Ōīšóģ » ჩემპიონატი » ეროვნული თასი 07/08 » Īņāåņčņü

ეროვნული თასი 07/08

raul: თასის გათამაშების 1/16 ფინალის კენჭისყრა დღეს პროფესიულ ფეხბურთის ლიგაში გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ‘’ყაზბეგის’’ გათამაშების 1/16 ფინალური მატჩების კენჭისყრა. თამაშები 4,5 აგვისტოს გაიმართება, ხოლო რაც შეეხება ქუთაისის ‘’ტორპედოს და ფოთის ‘’კოლხეთის’’ შეხვედრას, იგი 3 აგვისტოს გასამართი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ დადგინდება. მატჩები 17:30 წუთზე დაიწყება. კახეთი (თელავი) - არაგვი (დუშეთი)- 05.08.07 ლოკომოტივი (თბილისი - ოლიმპიკი (თბილისი)- 04.08.07 სპარტაკი (ცხინავალი) - გაგრა (გაგრა)- 05.08.07 დილა (გორი) - ზოოვეტი (თბილისი)- 04.08.07 სიონი ბოლნისი) - მაღაროელი (ჭიათურა)- 04.08.07 მერანი (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე)- 05.08.07 ვიტჯორჯია (თბილისი) - მეშაქრე (აგარა)- 04.08.07 ტორპედო (ქუთაისი) - კოლხეთი (ფოთი)- (გადაიდო) დინამო (ბათუმი) - უნივერსიტეტი (ქუთაისი)- 05.08.07 ბორჯომი (ბორჯომი) - მერანი (მარტვილი)- 05.08.08 სამტრედია (სამტრედია) - მგლები (ზუგდიდი)- 04.08.07 მესხეთი (ახალციხე) - სქური (წალენჯიხა)- 04.07.08

Īņāåņīā - 59, ńņš: 1 2 All

gvenca: dinamo ameri da olimpi ra iqnen

dachi: chven ameri zesta da olimpi vart pirdapir?

gvenca: jgufebi iqneba kide? :)


DINAMOFAN: dachi xo egreve jgufurze vjdevit! raul ļčųåņ: დილა (გორი) - ზოოვეტი (თბილისი)- magari jaxi iqneba gorshi!

gvenca: DINAMOFAN ļčųåņ: magari jaxi iqneba gorshi! raul ļčųåņ: სპარტაკი (ცხინავალი) - გაგრა (გაგრა)- 05.08.07 ehh, neta es martla cxonvlashi chatardes da ganmeorebiti gagrashi

DINAMOFAN: საქართველოში საფეხბურთო სეზონი სათასო მატჩებით გაიხსნა 4 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ’ყაზბეგის’ გათამაშების 1/16 ფინალური მატჩებით, საქართველოში განახლდა საფეხბურთო სეზონი. დღეს გაიმართა 6 შეხვედრა და თამაშები შემდეგი ანგარიშებით დასრულდა. სამტრედია 0:2 მგლები მესხეთი 10:0 სქური ვიტჯორჯია 1:0 მეშაქრე დილა 4:0 ზოოვეტი სიონი 0:1 მაღაროელი ლოკომოტივი 1:0 ოლიმპიკი დანარჩენი 5 თამაში ხვალ გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 27, 28 აგვისტოს შედგება.

erik: MEsheti roules

DINAMOFAN: საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ’ყაზბეგის’ გათამაშების 1/16 ფინალური მატჩები დღეს 5 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ’ყაზბეგის’ გათამაშების 1/16 ფინალური მატჩებით, გაიმართა 5 დარჩენილი შეხვედრა: სპარტაკი (ცხინავალი) 0:2 გაგრა (გაგრა) მერანი (თბილისი) 1:0 ჩიხურა (საჩხერე) დინამო (ბათუმი) 3:0 უნივერსიტეტი (ქუთაისი) კახეთი (თელავი) 3:2 არაგვი (დუშეთი) ბორჯომი (ბორჯომი) 4:0 მერანი (მარტვილი) საპასუხო მატჩები 27, 28 აგვისტოს შედგება. cxinvals dzaan magra gauchirdeba umaglesshi!

DINAMOFAN: კანონზომიერებაც, გოლთა წვიმაც და სენსაციაც შაბათ-კვირას ახალი ქართული სეზონი გაიხსნა. დავით ყიფიანის თასის მეთექვსმეტედფინალური ორთაბრძოლების უმეტესობა კანონზომიერი შედეგებით დასრულდა, თუმცა რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. გამოსარჩევი ექსჩემპიონ "სიონისა" და გასპარტაკებული "ცხინვალის" საშინაო წაგებები, ასევე ახალციხელთა მიერ წალენჯიხელთა უმოწყალო რბევაა. სიონი-მაღაროელი 0:1 4 აგვისტო. ბოლნისი. თ. სტეფანია. 17:30 0:1 ტყებუჩავა (90) არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი ასისტენტები: გ. ჩიგოგიძე, ლ. თოდრია "მაღაროელის" თავკაცმა ბადრი ბრეგვაძემ აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთა. "სიონი" ბევრს ცდილობდა მეტოქის კარის დალაშქვრას, მაგრამ ჭიათურელები თავს მედგრად იცავდნენ. ბოლნისელთა რიგებში ორმა კამერუნელმა, ჩასემმა და ბოიომომ ითამაშეს, მაგრამ თავი ბევრი არაფრით გამოუჩენიათ. სტუმართა ტაქტიკამ კი შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო, ტყებუჩავას გოლმა ჭიათურელებს განმეორებითი დაპირისპირების წინ სერიოზული ფორა შეუქმნა. ვიტ ჯორჯია-მეშაქრე 1:0 4 აგვისტო. მცხეთა. არმაზი. 17:30 1:0 გელაშვილი (63) არბიტრი: ა. კრიჭაშვილი ასისტენტები: ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია სანამ ნიკოლოზ გელაშვილი ბელგიური ვარიანტის მოლოდინშია, "ვიტ ჯორჯიისთვის" გააქვს გოლები. გუშინწინ მან ვეტერინართა გამარჯვებაში დაიდო ლომის წილი - ლიპარტიას პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. გელაშვილი შეცვლაზე გამოვიდა, 42-ე წუთზე მან ბერიაშვილი შეცვალა. თამაში არცთუ სანახაობრივი იყო, მასპინძლები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ბევრი არ შეუქმნიათ. ლოკომოტივი-ოლიმპიკი 1:0 4 აგვისტო. თბილისი. მ. მესხი. 17:30 1:0 გულორდავა (51) არბიტრი: თ. გვანცელაძე ასისტენტები: მ. ელიკაშვილი, თ. ხუჭუა "ლოკომოტივმა" ფაქტობრივად, უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ ჭაბუკი ოლიმპიკელების ძლევა მაინც გაუჭირდა. რკინიგზელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ მეტოქის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა, მაგრამ იმის რწმენაც გამოთქვა, რომ მომდევნო ეტაპზე მისი გუნდი გავა. დილა-ზოოვეტი 4:0 4 აგვისტო. გორი. თ. ბურჯანაძე. 17:30 1:0 შატაკიშვილი (47), 2:0 სულთანიშვილი (50), 3:0 დ. ხანიშვილი (55), 4:0 სადაღაშვილი (88) არბიტრი: ლ. კვარაცხელია ასისტენტები: ი. უკლება, ა. კოკაია უმაღლესში მოულოდნელად დაბრუნებულმა "დილამ" თბილისელებს ყველა კომპონენტში აჯობა და უამრავი საგოლე მომენტი რომ არ გაენიავებინა, ორნიშნა სხვაობით გაიმარჯვებდა. ეს მატჩი შორსმიმავალი დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ გორელები ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდებიან. მესხეთი-სქური 10:0 4 აგვისტო. ახალციხე. ცენტრალური. 17:30 1:0 კაიდარაშვილი (3), 2:0 გვირჯიშვილი (9), 3:0 რუსია (18), 4:0 გ. თურმანიძე (29), 5:0 ინასარიძე (37), 6:0 მ. თაყაძე (44), 7:0 გვირჯიშვილი (52), 8:0 კაიდარაშვილი (67), 9:0 გ. თურმანიძე (78), 1:0 რუსია (81) არბიტრი: ვ. ელისაბედაშვილი ასისტენტები: ს. სპიცინი, კ. გუდურაშვილი ამ მატჩს, ვფიქრობთ, ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება. "მესხეთის" ფეხბურთელები უმაღლესი ლიგის სტარტს ჩინებულ ხასიათზე შეხვდებიან, მათ გულშემატკივრებს კი ოპტიმიზმი უორმაგდებათ. ახალციხურ გუნდში თავი საკმაოდ რიგიანმა კონტინგენტმა მოიყარა და წესით, უმაღლესის დებიუტანტები მხოლოდ უძლიერესთა შორის დასარჩენად ბრძოლას არ უნდა დასჯერდნენ. მგლები-სამტრედია 2:0 4 აგვისტო. ზუგდიდი. ცენტრალური. 17:30 1:0 კრასოვსკი (23), 2:0 ბაკარანძე (68) არბიტრი: გ. დოგრაშვილი ასისტენტები: ი. მაჩიტიძე, კ. გაბრიაძე ჯგუფური ტურნირისკენ ზუგდიდელებმაც უდიდესი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ ყველაფერი მაინც საპასუხო მატჩში უნდა გადაწყდეს. მანამდე კი "მგლების" წევრთა საფიქრალი უმაღლესი ლიგა იქნება, პირველ ტურში ზუგდიდელები ასევე დებიუტანტ "მესხეთს" სტუმრობენ. სპარტაკი ცხ.- გაგრა 0:2 5 აგვისტო. გორი. თ. ბურჯანაძე. 17:30 0:1 მეტრეველი (50, პენ.), 0:2 ჩარგეიშვილი (71) არბიტრი: ლ. ფანიაშვილი ასისტენტები: დ. კურტანიძე, ა. კაკაბაძე მეთექვსმეტედფინალურ წყვილსებში "სპარტაკი"-"გაგრა" გამორჩეულ ინტერესს იწვევდა და შეხვედრამ გაამართლა კიდეც მოლოდინი. პირველი ტაიმი მეტნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარში კი სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა. მეტრეველმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ჩარგეიშვილის გოლმა კი "გაგრას" ჯგუფური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა. მერანი თბ.-ჩიხურა 1:0 5 აგვისტო. თბილისი. ნ. დინამო. 17:30 1:0 ბ. ნოზაძე (25) არბიტრი: ლ. სილაგავა ასისტენტები: ო. მოლოდინაშვილი, ზ. ბერულავა წესით, წყვილის აშკარა ფავორიტი "მერანი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, "ჩიხურა" უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების მიუხედავად, ხელწამოსაკრავი არაა. მასპინძლებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთხელ გაიტანეს. "მერანის" მთავარი მწვრთნელი თამაზ კოსტავა თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. ბათუმი-უნივერსიტეტი ქუთ. 3:0 5 აგვისტო. ბათუმი. ადელი. 17:30 1:0 ლობჟანიძე (7), 2:0 დემურაძე (13), 3:0 ოქრუაშვილი (19) არბიტრი: ჯ. ბუიშვილი ასისტენტები: ზ. ერქვანია, ა. ბერაძე მასპინძლებმა საქმე თავიდანვე მოათავეს და შემდეგ მშვიდად მიჰყვეს ხელი მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას. ქუთაისელებმა "ბათუმს" ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწიეს და ძნელი წარმოსადგენია, ეს განმეორებით შეხვედრაში შეძლონ. ბორჯომი-მერანი მარტვილი 4:0 5 აგვისტო. ბორჯომი. ჯ. ზეინკლიშვილი. 17:30 1:0 შ. ჯიქია (30), 2:0 ლ. მერებაშვილი (52), თედიაშვილი (75) ლომიძე (82) არბიტრი: ო. ხეცაძე ასისტენტები: ე. ნარმანია, ზ. ასკაროღლი მასპინძლებს ოპტიმალური შემადგენლობით არ უთამაშიათ, მაგრამ ქვედალიგელის განადგურება მაინც არ გასჭირვებიათ. მარტვილელები "ბორჯომს" ასე თუ ისე, პირველ ტაიმში წინააღმდეგობას უწევდნენ, შესვენების შემდეგ კი მეტოქის იერიშებს ვეღარაფერი დაუპირისპირეს და განმეორებით მატჩსაც ყოველგვარი ინტერესი დაეკარგა. კახეთი-დუშეთი 3:2 5 აგვისტო. თელავი. გ. ჩოხელი. 17:30 არბიტრი: ა. ნონიკაშვილი ასისტენტები: ბ. ქუხილავა, ბ. ჭიჭინაძე ტორპედო-კოლხეთი გადაიდო ამ მატჩის გამართვის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჯერაც გასარკვევია, შეძლებს თუ არა პირველ ლიგაში ასპარეზობას უმაღლესიდან მოკვეთილი "ტორპედო". შესაძლოა, მოვლენები იმგვარად განვითარდეს, რომ ქუთათურებმა თასის მეთექვსმეტედფინალისში თამაში საერთოდ ვერ შეძლონ. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოძლიერებული "კოლხეთი" თასის ჯგუფურ სტადიაზე ავტომატურად აღმოჩნდება. განმეორებითი მატჩები 27 და 28 აგვისტოს გაიმართება

DINAMOFAN: http://www.open.ge/el/?base=www.open.ge/07/sarbieli/176/&view=0&url='176-14.htm' merani-chixuras mimoxilvaa!

DINAMOFAN: http://www.open.ge/el/?base=www.open.ge/07/sarbieli/176/&view=0&url='176-17.htm' lokomotivi-olimpiki

DINAMOFAN: http://www.open.ge/el/?base=www.open.ge/07/sarbieli/176/&view=0&url='176-18.htm' sioni-magaroeli

gvenca: ee sawyali torpedo

DINAMOFAN: gvenca ļčųåņ: ee sawyali torpedo aba! dzodzuashvili ro ar wageyvanat gadarcheboda!

gvenca: DINAMOFAN ļčųåņ: aba! dzodzuashvili ro ar wageyvanat gadarcheboda! eg vigaa?

DINAMOFAN: gvenca ļčųåņ: eg vigaa? mixicha!

gvenca: DINAMOFAN ļčųåņ: mixicha! vici xo mara rogorc torpedos daendzra magis gashveba ise olimps dandzrevia

DINAMOFAN: gvenca ļčųåņ: vici xo mara rogorc torpedos daendzra magis gashveba ise olimps dandzrevia xooo!!! eg ukve simartlea! olimps pinansurat ara , magram chempionobistvis brdzola gauchirdeba! wels albat ameri da dinamo obrdzoleben chempionobistvis! aba zestaponi marto ushvebs xaxs da aravis ar imatebs!

gvenca: DINAMOFAN ļčųåņ: xooo!!! eg ukve simartlea! olimps pinansurat ara , magram chempionobistvis brdzola gauchirdeba! wels albat ameri da dinamo obrdzoleben chempionobistvis! aba zestaponi marto ushvebs xaxs da aravis ar imatebs! ameris momwons ro sami welia titqmis ertidaigive gundit tamashobs ra da imena shetamasehbuli arian magrad da magari jaxi iqneba wels ra

raul: 1/16-ფინალის განმეორებითი თამაშები: 27.08.07 ’’მეშაქრე’’ (აგარა) ’’ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16:30 ’’ზოოვეტი’’ (თბილის) ’’დილა’’(გორი) 16:30 ’’სქური’’ (წალენჯიხა) ’’მესხეთი’’ (ახალციხე) 16:30 ’’ჩიხურა’’ (ჩიხურა) ’’მერანი’’ (თბილისი) 16:30 ’’გაგრა’’ (გაგრა) ’’სპარტაკი’’ (ცხინვალი) 16:30 მაღაროელი (ჭიათურა) ’’სიონი (ბოლნისი) 16:30 ოლიმპიკი (თბილისი) ’’ლოკომოტივი (თბილისი) 16:30 ’’მერანი (მარტვილი) ’’ბორჯომი (ბორჯომი) 16:30 ’’უნივერსიტეტი (ქუთაისი) ’’დინამო (ბათუმი) 16:30 29.08.07 ’’მგლები’’ (ზუგდიდი) ’’სამტრედია’’ (სამტრედია) 16:30 ’’დუშეთი’’ (დუშეთი) ’’კახეთი’’(თელავი) 16:30 ’’ტორპედო (ქუთაისი) ’’კოლხეთი (ფოთი) 16:30 ტორპედო-კოლხეთის შეხვედრების სესახებ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

raul: ’’მეშაქრე’’ (აგარა) 1:2 ’ ’ვიტ ჯორჯია’’ (თბილისი) 16:30 ’’ზოოვეტი’’ (თბილის) 0: 1 ’’ დილა ’’ (გორი) 16:30 ’’სქური’’ (წალენჯიხა) 0: 0 ’’ მესხეთი’’ (ახალციხე) 16:30 ’’ჩიხურა’’ (ჩიხურა) 0: 2 ’’ მერანი’’ (თბილისი) 16:30 ’’გაგრა’’ (გაგრა) ( 0: 2 ძირ.დრო ) 2:4 ( პენ. ) ’’ სპარტაკი’’ (ცხინვალი) ’’ მაღაროელი’ ’ (ჭიათურა) 5 : 2 ’’სიონი’’ (ბოლნისი) 16:30 ’’ოლიმპიკი’’ (თბილისი) 1 : 2 ’’ ლოკომოტივი ’’ (თბილისი) 16:30 ’’მერანი’’ (მარტვილი) 2 : 2 ’’ ბორჯომი ’’ (ბორჯომი) 16:30 ’’უნივერსიტეტი’’ (ქუთაისი) 1 : 0 ’’ დინამო ’’ (ბათუმი) 16:30 ’’ვიტ ჯორჯია ’’ (თბილისი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’დილა ’’ (გორი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’მესხეთი ’’ (ახალციხე) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’მერანი ’’ (თბილისი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’მერანი ’’ (თბილისი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’სპარტაკი ’’ (ცხინვალი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’მაღაროელი ’’ (ჭიათურა) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’ლოკომოტივი ’’ (თბილისი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’ბორჯომი ’’ (ბორჯომი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’დინამო ’’ (ბათუმი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე

gvenca: raul ļčųåņ: ’’მერანი ’’ (თბილისი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ’’მერანი ’’ (თბილისი) - გავიდა თასის ჯგუფურ ეტაპზე ramdeni merania?

raul: ’’მგლები’’ (ზუგდიდი) 3:0 ’’სამტრედია’’ (სამტრედია) 16:30 ’’დუშეთი’’ (დუშეთი) 0:0 ’’კახეთი’’ (თელავი) 16:30 ’’ტორპედო (ქუთაისი) 0:0 ’’კოლხეთი (ფოთი) 16:30 - პირველი მატჩი

raul: უკვე ჯგუფურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას: დინამო ოლიმპი ამერი ზესტაფონი ვიტ ჯორჯია ლოკომოტივი მერანი მესხეთი დილა ბათუმი ბორჯომი მგლები სპარტაკი (ცხ) მაღაროელი კახეთი მე-16- კლუბი კი გაირკვევა კოლხეთი-ტორპედო (0:0)-ს განმეორებითი მატჩის შემდეგ.

raul: საქათველოს თასის გათამაშება 6 ივნისს კენჭისყრა გაიმართება 6 სექტემბერს 13:00 საათზე, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში შედგება დავით ყიფიანის სახელობის თასის ’’ყაზბეგის’’ გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩების კენჭისყრა. კენჭისყრა გაიმართება შემდეგი პრინციპით: საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალში გამოვლენილ 12 გუნდს დაემატება უეფას ტურნირში მონაწილე 4 გუნდი და 16 კლუბი შექმნის 4 გუნდიან ჯგუფებს. 4 ჯგუფში გუნდების განაწილება კენჭისყრის პრინციპით მოხდება, 16 გუნდი დაიყოფება 4 კალათად: პირველ კალათაში განთავსდებიან უეფას ტურნირში მონაწილე გუნდები, ხოლო დანარჩენ სამ კალათაში კენჭისყრის დღისათვის (უმაღლესი ლიგის მე-4, მე-5 ტურებს შორის) დაკავებული ადგილების მიხედვით. ჯგუფებში გუნდები ითამაშებენ ორ წრედ (შინ და გარეთ სისტემით, ბერგერის ცხრილის მიხედვით).

raul: gushin torpedom shin 0:0 dasrulebis shemdeg stumrad kolxets 2:1 mougo da tasis jgufur etapze gavida. დ.ყიფიანის სახელობის თასის ’’ყაზბეგის’’ გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს 13:00 საათზე, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის თასის ’’ყაზბეგის’’ გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩების კენჭისყრა. პროცედურა ჩაატარეს პფლ-ს გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა, საშეჯიბრო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ და მენეჯერმა შოთა ბაქრაძემ. ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კლუბები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მეორე ჯგუფი, რომელშიც სამი თბილისური კლუბი ’’დინამო’’, ’’ვიტ ჯორჯია’’, ’’ლოკომოტივი’’ და პირველი ლიგის ლიდერი ჭიათურის ’’მაღაროელი’’ ითამაშებენ. პირველი მატჩები 17, 18 სექტემბერს გაიმართება. 1-ჯგუფი ამერი მესხეთი სპარტაკი ტორპედო 2-ჯგუფი დინამო ვიტ ჯორჯია ლოკომოტივი მაღაროელი 3-ჯგუფი ოლიმპი ბორჯომი ბათუმი მერანი 4-ჯგუფი ზესტაფომი მგლები დილა კახეთი

raul: ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის “ყაზბეგის” თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის თამაშების ჩატარების თარიღები განისაზღვრა ორშაბათს, 10 სექტემბერს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის კომიტეტის სხდომაზე ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის “ყაზბეგის” თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის თამაშების ჩატარების თარიღები განისაზღვრა. ტურნირის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ რიცხვებში გაიმართება: პირველი ტური (18.09.2007): “ამერი” (თბილისი) - “ტორპედო” (ქუთაისი) “მესხეთი” (ახალციხე) - “სპარტაკი” (ცხინვალი) “ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - “ლოკომოტივი” (თბილისი) “ოლიმპი” (რუსთავი) - “მერანი” (მარტვილი) “ბორჯომი” (ბორჯომი) - “დინამო” (ბათუმი) “ზესტაფონი” (ზესტაფონი) - “კახეთი” (თელავი) “მგლები” (ზუგდიდი) - “დილა” (გორი) “დინამო” (თბილისი) - “მაღაროელი” (ჭიათურა) (26.09.2007) მეორე ტური გაიმართება 2-3 ოქტომბერს, მესამე - 23-24 ოქტომბერს, მეოთხე ტური - 31 ოქტომბერს - 1 ნოემბერს, მეხუთე ტური - 4-5 ნოემბერს, ხოლო დასკვნითი მეექვსე ტური - 27 ნოემბერს. დავით ყიფიანის სახელობის “ყაზბეგის” თასის ჯგუფური ეტაპის გათამაშების კენჭისყრა 6 სექტემბერს გაიმართა. კენჭისყრის შედეგად 16 კლუბი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა: ჯგუფი A: “ამერი” (თბილისი), “მესხეთი” (ახალციხე),”სპარტაკი” (ცხინვალი), “ტორპედო” (ქუთაისი); ჯგუფი B: “დინამო” (თბილისი), “ლოკომოტივი” (თბილისი), “ვიტ-ჯორჯია” (თბილისი), “მაღაროელი” (ჭიათურა); ჯგუფი C: “ოლიმპი” (რუსთავი), “ბორჯომი” (ბორჯომი), “დინამო” (ბათუმი), “მერანი” (მარტვილი); ჯგუფი D: “ზესტაფონი” (ზესტაფონი), “მგლები” (ზუგდიდი), “დილა” (გორი), “კახეთი” (თელავი)

raul: დ.ყიფიანის სახელობის თასის ყაზბეგის გათამაშება ჯგუფური ეტაპის მატჩები დღეს 18 სექტემბერს გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ’’ყაზბეგის’’ გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩები. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში თამაშები 16:00 საათზე დაიწყება: 1 ტური 18.09.2007 1. ამერი 6:1 ტორპედო 2. მესხეთი 1:0 სპარტაკი 3. ვიტ ჯორჯია 3:0 ლოკომოტივი 4. ოლიმპი 0:2 მერანი 5. ბორჯომი 2:0 დინამო ბათ. 6. ზესტაფონი 4:0 კახეთი 7. მგლები 1:1 დილა

raul: ხვალ და ზეგ თასის ჯგუფური ეტაპის 2-ტურის შეხვედრები გაიმართება: ამერი - მესხეთი დინამო თბ. - ვიტ ჯორჯია მერანი - დინამო ბათ. ოლიმპი - ბორჯომი კახეთი - დილა ზესტაფონი - მგლები ზეგ: ტორპედო - სპარტაკი მაღაროელი - ლოკომოტივი

raul: ამერი 4:0 მესხეთი დინამო თბ 3:2 ვიტ ჯორჯია მერანი 0:1 დინამო ბათ ოლიმპი 3:1 ბორჯომი კახეთი 1:3 დილა ზესტაფონი 6:3 მგლები

raul: გუშინ სპარტაკი 2:1 ამერი დღევანდელი მატჩები: მესხეთი 4 : 0 ტორპედო ვიტ ჯორჯია 0 : 1 მაღაროელი ლოკომოტივი 1 : 2 დინამო თბ. ბორჯომი 1 : 0 მერანი დინამო ბათ. 0 : 1 ოლიმპი დილა 1 : 1 ზესტაფონი ხვალ: მგლები-კახეთი

VITA: da visia cels tasi?

annieq07: ra tqma uinda zestaponis tasic da chempionobac!!!

VITA: me ert-ertzec tanaxma var...

power: VITA ļčųåņ: me ert-ertzec tanaxma var... chven ki orive gvinda

annieq07: tasi cels chveniaaaaaaaaaaaaaa!!!!!!!!!!!

power: annieq07 ļčųåņ: tasi cels chveniaaaaaaaaaaaaaa!!!!!!!!!!! da ratkmaunda chempionobac

raul: საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩი ბათუმის დინამოსა და ბორჯომის ბორჯომს შორის გადაიდო. თამაშის გადადების მიზეზი ავარია გახდა. საფეხბურთო კლუბ ბორჯომის მიკროავტობუსი, რომელიც ბათუმში მიემგზავრებოდა ქუთაისის მახლობლად ავარიაში მოყვა.ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

power: ok ok.

DINAMOFAN: საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური: 31.10.2007 - IV ტური D დილა 1 : 0 მგლები 15:00 01.11.2007 - IV ტური A სპარტაკი 1 : 0 მესხეთი 14:00 B მაღაროელი 0 : 0 დინამო თბ. 14:00 B ლოკომოტი 0 : 4 ვივიტ ჯორჯია 14:00 C მერანი 0 : 0 ოლიმპი 14:00 C დინამო ბათ. - ბორჯომი (გადადებულია) D კახეთი 0 : 2 ზესტაფონი 14:00 A ტორპედო 0 : 3 ამერი 14:00



ļīėķą’ āåšńč’ ńņšąķčöū