Форум » ჩემპიონატი » სუპერთასი 2007 » Ответить

სუპერთასი 2007

raul: გორში 9-დეკემბერს 13-საათზე გაიმართება 2007-წლის სუპერთასის შეხვედრა სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ოლიმპი და თასის მფლობელი ამერი შეხვდებიან. ოლიმპი -ამერი მატჩისწინა პრესკონფერენცია დღეს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში გაიმართა სუპერთასის წინა სამატჩო პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი, რუსთავის ოლიმპისა და თბილისის ამერის მთავარი მწვრთნელები ანატოლი პისკოვეცი და გიორგი ჩიხრაძე დაესწრნენ. პაატა ბურჯალიანი (პფლ გენერალური მდივანი) გულშემატკივრებს სიურპიზებს ვუმზადებთ, მატჩის წინ და შესვენების დროს მოეწყობა შოუ პროგრამა. თამაშმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და წინასწარი ინფორმაციით მატჩზე მოსალოდნელია ანშლაგი. მინდა მოგახსენოთ, რომ ,,ფოლკსვაგენის’’ თასი გათამაშდება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ,,ყაზბეგის’’ გათამაშების წესების თანახმად. ანუ მატჩის ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დრო, ხოლო თუ არ გამოვლინდა გამარჯვებული, შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერია მოეწყობა. როგორც შარშან, წელსაც კომპანია ფოლკსვაგენმა 10�000 ლარი დააწესა ჯილდოს სახით. პროფესიული ფეხბურთის ლიგისა და გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მატჩზე დასწრება უფასო იქნება. ანატოლი პისკოვეცი: (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი) ეს ჩემი პირველი ფინალური თამაშია საქართველოში და ბუნებრივია დიდი სურვილი მაქვს დავეუფლო ჩემს პირველ ტიტულს. ვიცი, რომ მატჩი უმაღლეს დონეზე მზადდება და ეს უდიდესი სტიმულია ფეხბურთელებისათვის. სამწუხაროდ რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა იმედს ვიტოვებ რომ სუპერთასს სწორედ რუსთავის ოლიმპი დაისაკუთრებს. გიორგი ჩიხრაძე: (ამერის მთავარი მწვრთნელი) მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში არასასიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი და ძალიან ვწუხვარ. მე ვესაუბრე ჩემს ფეხბურთელებს და სრული მობილიზებით ვემზადებით ამ მატჩისათვის. ჩვენი მიზანი უცვლელია და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ მოედანზე.

Ответов - 3

raul: ოლიმპი 1:4 ამერი

annieq07: da ase gagixarda olimpis cageba?

raul: annieq07 meeeeeeeeeeeeeeeeee? ameris mogeba ki mindoda magram zalian gaxareba ra shuashia?




полная версия страницы