდება. ეს ქართულ ტელესივრცემდე ჩვენი ჩემპიონატის მიტანა-გაპიარების პირველი ორგანიზებული პრეცედენტია და აქედან გამომდინარე, უდავოდ სასურველი საქმეა. მართალია, დღეს საქარტველოს ჩემპიონატი სულაც არაა პოპულარული, მაგრამ ცნობისთვის ერთ უცნობ ფაქტს მოვიშველიებ: 1994 წელს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიას ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩის ჩვენების საფასური მოსთხოვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, მანამდე ტელევიზიებს თავად თხოვდნენ მათთვის უინტერესო სანახაობის გაშვებას. დაპირისპირება სიმბოლური შეთანხმებით დასრულდა: ტელეკომპანიამ 1000 დოლარი გადაიხადა, რაც ორი მხარის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა და ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყო. კვიპროსში დღეს უკვე უმაღლესი ლიგის გუნდები მცირე თანხას მაინც იღებენ მატჩების ტრანსლაციის გაყიდვით. ტელეკომპანიები კი თავის მხრივ ამ პირველობის დონის გაზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი აღმოჩნდა. კვიპროსის პირველობა კი მართლაც გაიზარდა. ეს კუნძულელთა ევროთასებსა და სანაკრებო დონეზე გამოსვლებიდანაც ჩანს. დავუბრუნდეთ საქართველოს - "პროდაქშენ კომპანი" უახლოესი პერიოდიდან პროდუქციის სატელევიზიო სივრცეში გაიტანს. დანარჩენზე უკვე კომენტარები მოვისმინოთ. პაატა ბურჯალიანი, პროფლიგის პრეს-ატაშე: "ეს პროექტი ლიგის და "ლოკომოტივის" პრეზიდენტებმა, დიმა რამიშვილმა და ლექსო თოფურიამ მოიფიქრეს. ეროვნული ჩემპიონატი სატელევიზიოდ საინტერესო პროდუქტად უნდა დამზადდეს. მაღალი დონის ტელეპროდუქტის დასამზადებლად თასის ფინალზე დასაქმებული სამი ინგლისელი პროდიუსერი და ოთხმოცკანიანი ჯგუფი იმუშავებს. მატჩი "ამერი"-"ზესტაფონის" წლევანდელ ფინალზე ნაკლები ხარისხის არ იქნება, სატელევიზიო გადაცემები. მთავარი ისაა, რაც თასის ფინალმა გამოაჩინა - ქართული ფეხბურთის კარგად "შეფუთვა" და მაყურებლამდე მიტანა შესაძლებელი ყოფილა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ტელეკომპანიებთან, რომ ახალი სეზონიდან უფრო მაღალ დონეზე გაშუქდეს ქართული ფეხბურთი, რაც მაყურებლის მასიურ დაინტერესებას გამოიწვევს. თავად ტელევიზიებსაც აწყობს ხარისხიანი პროდუქციის გაშვება, რასაც "სილქროუდი" უზრუნველყოფს. "პროდაქშენ კომპანი" ჩვენთან პრეცედენტს ქმნის და ეს ძალიან მაგარი წამოწყებაა". " ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ "პროდაქშენ კომპანის" დაარსება ითავა და კომენტარისთვის მას მივმართეთ: - ჩვენ დავაარსეთ პირველი ქართული ტელესააგენტო, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის უფლების შესყიდვას და ტელევიზიით გაშუქებას შეეცდება. ვფიქრობ, ამის დრო საქართვლეოში უკვე დადგა. ეს ჯგუფი გადაიღებს 200 მატჩს, ტურის 35 ცენტრალურ შეხვედრს პირდაპირი ეთერით აჩვენებს, ასევე თასის 10 ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას. დანარჩენებიდან კი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებს შევარჩევთ და სპორტული მიმოხილვის სახით კვირაში ერთხელ გავუშვებთ. საითხი საბოლოოდ უნდა შევათანხმოთ ფედერაციასთან, კლუბებთან, პროფესიულ ლიგასთან. თუკი ჩვენი ოთხი სუბიექტის შეთანხმება მოხდება, პროექტი უკვე 4 აგვისტოდან ამოქმედდება. ამ დღეს ეროვნული ჩემპიონატი იწყება. - კლუბების თანხას გადაუხდით? - ეს არის კომერციული პრექტი და ბუნებრივია , ამაზე ვისაუბრებთ. შესაძლოა, თავდაპირველად ეს იყოს მცირე თნახა, თუმცა, მთავარია, ევროპაში მიღებული საფეხბურთო ინდუსტრიის ამუშავება და დაქოქვა. ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. - თქვენი აზრით, ქართული ფეხბურთით უცხოეთში დაინტერსდებიან? როგორც ვიცი, თასის ფინალი რუსულ არხზე იმიტომ არ გავიდა, რომ მათ უფასოდ სურდათ ტელერეპორტაჟის გადაცემა. - ჯერ ჩვენ ქართული ტელეეთერი უნდა ავითვისოთ. ტელევიზიების გარეშე, ქართული ფეხბურთის კომერციალიზაცია შეუძლებელია. დარწმუნებული არ, ეს საერთო სურათს რადიკალურდა შეცვლის. - რადგან ამ საქმეს ხელი მოკიდეთ, პერსპექტივასაც უნდა ხედავდეთ. არადა, რაა დასამალი, დღევანდელი გადსახედიდან ძალიან მძიმე სურათი ჩანს. - 2-3 წელიწადში მოგებას არც ველით. ამის შემდეგ კი, იმედი მაქვს, ჩვენი წამოწყების პირველ შედეგებს დავინახავთ.

Îòâåòîâ - 142, ñòð: 1 2 3 4 All

raul: დღეს ლოკომოტივის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის არჩევნები. კონფერენცია დღის თორმეტ საათზე გაიმართა. ლიგის პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, ხმის უფლების მქონე თორმეტივე დელეგატმა ერთხმად აირჩია. აქვე შეგახსენებთ, რომ მოქმედ პრეზიდენტს არ ჰყავდა კონკურენტი.

raul: როგორც დიმიტრი რამიშვილმა განაცხადა ამ ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 3-კლუბი დატოვებს უმაღლესს და მხოლოდ 1-გადმოვა პირველიდან, უმაღლესის ბოლოდან მეოთხე კი პირველის მეორე ადგილოსანთან ფლეი-ოფს ითამაშებს,ასე რომ 2008-2009 წლის სეზონში 12-კლუბი ითამაშებს რომლებსაც უეფას ლიცენზირების მოთხოვნები უნდა ქონდეთ შესრულებულიო,ამაზე ამ წლიდანვე უნდა დაიწყოს მუშაობაო. ასევე პირველი ლიგა დაიყოფა ორ 10-კლუბიან ზონად სადაც პირველი ეტაპის მერე საუკეთესოები ზედა ზონას,ხოლო აუტსაიდერები ქვედა ზონას შექმნიან. თასიც ახალი პრინციპით ჩატარდება და პირველი ჯგუფური ეტაპის მერე მეოთხედფინალიც 2 ოთხგუნდიანი ჯგუფით შედგება,საიდანაც 2-2-კლუბი ნახევარფინალში გავაო. ეს ყველაფერი სავარაუდოდ 2008/2009 წლების სეზონში განხორციელდება.

dachi: chkvianuria ra ginda..gansakutrebit tasis ambavshi


gventsa: va kaia

annieq07: gventsa ïèøåò: va kaia ra ari kai?darcmunebuli var arc cagikitxia

gventsa: annieq07 ïèøåò: a ari kai?darcmunebuli var arc cagikitxia shecdi sixarulo

annieq07: gventsa ïèøåò: shecdi sixarulo martla? ravi ravi

gventsa: egre magrad nu xumrob metqi meramdened geubenbi

annieq07: gventsa pirvelad

raul: პროფლიგის ახალი გენმდივანი ჰყავს. მომავალი წლიდან - 12-გუნდა ჩემპიონატი იქნება. 28 ივნისს გაიმართა პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობის სხდომა, რომლზეც რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საკითხთა შორის იყო გენერალური მდივნის არჩევა გადაწყვეტილება ლიგის პრეზიდენტმა დიმიტრი რამიშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა: - ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს, ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივედით. გენერალურ მდივნის პოსტზე რეზო ლორთქიფანიძეს პაატა ბურჯალიანი შეცვლის. პაატა ლიგაში დაარსებიდანვე მუშაობდა და ყველა პროექტში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ჩვენი ორგანიზაცია წარმატებით რომ მუშაობს, ამაში დიდი წვლილი შეიტანა. პრესკონფერენცია ლიგის გამგეობის სხდომის შემდეგ ჩატარდა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ლიგის პრეზიდენტმა ამაზეც ისაუბრა: - გამგეობის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. წელს უმაღლეს ლიგის გათამაშებას 14 გუნდით დავიწყებთ. ჩამოყალიბებულია კომისია, რომელიც შეაფასებს თითოეული მათგანის მზადყოფნას, ფინანსურ მდგომარეობას და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. - ფინანსურ გარანტიებზეა დამოკიდებული, , გვეყოლება თუ არა სტაბილური გუნდები. საბოლოოდ კი, ამაზეა დამოკიდებული როგორ და რა დონეზე ჩატარდება ჩემპიონატი - არაა გამორიცხული, წელსვე დებულებაში ჩავწეროთ, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში თორმეტი გუნდი ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში, ლიგიდან სამი გავარდნილი გუნდის ნაცვლად, პირდაპირ მხოლოდ ერთი დაგვემატება, ერთი ადგილის ბედიც გადათამაშებით გადაწყდება. - შეიცველა ჭაბუკთა ლიგის ფორმატიც: ამიერიდან, სამის ნაცვლად, ტურნირი ოთხ ასაკში ჩატარდება და მონაწილეობას არა მარტო უმაღლესი ლიგის გუნდები, გამორჩეული საფეხბურთო სკოლებიც მიიღებენ. თითოეული ასაკის მონაწილეები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად გავყავით, გამარჯვებული კი ამის შემდეგ გამოვლინდება. ტურნირის იდეა გამგეობის წევრებმა მოიწონეს. ცვლილებებია დებულებაშიც: ახალი სზეონიდან სათამაშო ფორმის შერჩევის პრიორიტეტი მასპინძელ გუნდს ენიჭება, როგორც ეს უეფას მიერაა განსაზღვრული. სტუმარმა გუნდმა წინასწარ უნდა შეათანხმოს ფორმის ფერები. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სტუმრები 3000 ლარით დაჯარიმდებიან. თამაში უფრო დინამიურად რომ წარიმართოს, საამისოდ მოედნის მიდამოებთან ამიერიდან უნდა იყოს ხუთი ბურთი, ნაცვლად ოთხისა. "ფოლკსვაგენის", ანუ სუპერთასის ჩასატარებლად ორი თარიღი შევარჩიეთ აგვისტო და დეკემბერი. რომელ დღეს გაიმართება შეხვედრა, ეს ევროთასებზე საქართველოს ჩემპიონის და თასის მფლობელის გამოსვლაზეა დამოკიდებული. იმედია, წარმატებით ითამაშებენ და აგვისტოს თარიღი გამოირიცხება. სუპერთასზე ვერ ითამაშებს ის ფეხბურთელი, რომელიც წინა მატჩში პირდაპირ წითელ ბარათს მიიღებს. თუკი, ორი ყვითლისთვის გააძევებენ, მას თამაშის უფლება მიეცემა. - ჩვენ, "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან ერთად, მასშტაბურ პროექტს განვიხილავთ. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატი ყველა მატჩს გადაიღებს. პირდაპირი რეპორტაჟი ტურის ცენტრალური შეხვედრიდან წარიმართება, დანარჩენი მატჩებიდან საინტერესო ეპიზოდებს კი ტურის მიმოხილვაში ვაჩვენებთ. ტელესააგენტო ითანამშრომლებს ყველა არხთან, ჩვენი ჩემპიონატი რაც შეიძლება პოპულარული რომ გახდეს მოსახლეობაში და მაყურებელი სტადიონზე რომ მივიზიდოთ. - დაბოლოს: ყველა გუნდი ვლადებულია, ახალი სეზონიდან დაიწყოს ბილეთების გაყიდვა. დროა, ეს კულტურა დაინერგოს და ბილეთებიდან მიღებული შემოსავლები დაფიქსირდეს.

raul: შეიქმნა კლუბების შემმოწმებელი კომისია საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის დიმიტრი რამიშვილის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უმაღლესი ლიგის გუნდების ინფრასტრუქტურას, სტადიონებსა და კლუბების ფინანსურ მდგომარეობას შეამოწმებს. დიმიტრი რამიშვილი გაისად უეფა ლიცენზირების მოთხოვნებს გაამკაცრებს და ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ. კომისია სწორედ იმიტომ ჩამოვაყალიბე, რომ ერთგვარად თადარიგი დავიჭიროთ და ყველაფერს მომზადებულები შეხვდეთ. კომისია უმაღლესი ლიგის კლუბებს შეამოწმებს და მათ ლიცენზირების კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მკაცრად მოვთხოვთ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე. 4 აგვისტოს სტარტს აიღებს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის " ყაზბეგის" გათამაშება, რომელიც ძველი, შარშანდელი ფორმატით გაიმართება.

raul: კალენდარი ნახეთ აქ: X-ის ნაცვლად ცხინვალი იქნება: http://www.pfl.ge/all/2007/07/07.07.2007.shtml pirvelive turshi olimpi-dinamo.

dachi: au magaaaaaaaaaaaaaaaaaaaar...e.i chven vxdebit chempionebi imito ro bolo turshi qutaisshi chven vtamashobt (raga exla dairgveva statistika) tan gzashi ras gascorebs...magaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaar

dachi: pirvel turshi kide olimpi-dinamoaaaaaaa....cudia mugami ar eqneba arcert tamashs

gvenca: va tamashi rodisaa??????????

dachi: 11 agvistos memgoni

raul: dachi xo 11-shia. mag dros rezervisti viknebi

gvenca: xoda wagigiat

DINAMOFAN: gvenca ïèøåò: xoda wagigiat

gvenca:

DINAMOFAN:

raul: კომისია მუშაობას აგრძელებს 13 ივლისს დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება პროფესიული ფეხბურთის ლიგის შექმნილი უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილე კლუბების შემმოწმებელი კომისია, რომელიც პირველ ეტაპზე მცხეთის, მუხრანის, ბორჯომის, ახალციხის, სამტრედიის, ზესტაფონის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ხობის და გორის სტადიონებს შეამოწმებს. საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატიდან, უმაღლესი ლიგაში და თასის გათამაშების თამაშებზე გაიყიდება მატჩზე დასასწრები ბილეთები. კომისია შეისწავლის, ზემოთაღნიშნულ სტადიონებზე რამდენად შესაძლებელია ახალი პროექტის განხორციელება და რა სამუშაოები იქნება ამისთვის ჩასატარებელი, რათა არ მოხდეს სტადიონებზე მაყურებელთა უბილეთოდ შეღწევა. პირველი ლიგის სამ გუნდს: ‘’ნორჩ დინამოელს’’, ‘’რაჭას’’ და ტყიბულის ‘’მეშახტეს’’ ლიგაში მონაწილეობისთვის გააჩნიათ ფულადი დავალიანება. 13 ივლისამდე თუ არ მოხდა აღნიშნული დავალიანების დაფარვა კლუბები ჩემპიონატში არ დაიშვებიან. დავალიანება აგრეთვე გააჩნიათ პირველი ლიგიდან გავარდნილ გუნდებსაც, ოზურგეთის ‘’მერცხალს’’ და თბილისის ‘’სპარტაკს’’ – ვალის არ დაფარვის შემთხვევაში კლუბი მოიკვეთება ყველა გათამაშებიდან.

raul: გუშინ პროფლიგის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო მოხსნიდნენ თუ არა ჩემპიონატიდან ბათუმს და ტორპედოს,საბედნიეროდ ორივე მათგანი გადარჩა. მათ შეძლეს და წარადგინეს ფული. დღეს კი პირველი ლიგის კლუბების ბედი უნდა გაირკვეს,შესაძლოა რაჭა და მეშახტე გათამაშებიდან მოიხსნან. 30-ივლისს კი ცხინვალის ბედი გაირკვევა,ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა სახელმწიფომ კლუბი ვერ დააფინანსოსო,ასე რომ თუ ცხინვალი მოიხსნა ჩემპიონატიდან მის ნაცვლად ან გაგრას დაუშვებენ ან 13-კლუბა ჩემპიონატი ჩატარდება. ცნობისათვის გაგრა აზერბაიჯანშია შეკრებაზე და გუშინ უმაღლესლიგელ ბაქოს ინტერს 4:0 მოუგო.

dachi: raul ïèøåò: გუშინ პროფლიგის სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო მოხსნიდნენ თუ არა ჩემპიონატიდან ბათუმს და ტორპედოს,საბედნიეროდ ორივე მათგანი გადარჩა. nu exla es ori gundi ro imsaxurebs umaglesshi tamashs carsulit xoooo,magram memgoni moexsnat ajobda...da imedia cxinvalsac miayoleben...10 gunda iqneboda da normaluri chempionati...axali clebis mere tavidan ro iqneba xolme problemebi ar mevaseba

gvenca: olimpi - dinamo rodisaaa?

dachi: 11shi gecvevit batono

gvenca: dachi ïèøåò: 11shi gecvevit batono warmatebebi

raul: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრესკონფერენცია დღეს სფფ-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც სფფ-ს საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს სფფ-ის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ვიცე პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე და პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი შეხვდნენ. ნოდარ ახალკაცი: …აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის მთავარი საკითხი ფეხბურთში საქართველოს 2007-08 წლების ეროვნული ჩემპიონატისა (უმაღლესი და პირველი ლიგა) და დ. ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების დებულებისა და კალენდრის დამტკიცება იყო. კალენდარი დამტკიცდა და უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სფფ-ს და პფლ-ს საიტებზე. …როგორც დაგეგმილია მეორე წრე განახლდება 17 თებერვალს და სეზონი თასის ფინალით 26 მაისს დასრულდება. … უმაღლეს ლიგაში ითამაშებს ცხინვალის "სპარტაკი”, რომელმაც საშინაო მატჩები აუცილებლად გორში, "დილას” სტადიონზე უნდა ჩაატაროს. ცხინვალური კლუბი უმაღლეს ლიგაში საჩხერის "ჩიხურას” ადგილს დაიკავებს. ს.კ. ქუთაისის "ტორპედოს” ფინანსური გარანტიების (მათ შორის საწევრო გადასახადის) წარმოსადგენად მიეცა ვადა 2007 წლის 3 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადაყვანილ იქნება ქვედა ლიგაში. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური მოლაპარაკებები კლუბის ხელმძღვანელობასთან. სამწუხაროდ მათ დღემდე გარანტიების წარმოდგენა ვერ მოახერხეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და პროფ.ლიგამ გაითვალისწინეს რა კლუბის ტრადიციები და ქართული ფეხბურთისთვის მისი არსებობის მნიშვნელობა, მიიღეს გადაწყვეტილება ფინანსური გარანტიების წარმოდგენის გადავადების თაობაზე. ქუთაისის "ტორპედოს” მსგავსად "რაჭას” ფინანსური გარანტიების წარმოდგენის ვადა 3 აგვისტომდე მიეცა. პირველ ლიგაში დაშვებულ იქნენ: საჩხერის "ჩიხურა”, ფოთის "კოლხეთი” და მარტვილის "მერანი”. პირველი ლიგიდან დაქვეითებულ იქნენ ტყიბულის "მეშახტე” (წინა ჩემპიონატების დავალიანებების გამო) და სოხუმის "ცხუმი” (თვითონ განაცხადა უარი). პაატა ბურჯალიანი: …მინდა დავამატო რომ საქართველოს შეემატა რამდენიმე სტადიონი. პროფესიული ფეხბურთის ლიგამ სფფ-სთან ერთად შექმნა კომისია, რომელმაც მოიარა მთელი საქართველო. მინდა აღვნიშნო რომ, კარგი მდგომარეობაა სამტრედიასა და რუსთავში, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა გორსა და ზუგდიდს, სადაც გუშინ დასრულდა სკამების დამონტაჟება. არაფერს ვამბობ რუსთავის სტადიონზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ნოდარ ახალკაცი: აღმასკომმა ასევე განიხილა სამედიცინო კომიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების საფეხბურთო დონის ამაღლებას. …2008-09 წ.წ. სალიცენზიო სეზონიდან სფფ-ს ეროვნული საკლუბო ლიცენზირების 2.0 ვერსიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზირების სისტემის ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვას, აღნიშნული სახელმძღვანელოს დანართის სახით უნდა დამტკიცდეს ახალი ინფრასტრუქტურული კრიტერიუმები ეროვნული ჩემპიონატისათვის. შემდეგი აღმასკომი გაიმართება შაბათს, 4 აგვისტოს 12 საათზე.

raul: erovnuli chempionatis kalendari: http://www.pfl.ge/calendar/0-Liga/index.htm

DINAMOFAN: აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასკომის მორიგი სხდომა რომელმაც დაადგინა: 1.სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები დასამტკიცებლად გატანილ იქნას სფფ-ს მომავალ ყრილობაზე 2. 2007 წლის 3 აგვისტომდე ფინანსური გარანტიების და საწევრო თანხის წარუდგენლობის გამო უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდეს ქუთაისის ”ტორპედო” ხოლო უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი გორის ”დილამ” დაიკავოს. პირველ ლიგაში ფინანსური გარანტიების წარდგენის შემდეგ დაშვებულ იქნენ რაჭის ”ფაზისი” და ტყიბულის ”მეშახტე”. შესაბამისად პირველ ლიგაში ოცი გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ორ ათ-ათ გუნდიან აღმოსავლეთის და დასავლეთის ზონებად დაიყოფიან. ზონებში პირველ ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ. გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული კი უმაღლეს ლიგაში მე-11 ადგილზე გასულ გუნდთან უძლიერესთა შორის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს. უმაღლესი ლიგიდან ავტომატურად ვარდებიან მე-12, მე-13 და მე-14 ადგილზე გასული გუნდები. პირველი ლიგის ზონებიდან მეორე ლიგაში ორ-ორი გუნდი დაქვეითდება, ხოლო მეორე ლიგიდან პირველში ორი გუნდი აღზევდება, თითო თითო ზონაში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მოიწონა მეორე ლიგის შექმნის იდეა, რომელიც ჩაენაცვლება აქამდე არსებულ რეგიონალურ ლიგას, სადაც ასპარეზობა გაუმართავი სისტემით ტარდებოდა. მეორე ლიგის გათამაშებას ცენტრალიზებულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. სფფ-ის პრესცენტრი

gvenca: DINAMOFAN ïèøåò: პირველ ლიგაში დაქვეითდეს ქუთაისის ”ტორპედო” ხოლო უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი გორის ”დილამ” დაიკავოს.

dachi: gvenca 11shi movdivar da ar dagvxvdebi?

gvenca: dachi ïèøåò: 11shi movdivar da ar dagvxvdebi? bazari ara gavicnot ertmaneti tu mvaxerxe moval dinamos mxares da gnaxavt

dachi: gvenca ok egre qeni...ra moxerxeba unda.......3nomriani maika macvia:P

gvenca: dachi ïèøåò: ok egre qeni...ra moxerxeba unda.......3nomriani maika macvia:P vici xo ameris tamashze ori rigit ukan vijeqi shengan, ravi mgoni shen iyavi

SHANHAI: sircxvili kutaisis mesveurebs ... tfuiiiii!

dachi: dinamofan rustavshi ar camoxval?ar mitxra exlac ar mcaliao

DINAMOFAN: e rustavshi vin gamishvebs me! mara sheidzleba wamovide, vnaxot!

DINAMOFAN: აგვისტოში თამაშები 17:30 წუთზე დაიწყება 10 აგვისტოს განახლდება საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები. აგვისტოს თვეში თამაშები 17:30 წუთზე დაიწყება, ხოლო სექტემბერში 17:00 საათზე გაიმართება. რაც შეეხება პირველი ტურის ’’ლოკომოტივი’’ –’’ამერის’’ შეხვედრას, იგი კლუბების შეთანხმებით 18:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობოს სტადიონზე შედგება. 10.08.07 პარასკევი ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია მესხეთი-მგლები ლოკომოტივი-ამერი 11.08.07 შაბათი დილა- დინამო ბათუმი სიონი-სპარტაკი ცხინვალი ოლიმპი-დინამო თბილისი 12.08.07 კვირა ბორჯომი-მერანი თბილისი

DINAMOFAN: ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1 მესხეთი-მგლები x ლოკომოტივი-ამერი 2 დილა- დინამო ბათუმი x სიონი-სპარტაკი ცხინვალი 1 ოლიმპი-დინამო თბილისი 2 ბორჯომი-მერანი თბილისი x



ïîëíàÿ âåðñèÿ ñòðàíèöû